პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მსახიობთან 8-წლიან თანაცხოვრებას იხსენებს
"დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მსახიობთან 8-წლიან თანაცხოვრებას იხსენებს

ლე­ვან შა­ნი­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "ობი­ექ­ტივ­ში" მუ­შა­ობს. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი აფხა­ზე­თის ომში "სი­ე­ნე­ნის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იყო და ამის გამო მე­გობ­რე­ბი სი­ე­ნე­ნას ეძახ­დნენ. რაც აფხა­ზეთ­ში ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნახა, დღემ­დე თვალ­წინ უდ­გას. სა­კუ­თარ თავს ძველ დრო­ში ჩარ­ჩე­ნილს უწო­დებს, რად­გან ვერ ხა­ლი­სობს და ძველ ტკი­ვილს ვერ ივი­წყებს. ლე­ვა­ნი მსა­ხი­ობ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის მე­უღ­ლე იყო.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რიდს, რო­მე­ლიც ლე­ვან შა­ნი­ძემ ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" 2013 წელს მის­ცა. ინ­ტერ­ვი­უ­ში მან ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გვერდს ვერ ავუვ­ლით პი­რად ცხოვ­რე­ბას. ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე თქვე­ნი პირ­ვე­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი მე­უღ­ლე იყო.

- ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა.

- ლი­კა­ზე ბევ­რი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. რო­გორ გახ­და ის თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ლიკა ვარ­სკვლა­ვია, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა კი­ნომ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. თუმ­ცა ქარ­თულ­მა კი­ნომ ბევ­რი სხვა მსა­ხი­ო­ბიც ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. ზო­გა­დად ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ვინ­მე და­ი­ჩაგ­რა.… 38 წლის ვი­ყა­ვი, როცა მე და ლიკა შე­ვუღლდით. ეს 2002 წელს მოხ­და. 38 წლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი მა­ნამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვარ. ლი­კას ჰქონ­და ოჯა­ხი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მისი ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ზე არას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი. ჩვენ ერ­თმა­ნეთს თით­ქმის ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დით. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლი­კას ჯგუ­ფე­ლი შე­ირ­თო ცო­ლად. მე მეჯ­ვა­რე გახ­ლდით. ლიკა გო­გოს მეჯ­ვა­რე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და ჯვრის­წე­რა­ზე ვერ მო­ვი­და. გა­მი­ხარ­და, რომ ლი­კას მი­რო­ნით არ და­ვუ­ნა­თე­სავ­დი. რა თქმა უნდა, ჩვენს ერ­თობ­ლივ ცხოვ­რე­ბა­ზე მა­შინ არც მი­ფიქ­რია. და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცხოვ­რობ­დით. არა­ერ­თხელ მყვა­რე­ბია. როცა ამ გრძნო­ბას არ გან­ვიც­დი, ცუ­დად ვარ. ვინც მიყ­ვარ­და, დღემ­დე ყვე­ლა მიყ­ვარს. ჩემ­თვის სიყ­ვა­რულს წარ­სუ­ლი დრო არ აქვს.

- ულა­მა­ზე­სი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის მო­ხიბ­ვლა რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ?

- ამ შე­კი­თხვა­ზე ცოტა შო­რი­დან გაგ­ცემთ პა­სუხს. 1984 წელს პე­ტერ­ბურ­გში შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­ნას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ვი­ყა­ვით, დათო ევ­გე­ნი­ძე შე­მოგ­ვი­ერ­თდა და დიდი ში­ნა­უ­რუ­ლი კონ­ცერ­ტი მო­ვა­წყვეთ. გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც მიყ­ვარ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ლა­მა­ზი კაბა ჩა­იც­ვა. მი­სით ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო. იმ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ რუს­თა­ველ­ზე მივ­დი­ო­დი და ია ფა­რუ­ლა­ვა შემ­ხვდა, მი­თხრა, პე­ტერ­ბურ­გში და­გი­ნა­ხეთ, მაგ­რამ ისე­თი გოგო გახ­ლდა, ვერ მო­ვე­დიო.… ვინც მიყ­ვარ­და, ყვე­ლა ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, მაგ­რამ ცო­ლად არც ერთი არ მო­მიყ­ვა­ნია, მარ­ტო ლიკა მო­ვიყ­ვა­ნე. იმას, რა­საც სხვე­ბი არ უფრთხილ­დე­ბი­ან, ლიკა ფა­ქი­ზად მო­ე­პყრო. ჩვენს და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე არც ვფიქ­რობ­დი. ლი­კამ თქვა, ხუთი წელი მა­ინც ხომ ვიქ­ნე­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბიო და მეც დავ­ფიქ­რდი და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მაქ­სი­მუმ ხუთ წელს გრძელ­დე­ბა. მე და ლიკა თით­ქმის რვა წელი ვი­ყა­ვით ერ­თად. და­შო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი მე არ ვყო­ფილ­ვარ. რო­გორც ლი­კამ გა­და­წყვი­ტა, ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და. ქალ­ბა­ტო­ნებ­თან ხომ არ უნდა ვი­ჭი­და­ოთ?!

- რო­დე­საც ლიკა თქვე­ნი მე­უღ­ლე იყო, თა­მამ სცე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოგ­წონ­დათ ლი­კას მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თა­მა­მი რო­ლე­ბი?

- ლიკა მსა­ხი­ო­ბია და ამით ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლია.

- ამ რო­ლე­ბის გამო არას­დროს გი­კა­მა­თი­ათ?

- რე­ჟი­სო­რი ფრან­კო ძე­ფი­რე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ბევ­რად იოლი მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის. რო­დე­საც ვი­ღაც უბ­რა­ლოდ იტყვის, ლიკა უნდა გა­და­ვი­ღოო, ლიკა მო­ნატ­რე­ბუ­ლია კა­მე­რას, რე­ჟი­სო­რი კი ამით ისარ­გებ­ლებს და ჰო­ნო­რარ­საც არ გა­და­უხ­დის, მი­ვიჩ­ნევ, რომ ეს ულა­მა­ზო საქ­ცი­ე­ლია. მაგ­რამ ლი­კას ვერ ვე­ტყო­დი, ასე არ მო­იქ­ცე-მეთ­ქი. მა­შინ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი, გავმხდა­რი­ყა­ვი პრო­დი­უ­სე­რი და ჰო­ლი­ვუდ­ში ჩა­მე­წყო საქ­მე. ამის თავი კი მე არ მქონ­და.

- ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ბოლო დღემ­დე მე­გობ­რობ­დით.

- ერ­თმა­ნეთს ხში­რად მო­ვი­კი­თხავთ. ორი წლის წინ ცუ­დად გავ­ხდი. მერე მი­თხრეს, რომ ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა ლი­კამ იზ­რუ­ნა ჩემ­ზე. თან­ხა­ზე არ ვამ­ბობ. ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ეს­მის, როცა მისი მე­გო­ბა­რი ცუ­და­დაა, გვერ­დში უნდა და­უდ­გეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

სიმართლე
0

ნაძირალას ჰგავს ეს კაცი. ლიკა ხალხს იმიტომ უყვარდა, რომ გარეგნულის გარდა, შინაგანადაც ლამაზი იყო. ამას უნდა მოფრთხილებოდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მსახიობთან 8-წლიან თანაცხოვრებას იხსენებს

"დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მსახიობთან 8-წლიან თანაცხოვრებას იხსენებს

ლევან შანიძე ტელეკომპანია ''ობიექტივში'' მუშაობს. ბატონი ლევანი აფხაზეთის ომში ''სიენენის'' კორესპონდენტი იყო და ამის გამო მეგობრები სიენენას ეძახდნენ. რაც აფხაზეთში ბოლო თვეების განმავლობაში ნახა, დღემდე თვალწინ უდგას. საკუთარ თავს ძველ დროში ჩარჩენილს უწოდებს, რადგან ვერ ხალისობს და ძველ ტკივილს ვერ ივიწყებს. ლევანი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის მეუღლე იყო.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც ლევან შანიძემ ჟურნალ "რეიტინგს" 2013 წელს მისცა. ინტერვიუში მან ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

- თქვენს ცხოვრებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით პირად ცხოვრებას. ლიკა ქავჟარაძე თქვენი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მეუღლე იყო.

- ჯერჯერობით ასეა.

- ლიკაზე ბევრი იყო შეყვარებული. როგორ გახდა ის თქვენი მეუღლე?

- ლიკა ვარსკვლავია, რომელიც ქართულმა კინომ ვერ გამოიყენა. თუმცა ქართულმა კინომ ბევრი სხვა მსახიობიც ვერ გამოიყენა. ზოგადად ამ პერიოდში ბევრი ვინმე დაიჩაგრა.… 38 წლის ვიყავი, როცა მე და ლიკა შევუღლდით. ეს 2002 წელს მოხდა. 38 წლის სრულფასოვანი მამაკაცი მანამდე შეყვარებული ბევრჯერ ვყოფილვარ. ლიკას ჰქონდა ოჯახი და რასაკვირველია, მისი ოჯახის დანგრევაზე არასდროს ვიფიქრებდი. ჩვენ ერთმანეთს თითქმის ბავშვობიდან ვიცნობდით. ჩემმა მეგობარმა ლიკას ჯგუფელი შეირთო ცოლად. მე მეჯვარე გახლდით. ლიკა გოგოს მეჯვარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ჯვრისწერაზე ვერ მოვიდა. გამიხარდა, რომ ლიკას მირონით არ დავუნათესავდი. რა თქმა უნდა, ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაზე მაშინ არც მიფიქრია. დამოუკიდებლად ვცხოვრობდით. არაერთხელ მყვარებია. როცა ამ გრძნობას არ განვიცდი, ცუდად ვარ. ვინც მიყვარდა, დღემდე ყველა მიყვარს. ჩემთვის სიყვარულს წარსული დრო არ აქვს.

- ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის მოხიბვლა როგორ მოახერხეთ?

- ამ შეკითხვაზე ცოტა შორიდან გაგცემთ პასუხს. 1984 წელს პეტერბურგში შეყვარებულ გოგონასთან ერთად ვიყავი. სასტუმროში, სადაც ვიყავით, დათო ევგენიძე შემოგვიერთდა და დიდი შინაურული კონცერტი მოვაწყვეთ. გოგონამ, რომელიც მიყვარდა, სპეციალურად ამ დღისთვის ლამაზი კაბა ჩაიცვა. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. იმ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ რუსთაველზე მივდიოდი და ია ფარულავა შემხვდა, მითხრა, პეტერბურგში დაგინახეთ, მაგრამ ისეთი გოგო გახლდა, ვერ მოვედიო.… ვინც მიყვარდა, ყველა ლამაზი ქალბატონი იყო, მაგრამ ცოლად არც ერთი არ მომიყვანია, მარტო ლიკა მოვიყვანე. იმას, რასაც სხვები არ უფრთხილდებიან, ლიკა ფაქიზად მოეპყრო. ჩვენს დაოჯახებაზე არც ვფიქრობდი. ლიკამ თქვა, ხუთი წელი მაინც ხომ ვიქნებით ბედნიერებიო და მეც დავფიქრდი დაოჯახებაზე. მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული მაქსიმუმ ხუთ წელს გრძელდება. მე და ლიკა თითქმის რვა წელი ვიყავით ერთად. დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. როგორც ლიკამ გადაწყვიტა, ყველაფერი ისე მოხდა. ქალბატონებთან ხომ არ უნდა ვიჭიდაოთ?!

- როდესაც ლიკა თქვენი მეუღლე იყო, თამამ სცენებში მონაწილეობდა. მოგწონდათ ლიკას მიერ შესრულებული თამამი როლები?

- ლიკა მსახიობია და ამით ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია.

- ამ როლების გამო არასდროს გიკამათიათ?

- რეჟისორი ფრანკო ძეფირელი რომ ყოფილიყო, ბევრად იოლი მისაღები იქნებოდა ჩემთვის. როდესაც ვიღაც უბრალოდ იტყვის, ლიკა უნდა გადავიღოო, ლიკა მონატრებულია კამერას, რეჟისორი კი ამით ისარგებლებს და ჰონორარსაც არ გადაუხდის, მივიჩნევ, რომ ეს ულამაზო საქციელია. მაგრამ ლიკას ვერ ვეტყოდი, ასე არ მოიქცე-მეთქი. მაშინ უნდა დავხმარებოდი, გავმხდარიყავი პროდიუსერი და ჰოლივუდში ჩამეწყო საქმე. ამის თავი კი მე არ მქონდა.

- ყოფილ მეუღლესთან ბოლო დღემდე მეგობრობდით.

- ერთმანეთს ხშირად მოვიკითხავთ. ორი წლის წინ ცუდად გავხდი. მერე მითხრეს, რომ ერთ-ერთმა პირველმა ლიკამ იზრუნა ჩემზე. თანხაზე არ ვამბობ. ლაპარაკია იმაზე, რომ ესმის, როცა მისი მეგობარი ცუდადაა, გვერდში უნდა დაუდგეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია