ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდება 24 საათიან რეჟიმში აღუდგა

ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდება 24 საათიან რეჟიმში აღუდგა

ბათუმსა და მის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება 24 საათიან რეჟიმში აღუდგა , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოიხსნა ყველანაირი შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობასა და სახელმწიფო ობიექტებს პრობლემები აღარ შეექმნება.

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციითაც, 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "განახლება", რომლის დაზიანების გამოც ბათუმის ელექტრომომარაგების პრობლემა არსებობდა, აღდგენილია.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური ფაქტორების გამო, დენის გარეშე ჯერ კიდევ დარჩენილია სამი რაიონი: ხულო. ქედა და შუახევი.

"ამ მიმართულებით დაზიანებული 9 ანძის შეკეთება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ტექნიკური ბრიგადების 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, მათ ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღუდგებათ", - განმარტავენ სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია