სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა ილია: თუ მღვდელი ფუფუნებით იხრწნება, მაშინ ვალდებული ვართ, მასაც მივუთითოთ
მამა ილია: თუ მღვდელი ფუფუნებით იხრწნება, მაშინ ვალდებული ვართ, მასაც მივუთითოთ

ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ბა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სის მი­მართ გა­ჩე­ნილ კი­თხვებ­სა და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე ქა­რე­ლის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მო­ძღვა­რი, მამა ილია ჩიკ­ვა­ი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მა­მაო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მიერ მუს­ლიმ ქარ­თვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ­მა მო­საზ­რე­ბამ... რო­გორ ფიქ­რობთ, ქარ­თვე­ლო­ბა რე­ლი­გი­ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა?..

- შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი სხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის იყოს, მაგ­რამ იყოს ქარ­თვე­ლი. თუმ­ცა, მენ­ტა­ლი­ტე­ტი, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, მენ­ტა­ლუ­რი ხედ­ვა არის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი. ქარ­თვე­ლო­ბა, მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი კი არა, გე­ნე­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნაა... ჩვენ ვართ სრუ­ლი­ად მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი. ამი­ტო­მაც არის ნათ­ქვა­მი: - "ქარ­თლად ფრი­ა­დი ქვე­ყა­ნაი აღი­რა­ცხე­ბის, სა­და­ცა ყო­ვე­ლი ჟამი ქარ­თუ­ლი­თა ენი­თაი შე­ი­წი­რე­ბის და ლოც­ვაი ყო­ვე­ლი აღეს­რუ­ლე­ბის..." ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყოს, მაგ­რამ მენ­ტა­ლი­ტე­ტით ქარ­თვე­ლი იყოს. უწ­მინ­დეს­მა წლე­ბის წინ, თუ არ ვცდე­ბი, ფე­რე­ი­დან­ში ყოფ­ნი­სას ბრძა­ნა, იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს, მაგ­რამ ერთი პო­ე­ტიც არ ჰყავთ და იცით რა­ტო­მო? - მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა აღარ არის და სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლმა მო­იკ­ლო და ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტაო... ამით უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია, თუმ­ცა მე დიდ, ტრა­დი­ცი­ულ რე­ლი­გი­ებს არ ვე­ხე­ბი...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- დიდ­მა გაბ­რი­ელ ბერ­მა ბრძა­ნა, მე­ჩეთ­ში ვი­ყა­ვი და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით მი­მი­ღე­სო, სი­ნა­გო­გა­სა და კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­შიც ასე­ვე შემ­ხვდნენ, მაგ­რამ რო­დე­საც სექ­ტან­ტებ­თან მი­ვე­დი, გა­მო­მაგ­დე­სო. ეს იცით, რას ნიშ­ნავ­სო? ეს ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­ე­ბი­აო და მათ სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა აქ­ვთო... აი, ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვი­წყნა­რებთ, მაგ­რამ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა უპირ­ვე­ლე­სია.

- მა­მაო, სხვა თე­მა­ზეც მინ­და გკი­თხოთ, რომ­ლის გარ­შე­მოც კა­მა­თი არ წყდე­ბა, - სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი. თქვენ ბრძა­ნეთ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, მო­ძღვა­რი 100 ათა­სი­ა­ნი "ჯი­პით" არ უნდა და­დი­ო­დე­ო­სო...

- დიახ, მა­ში­ნაც ვთქვი, რომ ეს არ არის მარ­ხვა, პი­რი­ქით, მარ­ხვის დარ­ღვე­ვაა, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არის ზო­გა­დად მი­ნიშ­ნე­ბა, ფუ­ფუ­ნე­ბის გან­ხმრწნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რად­გან ფუ­ფუ­ნე­ბა სა­ში­ნე­ლი სუ­ლი­ე­რი მრუ­შო­ბაა. ჩვენ კი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩა­ვაგ­დოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ მღვდე­ლი ფუ­ფუ­ნე­ბით იხ­რწნე­ბა, მა­შინ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, მა­საც მი­ვუ­თი­თოთ. იცით, რო­დის იღუ­პე­ბა ადა­მი­ა­ნი? - რო­დე­საც ის ფუ­ფუ­ნე­ბით ცხოვ­რობს, გვერ­დით კი ვი­ღაც მში­ე­რი ჰყავს და მას დახ­მა­რე­ბის ხელს არ უწ­ვდის. ჩვენ, ქარ­თვე­ლებს თა­ნად­გო­მის უნა­რი რომ გვქონ­დეს, ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი აღარ გვე­ყო­ლე­ბო­და... ფრან­გი გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, ჟან ჟაკ რუსო ამ­ბობ­და, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა იცხოვ­როს ფუ­ფუ­ნე­ბა­შიო. ეს ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ხში­რად უნდა გა­ვი­მე­ო­როთ, თუკი ჯან­სა­ღი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გვსურს და არც სა­ე­რო და არც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა თავს უფ­ლე­ბა არ უნდა მის­ცენ, რომ ასე იცხოვ­რონ...

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მამა ილია: თუ მღვდელი ფუფუნებით იხრწნება, მაშინ ვალდებული ვართ, მასაც მივუთითოთ

მამა ილია: თუ მღვდელი ფუფუნებით იხრწნება, მაშინ ვალდებული ვართ, მასაც მივუთითოთ

ბოლო დროს საზოგადობაში სასულიერო პირების ცხოვრების წესის მიმართ გაჩენილ კითხვებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ქარელის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა ილია ჩიკვაიძე გვესაუბრება:

- მამაო, საზოგადოებაში დიდი კამათი გამოიწვია ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ მუსლიმ ქართველებთან დაკავშირებით გამოთქმულმა მოსაზრებამ... როგორ ფიქრობთ, ქართველობა რელიგიით განისაზღვრება?..

- შესაძლოა, ადამიანი სხვა რელიგიური აღმსარებლობის იყოს, მაგრამ იყოს ქართველი. თუმცა, მენტალიტეტი, ჩვენი ეროვნული ტრადიციები, მენტალური ხედვა არის მართლმადიდებლური. ქართველობა, მხოლოდ ბიოლოგიური პროცესი კი არა, გენეტიკური მოვლენაა... ჩვენ ვართ სრულიად მართლმადიდებლური ქვეყნის შვილები. ამიტომაც არის ნათქვამი: - "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, სადაცა ყოველი ჟამი ქართულითა ენითაი შეიწირების და ლოცვაი ყოველი აღესრულების..." ასევე, შეიძლება, ადამიანი სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყოს, მაგრამ მენტალიტეტით ქართველი იყოს. უწმინდესმა წლების წინ, თუ არ ვცდები, ფერეიდანში ყოფნისას ბრძანა, იქ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ერთი პოეტიც არ ჰყავთ და იცით რატომო? - მართლმადიდებლობა აღარ არის და სულიწმინდის მადლმა მოიკლო და ამაში გამოიხატაო... ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია, თუმცა მე დიდ, ტრადიციულ რელიგიებს არ ვეხები...

- რას გულისხმობთ?

- დიდმა გაბრიელ ბერმა ბრძანა, მეჩეთში ვიყავი და დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიმიღესო, სინაგოგასა და კათოლიკურ ეკლესიაშიც ასევე შემხვდნენ, მაგრამ როდესაც სექტანტებთან მივედი, გამომაგდესო. ეს იცით, რას ნიშნავსო? ეს ტრადიციული რელიგიებიაო და მათ სხვა სარწმუნოების მიმართ პატივისცემა აქვთო... აი, ასეთი განსხვავებული მიდგომებია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვიწყნარებთ, მაგრამ მართლმადიდებლობა უპირველესია.

- მამაო, სხვა თემაზეც მინდა გკითხოთ, რომლის გარშემოც კამათი არ წყდება, - სასულიერო პირების მფლობელობაში არსებული მანქანები. თქვენ ბრძანეთ, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, მოძღვარი 100 ათასიანი "ჯიპით" არ უნდა დადიოდეოსო...

- დიახ, მაშინაც ვთქვი, რომ ეს არ არის მარხვა, პირიქით, მარხვის დარღვევაა, ასეთი დამოკიდებულება, არის ზოგადად მინიშნება, ფუფუნების განხმრწნელ მდგომარეობაზე, რადგან ფუფუნება საშინელი სულიერი მრუშობაა. ჩვენ კი, სასულიერო პირები, ვალდებული ვართ, ამ მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ ადამიანები, თუ მღვდელი ფუფუნებით იხრწნება, მაშინ ვალდებული ვართ, მასაც მივუთითოთ. იცით, როდის იღუპება ადამიანი? - როდესაც ის ფუფუნებით ცხოვრობს, გვერდით კი ვიღაც მშიერი ჰყავს და მას დახმარების ხელს არ უწვდის. ჩვენ, ქართველებს თანადგომის უნარი რომ გვქონდეს, ამდენი გაჭირვებული აღარ გვეყოლებოდა... ფრანგი განმანათლებელი, ჟან ჟაკ რუსო ამბობდა, არავის აქვს უფლება იცხოვროს ფუფუნებაშიო. ეს ჩვენს რეალობაში ძალიან ხშირად უნდა გავიმეოროთ, თუკი ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება გვსურს და არც საერო და არც სასულიერო პირებმა თავს უფლება არ უნდა მისცენ, რომ ასე იცხოვრონ...

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია