პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის სენატში უკრაინის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია შევიდა
აშშ-ის სენატში უკრაინის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია შევიდა

აშშ-ის სე­ნატ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­ვი­და რე­ზო­ლუ­ცია, რო­მელ­შიც სე­ნა­ტო­რე­ბი ითხო­ვენ, რომ ბა­რაქ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და კონ­გრეს­მა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სოს, თუ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბას მო­მა­ვალ­შიც მი­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რო­ი­ტე­რი" ავ­რცე­ლებს.

"დღეს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი პრო­ტესტს გა­მოთ­ქვა­მენ ქუ­ჩებ­ში, რად­გან იცი­ან, რომ ისი­ნი სა­კუ­თარ­მა მთავ­რო­ბამ რუ­სე­თის­გან მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ფუ­ლა­დი მო­გე­ბის­თვის გა­ყი­და", - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

ამას­თან, რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში სე­ნა­ტი მო­უ­წო­დებს აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ყვე­ლა იმ პირს, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე, და­უ­წეს­დეს სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი და გა­ე­ყი­ნოთ ან­გა­რი­შე­ბი.

"რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ცხა­დად არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან შემ­დგო­მი ძა­ლა­დო­ბა ჩვენს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც აი­სა­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს სე­ნა­ტო­რებ­მა.

ამას­თან, "რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი - რეს­პუბ­ლი­კე­ლი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი და დე­მოკ­რა­ტი კრის მერ­ფი კვი­რას კი­ევს ეწ­ვე­ვი­ან.

"სე­ნა­ტო­რი მერ­ფი სე­ნა­ტორ მა­კ­კე­ინ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და კრის მერ­ფის პრეს-მდი­ვან­მა ბენ მარ­ტერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

აშშ-ის სენატში უკრაინის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია შევიდა

აშშ-ის სენატში უკრაინის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია შევიდა

აშშ-ის სენატში განსახილველად შევიდა რეზოლუცია, რომელშიც სენატორები ითხოვენ, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ და კონგრესმა უკრაინის ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს, თუ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას მომავალშიც მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"დღეს უკრაინელები პროტესტს გამოთქვამენ ქუჩებში, რადგან იციან, რომ ისინი საკუთარმა მთავრობამ რუსეთისგან მოკლევადიანი ფულადი მოგებისთვის გაყიდა", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუციის ტექსტში სენატი მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, რომ ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში განხორციელებულ ძალადობაზე, დაუწესდეს სავიზო შეზღუდვები და გაეყინოთ ანგარიშები.

"რეზოლუციაში ცხადად არის დაფიქსირებული, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შემდგომი ძალადობა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც აისახება", - განაცხადეს სენატორებმა.

ამასთან, "როიტერის" ინფორმაციით, ამერიკელი სენატორები - რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და დემოკრატი კრის მერფი კვირას კიევს ეწვევიან.

"სენატორი მერფი სენატორ მაკკეინთან ერთად უკრაინის ხელისუფლებას, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან", - განაცხადა კრის მერფის პრეს-მდივანმა ბენ მარტერმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა