პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გიორგი მარგველაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

"დღეს, რო­დე­საც ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ჩვენს გვერ­დით აღარ არის, რთუ­ლია სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცე ის უდი­დე­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, რი­თაც მის­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ აგ­ვავ­სო. მისი დიდი შე­მოქ­მე­დე­ბა ამო­უ­წუ­რა­ვი სა­გან­ძუ­რია, რო­მელ­თან ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ჰუ­მა­ნიზ­მის გაკ­ვე­თი­ლებს ვი­ღებთ. ხოლო მისი შე­უ­პო­ვა­რი, გმი­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია მუ­დამ სამ­შობ­ლო­სა და ხალ­ხის უან­გა­რო მსა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ დარ­ჩე­ბა. ბა­ტო­ნი ჭა­ბუ­ას დიდ ოჯახ­თან, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ვწუხ­ვარ ამ უდი­დეს და­ნაკ­ლისს. ღრმად მწამს - ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის უკ­ვდა­ვი, მსოფ­ლიო მას­შტა­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა და ბი­ოგ­რა­ფია მუ­დამ იქ­ნე­ბა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყვე­ლას­თვის, ვის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და ჰუ­მა­ნიზ­მის იდე­ა­ლე­ბი - ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რე­ბია", – აღ­ნიშ­ნუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი მარგველაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გიორგი მარგველაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დღეს, როდესაც ჭაბუა ამირეჯიბი ჩვენს გვერდით აღარ არის, რთულია სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი გულისტკივილი, რითაც მისმა გარდაცვალებამ აგვავსო. მისი დიდი შემოქმედება ამოუწურავი საგანძურია, რომელთან ყოველი შეხვედრისას სამართლიანობის, თავისუფლების სიყვარულისა და ჰუმანიზმის გაკვეთილებს ვიღებთ. ხოლო მისი შეუპოვარი, გმირული ცხოვრების ისტორია მუდამ სამშობლოსა და ხალხის უანგარო მსახურების სახელმძღვანელოდ დარჩება. ბატონი ჭაბუას დიდ ოჯახთან, მთელ საქართველოსთან ერთად ვწუხვარ ამ უდიდეს დანაკლისს. ღრმად მწამს - ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი, მსოფლიო მასშტაბის შემოქმედება და ბიოგრაფია მუდამ იქნება შთაგონების წყარო ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლების, სამართლიანობისა და ჰუმანიზმის იდეალები - ცხოვრების მთავარი ორიენტირებია", – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია