Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გაუჩინა თიკა ჯამბურიას პოლიტიკურ თემაზე ლაპარაკის სურვილი...
რამ გაუჩინა თიკა ჯამბურიას პოლიტიკურ თემაზე ლაპარაკის სურვილი...

მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ა­ზე ბოლო დროს უამ­რა­ვი ჭორი გავ­რცელ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ის შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებს; იმა­საც ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ყო­ფილ მე­უღ­ლეს ურიგ­დე­ბა და ა.შ. მოკ­ლედ, ჭო­რე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად და თი­კას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მომ­ხდარ თუ მო­სა­ლოდ­ნელ სი­ახ­ლე­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ მომ­ღე­რალს შინ ვეს­ტუმ­რე.

- ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ და გან­ვიც­დი, ჩემ შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი რომ ვრცელ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს მშობ­ლებ­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით - მა­მას აღი­ზი­ა­ნებს. მგო­ნი, რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი "ფე­ის­ბუ­კის" ჩემს გვერდს ჩა­უ­საფ­რდა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს და არც არა­ვის ვხვდე­ბი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ამ ყვე­ლაფ­რის და­ჯე­რე­ბა არ სურთ. საკ­მა­რი­სია, ჩემ გვერ­დით ბიჭი და­ი­ნა­ხონ და იწყე­ბა ჭო­რა­ო­ბა. ჰოდა, ამ ყვე­ლაფ­რის გამო მშობ­ლებ­თან თა­ვის მარ­თლე­ბა მი­წევს ხოლ­მე... ამას წი­ნათ, მე­გო­ბარ ბი­ჭთან ფოტო გა­და­ვი­ღე და "ფე­ის­ბუკ­ზე" დავ­დე. ჰოდა, სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი ატყდა. ვი­ღა­ცებ­მა ეს ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, - თი­კას ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიო. ჰოდა, მე­გო­ბარ­თან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი. იქ­ნებ მას არ უნ­დო­და ამ ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა?!. მა­ნამ­დე კი­დევ, ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ მას­ტერ­ზე და­მი­წე­რეს, თით­ქოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მერე - ფო­ტოგ­რაფ საშა პრიშ­ვინ­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია... მოკ­ლედ, მას მერე, რაც ბე­ქას დავ­შორ­დი, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ მთავ­რდე­ბა. ხში­რად ვამ­ბობ, - "ოს­კა­რი" ან "გრე­მი" რომ ავი­ღო, ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ზე იმ­დენს არ და­წე­რენ, რამ­დენ­საც ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ-მეთ­ქი.

- მოდი, შენი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ოღონდ გულ­წრფე­ლად მი­თხა­რი, - შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ და არც არა­ვის ვხვდე­ბი. თავს კარ­გად და ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ბექა შე­რი­გე­ბას მარ­თლა გთხოვს?

- იყო ასე­თი მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ კრა­ხით დას­რულ­და... ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ერთი მი­ზა­ნი მაქვს: ძა­ლი­ან მინ­და, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ცხოვ­რე­ბა ისე ავი­წყო, რომ შვილს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, კარ­გი მო­მა­ვა­ლი შე­ვუქ­მნა. სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად კი ახლა მარ­ტო ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია.

- ოდეს­მე შე­იძ­ლე­ბა, ბე­ქას შე­უ­რიგ­დე?

- მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, ვერ გე­ტყვი. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მარ­ტო ყოფ­ნას არ ვა­პი­რებ. მაგ­რამ მა­ნამ­დე მინ­და, ისე­თი ძლი­ე­რი ქალი გავ­ხდე, რომ სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ვიყო.

- შენი აზ­რით, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვილს ოჯა­ხი რა შემ­თხვე­ვა­ში ენგრე­ვა?

- როცა წყვილს სა­კუ­თა­რი საქ­მე და შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს, ეს ოჯახს ბზარს უჩენს; ჩნდე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და მერე ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ვა. ჩემი და ბე­ქას შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და, ჩვე­ნი და­შო­რე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც იყო. ხომ იცით, იმ პე­რი­ოდ­ში ორი­ვე სტუ­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით... თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ოჯა­ხის დან­გრე­ვას სხვა მი­ზე­ზიც უძღო­და, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის გა­მომ­ზე­უ­რე­ბის სურ­ვი­ლი არ მაქვს. პი­რა­დად მე, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რომ ოჯა­ხი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, ამ ყვე­ლაფ­რის გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და!

- პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რო­ბა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა? რო­გორც ვიცი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პიარ-მე­ნე­ჯე­რი ხარ.

- "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" პი­ა­რის გან­ხ­რით ვმუ­შა­ობ. ძი­რი­თა­დად, დიდ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, კონ­ცერ­ტებს "ვა­კე­თებთ" და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის პრო­პა­გან­დას ვე­წე­ვით. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ ვე­ლო­სი­პე­დე­ბის მა­რა­თო­ნი მო­ვა­წყვეთ. მთე­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი გა­დავ­კე­ტეთ. ქუ­ჩა­ში ვე­ლო­სი­პე­დით მო­სე­ირ­ნე 400-მდე ადა­მი­ა­ნი ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვი იყო. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ენ­გუ­რის ხიდ­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია გავ­მარ­თეთ: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 300 აქ­ტი­ვის­ტი შე­ვიკ­რი­ბეთ და დრო­შე­ბით, ბუშ­ტე­ბით, სიმ­ღე­რე­ბით ხი­დამ­დე მსვლე­ლო­ბა მო­ვა­წყვეთ. ბო­ლოს, ენ­გუ­რის ხი­დი­დან ფრა­ნე­ბი გა­ვუშ­ვით. რო­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი პო­ლი­ტი­კით? - ადრე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­წყო­ბილ კონ­ცერ­ტებ­ზე ვმღე­რო­დი ხოლ­მე. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში მათ მო­რიგ კონ­ცერ­ტზეც ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი. აქვე გე­ტყვით, რომ არას­დროს არც ერთი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი არ ვყო­ფილ­ვარ, უბ­რა­ლოდ, მათ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სის გამო ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მოკ­ლედ, "ნა­ცი­ო­ნა­ლი" არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ... სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა კონ­ცერ­ტზე გა­მო­სას­ვლე­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი, ცი­ხის კად­რე­ბი გავ­რცელ­და, რისი ნახ­ვის შემ­დე­გაც გა­დავ­წყვი­ტე, ხალ­ხთან ერ­თად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე მეც დავ­მდგა­რი­ყა­ვი. ჰოდა, შეკ­რე­ბი­ლებს შე­ვუ­ერ­თდი, პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­ვა­კე­თე. ვთქვი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ცერ­ტზე აღა­რა­სო­დეს ვიმ­ღე­რებ­დი. ჩემს ამ ნათ­ქვამს მოჰ­ყვა მით­ქმა-მოთ­ქმა. ამ­ბობ­დნენ: "ნა­ცი­ო­ნა­ლი" იყო და ახლა "ოც­ნე­ბა­ში" გა­და­ვი­დაო... ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ასე ფიქ­რობს დღემ­დე, შე­ვახ­სე­ნებ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" "წყა­ლო­ბით" მა­მა­ჩე­მი ცი­ხე­ში იჯდა. ალ­ბათ ამა­ზე დიდ მი­ზეზს ვე­რა­ფერს და­ვა­სა­ხე­ლებ იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლი" არ ვყო­ფილ­ვარ.

- შენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში რა სიახ­ლე­ე­ბია?

- ბოლო პე­რი­ოდ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან გა­ვაქ­ტი­ურ­დი. მე და ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილ­მა ახ­ლა­ხან დუ­ე­ტი ჩავ­წე­რეთ; კი­დევ ერთი დუ­ე­ტი ძა­ლი­ან მა­გარ ბი­ჭთან, ჩემს "ვო­ი­სელ­თან" ერ­თად ჩავ­წე­რე. სოლო სიმ­ღე­რა და­მი­წე­რა მაია ლიკ­ლი­კა­ძემ და ახლა ამა­ზე ვმუ­შა­ობ. კი­დევ ერთი სი­ახ­ლე მაქვს: მე და ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილ­მა, ჩვენს სა­ერ­თო მე­გო­ბარ­თან

- ირაკ­ლი შა­ში­აშ­ვილ­თან ერ­თად, სა­ბავ­შვო სტუ­დია "დო რე მი" გავ­ხსე­ნით. ამ სტუ­დი­ა­ში ბავ­შვე­ბი, სიმ­ღე­რის გარ­და, ცეკ­ვა­სა და ხატ­ვას შე­ის­წავ­ლი­ან. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვო­კა­ლის პე­და­გო­გი გვყავს, რო­მე­ლიც ბავ­შვებს არა მარ­ტო ვო­კალს, არა­მედ ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბას შე­აყ­ვა­რებს.

- შენს გო­გო­ნა­ზე - ნი­ნა­ზე რას გვე­ტყვი? დე­დის მსგავ­სად, სიმ­ღე­რის ნიჭი მა­საც აქვს?

- ნინა ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ამა­ვე დროს, მუ­სი­კა­ლუ­რი გო­გოა. ის ჯერ ორი წლის არის, მაგ­რამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის. ამ ზა­ფხულს ხობ­ში ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­და, სა­დაც უამ­რა­ვი მომ­ღე­რა­ლი და მათ შო­რის, ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის "მზი­უ­რე­ლე­ბი" ჰყავ­დათ მიწ­ვე­უ­ლი. მეც ხომ "მზი­უ­რე­ლი" ვარ და ამ ფეს­ტი­ვალ­ზე მო­მიხ­და წას­ვლა. ნი­ნაც თან მახ­ლდა. მას წი­ნას­წარ, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ფეს­ტი­ვა­ლის­თვის სიმ­ღე­რა ჩა­ვა­წე­რი­ნე და კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვიყ­ვა­ნე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იმ­ღე­რა, სცე­ნა­ზე დიდი ქა­ლი­ვით იდგა. დე­დას უკვე აჯო­ბა - მე სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად 4 წლის ასაკ­ში ვიმ­ღე­რე, ნი­ნამ კი ეს 2 წლი­სამ შეძ­ლო. უკომ­პლექ­სო ბავ­შვია.

P.S. მარ­თა­ლია, თიკა გულ­მოდ­გი­ნედ გვიმ­ტკი­ცებ­დი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავს, მაგ­რამ მა­შინ, როცა ინ­ტერ­ვიუ და­სა­ბეჭ­დად მზად იყო, "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა რო­მან­ტი­კულ გა­რე­მო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი 2 ფოტო: ერთ-ერ­თზე ჩანს, რომ მომ­ღე­რალს თით­ზე ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი უკე­თია, მე­ო­რე­ზე კი წყვი­ლის ხე­ლე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ჭი­ქას უჭა­ხუ­ნე­ბენ. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბი­ლი და მომ­ღე­რალ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჭო­რი­აო, ზო­გიც - სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს არი­სო, მით უმე­ტეს, რომ თიკა ნაც­ნო­ბე­ბის მი­ლოც­ვებს იღებ­და და გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მოთ­ქვამ­და: "ეს ხალ­ხი გა­მა­გი­ჟებს. იმის მა­გივ­რად, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­სურ­ვონ, ბეჭ­დი­სა და მისი თვლის ზო­მა­ზეა სა­ხალ­ხო ის­ტე­რი­კა გა­მარ­თუ­ლი". თი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბას დიდ­ხანს ვცდი­ლობთ. ამა­სო­ბა­ში, მან "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოგ­ვი­ცხა­და: ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ცოტა ხანი არ შე­მეხ­მი­ა­ნო­თო. ვი­ნა­ი­დან არ შე­ვეშ­ვით, ყურ­მი­ლი აიღო, თუმ­ცა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არც და­ა­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო. მხო­ლოდ ის გვი­თხრა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს და რომ სი­მარ­თლეს 31 დე­კემ­ბერს გა­ვი­გებთ... და მა­ინც, თუ მისი გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის ამ­ბა­ვი სი­მარ­თლეა, წყვილს ბედ­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებთ!

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ასე­ვე:

- "მე სამი ბე­ჭე­დი მო­გი­ტა­ნე ნიშ­ნო­ბა­ზე, ბრი­ლი­ან­ტე­ბით" - თიკა ჯამ­ბუ­რი­ას ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლი პა­სუ­ხობს

- თიკა ჯამ­ბუ­რია უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ­ზე და­ი­ნიშ­ნა

- ვის გამო და­იკ­ლო თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ 12 კილო - "უდი­დე­სი კომ­ფორ­ტია, როცა ყვე­ლა კომ­პლი­მენტს გე­უბ­ნე­ბა, თან უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლიც ვარ"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რამ გაუჩინა თიკა ჯამბურიას პოლიტიკურ თემაზე ლაპარაკის სურვილი...

რამ გაუჩინა თიკა ჯამბურიას პოლიტიკურ თემაზე ლაპარაკის სურვილი...

მომღერალ თიკა ჯამბურიაზე ბოლო დროს უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, რომ ის შეყვარებულია და დაოჯახებას აპირებს; იმასაც ამბობენ, თითქოს ყოფილ მეუღლეს ურიგდება და ა.შ. მოკლედ, ჭორების გადასამოწმებლად და თიკას შემოქმედებაში მომხდარ თუ მოსალოდნელ სიახლეებზე სასაუბროდ მომღერალს შინ ვესტუმრე.

- ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი, ჩემ შესახებ ჭორები რომ ვრცელდება. ეს ყველაფერი ჩემს მშობლებსაც, განსაკუთრებით - მამას აღიზიანებს. მგონი, რამდენიმე ჟურნალისტი "ფეისბუკის" ჩემს გვერდს ჩაუსაფრდა. შეყვარებული არ მყავს და არც არავის ვხვდები, მაგრამ რატომღაც, ამ ყველაფრის დაჯერება არ სურთ. საკმარისია, ჩემ გვერდით ბიჭი დაინახონ და იწყება ჭორაობა. ჰოდა, ამ ყველაფრის გამო მშობლებთან თავის მართლება მიწევს ხოლმე... ამას წინათ, მეგობარ ბიჭთან ფოტო გადავიღე და "ფეისბუკზე" დავდე. ჰოდა, საოცარი ამბავი ატყდა. ვიღაცებმა ეს ფოტო გამოაქვეყნეს, - თიკას ახალი შეყვარებულიო. ჰოდა, მეგობართან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. იქნებ მას არ უნდოდა ამ ფოტოს გამოქვეყნება?!. მანამდე კიდევ, ჩემს საუკეთესო მეგობარ მასტერზე დამიწერეს, თითქოს შეყვარებულები ვიყავით, მერე - ფოტოგრაფ საშა პრიშვინზე, რომელიც ასევე, ჩემი საუკეთესო მეგობარია... მოკლედ, მას მერე, რაც ბექას დავშორდი, ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მთავრდება. ხშირად ვამბობ, - "ოსკარი" ან "გრემი" რომ ავიღო, ჩემს წარმატებაზე იმდენს არ დაწერენ, რამდენსაც ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბრობენ-მეთქი.

- მოდი, შენი პირადი ცხოვრებით დაინტერებული ადამიანების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ოღონდ გულწრფელად მითხარი, - შეყვარებული არ ხარ?

- გულწრფელად ვამბობ, შეყვარებული არ ვარ და არც არავის ვხვდები. თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობ.

- საინტერესოა, ბექა შერიგებას მართლა გთხოვს?

- იყო ასეთი მცდელობა, მაგრამ კრახით დასრულდა... ამჟამად მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს: ძალიან მინდა, შემოქმედებითი თვალსაზრისით ცხოვრება ისე ავიწყო, რომ შვილს გარანტირებული, კარგი მომავალი შევუქმნა. საკუთარი მიზნების მისაღწევად კი ახლა მარტო ყოფნა მირჩევნია.

- ოდესმე შეიძლება, ბექას შეურიგდე?

- მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მთელი ცხოვრება მარტო ყოფნას არ ვაპირებ. მაგრამ მანამდე მინდა, ისეთი ძლიერი ქალი გავხდე, რომ სხვაზე დამოკიდებული არ ვიყო.

- შენი აზრით, ახალდაქორწინებულ წყვილს ოჯახი რა შემთხვევაში ენგრევა?

- როცა წყვილს საკუთარი საქმე და შემოსავალი არ აქვს, ეს ოჯახს ბზარს უჩენს; ჩნდება მატერიალური პრობლემები და მერე ყველაფერი ერთმანეთში ირევა. ჩემი და ბექას შემთხვევაშიც ასე მოხდა, ჩვენი დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ხომ იცით, იმ პერიოდში ორივე სტუდენტები ვიყავით... თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახის დანგრევას სხვა მიზეზიც უძღოდა, მაგრამ ამ ყველაფრის გამომზეურების სურვილი არ მაქვს. პირადად მე, ყველაფერი გავაკეთე, რომ ოჯახი შემენარჩუნებინა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, ამ ყველაფრის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა!

- პოლიტიკურად აქტიურობა რამ გადაგაწყვეტინა? როგორც ვიცი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის პიარ-მენეჯერი ხარ.

- "ქართულ ოცნებაში" პიარის გან­ხ­რით ვმუშაობ. ძირითადად, დიდ ღონისძიებებს, კონცერტებს "ვაკეთებთ" და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ვეწევით. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ველოსიპედების მარათონი მოვაწყვეთ. მთელი მარჯანიშვილი გადავკეტეთ. ქუჩაში ველოსიპედით მოსეირნე 400-მდე ადამიანი ლამაზი სანახავი იყო. არჩევნებამდე ენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია გავმართეთ: "ქართული ოცნების" 300 აქტივისტი შევიკრიბეთ და დროშებით, ბუშტებით, სიმღერებით ხიდამდე მსვლელობა მოვაწყვეთ. ბოლოს, ენგურის ხიდიდან ფრანები გავუშვით. როტომ დავინტერესდი პოლიტიკით? - ადრე "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილ კონცერტებზე ვმღეროდი ხოლმე. საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მათ მორიგ კონცერტზეც ვიყავი მიწვეული. აქვე გეტყვით, რომ არასდროს არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, უბრალოდ, მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ფინანსური ინტერესის გამო ვმონაწილეობდი. მოკლედ, "ნაციონალი" არასოდეს ვყოფილვარ... სწორედ იმ პერიოდში, როცა კონცერტზე გამოსასვლელად ვემზადებოდი, ციხის კადრები გავრცელდა, რისი ნახვის შემდეგაც გადავწყვიტე, ხალხთან ერთად, "ქართული ოცნების" აქციაზე მეც დავმდგარიყავი. ჰოდა, შეკრებილებს შევუერთდი, პირველი პოლიტიკური განცხადებაც გავაკეთე. ვთქვი, რომ "ნაციონალების" მიერ ორგანიზებულ კონცერტზე აღარასოდეს ვიმღერებდი. ჩემს ამ ნათქვამს მოჰყვა მითქმა-მოთქმა. ამბობდნენ: "ნაციონალი" იყო და ახლა "ოცნებაში" გადავიდაო... ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ფიქრობს დღემდე, შევახსენებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "წყალობით" მამაჩემი ციხეში იჯდა. ალბათ ამაზე დიდ მიზეზს ვერაფერს დავასახელებ იმის დასამტკიცებლად, რომ "ნაციონალი" არ ვყოფილვარ.

- შენს შემოქმედებაში რა სიახ­ლეებია?

- ბოლო პერიოდში შემოქმედებითი თვალსაზრისით ძალიან გავაქტიურდი. მე და ირინა ბაირამაშვილმა ახლახან დუეტი ჩავწერეთ; კიდევ ერთი დუეტი ძალიან მაგარ ბიჭთან, ჩემს "ვოისელთან" ერთად ჩავწერე. სოლო სიმღერა დამიწერა მაია ლიკლიკაძემ და ახლა ამაზე ვმუშაობ. კიდევ ერთი სიახლე მაქვს: მე და ირინა ბაირამაშვილმა, ჩვენს საერთო მეგობართან

- ირაკლი შაშიაშვილთან ერთად, საბავშვო სტუდია "დო რე მი" გავხსენით. ამ სტუდიაში ბავშვები, სიმღერის გარდა, ცეკვასა და ხატვას შეისწავლიან. არაჩვეულებრივი ვოკალის პედაგოგი გვყავს, რომელიც ბავშვებს არა მარტო ვოკალს, არამედ ზოგადად, ხელოვნებას შეაყვარებს.

- შენს გოგონაზე - ნინაზე რას გვეტყვი? დედის მსგავსად, სიმღერის ნიჭი მასაც აქვს?

- ნინა ძალიან ჭკვიანი და ამავე დროს, მუსიკალური გოგოა. ის ჯერ ორი წლის არის, მაგრამ არაჩვეულებრივად მღერის. ამ ზაფხულს ხობში ფესტივალი ჩატარდა, სადაც უამრავი მომღერალი და მათ შორის, ძველი და ახალი თაობის "მზიურელები" ჰყავდათ მიწვეული. მეც ხომ "მზიურელი" ვარ და ამ ფესტივალზე მომიხდა წასვლა. ნინაც თან მახლდა. მას წინასწარ, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის სიმღერა ჩავაწერინე და კონცერტზე გამოვიყვანე. არაჩვეულებრივად იმღერა, სცენაზე დიდი ქალივით იდგა. დედას უკვე აჯობა - მე სცენაზე პირველად 4 წლის ასაკში ვიმღერე, ნინამ კი ეს 2 წლისამ შეძლო. უკომპლექსო ბავშვია.

P.S. მართალია, თიკა გულმოდგინედ გვიმტკიცებდი, რომ შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ მაშინ, როცა ინტერვიუ დასაბეჭდად მზად იყო, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა რომანტიკულ გარემოში გადაღებული 2 ფოტო: ერთ-ერთზე ჩანს, რომ მომღერალს თითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია, მეორეზე კი წყვილის ხელებია გამოსახული, რომლებიც ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებენ. ზოგიერთი ცნობილი და მომღერალთან დაახლოებული ადამიანი ამბობს, ეს ყველაფერი ჭორიაო, ზოგიც - სიმართლესთან ახლოს არისო, მით უმეტეს, რომ თიკა ნაცნობების მილოცვებს იღებდა და გაკვირვებას გამოთქვამდა: "ეს ხალხი გამაგიჟებს. იმის მაგივრად, რომ ბედნიერება მისურვონ, ბეჭდისა და მისი თვლის ზომაზეა სახალხო ისტერიკა გამართული". თიკასთან დაკავშირებას დიდხანს ვცდილობთ. ამასობაში, მან "ფეისბუკის" გვერდის საშუალებით გამოგვიცხადა: ჟურნალისტები ცოტა ხანი არ შემეხმიანოთო. ვინაიდან არ შევეშვით, ყურმილი აიღო, თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. მხოლოდ ის გვითხრა, რომ ჟურნალისტებს სიურპრიზს უმზადებს და რომ სიმართლეს 31 დეკემბერს გავიგებთ... და მაინც, თუ მისი გაბედნიერების ამბავი სიმართლეა, წყვილს ბედნიერებას ვუსურვებთ!

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე:

- ''მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე, ბრილიანტებით'' - თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი პასუხობს

- თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა

- ვის გამო დაიკლო თიკა ჯამბურიამ 12 კილო - "უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"