პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისი ბანკისა" და IFC-ის ინოვაცია - საგანმანათლებლო ვებპორტალი ექსკლუზიურად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის
"თიბისი ბანკისა" და IFC-ის ინოვაცია - საგანმანათლებლო ვებპორტალი ექსკლუზიურად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის

"თი­ბი­სი ბან­კმა" და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო კორ­პო­რა­ცი­ამ (IFC) მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის შექ­მნი­ლი უფა­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვე­ბპორ­ტა­ლი (SME Toolkit) წა­რუდ­გი­ნეს.

ვე­ბპორ­ტა­ლის შექ­მნის მი­ზა­ნია, და­ეხ­მა­როს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ებს ბიზ­ნე­სის უფრო ეფექ­ტუ­რად მარ­თვა­ში, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა­ში, რაც, თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კის ზრდას წა­ა­ხა­ლი­სებს.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვე­ბპორ­ტალ­ში, რო­მე­ლიც IFC -ის ინო­ვა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს და IBM-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იქ­მნა, თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა ის სა­ბა­ზი­სო ინ­სტრუ­მენ­ტი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი, რო­მე­ლიც მე­წარ­მე­ებს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის ეტა­პი­დან მისი გა­ფარ­თო­ე­ბის ჩათ­ვლით.

ვე­ბპორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ქარ­თულ ენა­ზე, ვებ-მი­სა­მარ­თზე www.tbcbusiness.ge, ქარ­თუ­ლი ბაზ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და მე­წარ­მე­ებს პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი­თა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით და­ეხ­მა­რე­ბა ბუ­ღალ­ტე­რუ­ლი აღ­რი­ცხვის, ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის, მარ­კე­ტინ­გის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სა­კი­თხებ­ში.

მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვებ-პორ­ტა­ლი "თი­ბი­სი ბან­კის" ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის - "7 ნა­ბი­ჯი წარ­მა­ტე­ბის­კენ" - ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტია. ეს პროგ­რა­მა მო­ი­ცავს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­დამ­ჭერ 7 სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენტს. მათ შო­რის, უფა­სო ტრე­ნინ­გებს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვეა წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა; ინ­ტერ­ნეტ ბანკს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სერ­ვი­სად იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მე­სა­მე კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც გუ­შინ ამოქ­მედ­და, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვე­ბპორ­ტა­ლია. პრო­ექ­ტი მო­მა­ვალ წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა და თი­ბი­სი ბან­კი, ჯამ­ში, 7 სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზებს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც მათ ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

"მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის სეგ­მენ­ტი "თი­ბი­სი ბან­კის­თვის" ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­და, რად­გან ამ სა­წარ­მო­ებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და "თი­ბი­სი ბან­კის

გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ - "ეს ვე­ბპორ­ტა­ლი კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზა­ზე, რო­მე­ლიც კლი­ენ­ტებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ეს სტრა­ტე­გია არა მარ­ტო გა­ამ­ყა­რებს ჩვენს ხან­გრძლივ პარტნი­ო­რო­ბას მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­თან, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­შიც შე­ი­ტანს წვლილს".

"ეს პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვე­ბპორ­ტა­ლია, რო­მე­ლიც ევ­რო­პის სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შევ­ქმე­ნით. ეს IFC -ის იმ საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რე­უ­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ეს კი, თა­ვის მხრივ, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, მათ ზრდას და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს", - გა­ნა­ცხა­და IFC -ის ბიზ­ნე­სის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო პროგ­რა­მის რე­გი­ო­ნულ­მა მე­ნე­ჯერ­მა ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში პატ­რიკ ლუ­ტერ­ნა­უ­ერ­მა.

IFC -ის ვებ-პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი, უცხო­ეთ­ში 2002 წელს შე­იქ­მნა. ამ­ჟა­მად იგი 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში 17 ენა­ზეა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. დღემ­დე მას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 20 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­ეც­ნო.

IFC, რო­მე­ლიც "თი­ბი­სი ბან­კის" აქ­ცი­ო­ნე­რია 2000 წლი­დან, ამ ბანკთან 1998 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს.

ვე­ბპორ­ტალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მხარს უჭე­რენ ისე­თი წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა PwC, Ernst &Young, BDO, LeavingStone, მარ­თვის აკა­დე­მია, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნალ ბუ­ღალ­ტერ­თა და აუ­დი­ტორ­თა ფე­დე­რა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო.

R

"თიბისი ბანკისა" და IFC-ის ინოვაცია - საგანმანათლებლო ვებპორტალი ექსკლუზიურად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის

"თიბისი ბანკისა" და IFC-ის ინოვაცია - საგანმანათლებლო ვებპორტალი ექსკლუზიურად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის

"თიბისი ბანკმა" და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის შექმნილი უფასო საგანმანათლებლო ვებპორტალი (SME Toolkit) წარუდგინეს.

ვებპორტალის შექმნის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნესის უფრო ეფექტურად მართვაში, კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის ამაღლებაში, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ეკონომიკის ზრდას წაახალისებს.

საგანმანათლებლო ვებპორტალში, რომელიც IFC -ის ინოვაციას წარმოადგენს და IBM-თან თანამშრომლობით შეიქმნა, თავმოყრილია ყველა ის საბაზისო ინსტრუმენტი და საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მეწარმეებს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება, ბიზნესის დაწყების ეტაპიდან მისი გაფართოების ჩათვლით.

ვებპორტალი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზე, ვებ-მისამართზე www.tbcbusiness.ge, ქართული ბაზრის თავისებურებებს ითვალისწინებს და მეწარმეებს პრაქტიკული რჩევებითა და კონსულტაციებით დაეხმარება ბუღალტერული აღრიცხვის, ფინანსების მართვის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

მცირე და საშუალო ბიზნესის საგანმანათლებლო ვებ-პორტალი "თიბისი ბანკის" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის - "7 ნაბიჯი წარმატებისკენ" - ახალი კომპონენტია. ეს პროგრამა მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ 7 სხვადასხვა კომპონენტს. მათ შორის, უფასო ტრენინგებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომელიც რამდენიმე თვეა წარმატებით ხორციელდება; ინტერნეტ ბანკს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სერვისად იქნა აღიარებული. მესამე კომპონენტი, რომელიც გუშინ ამოქმედდა, საგანმანათლებლო ვებპორტალია. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და თიბისი ბანკი, ჯამში, 7 სიახლეს შესთავაზებს მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს, რომლებიც მათ ბიზნესის წარმატებაში დაეხმარება.

"მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი "თიბისი ბანკისთვის" ყოველთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა, რადგან ამ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა "თიბისი ბანკის

გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ - "ეს ვებპორტალი კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი სტრატეგიის განხორციელების გზაზე, რომელიც კლიენტებთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს. ეს სტრატეგია არა მარტო გაამყარებს ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობას მცირე და საშუალო ბიზნესთან, არამედ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც შეიტანს წვლილს".

"ეს პირველი საგანმანათლებლო ვებპორტალია, რომელიც ევროპის საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობით შევქმენით. ეს IFC -ის იმ საქმიანობის ძირეული ნაწილია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დაგროვილი ცოდნის სხვადასხვა რეგიონში კერძო კომპანიებისთვის გაზიარებას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, კერძო კომპანიების გაფართოებას, მათ ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა IFC -ის ბიზნესის მდგრადი განვითარების საკონსულტაციო პროგრამის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პატრიკ ლუტერნაუერმა.

IFC -ის ვებ-პორტალი, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, უცხოეთში 2002 წელს შეიქმნა. ამჟამად იგი 40-ზე მეტ ქვეყანაში 17 ენაზეა ხელმისაწვდომი. დღემდე მას მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონამდე ადამიანი გაეცნო.

IFC, რომელიც "თიბისი ბანკის" აქციონერია 2000 წლიდან, ამ ბანკთან 1998 წლიდან თანამშრომლობს.

ვებპორტალს საქართველოში მხარს უჭერენ ისეთი წამყვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა PwC, Ernst &Young, BDO, LeavingStone, მართვის აკადემია, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი