მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელი ტაქსისტი, რომელიც მგზავრებს სიყვარულს 22 ენაზე უხსნის
თბილისელი ტაქსისტი, რომელიც მგზავრებს სიყვარულს 22 ენაზე უხსნის

"ქვე­ყა­ნა რომ აი­რია, დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, პა­რა­ლე­ლუ­რად - "ვტაქ­სა­ობ­დი", რად­გან ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხელ­ფა­სი მქონ­და. მერე ის სამ­სა­ხუ­რიც გა­ა­უქ­მეს და დავ­რჩი უმუ­შე­ვა­რი", - მე­უბ­ნე­ბა ტაქ­სის მძღო­ლი აჩი­კო ჯა­ნე­ლი­ძე, რო­მე­ლიც რუს­თავ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ რო­გორც ბევ­რი მისი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, სა­მუ­შა­ოდ თბი­ლის­ში ჩა­მო­დის. ბა­ტო­ნი აჩი­კო 63 წლის გახ­ლავთ. მსგავ­სი აქ­ტი­უ­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია.

- ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სად­მე­ლი­დან გახ­ლა­ვართ. ლა­მა­ზია იქა­უ­რო­ბა, მთა­გო­რი­ა­ნი და დიდი სო­ფე­ლია. ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რძე­ნი ჩვენ­თან მო­დის. სა­უ­ცხოო დედა (ქე­თე­ვან ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი) მყავ­და. თა­ვის დრო­ზე ის ფილმში - "რაჭა, ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი" გა­და­ი­ღეს. ტექ­ნი­კუმ­ში პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და, სოფ­ლის ბუ­ღალ­ტე­რიც იყო, მო­ლა­რეც და კლუ­ბის გამ­გეც... 87 წლი­სამ ფეხი მო­ი­ტე­ხა და აღარ შე­უ­ხორ­ცდა. 6 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც აღარ არის. ცო­ცხა­ლი რომ იყო, რა­ჭა­ში ხში­რად ჩავ­დი­ო­დი. ჩემი მან­ქა­ნის სიგ­ნალს შო­რი­დან ცნობ­და და გა­ხა­რე­ბუ­ლი მე­გე­ბე­ბო­და... სკო­ლა 1968 წელს და­ვამ­თავ­რე. იმა­ვე წელს ჯარ­ში წა­მიყ­ვა­ნეს, კო­და­ში ვმსა­ხუ­რობ­დი. ფი­ზი­კუ­რად სუს­ტი გახ­ლდით და მა­მამ შორს არ გა­მიშ­ვა. ჯა­რი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი რა­ჭა­ში ვი­ყა­ვი, მერე დე­ი­დაშ­ვილ­მა მი­თხრა, - წა­მო­დი რუს­თავ­ში, ქარ­ხა­ნა­ში და­გა­წყე­ბი­ნებ მუ­შა­ო­ბას, ბი­ნა­საც მი­ი­ღებ და ის­წავ­ლი კი­დე­ცო. ავი­კა­რი გუდა-ნა­ბა­დი და წა­მო­ვე­დი. მალე ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლეც გა­ვი­ცა­ნი. მას უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­ქო­ნელმცოდ­ნეა. წარ­მო­შო­ბით ქი­ზი­ყი­დან არის, მაგ­რამ რუს­თავ­შია და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი. მოკ­ლედ, და­ვო­ჯახ­დი. უფ­რო­სი ვაჟი 37 წლი­საა, შუ­ა­თა­ნა - 34-ის, უმ­ცრო­სი კი 22-ის და 4 შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუა გახ­ლა­ვართ. დღეს ოჯახს ტაქ­სის­ტო­ბით ვი­ნა­ხავ. ვიდ­რე შევ­ძლებ, ვი­მუ­შა­ვებ. რა ვქნა, გა­ჩე­რე­ბა არ შე­მიძ­ლია.

- ტაქ­სი­ში რომ ჩაჯ­დე­ბი, ზო­გი­ერ­თი მძღო­ლი ხმას არ იღებს, ზოგი კი პი­რი­ქით - არ ჩერ­დე­ბა: ლა­პა­რა­კობს პო­ლი­ტი­კა­ზე, სა­კუ­თარ თავ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე.

- მე შე­მიძ­ლია, ადა­მი­ა­ნი 2 წუთ­ში შე­ვა­ფა­სო და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და­ვამ­ყა­რო. თუ შე­ვა­ტყობ, რომ სა­უ­ბარ­ში არ მომ­ყვე­ბა და ასე ვთქვათ, სი­ტყვებს უფრთხილ­დე­ბა, ვჩერ­დე­ბი; თუ დი­ა­ლოგ­ში ჩა­ერ­თო, შე­მიძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე ვე­ლა­პა­რა­კო... რა­დიო სულ ჩარ­თუ­ლი მაქვს, პრე­სას აქ­ტი­უ­რად ვეც­ნო­ბი. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა...

- ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. რას იტყვით ამა­ზე?

- მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი: მე­ზო­ბელ­თა­ნაც კარ­გად უნდა ვი­ყოთ და გა­დამ­თი­ელ­თა­ნაც...

- იმ მე­ზო­ბელ­მა, რო­მე­ლიც თქვენ იგუ­ლის­ხმეთ, ჩვე­ნი მი­წე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლე­ბი მი­ით­ვი­სა.

- კი, მაგ­რამ შო­რე­ულ კარგ ნა­თე­სავს მე­ზო­ბე­ლი გერ­ჩივ­ნო­სო, - ხომ გა­გი­გო­ნი­ათ? ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად თუ არ და­ვათ­ბეთ, სა­ერ­თო ენა თუ არ გა­მოვ­ნა­ხეთ, ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბით, გა­დაგ­ვივ­ლი­ან. ნი­ჭი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან სა­ჭი­რო, რომ ამ სა­კითხს მი­ხე­დონ...

- ოდეს­მე ამა თუ მი­ტინგზე თუ ყო­ფილ­ხართ?

- ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დროს, მი­ტინგზე ერთხელ მეც მი­ვე­დი, თან - ბავ­შვი მეჯ­და კი­სერ­ზე... მერე, "მხედ­რი­ო­ნის" პე­რი­ოდ­ში პუ­რის რიგ­ში შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვი­დე­ქი, როცა ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა: თა­ვი­სუფ­ლე­ბა რომ გინ­დო­და და ზვი­ადს გვერ­დით ედე­ქი, აბა, რა გე­გო­ნაო? - რო­დის ვი­დე­ქი ზვი­ა­დის გვერ­დით-მეთ­ქი? - ვკი­თხე. - რო­გორ არა, დიდ პლა­კატ­ზე შენი ფოტო იყო გა­მო­სა­ხუ­ლი და იქი­დან მახ­სოვ­ხა­რო. თურ­მე, იმ მი­ტინგზე, რო­მე­ლიც წე­ღან ვახ­სე­ნე, ჩემ­თვის ვი­ღაც ფო­ტოგ­რაფს სუ­რა­თი გა­და­უ­ღია... შე­ვარ­დნა­ძე რომ გა­ვის­ტუმ­რეთ, ჩემი პა­ტა­რა ბიჭი ისევ მხრებ­ზე მეჯ­და და კან­ცე­ლა­რი­ის გარ­შე­მო ღობე სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ვარ­ყიე. მა­შინ მე­გო­ნა, უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ვიბ­რძო­დით... "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ბევ­რი კარ­გი რამ გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ მათი ნა­მოქ­მე­და­რი­დან უმე­ტე­სო­ბა ცუ­დია - ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო ცი­ხე­ში გა­უშ­ვეს! სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 9 წელი და­ვა­ცა­დეთ. მოდი, ამათ 1 წელი მა­ინც ვად­რო­ვოთ და ცოტა ხან­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, რისი გამ­კე­თებ­ლე­ბი არი­ან.

- ბა­ტო­ნო აჩი­კო, რა გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ?

- კა­მოს, ახ­ლან­დე­ლი უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ტექ­ნი­კუ­მი იყო და იქ ვსწავ­ლობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად, რუს­თავ­ში, ქი­მი­ურ ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ­დი... ისე, მი­გიხ­ვდით, ეს რა­ტო­მაც მკი­თხეთ, - ზოგი ტაქ­სის­ტი ტრა­ბა­ხობს, რომ ორი დიპ­ლო­მი აქვს. არა­და, მთა­ვა­რი არა დიპ­ლო­მი, არა­მედ ადა­მი­ა­ნო­ბაა. ზოგს სუ­ლაც არ აქვს დიპ­ლო­მი, მაგ­რამ ისე­თი გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, ორ­დიპ­ლო­მი­ანს გა­და­წო­ნის...

- თქვენ რითი ტრა­ბა­ხობთ?

- მე ჩემი სერ­ვი­სით ვტრა­ბა­ხობ. ჩემ­გან წა­სუ­ლი კლი­ენ­ტი კმა­ყო­ფი­ლი უნდა დარ­ჩეს. რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვს, იმ ფას­ში მიმ­ყავს, თან - გზა­ში ვამ­ხი­ა­რუ­ლებ, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ვუყ­ვე­ბი, რა­ღა­ცებ­საც ვას­წავ­ლი. ზო­გი­ერთს თუ კარ­გი სურ­ნე­ლი ას­დის, ვცდი­ლობ, მისი სუ­ნა­მოს სა­ხელ­წო­დე­ბა გა­მო­ვიც­ნო: ხან ვცდე­ბი, ხან - "ვარ­ტყამ".

- სუ­ნა­მოს ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ბრენ­დის სა­ხელ­წო­დე­ბა იცით?

- აი, თით­ქმის ყვე­ლა ვიცი (ბა­ტონ­მა აჩი­კომ რამ­დე­ნი­მე ბრენ­დი და­მი­სა­ხე­ლა კი­დეც. - ავტ.). პა­ტა­რა გო­გო­ნებს უხა­რი­ათ, მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზეც რომ შე­მიძ­ლია ლა­პა­რა­კი. მთა­ვა­რია, ადა­მი­ან­მა სუ­ნა­მო, რო­მელ­საც მი­ი­პ­კუ­რებს, მო­ირ­გოს და გა­ი­თა­ვი­სოს... ხან­და­ხან სტუ­დენ­ტე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი ინ­გლი­სუ­რად რომ ლა­პა­რა­კო­ბენ, მათ სა­უ­ბარ­ში მეც ვერ­თვე­ბი ხოლ­მე. უკ­ვირთ, - ამ ხნის კაც­მა ინ­გლი­სუ­რი სა­ი­დან იცი­თო? ვე­უბ­ნე­ბი, - თქვენ­სა­ვით, მეც ახლა ვსწავ­ლობ ინ­გლი­სურს და მინ­და, თქვენ­თან ჩემი ცოდ­ნა შე­ვა­მოწ­მო, რომ მერე უცხო­ე­ლებ­თან არ შევ­რცხვე-მეთ­ქი.

- სულ რამ­დენ ენას ფლობთ?

- ქარ­თუ­ლის გარ­და, ვიცი მეგ­რუ­ლი, რუ­სუ­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, სომ­ხუ­რი, ინ­გლი­სუ­რი... ამ ენე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, ინ­გლი­სუ­რი მად­გე­ბა. ბევრ უცხო­ელს და­უკ­რავს ჩემ­თვის მხარ­ზე ხელი და უთ­ქვამს: "ვერი გუდ ტაქ­სი დრა­ი­ვა". უხა­რი­ათ, ინ­გლი­სუ­რად რომ ვლა­პა­რა­კობ. ერთი რამ მინ­და აღ­ვნიშ­ნო: ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­სა და ირა­ნე­ლებს ჩვე­ნი ქა­ლე­ბი არ მოს­წონთ. ამ­ბო­ბენ, - ჩვე­ნე­ბი უკე­თე­სე­ბი არი­ა­ნო... სა­მა­გი­ე­როდ, ცოტა ხნის წინ ეს­პა­ნე­ლი ჩა­ვის­ვი მან­ქა­ნა­ში. ინ­გლი­სუ­რი იციო? - მკი­თხა. - "ნოუ პრობ­ლემ"-მეთ­ქი. ზიგ­ზა­გის ქუ­ჩა­ზე მი­დი­ო­და. შამ­პა­ნუ­რი და კო­ნი­ა­კი მიჩ­ვე­ნა, - აბა, შე­ხე­დე, კარ­გი­აო? გა­უ­ხარ­და, შე­ნა­ძე­ნი რომ მო­ვუ­წო­ნე. გზა­ში მი­თხრა, - სა­ქარ­თვე­ლო მომ­წონს და აქა­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­ცო. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას რომ მი­ვიყ­ვა­ნე, 10 ლარი მო­მა­წო­და. ხურ­დას ვუბ­რუ­ნებ­დი და არ მინ­დაო, - თავი გა­ი­გი­ჟა. მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და და­ვემ­შვი­დო­ბე.

- ამ რაჭ­ველ­მა კაც­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და სომ­ხუ­რი რო­გორ ან სად ის­წავ­ლეთ?

- რუს­თა­ვის იმ უბან­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბიც არი­ან და სომ­ხე­ბიც. მე­უღ­ლეს ბა­ზარ­ში ჩემ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი უხა­რია, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ გამ­ყიდ­ვე­ლებს მათ­სა­ვე ენა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ფასს ვაკ­ლე­ბი­ნებ. მოს­წონთ, ქარ­თვე­ლი მათ ენა­ზე რომ ვლა­პა­რა­კობ. თუ მან­ქა­ნა­ში სო­მე­ხი ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი კლი­ენ­ტი ჩა­მიჯ­დე­ბა, ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ისი­ნიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი რჩე­ბი­ან... სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ბევრ ენა­ზე ვიცი ფრა­ზა: "მე შენ მიყ­ვარ­ხარ"...

- მა­ინც, რამ­დენ ენა­ზე იცით ეს ფრა­ზა?

- ჩა­მო­გით­ვლით: მეგ­რუ­ლი, ოსუ­რი, აფხა­ზუ­რი, სვა­ნუ­რი, რუ­სუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი, პო­ლო­ნუ­რი, ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, ეს­პა­ნუ­რი, ფი­ნუ­რი, ნორ­ვე­გი­უ­ლი, არა­ბუ­ლი, თურ­ქუ­ლი, ბერ­ძნუ­ლი, ებ­რა­უ­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, სომ­ხუ­რი, ია­პო­ნუ­რი, ჩი­ნუ­რი, ინ­დუ­რი (ბა­ტონ­მა აჩი­კომ თი­თო­ე­ულ ენა­ზე თქვა კი­დეც ეს ფრა­ზა. - ავტ.). ამას ჩემი მგზავ­რე­ბი რომ იგე­ბენ, გიჟ­დე­ბი­ან.

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გქო­ნი­ათ.

- არ ვუ­ჩი­ვი. ზე­პი­რად ვიცი ყვე­ლა ახ­ლობ­ლის, მე­გობ­რის, ნა­თე­სა­ვის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბიც... იცი, ერთხელ "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ექიმს მშო­ბი­ა­რის მი­ღე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე.

- ეს რო­გორ?

- რა­ღაც პე­რი­ო­დი რუს­თავ­ში "სას­წრა­ფოს" მძღო­ლიც გახ­ლდით. ბრი­გა­და­ში ერთი თბი­ლი­სე­ლი გი­ნე­კო­ლო­გი ბიჭი იყო, რომ­ლის მო­რი­გე­ო­ბი­სას რე­ზუ­სუ­არ­ყო­ფი­თი­ა­ნი ფეხ­მძი­მე ქა­ლის ოჯა­ხი­დან გა­მოგ­ვი­ძა­ხეს. ვი­ნა­ი­დან რუს­თავ­ში რე­ზუ­სუ­არ­ყო­ფი­თი­ა­ნე­ბის სამ­შო­ბი­ა­რო არ გახ­ლდათ, ორ­თა­ჭა­ლა­ში წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. გზა­ში მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო და სო­ღან­ლუ­ღის "ტეკ­თან" გავ­ჩერ­დით. მშო­ბი­ა­რეს ქმა­რი და დე­დამ­თი­ლი ახ­ლდნენ. ჩვე­ნი სა­ნი­ტა­რი 80 წლის ქალი იყო, ჩან­თას ძლივს და­ათ­რევ­და და ექიმს რო­გორ­ღა მი­ეხ­მა­რე­ბო­და?! გი­ნე­კო­ლოგ­მა მი­თხრა, - აჩი­კო, ახლა ჩემი თა­ნა­შემ­წე უნდა გახ­დე, ხე­ლე­ბი კარ­გად და­ი­ბა­ნე და მო­მეხ­მა­რეო. ხე­ლე­ბი და­ვი­ბა­ნე, თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე და რა­საც მე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი. კი­დევ კარ­გი, მალე იმ­შო­ბი­ა­რა. გო­გო­ნა გაჩ­ნდა...

ერთხე­ლაც მან­ქა­ნა­ში კარ­გად "ჩაშ­მოტ­კი­ლი" გო­გო­ნე­ბი ჩა­მის­ხდნენ, დიდ ჩან­თა­ში ფუ­ლით სავ­სე "პორ­ტმა­ნი" ედოთ. სახ­ლთან მი­სუ­ლებ­მა გა­და­მი­ხა­დეს და მან­ქა­ნი­დან გა­და­ვიდ­ნენ. მან­ქა­ნა მო­ვაბ­რუ­ნე და უკა­ნა სა­ლონს თვა­ლი მო­ვავ­ლე (ასე ვიცი ხოლ­მე, მგზავრს რამე ხომ არ დარ­ჩა-მეთ­ქი?) და რას ვხე­დავ, ფუ­ლით გა­ტე­ნი­ლი სა­ფუ­ლე არ გდია? გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, სა­ფუ­ლეს ხელი დავ­ტა­ცე და იმ გო­გო­ნებს გა­ვე­კი­დე. და­ვე­წიე და ვკი­თხე: აბა, რა და­კარ­გეთ-მეთ­ქი? - არა­ფე­რიო. - კარ­გად და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ-მეთ­ქი. უცებ, ერთ-ერ­თმა წა­მო­ი­ძა­ხა: - ვა­ი­მე, სა­ფუ­ლეო! კი­დევ კარ­გი, დრო­ზე და­ვი­ნა­ხე, თო­რემ სხვა მგზავ­რი რომ დამ­ჯდა­რი­ყო, თქვენს სა­ფუ­ლეს აი­ღებ­და-მეთ­ქი. ერთი არ უფიქ­რი­ათ, ნა­მუ­სი­ა­ნი კაცი ჩანს და მოდი, რა­ღაც ვა­ჩუ­ქო­თო ან რად მინ­დო­და მათი ფული? არც გა­მო­ვარ­თმევ­დი, მაგ­რამ ხომ უნდა ეთ­ქვათ?..

ასე­თი ამ­ბა­ვიც შე­მემ­თხვა: პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე პრო­ვინ­ცი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი დედა-შვი­ლი ჩა­ვის­ვი. შვი­ლი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­რი­ცხუ­ლი­ყო და დე­დას მა­ღა­ზი­ა­ში ტან­საც­მლის სა­ყიდ­ლად მიჰ­ყავ­და. რომ ჩა­ვიდ­ნენ, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, სა­ლონს თვა­ლი გა­და­ვავ­ლე და რას ვხე­დავ: ქალს სა­ფუ­ლე მან­ქა­ნა­ში დარ­ჩე­ნია. მა­თაც და­ვე­წიე და მა­ღა­ზი­ა­ში თავ­ზე იმ დროს და­ვა­დე­ქი, კა­ბას რომ არ­ჩევ­დნენ. - ქალ­ბა­ტო­ნო, მე იმ ტაქ­სის მძღო­ლი ვარ, ვის მან­ქა­ნა­შიც სა­ფუ­ლე დაგ­რჩათ, აი, აგერ არის-მეთ­ქი. დედა-შვი­ლი შოკ­ში ჩაც­ვივ­დნენ. ქალ­მა ხე­ლე­ბი და­მი­კოც­ნა, სა­ფუ­ლე გახ­სნა და რა­ღაც თან­ხას იღებ­და, უნდა და­გა­სა­ჩუქ­როო. - არა, შენი ჭი­რი­მე, რას ამ­ბობ, ფული ძლივს მო­გიგ­რო­ვე­ბია, ბავ­შვის­თვის ტან­საც­მელს ყი­დუ­ლობ და რო­გორ გა­მო­გარ­თმევ-მეთ­ქი?!.

- და­ბო­ლოს, მინ­და გკი­თხოთ: რად­გა­ნაც მგზავ­რებ­ზე გარ­კვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დაკ­ვირ­ვე­ბას ახ­დენთ, რას გვე­ტყვით, - რო­გო­რე­ბი არი­ან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი?

- რო­დე­საც ჩვენს ხალ­ხზე უცხო­ე­ლებ­თან ვლა­პა­რა­კობ, მე­უბ­ნე­ბი­ან, - ქარ­თვე­ლე­ბი კარ­გე­ბი არი­ან ("პი­პალ ვერი გუდ"), ქუ­ჩა­ში სულ იცი­ნი­ა­ნო... ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ნევ­რო­ზი სჭირთ. მან­ქა­ნი­დან ხში­რად და­მი­ნა­ხავს, ქუ­ჩა­ში მი­მა­ვა­ლი კაცი თუ ქალი თა­ვის­თვის რომ ლა­პა­რა­კობს. ესეც მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ მო­ი­ტა­ნა. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია, ცხოვ­რე­ბა გა­მო­კეთ­დე­ბა და ხალ­ხი და­წყნარ­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

თბილისელი ტაქსისტი, რომელიც მგზავრებს სიყვარულს 22 ენაზე უხსნის

თბილისელი ტაქსისტი, რომელიც მგზავრებს სიყვარულს 22 ენაზე უხსნის

"ქვეყანა რომ აირია, დაცვის პოლიციაში ვმუშაობდი, პარალელურად - "ვტაქსაობდი", რადგან ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა. მერე ის სამსახურიც გააუქმეს და დავრჩი უმუშევარი", - მეუბნება ტაქსის მძღოლი აჩიკო ჯანელიძე, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, მაგრამ როგორც ბევრი მისი თანამოქალაქე, სამუშაოდ თბილისში ჩამოდის. ბატონი აჩიკო 63 წლის გახლავთ. მსგავსი აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი იშვიათად შემხვედრია.

- ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელიდან გახლავართ. ლამაზია იქაურობა, მთაგორიანი და დიდი სოფელია. ყველაზე მეტი ყურძენი ჩვენთან მოდის. საუცხოო დედა (ქეთევან ქართველიშვილი) მყავდა. თავის დროზე ის ფილმში - "რაჭა, ჩემი სიყვარული" გადაიღეს. ტექნიკუმში პედაგოგად მუშაობდა, სოფლის ბუღალტერიც იყო, მოლარეც და კლუბის გამგეც... 87 წლისამ ფეხი მოიტეხა და აღარ შეუხორცდა. 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ არის. ცოცხალი რომ იყო, რაჭაში ხშირად ჩავდიოდი. ჩემი მანქანის სიგნალს შორიდან ცნობდა და გახარებული მეგებებოდა... სკოლა 1968 წელს დავამთავრე. იმავე წელს ჯარში წამიყვანეს, კოდაში ვმსახურობდი. ფიზიკურად სუსტი გახლდით და მამამ შორს არ გამიშვა. ჯარიდან რომ ჩამოვედი, წელიწად-ნახევარი რაჭაში ვიყავი, მერე დეიდაშვილმა მითხრა, - წამოდი რუსთავში, ქარხანაში დაგაწყებინებ მუშაობას, ბინასაც მიიღებ და ისწავლი კიდეცო. ავიკარი გუდა-ნაბადი და წამოვედი. მალე ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი. მას უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, საქონელმცოდნეა. წარმოშობით ქიზიყიდან არის, მაგრამ რუსთავშია დაბადებულ-გაზრდილი. მოკლედ, დავოჯახდი. უფროსი ვაჟი 37 წლისაა, შუათანა - 34-ის, უმცროსი კი 22-ის და 4 შვილიშვილის ბაბუა გახლავართ. დღეს ოჯახს ტაქსისტობით ვინახავ. ვიდრე შევძლებ, ვიმუშავებ. რა ვქნა, გაჩერება არ შემიძლია.

- ტაქსიში რომ ჩაჯდები, ზოგიერთი მძღოლი ხმას არ იღებს, ზოგი კი პირიქით - არ ჩერდება: ლაპარაკობს პოლიტიკაზე, საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე.

- მე შემიძლია, ადამიანი 2 წუთში შევაფასო და მასთან კომუნიკაცია დავამყარო. თუ შევატყობ, რომ საუბარში არ მომყვება და ასე ვთქვათ, სიტყვებს უფრთხილდება, ვჩერდები; თუ დიალოგში ჩაერთო, შემიძლია, ნებისმიერ თემაზე ველაპარაკო... რადიო სულ ჩართული მაქვს, პრესას აქტიურად ვეცნობი. მაინტერესებს, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, როგორ წარიმართება ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრება...

- ბოლო ერთ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. რას იტყვით ამაზე?

- მხოლოდ ერთს ვიტყვი: მეზობელთანაც კარგად უნდა ვიყოთ და გადამთიელთანაც...

- იმ მეზობელმა, რომელიც თქვენ იგულისხმეთ, ჩვენი მიწების საუკეთესო ნაწილები მიითვისა.

- კი, მაგრამ შორეულ კარგ ნათესავს მეზობელი გერჩივნოსო, - ხომ გაგიგონიათ? ურთიერთობა რაღაცნაირად თუ არ დავათბეთ, საერთო ენა თუ არ გამოვნახეთ, ვერაფერს გავხდებით, გადაგვივლიან. ნიჭიერი პოლიტიკოსები არიან საჭირო, რომ ამ საკითხს მიხედონ...

- ოდესმე ამა თუ მიტინგზე თუ ყოფილხართ?

- ზვიად გამსახურდიას დროს, მიტინგზე ერთხელ მეც მივედი, თან - ბავშვი მეჯდა კისერზე... მერე, "მხედრიონის" პერიოდში პურის რიგში შეწუხებული ვიდექი, როცა ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა: თავისუფლება რომ გინდოდა და ზვიადს გვერდით ედექი, აბა, რა გეგონაო? - როდის ვიდექი ზვიადის გვერდით-მეთქი? - ვკითხე. - როგორ არა, დიდ პლაკატზე შენი ფოტო იყო გამოსახული და იქიდან მახსოვხარო. თურმე, იმ მიტინგზე, რომელიც წეღან ვახსენე, ჩემთვის ვიღაც ფოტოგრაფს სურათი გადაუღია... შევარდნაძე რომ გავისტუმრეთ, ჩემი პატარა ბიჭი ისევ მხრებზე მეჯდა და კანცელარიის გარშემო ღობე საკუთარი ხელით მოვარყიე. მაშინ მეგონა, უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით... "ნაციონალებმა" ბევრი კარგი რამ გააკეთეს, მაგრამ მათი ნამოქმედარიდან უმეტესობა ცუდია - ნახევარი საქართველო ციხეში გაუშვეს! სააკაშვილის ხელისუფლებას 9 წელი დავაცადეთ. მოდი, ამათ 1 წელი მაინც ვადროვოთ და ცოტა ხანში გამოჩნდება, რისი გამკეთებლები არიან.

- ბატონო აჩიკო, რა განათლება გაქვთ?

- კამოს, ახლანდელი უზნაძის ქუჩაზე მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი იყო და იქ ვსწავლობდი. პარალელურად, რუსთავში, ქიმიურ ქარხანაში ვმუშაობდი... ისე, მიგიხვდით, ეს რატომაც მკითხეთ, - ზოგი ტაქსისტი ტრაბახობს, რომ ორი დიპლომი აქვს. არადა, მთავარი არა დიპლომი, არამედ ადამიანობაა. ზოგს სულაც არ აქვს დიპლომი, მაგრამ ისეთი განათლებულია, ორდიპლომიანს გადაწონის...

- თქვენ რითი ტრაბახობთ?

- მე ჩემი სერვისით ვტრაბახობ. ჩემგან წასული კლიენტი კმაყოფილი უნდა დარჩეს. რისი საშუალებაც აქვს, იმ ფასში მიმყავს, თან - გზაში ვამხიარულებ, საინტერესო ამბებს ვუყვები, რაღაცებსაც ვასწავლი. ზოგიერთს თუ კარგი სურნელი ასდის, ვცდილობ, მისი სუნამოს სახელწოდება გამოვიცნო: ხან ვცდები, ხან - "ვარტყამ".

- სუნამოს ყველა ცნობილი ბრენდის სახელწოდება იცით?

- აი, თითქმის ყველა ვიცი (ბატონმა აჩიკომ რამდენიმე ბრენდი დამისახელა კიდეც. - ავტ.). პატარა გოგონებს უხარიათ, მათთვის საინტერესო თემაზეც რომ შემიძლია ლაპარაკი. მთავარია, ადამიანმა სუნამო, რომელსაც მიიპკურებს, მოირგოს და გაითავისოს... ხანდახან სტუდენტები, ახალგაზრდები ინგლისურად რომ ლაპარაკობენ, მათ საუბარში მეც ვერთვები ხოლმე. უკვირთ, - ამ ხნის კაცმა ინგლისური საიდან იცითო? ვეუბნები, - თქვენსავით, მეც ახლა ვსწავლობ ინგლისურს და მინდა, თქვენთან ჩემი ცოდნა შევამოწმო, რომ მერე უცხოელებთან არ შევრცხვე-მეთქი.

- სულ რამდენ ენას ფლობთ?

- ქართულის გარდა, ვიცი მეგრული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური, ინგლისური... ამ ენებიდან ყველაზე მეტად, ინგლისური მადგება. ბევრ უცხოელს დაუკრავს ჩემთვის მხარზე ხელი და უთქვამს: "ვერი გუდ ტაქსი დრაივა". უხარიათ, ინგლისურად რომ ვლაპარაკობ. ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ფერადკანიანებსა და ირანელებს ჩვენი ქალები არ მოსწონთ. ამბობენ, - ჩვენები უკეთესები არიანო... სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ ესპანელი ჩავისვი მანქანაში. ინგლისური იციო? - მკითხა. - "ნოუ პრობლემ"-მეთქი. ზიგზაგის ქუჩაზე მიდიოდა. შამპანური და კონიაკი მიჩვენა, - აბა, შეხედე, კარგიაო? გაუხარდა, შენაძენი რომ მოვუწონე. გზაში მითხრა, - საქართველო მომწონს და აქაური ქალბატონებიცო. დანიშნულების ადგილას რომ მივიყვანე, 10 ლარი მომაწოდა. ხურდას ვუბრუნებდი და არ მინდაო, - თავი გაიგიჟა. მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე.

- ამ რაჭველმა კაცმა აზერბაიჯანული და სომხური როგორ ან სად ისწავლეთ?

- რუსთავის იმ უბანში, სადაც ვცხოვრობ, აზერბაიჯანელებიც არიან და სომხებიც. მეუღლეს ბაზარში ჩემთან ერთად სიარული უხარია, რადგან აზერბაიჯანელ გამყიდველებს მათსავე ენაზე ველაპარაკები და ფასს ვაკლებინებ. მოსწონთ, ქართველი მათ ენაზე რომ ვლაპარაკობ. თუ მანქანაში სომეხი ან აზერბაიჯანელი კლიენტი ჩამიჯდება, ჩემთან ურთიერთობით ისინიც კმაყოფილები რჩებიან... სხვათა შორის, ძალიან ბევრ ენაზე ვიცი ფრაზა: "მე შენ მიყვარხარ"...

- მაინც, რამდენ ენაზე იცით ეს ფრაზა?

- ჩამოგითვლით: მეგრული, ოსური, აფხაზური, სვანური, რუსული, უკრაინული, პოლონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური, ფინური, ნორვეგიული, არაბული, თურქული, ბერძნული, ებრაული, აზერბაიჯანული, სომხური, იაპონური, ჩინური, ინდური (ბატონმა აჩიკომ თითოეულ ენაზე თქვა კიდეც ეს ფრაზა. - ავტ.). ამას ჩემი მგზავრები რომ იგებენ, გიჟდებიან.

- კარგი მეხსიერება გქონიათ.

- არ ვუჩივი. ზეპირად ვიცი ყველა ახლობლის, მეგობრის, ნათესავის ტე­ლეფონის ნომრებიც... იცი, ერთხელ "სასწრაფო დახმარების" ექიმს მშობიარის მიღებაში დავეხმარე.

- ეს როგორ?

- რაღაც პერიოდი რუსთავში "სასწრაფოს" მძღოლიც გახლდით. ბრიგადაში ერთი თბილისელი გინეკოლოგი ბიჭი იყო, რომლის მორიგეობისას რეზუსუარყოფითიანი ფეხმძიმე ქალის ოჯახიდან გამოგვიძახეს. ვინაიდან რუსთავში რეზუსუარყოფითიანების სამშობიარო არ გახლდათ, ორთაჭალაში წამოვიყვანეთ. გზაში მშობიარობა დაეწყო და სოღანლუღის "ტეკთან" გავჩერდით. მშობიარეს ქმარი და დედამთილი ახლდნენ. ჩვენი სანიტარი 80 წლის ქალი იყო, ჩანთას ძლივს დაათრევდა და ექიმს როგორღა მიეხმარებოდა?! გინეკოლოგმა მითხრა, - აჩიკო, ახლა ჩემი თანაშემწე უნდა გახდე, ხელები კარგად დაიბანე და მომეხმარეო. ხელები დავიბანე, თვალები დავხუჭე და რასაც მეუბნებოდა, ყველაფერს ვაკეთებდი. კიდევ კარგი, მალე იმშობიარა. გოგონა გაჩნდა...

ერთხელაც მანქანაში კარგად "ჩაშმოტკილი" გოგონები ჩამისხდნენ, დიდ ჩანთაში ფულით სავსე "პორტმანი" ედოთ. სახლთან მისულებმა გადამიხადეს და მანქანიდან გადავიდნენ. მანქანა მოვაბრუნე და უკანა სალონს თვალი მოვავლე (ასე ვიცი ხოლმე, მგზავრს რამე ხომ არ დარჩა-მეთქი?) და რას ვხედავ, ფულით გატენილი საფულე არ გდია? გავაჩერე მანქანა, საფულეს ხელი დავტაცე და იმ გოგონებს გავეკიდე. დავეწიე და ვკითხე: აბა, რა დაკარგეთ-მეთქი? - არაფერიო. - კარგად დაათვალიერეთ-მეთქი. უცებ, ერთ-ერთმა წამოიძახა: - ვაიმე, საფულეო! კიდევ კარგი, დროზე დავინახე, თორემ სხვა მგზავრი რომ დამჯდარიყო, თქვენს საფულეს აიღებდა-მეთქი. ერთი არ უფიქრიათ, ნამუსიანი კაცი ჩანს და მოდი, რაღაც ვაჩუქოთო ან რად მინდოდა მათი ფული? არც გამოვართმევდი, მაგრამ ხომ უნდა ეთქვათ?..

ასეთი ამბავიც შემემთხვა: პეკინის ქუჩაზე პროვინციიდან ჩამოსული დედა-შვილი ჩავისვი. შვილი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულიყო და დედას მაღაზიაში ტანსაცმლის საყიდლად მიჰყავდა. რომ ჩავიდნენ, ტრადიციისამებრ, სალონს თვალი გადავავლე და რას ვხედავ: ქალს საფულე მანქანაში დარჩენია. მათაც დავეწიე და მაღაზიაში თავზე იმ დროს დავადექი, კაბას რომ არჩევდნენ. - ქალბატონო, მე იმ ტაქსის მძღოლი ვარ, ვის მანქანაშიც საფულე დაგრჩათ, აი, აგერ არის-მეთქი. დედა-შვილი შოკში ჩაცვივდნენ. ქალმა ხელები დამიკოცნა, საფულე გახსნა და რაღაც თანხას იღებდა, უნდა დაგასაჩუქროო. - არა, შენი ჭირიმე, რას ამბობ, ფული ძლივს მოგიგროვებია, ბავშვისთვის ტანსაცმელს ყიდულობ და როგორ გამოგართმევ-მეთქი?!.

- დაბოლოს, მინდა გკითხოთ: რადგანაც მგზავრებზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ დაკვირვებას ახდენთ, რას გვეტყვით, - როგორები არიან ჩვენი მოქალაქეები?

- როდესაც ჩვენს ხალხზე უცხოელებთან ვლაპარაკობ, მეუბნებიან, - ქართველები კარგები არიან ("პიპალ ვერი გუდ"), ქუჩაში სულ იცინიანო... ჩემი დაკვირვებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, უმძიმეს მდგომარეობაშია, ნევროზი სჭირთ. მანქანიდან ხშირად დამინახავს, ქუჩაში მიმავალი კაცი თუ ქალი თავისთვის რომ ლაპარაკობს. ესეც მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ მოიტანა. იმედი მაქვს, ყველაფერი დროებითია, ცხოვრება გამოკეთდება და ხალხი დაწყნარდება.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია