პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭვარტლიანი ლამპა, "გრელკა" და 90-იანების სიმბოლოები - კრეატიული აქცია უშუქობის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)
ჭვარტლიანი ლამპა, "გრელკა" და 90-იანების სიმბოლოები - კრეატიული აქცია უშუქობის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)

"90-იანი, თუ 2013 წელი?" - ამ ლო­ზუნ­გით ბა­თუ­მელ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი უშუ­ქო­ბის პრობ­ლე­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ბა­თუ­მის მე­რი­ის მიმ­დე­ბა­რედ, ვარ­დე­ბის სკვერ­ში ლამ­პა, ყა­ვის საფ­ქვა­ვი მან­ქა­ნა, ძვე­ლი რა­დიო მიმ­ღე­ბე­ბი, ნაკ­ვერ­ჩხლის უთო, ხე­ლის სა­ან­გა­რი­შო და სათ­ბუ­რა მი­ი­ტა­ნეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ბა­თუ­მის მე­რი­ას უუ­ნა­რო­ბა­ში, ხოლო ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბას 90-იან წლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პროგ­რე­სის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ბა­თუმ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი გრა­ფი­კია და­წე­სე­ბუ­ლი და კი­თხვა­ზე - თუ რო­დის აღ­დგე­ბა სრუ­ლად ელექტრო­ე­ნერ­გია, პა­სუ­ხი არა­ვის აქვს.

"ვაპ­რო­ტეს­ტებთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში ბოლო ერთი კვი­რაა მძვინ­ვა­რებს. ვერ მოგ­ვარ­და უშუ­ქო­ბის პრობ­ლე­მა და პა­სუ­ხიც არ გვაქვს, რო­დის მოგ­ვარ­დე­ბა. შუქი ბა­თუმ­ში მცხოვ­რებ­ლებს უც­ნა­უ­რი გრა­ფი­კით გვაქვს, არ ვი­ცით რო­დის ჩა­ირ­თვე­ბა და რო­დის გა­ი­თი­შე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, გაგ­ვახ­სენ­და ის ავ­ბე­დი­თი 90-იანი წლე­ბი, რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით. მთავ­რო­ბის­თვის შე­მა­ში­ნე­ბე­ლი არ უნდა იყოს თოვ­ლის მოს­ვლა. ზამ­თრის გამო მო­სახ­ლე­ო­ბა არ უნდა ვიხ­დი­დეთ სას­ჯელს, მო­წყვე­ტი­ლი ვართ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას და გათ­ბო­ბის წყა­როს", - აღ­ნიშ­ნა ნინო გა­ბუ­ნი­ამ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრო­ტეს­ტის აღ­ნიშ­ნულ ფორ­მას პერ­ფორ­მანსს უწო­დე­ბენ და გან­მარ­ტა­ვენ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გრა­ფი­კით შუქს არა­ვინ უნდა ელო­დე­ბო­დეს.

"90-იანი წლე­ბის ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნა არის პერ­ფორ­მან­სი. ბა­თუ­მელ ახალ­გაზ­რდებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენ არ გვინ­და 90-იან წლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გრა­ფი­კით შუქს არ უნდა ვე­ლო­დე­ბო­დეთ", - აღ­ნიშ­ნა ნინო ჩხე­ი­ძემ.

ბა­თუმს ბოლო ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დენი გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

ჭვარტლიანი ლამპა, "გრელკა" და 90-იანების სიმბოლოები - კრეატიული აქცია უშუქობის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)

ჭვარტლიანი ლამპა, "გრელკა" და 90-იანების სიმბოლოები - კრეატიული აქცია უშუქობის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)

"90-იანი, თუ 2013 წელი?" - ამ ლოზუნგით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონში შექმნილი უშუქობის პრობლემა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის მიმდებარედ, ვარდების სკვერში ლამპა, ყავის საფქვავი მანქანა, ძველი რადიო მიმღებები, ნაკვერჩხლის უთო, ხელის საანგარიშო და სათბურა მიიტანეს.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერიას უუნარობაში, ხოლო ადგილობრივ მთავრობას 90-იან წლებში დაბრუნებაში ადანაშაულებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის" ხელმძღვანელმა ნინო გაბუნიამ აღნიშნა, ბათუმში ელექტროენერგიაზე გაურკვეველი გრაფიკია დაწესებული და კითხვაზე - თუ როდის აღდგება სრულად ელექტროენერგია, პასუხი არავის აქვს.

"ვაპროტესტებთ იმ მდგომარეობას, რომელიც ბათუმში ბოლო ერთი კვირაა მძვინვარებს. ვერ მოგვარდა უშუქობის პრობლემა და პასუხიც არ გვაქვს, როდის მოგვარდება. შუქი ბათუმში მცხოვრებლებს უცნაური გრაფიკით გვაქვს, არ ვიცით როდის ჩაირთვება და როდის გაითიშება. სამწუხაროდ, გაგვახსენდა ის ავბედითი 90-იანი წლები, როდესაც დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. მთავრობისთვის შემაშინებელი არ უნდა იყოს თოვლის მოსვლა. ზამთრის გამო მოსახლეობა არ უნდა ვიხდიდეთ სასჯელს, მოწყვეტილი ვართ ცივილიზაციას და გათბობის წყაროს", - აღნიშნა ნინო გაბუნიამ.

აქციის მონაწილეები პროტესტის აღნიშნულ ფორმას პერფორმანსს უწოდებენ და განმარტავენ, რომ 21-ე საუკუნეში გრაფიკით შუქს არავინ უნდა ელოდებოდეს.

"90-იანი წლების ნივთების გამოფენა არის პერფორმანსი. ბათუმელ ახალგაზრდებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ ჩვენ არ გვინდა 90-იან წლებში დაბრუნება. 21-ე საუკუნეში გრაფიკით შუქს არ უნდა ველოდებოდეთ", - აღნიშნა ნინო ჩხეიძემ.

ბათუმს ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დენი გრაფიკით მიეწოდება.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა