კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასმუსენი - ივანიშვილის პრემიერობის დროს საქართველომ ამბიციური რეფორმები განაგრძო და არსებით წარმატებებსაც მიაღწია
რასმუსენი - ივანიშვილის პრემიერობის დროს საქართველომ ამბიციური რეფორმები განაგრძო და არსებით წარმატებებსაც მიაღწია

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"ტო­ვებთ რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას, მსურს, მო­გახ­სე­ნოთ მად­ლო­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ თქვენს ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სად­მი", - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი რას­მუ­სე­ნის წე­რილ­ში, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რას­მუ­სე­ნის შე­ფა­სე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნაგ­რძო ამ­ბი­ცი­უ­რი რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გი და არ­სე­ბით წარ­მა­ტე­ბებ­საც მი­აღ­წია ამ კუ­თხით.

"წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­ფა­სე­ბა­ში მო­კავ­ში­რე­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს და­დე­ბი­თი ძვრე­ბი ქვე­ყა­ნა­ში თქვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნეს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და მმარ­თვე­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის რთულ პე­რი­ოდ­ში. ასე­ვე ვა­ფა­სებ ჩვენს გუ­ლახ­დილ სა­უბ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ. თქვენ ცხადყ­ვეთ ერ­თგუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად გარ­დაქ­მნი­სად­მი, რო­მე­ლიც ღირ­სე­ულ ად­გილს და­ი­კა­ვებს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში. თქვენ ასე­ვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მკა­ფიო ხედ­ვა, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩათ­ვლით", - აღ­ნიშ­ნავს რას­მუ­სე­ნი.

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ოპო­ზი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზით, გა­ნავ­რცო­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიღ­წე­ვებს.

"ასე­თი სა­ხის ძა­ლის­ხმე­ვა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და წინსვლას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა­კენ. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს თქვენს მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. პა­ტი­ვის­ცე­მით, ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რასმუსენი - ივანიშვილის პრემიერობის დროს საქართველომ ამბიციური რეფორმები განაგრძო და არსებით წარმატებებსაც მიაღწია

რასმუსენი - ივანიშვილის პრემიერობის დროს საქართველომ ამბიციური რეფორმები განაგრძო და არსებით წარმატებებსაც მიაღწია

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

"ტოვებთ რა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მსურს, მოგახსენოთ მადლობა თანამშრომლობისათვის ამ წლის განმავლობაში. ძალიან ვაფასებ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილისადმი რასმუსენის წერილში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

რასმუსენის შეფასებით, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველომ განაგრძო ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი და არსებით წარმატებებსაც მიაღწია ამ კუთხით.

"წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებაში მოკავშირეებმა დაადასტურეს დადებითი ძვრები ქვეყანაში თქვენი ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით აღნიშნეს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მმართველობა პოლიტიკური კოჰაბიტაციის რთულ პერიოდში. ასევე ვაფასებ ჩვენს გულახდილ საუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. თქვენ ცხადყვეთ ერთგულება საქართველოს თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნისადმი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თქვენ ასევე ჩამოაყალიბეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მკაფიო ხედვა, რუსეთთან ურთიერთობების ჩათვლით", - აღნიშნავს რასმუსენი.

ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით, განავრცობენ ბიძინა ივანიშვილის მიღწევებს.

"ასეთი სახის ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიასა და წინსვლას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებისაკენ. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში. პატივისცემით, ანდერს ფოგ რასმუსენი", - აღნიშნულია ივანიშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა