მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანნა იმედაშვილი - სექსუალური წამყვანი და მზრუნველი დედა
ანნა იმედაშვილი - სექსუალური წამყვანი და მზრუნველი დედა

ანნა იმე­დაშ­ვი­ლი "ახა­ლი ხმის" წამ­ყვა­ნია. ისე შე­ერ­წყა ამ გა­და­ცე­მას, მგო­ნი, მის გა­რე­შე ეს პრო­ექ­ტი უკვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კია. მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი შე­სა­ნიშ­ნავ პარტნი­ო­რო­ბას უწევს მსა­ხი­ობ დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილს, რო­მელ­საც წელს პირ­ვე­ლად გახ­და შოუს წამ­ყვა­ნი.

ანნა პრო­ექ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რის - და­ვით იმე­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა და ცდი­ლობს, უფ­რო­სის­გან, რო­გორც ხელ­ქვე­ით­მა, სამ­სა­ხურ­ში შე­ნიშ­ვნა არ და­იმ­სა­ხუ­როს.

ანნა იმე­დაშ­ვი­ლი:

- ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ამ პრო­ექ­ტით გა­მოვ­ჩნდი... ჩემი წარ­დგე­ნი­სას კი წე­რენ, ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნიო, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტი რო­გორც ფსი­ქო­ლოგ­მა, ისე და­ვამ­თავ­რე. თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ლი­ცე­უმ­შიც კი ვსწავ­ლობ­დი, მერე - მარ­კე­ტინ­გის გან­ხრი­თაც. მოკ­ლედ, რაც ვის­წავ­ლე, ყვე­ლა­ფე­რი მად­გე­ბა. დრო ტყუ­ი­ლად არ და­მი­კარ­გავს...

რე­ა­ლუ­რად კი ამ შოუს წამ­ყვა­ნი ვარ, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია და ის პე­რი­ო­დი, როცა სა­ბავ­შვო "ახალ ხმა" სა­პა­ტიო მი­ზე­ზით გა­მოვ­ტო­ვე (პირ­ველ შვილ­ზე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი), გული მწყდე­ბა. დი­დე­ბის "ვო­ი­სის" ჩა­წე­რე­ბი რომ და­ი­წყო, ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, ისე­თი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ცოტა ზედ­მე­ტი ემო­ცი­ე­ბიც კი მქონ­და. მოკ­ლედ, მი­ხა­რია, რომ ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ვარ...

- გა­სულ წელს შენი პარტნი­ო­რი დუტა სხირტლა­ძე იყო, წელს - დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი... რას იტყვი მათ­ზე?

- ორი დი­მიტ­რი (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, ორი­ვე თა­ვის საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია... გა­მარ­თლე­ბაა, აბა, რა, როცა სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გახ­ვალ და და ისიც, დუ­ტას­თან ერ­თად. თუ რა­ღაც არ გა­მო­მი­ვი­დო­და, გვერ­დით მყავ­და... რაც შე­ე­ხე­ბა დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილს, მას­თა­ნაც მშვი­დად ვარ. თა­ვი­დან ამ­ბობ­და, რომ ამ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, წამ­ყვა­ნი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და შენ­გან უნდა ვის­წავ­ლოო (ეს ხუმ­რო­ბით)... ისე კი მი­ხა­რია, რომ მუ­შა­ო­ბა ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გვერ­დით მი­წევს. თან, ორი­ვეს სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს, მარ­თა­ლია სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ იუ­მო­რი აქვთ. იუ­მო­რი ხომ ავ­სებს ადა­მი­ანს?.. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ დი­მიტ­რის აქამ­დეც ვიც­ნობ­დი. ად­ვი­ლია მას­თან კონ­ტაქ­ტი...

- რას იტყვი თა­ვად პრო­ექ­ტზე?

- სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია და თა­ვის მხრივ, უნი­კა­ლუ­რი, რად­გან ბევ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ისე­თი, როცა შემ­სრუ­ლე­ბელს ვერ ხე­დავ და მისი მხო­ლოდ ხმა გეს­მის, არ არის. მგო­ნია, რომ ბევრ მომ­ღე­რალს ეს შოუ კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს...

მუ­სი­კოსს შე­საძ­ლოა კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­დეს, ეპა­ტა­ჟუ­რიც იყოს, მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ხომ ვამ­ბობ, ხმაა გა­დამ­წყვე­ტი. თუ ნი­ჭი­ე­რი ხარ, თავი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნო...

- ამ პრო­ექ­ტში იმის გამო მოხ­ვდი, რომ შოუს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რის მე­უღ­ლე ხარ?

- არა, დათო ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. თა­ვი­დან პრო­ექ­ტში რე­პორ­ტი­ო­რი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, კადრს მიღ­მა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე უნდა მე­მუ­შა­ვა და ამე­სა­ხა (რე­პორ­ტა­ჟე­ბი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა იმა­ზე, რაც კუ­კი­სებ­ში ხდე­ბა), მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ დუ­ტას "ბრმა კას­თინ­გის" წინ ქვეყ­ნის გა­რეთ მო­უ­წია გას­ვლამ. მოკ­ლედ, ჩემი წამ­ყვა­ნო­ბა ამ პრო­ექ­ტში სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა.

- თა­ვი­დან შო­უ­ში უც­ნა­უ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბით გა­მოჩ­ნდი...

- ჰო, ზოგს მოს­წონ­და ის ვარ­ცხნი­ლო­ბა, ზოგს - არა...

- ისე, ჩვენს სიმ­ნამ­დვი­ლე­ში ახა­ლი შოუ იყო და წამ­ყვა­ნის ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბაც მგო­ნი, მი­სა­ღე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სი­ტუ­ა­ცი­ას უხ­დე­ბო­და... წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის ნა­კა­დი თუ მოგ­წონს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წელს ძა­ლი­ან მა­გა­რი ნა­კა­დია, ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი არი­ან და მარ­თლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი, პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის ნა­კა­დის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი... თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ძლი­ე­რი ბავ­შვე­ბი არი­ან... ის არის, რომ წელს უფრო ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ვიდ­ნენ... ყვე­ლას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ.

- დათო სამ­სა­ხურ­ში რო­გორც ხელ­ქვე­ითს შე­ნიშ­ვნებს თუ გაძ­ლევს?

- მე და დათო სამ­სა­ხურ­ში ერ­თმა­ნეთს იშ­ვი­ა­თად ვნა­ხუ­ლობთ. საქ­მე უმე­ტე­სად პრო­დი­უ­სე­რებ­თან და სცე­ნა­რის­ტებ­თან მაქვს. და­თოს­თან კონ­ტაქ­ტი მხო­ლოდ გა­და­ღე­ბა­ზე მი­წევს. რად­გა­ნაც ის ჩემი უფ­რო­სია, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბაც მაქვს. მარ­თლა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, როცა იცი, რომ შენი მე­უღ­ლე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რია. სულ ვცდი­ლობ, არა მარ­ტო და­თოს­გან, შე­ნიშ­ვნა არა­ვის­გან და­ვიმ­სა­ხუ­რო. გა­და­ღე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე ადრე მივ­დი­ვარ...

ისე, მე­ო­რე სე­ზო­ნი რომ და­ი­წყო, მი­თხრა, - ახლა სცე­ნა­ზე უფრო თა­ვი­სუფ­ლად დგა­ხა­რო...

- მოდი, შენს პა­ტა­რა შვილ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- პეტ­რე უკვე 5 თვის არის, დიდი ბი­ჭია. ისე მოხ­და, რომ ამ პრო­ექტს თით­ქოს პეტ­რეც უკავ­შირ­დე­ბა: თავ­და­პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე რომ დავ­დე­ქი, აღ­მოჩ­ნდა, რომ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. ვი­ნა­ი­დან იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვს მუც­ლად ყოფ­ნი­სას მუდ­მი­ვად მუ­სი­კა ეს­მო­და, მე­კი­თხე­ბი­ან, - ხომ არ მღე­რი­ო­სო? ან ძა­ლი­ან კარ­გად იმ­ღე­რებს, ან - პი­რი­ქით (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი და კონ­ტაქ­ტუ­რი ბი­ჭია, ჩვენს პა­ვი­ლი­ონ­ში ხში­რად მიმ­ყავს ხოლ­მე. გიჟ­დე­ბა ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტზე, ყვე­ლას უცი­ნის...

- რო­გორც ჩანს, სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე დი­დად ზრუ­ნავ...

- ფეხ­მძი­მო­ბის დროს სულ ვვარ­ჯი­შობ­დი, აქ­ტი­უ­რი ფეხ­მძი­მო­ბა მქონ­და... ვი­ნა­ი­დან ამ­ჟა­მად არ გვყავს ძიძა, პეტ­რეს­თან მთელ დღე­ებს მე ვა­ტა­რებ. ჭკვი­ა­ნი ბავ­შვია, არ არის პრობ­ლე­მუ­რი და თან, მის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პე­ბი და ეპი­ზო­დე­ბი არ მინ­და, გა­მოვ­ტო­ვო. დიდ დროს მას­თან ვა­ტა­რებ. ამის გამო სა­ვარ­ჯი­შოდ ვე­ღარ დავ­დი­ვარ, მაგ­რამ მა­გის დროც მოვა...

- არა მარ­ტო სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბის წამ­ყვა­ნი, არა­მედ ძა­ლი­ან კარ­გი დე­დაც ყო­ფილ­ხარ...

- მად­ლო­ბა ასე­თი შე­ფა­სე­ბის­თვის... მინ­და, ვიყო, კარ­გი დედა, ასე­თი შეგ­რძნე­ბე­ბი, რაც პეტ­რეს და­ბა­დე­ბის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა, თუ ოდეს­მე მექ­ნე­ბო­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ანნა იმედაშვილი - სექსუალური წამყვანი და მზრუნველი დედა

ანნა იმედაშვილი - სექსუალური წამყვანი და მზრუნველი დედა

ანნა იმედაშვილი "ახალი ხმის" წამყვანია. ისე შეერწყა ამ გადაცემას, მგონი, მის გარეშე ეს პროექტი უკვე წარმოუდგენელიც კია. მშვენიერი გარეგნობის ქალბატონი შესანიშნავ პარტნიორობას უწევს მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს, რომელსაც წელს პირველად გახდა შოუს წამყვანი.

ანნა პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერის - დავით იმედაშვილის მეუღლეა და ცდილობს, უფროსისგან, როგორც ხელქვეითმა, სამსახურში შენიშვნა არ დაიმსახუროს.

ანნა იმედაშვილი:

- ფაქტობრივად, საზოგადოების წინაშე ამ პროექტით გამოვჩნდი... ჩემი წარდგენისას კი წერენ, ჟურნალისტი და ტელეწამყვანიო, მაგრამ უნივერსიტეტი როგორც ფსიქოლოგმა, ისე დავამთავრე. თუმცა ჟურნალისტიკის ლიცეუმშიც კი ვსწავლობდი, მერე - მარკეტინგის განხრითაც. მოკლედ, რაც ვისწავლე, ყველაფერი მადგება. დრო ტყუილად არ დამიკარგავს...

რეალურად კი ამ შოუს წამყვანი ვარ, რაც ძალიან მიხარია და ის პერიოდი, როცა საბავშვო "ახალ ხმა" საპატიო მიზეზით გამოვტოვე (პირველ შვილზე ორსულად ვიყავი), გული მწყდება. დიდების "ვოისის" ჩაწერები რომ დაიწყო, ერთი სული მქონდა, როდის ჩავერთვებოდი, ისეთი აჟიტირებული ვიყავი. ცოტა ზედმეტი ემოციებიც კი მქონდა. მოკლედ, მიხარია, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ვარ...

- გასულ წელს შენი პარტნიორი დუტა სხირტლაძე იყო, წელს - დიმიტრი ტატიშვილი... რას იტყვი მათზე?

- ორი დიმიტრი (სიცილით ამბობს)... ორივე შემთხვევაში ძალიან გამიმართლა, ორივე თავის საქმის პროფესიონალია... გამართლებაა, აბა, რა, როცა სცენაზე პირველად გახვალ და და ისიც, დუტასთან ერთად. თუ რაღაც არ გამომივიდოდა, გვერდით მყავდა... რაც შეეხება დიმიტრი ტატიშვილს, მასთანაც მშვიდად ვარ. თავიდან ამბობდა, რომ ამ საქმეში გამოცდილება არ მაქვს, წამყვანი არასდროს ვყოფილვარ და შენგან უნდა ვისწავლოო (ეს ხუმრობით)... ისე კი მიხარია, რომ მუშაობა ასეთი პროფესიონალების გვერდით მიწევს. თან, ორივეს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, მართალია სხვადასხვანაირი, მაგრამ მთავარია, რომ იუმორი აქვთ. იუმორი ხომ ავსებს ადამიანს?.. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიმიტრის აქამდეც ვიცნობდი. ადვილია მასთან კონტაქტი...

- რას იტყვი თავად პროექტზე?

- საინტერესო პროექტია და თავის მხრივ, უნიკალური, რადგან ბევრი მუსიკალური პროექტი არსებობს, მაგრამ ისეთი, როცა შემსრულებელს ვერ ხედავ და მისი მხოლოდ ხმა გესმის, არ არის. მგონია, რომ ბევრ მომღერალს ეს შოუ კარგ შესაძლებლობას აძლევს...

მუსიკოსს შესაძლოა კარგი გარეგნობა ჰქონდეს, ეპატაჟურიც იყოს, მონაცემები ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხომ ვამბობ, ხმაა გადამწყვეტი. თუ ნიჭიერი ხარ, თავი უნდა გამოავლინო...

- ამ პროექტში იმის გამო მოხვდი, რომ შოუს აღმასრულებელი პროდიუსერის მეუღლე ხარ?

- არა, დათო ამის წინააღმდეგი იყო. თავიდან პროექტში რეპორტიორი უნდა ვყოფილიყავი, კადრს მიღმა სიტუაციებზე უნდა მემუშავა და ამესახა (რეპორტაჟები უნდა გამეკეთებინა იმაზე, რაც კუკისებში ხდება), მაგრამ ისე მოხდა, რომ დუტას "ბრმა კასთინგის" წინ ქვეყნის გარეთ მოუწია გასვლამ. მოკლედ, ჩემი წამყვანობა ამ პროექტში სიტუაციამ მოიტანა.

- თავიდან შოუში უცნაური ვარცხნილობით გამოჩნდი...

- ჰო, ზოგს მოსწონდა ის ვარცხნილობა, ზოგს - არა...

- ისე, ჩვენს სიმნამდვილეში ახალი შოუ იყო და წამყვანის ახალი ვარცხნილობაც მგონი, მისაღები უნდა ყოფილიყო, სიტუაციას უხდებოდა... წლევანდელი კონკურსანტების ნაკადი თუ მოგწონს?

- მიუხედავად იმისა, რომ წელს ძალიან მაგარი ნაკადია, ნიჭიერი ბავშვები არიან და მართლა ინდივიდუალურები, პირველი სეზონის ნაკადის მიმართ განსაკუთრებით ვიყავი განწყობილი... თუმცა ვიმეორებ, ორივე შემთხვევაში ძლიერი ბავშვები არიან... ის არის, რომ წელს უფრო ახალგაზრდები მოვიდნენ... ყველას ვგულშემატკივრობ.

- დათო სამსახურში როგორც ხელქვეითს შენიშვნებს თუ გაძლევს?

- მე და დათო სამსახურში ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ. საქმე უმეტესად პროდიუსერებთან და სცენარისტებთან მაქვს. დათოსთან კონტაქტი მხოლოდ გადაღებაზე მიწევს. რადგანაც ის ჩემი უფროსია, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაც მაქვს. მართლა დიდი პასუხისმგებლობაა, როცა იცი, რომ შენი მეუღლე აღმასრულებელი პროდიუსერია. სულ ვცდილობ, არა მარტო დათოსგან, შენიშვნა არავისგან დავიმსახურო. გადაღებაზე ყველაზე ადრე მივდივარ...

ისე, მეორე სეზონი რომ დაიწყო, მითხრა, - ახლა სცენაზე უფრო თავისუფლად დგახარო...

- მოდი, შენს პატარა შვილზე ვილაპარაკოთ.

- პეტრე უკვე 5 თვის არის, დიდი ბიჭია. ისე მოხდა, რომ ამ პროექტს თითქოს პეტრეც უკავშირდება: თავდაპირველად სცენაზე რომ დავდექი, აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ვინაიდან იმ პერიოდში ბავშვს მუცლად ყოფნისას მუდმივად მუსიკა ესმოდა, მეკითხებიან, - ხომ არ მღერიოსო? ან ძალიან კარგად იმღერებს, ან - პირიქით (სიცილით ამბობს)... ძალიან წესიერი, ჭკვიანი და კონტაქტური ბიჭია, ჩვენს პავილიონში ხშირად მიმყავს ხოლმე. გიჟდება ხალხთან კონტაქტზე, ყველას უცინის...

- როგორც ჩანს, საკუთარ გარეგნობაზე დიდად ზრუნავ...

- ფეხმძიმობის დროს სულ ვვარჯიშობდი, აქტიური ფეხმძიმობა მქონდა... ვინაიდან ამჟამად არ გვყავს ძიძა, პეტრესთან მთელ დღეებს მე ვატარებ. ჭკვიანი ბავშვია, არ არის პრობლემური და თან, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპები და ეპიზოდები არ მინდა, გამოვტოვო. დიდ დროს მასთან ვატარებ. ამის გამო სავარჯიშოდ ვეღარ დავდივარ, მაგრამ მაგის დროც მოვა...

- არა მარტო სექსუალური გარეგნობის წამყვანი, არამედ ძალიან კარგი დედაც ყოფილხარ...

- მადლობა ასეთი შეფასებისთვის... მინდა, ვიყო, კარგი დედა, ასეთი შეგრძნებები, რაც პეტრეს დაბადების შემდეგ გამიჩნდა, თუ ოდესმე მექნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება