მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის ხელმძღვანელობას კბილაშვილის კადრებისგან წმენდენ
პროკურატურის ხელმძღვანელობას კბილაშვილის კადრებისგან წმენდენ

პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­ნიშ­ნა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბო­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან იმის გამო გა­უშ­ვეს, რომ კბი­ლაშ­ვი­ლის კად­რე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ.

სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვეს.

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო არა მხო­ლოდ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე­ებს, მათ შო­რის ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს, არა­მედ სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­საც, მა­გა­ლი­თად: მა­დო­ნა ღიბ­რა­ძეს, გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­როსს; ლე­ვან გზი­რიშ­ვილს - აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რორს; ხა­თუ­ნა კა­ლან­და­ძეს - სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს; ეკა­ტე­რი­ნე ება­ნო­ი­ძეს - სა­ფი­ნან­სო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს; კახა წე­რე­თელს - შსს-ს ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ზე საპ­რო­ცე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს და ა.შ.

სა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცვლი­ლე­ბა ქვე­და რგო­ლებ­შიც ინ­ტენ­სი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, მათ პრო­კუ­რა­ტუ­რის რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას აი­ძუ­ლე­ბენ, რა­საც მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა უარ­ყოფს.

"პრინ­ცი­პუ­ლი" მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, პრო­კუ­რო­რებ­მა გან­ცხა­დე­ბა სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­წე­რეს თუ ამას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან მო­თხოვ­ნის ფორ­მა ჰქონ­და, - აღ­ნიშ­ნავს სა­ი­ას თავ­მჯდო­მა­რე კახა კო­ჟო­რი­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას, - ჩვენ ვინც დაგ­ვი­კავ­შირ­და, ყვე­ლა­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ამას მო­თხოვ­ნის ფორ­მა ჰქონ­და.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ო­ბა 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ჩვენ არ ვამ­ბობთ, რომ ვის მი­მარ­თაც პრე­ტენ­ზია არ­სე­ბობ­და, ისი­ნი არ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. თუკი მათი მხრი­დან იყო გა­დაც­დო­მა, არა მარ­ტო პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან უნდა გა­უშ­ვან, არა­მედ მათ წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც უნდა დად­გეს.

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ნიშ­ნულ პრო­კუ­რო­რებ­ზე ასე­თი სა­ჩივ­რე­ბი არ არ­სე­ბობს. გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ მოხ­ვდა სი­ა­ში ასე­თი პრო­კუ­რო­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა?" - კი­თხუ­ლობს კო­ჟო­რი­ძე.

კო­ჟო­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ უწყე­ბა­ში ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი თა­ვი­სი გუნ­დით მო­ვი­დეს.

გე­ნინ­სპექ­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მა­დო­ნა ღიბ­რა­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ მის­თვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ.

"გვი­თხრეს, რომ ახა­ლი გუნ­დით მი­ვიდ­ნენ. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და გა­ნე­მარ­ტა იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მე­კა­ვა და თივ­თონ აღარ მი­ვე­ცი სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ვთხო­ვე პირ­და­პირ ეთ­ქვა, რა უნ­დო­დათ, რის შემ­დე­გაც გად­მომ­ცა მო­თხოვ­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. გან­ცხა­დე­ბა წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ მე დავ­წე­რე, თუმ­ცა თქვენ გან­სა­ჯეთ იმ მო­მენ­ტის­თვის ეს იყო თუ არა ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა და სურ­ვი­ლი", - აღ­ნიშ­ნა ღიბ­რა­ძემ, რო­მელც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 2012 წლის 12 ნო­ემ­ბრი­დან მუ­შა­ობ­და.

ამ­ბობს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო. "ჩემს და­ნიშ­ვნას კბი­ლაშ­ვილ­მა მო­ა­წე­რა ხელი. ფაქ­ტია, რომ კბი­ლაშ­ვი­ლის დროს მი­ვე­დი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ვით­ვლე­ბო­დი თუ არა კბი­ლაშ­ვი­ლის კად­რად, ეს თა­ვად გან­სა­ზღვრეთ", - დას­ძი­ნა მან.

აჭა­რის ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი ლე­ვან გზი­რიშ­ვი­ლი კი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ისიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ, გა­ბი­ტაშ­ვილ­მა და­ი­ბა­რა და უთხრა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ახა­ლი გუნ­დი მო­დი­ო­და.

"მი­თხრა, რომ ჩემ ად­გილ­ზე სხვა კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ და რომ რი­გი­თი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ვერ გა­კად­რებ­თო. ვკი­თხე, ჩემ­გან გან­ცხა­დე­ბის და­წე­რას მო­ი­თხოვთ-მეთ­ქი, მან კი მი­პა­სუ­ხა, რომ სწო­რად მიხ­ვდიო. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეს ჩემ­თვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის არა­ვი­თა­რი მი­ზე­ზი არ უთ­ქვამს", - აღ­ნიშ­ნავს გზი­რიშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას.

ამ­ბობს, რომ პრო­კუ­რო­რად მუ­შა­ო­ბა მრა­ვა­ლი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა 2008 წლი­დან უმუ­შე­ვა­რი იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ხელ­მე­ო­რედ მუ­შა­ო­ბა კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, 2012 წლის 10 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო. "რო­დე­საც კბი­ლაშ­ვილ­მა ვა­კან­სია გა­მო­ა­ცხა­და, მა­შინ გავ­გზავ­ნე ჩემი რე­ზი­უ­მე, აჭა­რის პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, რა­ზეც დავ­თან­ხმდი. რო­გორც ჩანს, პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან იმი­ტომ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ კბი­ლაშ­ვი­ლის კად­რად ვით­ვლე­ბო­დი", - გვი­თხრა გზი­რიშ­ვილ­მა.

გზი­რიშ­ვი­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას არ აპი­რებს, თუმ­ცა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით არ და­უ­ტო­ვე­ბია.

სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს ადას­ტუ­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც, თუმ­ცა პრო­კუ­რო­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ წნეხს უარ­ყო­ფენ.

"მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლი შეხ­ვდა პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს. მათ შო­რის გა­ი­მარ­თა ღია სა­უ­ბა­რი, რო­მელ­ზეც გან­ხი­ლუ­ლი იქნა სა­მო­მავ­ლო ხედ­ვა, გეგ­მე­ბი და შე­საძ­ლო სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი. თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და სა­კად­რო რო­ტა­ცია, ხოლო ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის ნა­წილ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბას, კბი­ლაშ­ვი­ლის მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ნიშ­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ტყვით, რომ ამ­ჟა­მად სის­ტე­მა­ში საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს 179 პრო­კუ­რო­რი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნენ", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. და­მა­ტე­ბით კი­თხვებ­ზე სა­უ­ბა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ ისურ­ვეს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დი­მი­ტო­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წმენ­და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა არა იმ კონ­ტინ­გენ­ტში, რომ­ლებ­მაც უწყე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო.

"თუ პრო­კუ­რა­ტუ­რის ახალ თა­ნამ­შრომ­ლებს იშო­რე­ბენ თა­ვი­დან და სის­ტე­მა კვლავ ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კას უნდა და­ეყ­რდნოს, ეს არის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი შეც­დო­მა. ეს სა­კი­თხი შე­სას­წავ­ლია. თუ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებ­ში არი­ან ის პრო­კუ­რო­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დნენ, მა­შინ უწყე­ბის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მხო­ლოდ ამით არ უნდა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­დეს და ყვე­ლა ასე­თი ტი­პის დამ­ნა­შა­ვე პრო­კუ­რო­რის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა უნდა და­ი­წყოს.

"მაგ­რამ თუ საქ­მე გვაქვს იმ პრო­კუ­რო­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნენ, საქ­მე გვაქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას­თან. ამ შემ­თხვე­ვა­ში თი­თო­ე­უ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პირი თა­ვად არის ვალ­დე­ბუ­ლი მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს".

ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეფექ­ტუ­რად ვერ იმუ­შა­ვა, თუმ­ცა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­ზე "ხე­ლე­ბის შეწ­მენ­და ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის" ნა­წი­ლია.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ცდი­ლო­ბენ, რომ კბი­ლაშ­ვილ­ზე ხე­ლე­ბის შეწ­მენ­დით პო­ლი­ტი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­და­ა­ბა­რონ ამ არა­პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ვე­რაღ­სრუ­ლე­ბის გა­დაბ­რა­ლე­ბა რა­ტომ­ღაც კბი­ლაშ­ვილ­ზე და­ი­წყეს, რა­საც მისი თა­ნამ­დე­ბო­ბაც შე­ე­წი­რა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­და­აბ­რა­ლო არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს, როცა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის პი­რე­ბი (იგი­ვე ბაჩო ახა­ლა­ი­ას და გიგი კა­ლან­და­ძის მი­მართ) ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, თეა წუ­ლუ­კი­ანს ეკუთ­ვნო­და. თუკი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ი­ზი­ა­რა კბი­ლაშ­ვილ­მა, მა­შინ ათ­ჯერ უფრო მე­ტად გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლი აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს", - ამ­ბობს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

"თუ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან 2012 წელს და­ნიშ­ნუ­ლებს უშ­ვე­ბენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა კბი­ლაშ­ვი­ლის კად­რე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, მა­სობ­რი­ვი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ან ამის­თვის მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბია სა­ჭი­რო. ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­მა პრო­ცე­სის შეს­წავ­ლა უკვე და­ი­წყო.

იაგო ნაც­ვლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პროკურატურის ხელმძღვანელობას კბილაშვილის კადრებისგან წმენდენ

პროკურატურის ხელმძღვანელობას კბილაშვილის კადრებისგან წმენდენ

პროკურატურიდან რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს, რომელთა უმეტესობა თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის პერიოდში დაინიშნა. გათავისუფლებული თანამშრომლები "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ პროკურატურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ კბილაშვილის კადრებად ითვლებოდნენ.

საკადრო ცვლილებებს პროკურატურაში ადასტურებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ თანამშრომლებმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს.

ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მთავარი პროკურორის მოადგილეებს, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილს, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც, მაგალითად: მადონა ღიბრაძეს, გენერალური ინსპექციის უფროსს; ლევან გზირიშვილს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს; ხათუნა კალანდაძეს - საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს; ეკატერინე ებანოიძეს - საფინანსო სამმართველოს უფროსს; კახა წერეთელს - შსს-ს ტერიტორიულ ორგანოებზე საპროცესი ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსს და ა.შ.

საიას ინფორმაციით, ცვლილება ქვედა რგოლებშიც ინტენსიურად ხორციელდება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ პროკურატურის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ თანამდებობის დატოვებას აიძულებენ, რასაც მთავარი პროკურატურა უარყოფს.

"პრინციპული" მნიშვნელობა აქვს, პროკურორებმა განცხადება საკუთარი ნებით დაწერეს თუ ამას ხელმძღვანელობის მხრიდან მოთხოვნის ფორმა ჰქონდა, - აღნიშნავს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე "რეზონანსთან" საუბრისას, - ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, ყველანი ამბობენ, რომ ამას მოთხოვნის ფორმა ჰქონდა.

"აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესობამ პროკურატურაში მუშაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვის მიმართაც პრეტენზია არსებობდა, ისინი არ უნდა გაათავისუფლონ. თუკი მათი მხრიდან იყო გადაცდომა, არა მარტო პროკურატურიდან უნდა გაუშვან, არამედ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.

"ჩემი ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ დანიშნულ პროკურორებზე ასეთი საჩივრები არ არსებობს. გაუგებარია, რატომ მოხვდა სიაში ასეთი პროკურორების უმეტესობა?" - კითხულობს კოჟორიძე.

კოჟორიძის განცხადებით, პროკურატურის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს, რომ უწყებაში ახალი მთავარი პროკურორი თავისი გუნდით მოვიდეს.

გენინსპექციის ყოფილი უფროსი მადონა ღიბრაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მისთვის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ.

"გვითხრეს, რომ ახალი გუნდით მივიდნენ. მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ცდილობდა განემარტა იმ თანამდებობის მნიშვნელობა, რომელიც მეკავა და თივთონ აღარ მივეცი საუბრის გაგრძელების საშუალება, ვთხოვე პირდაპირ ეთქვა, რა უნდოდათ, რის შემდეგაც გადმომცა მოთხოვნა თანამდებობის დატოვების თაობაზე. განცხადება წამოსვლის შესახებ მე დავწერე, თუმცა თქვენ განსაჯეთ იმ მომენტისთვის ეს იყო თუ არა ჩემი ინიციატივა და სურვილი", - აღნიშნა ღიბრაძემ, რომელც პროკურატურაში 2012 წლის 12 ნოემბრიდან მუშაობდა.

ამბობს, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არჩილ კბილაშვილისგან მიიღო. "ჩემს დანიშვნას კბილაშვილმა მოაწერა ხელი. ფაქტია, რომ კბილაშვილის დროს მივედი პროკურატურაში. ვითვლებოდი თუ არა კბილაშვილის კადრად, ეს თავად განსაზღვრეთ", - დასძინა მან.

აჭარის ყოფილი პროკურორი ლევან გზირიშვილი კი გვეუბნება, რომ ისიც მთავარი პროკურორის მოადგილემ, გაბიტაშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ პროკურატურაში ახალი გუნდი მოდიოდა.

"მითხრა, რომ ჩემ ადგილზე სხვა კანდიდატურას განიხილავდნენ და რომ რიგითი პროკურორის თანამდებობის შემოთავაზებას ვერ გაკადრებთო. ვკითხე, ჩემგან განცხადების დაწერას მოითხოვთ-მეთქი, მან კი მიპასუხა, რომ სწორად მიხვდიო. მთავარი პროკურორის მოადგილეს ჩემთვის გათავისუფლების არავითარი მიზეზი არ უთქვამს", - აღნიშნავს გზირიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

ამბობს, რომ პროკურორად მუშაობა მრავალი წლის წინ დაიწყო, თუმცა 2008 წლიდან უმუშევარი იყო. პროკურატურაში ხელმეორედ მუშაობა კი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის 10 ნოემბერს დაიწყო. "როდესაც კბილაშვილმა ვაკანსია გამოაცხადა, მაშინ გავგზავნე ჩემი რეზიუმე, აჭარის პროკურორის თანამდებობა შემომთავაზეს, რაზეც დავთანხმდი. როგორც ჩანს, პროკურატურიდან იმიტომ გამათავისუფლეს, რომ კბილაშვილის კადრად ვითვლებოდი", - გვითხრა გზირიშვილმა.

გზირიშვილი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას არ აპირებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია.

საკადრო ცვლილებებს ადასტურებენ პროკურატურაშიც, თუმცა პროკურორების მიმართ განხორციელებულ წნეხს უარყოფენ.

"მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი შეხვდა პროკურატურის ხელმძღვანელ პირებს. მათ შორის გაიმართა ღია საუბარი, რომელზეც განხილული იქნა სამომავლო ხედვა, გეგმები და შესაძლო საკადრო გადაადგილებები. თანამშრომელთა ნაწილის მიმართ განხორციელდა საკადრო როტაცია, ხოლო ხელმძღვანელი პირების ნაწილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვების შესახებ. რაც შეეხება ბრალდებას, კბილაშვილის მთავარ პროკურორად საქმიანობის პერიოდში დანიშნული პროკურორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვიტყვით, რომ ამჟამად სისტემაში საქმიანობას აგრძელებს 179 პროკურორი და გამომძიებელი, რომლებიც თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაინიშნენ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დამატებით კითხვებზე საუბარი პროკურატურაში არ ისურვეს.

უფლებადამცველი დიმიტორი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურაში წმენდა ჩასატარებელია, თუმცა არა იმ კონტინგენტში, რომლებმაც უწყებაში მუშაობა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო.

"თუ პროკურატურის ახალ თანამშრომლებს იშორებენ თავიდან და სისტემა კვლავ ძველი თანამშრომლების დანაშაულებრივ პრაქტიკას უნდა დაეყრდნოს, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა. ეს საკითხი შესასწავლია. თუ პროკურატურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებში არიან ის პროკურორებიც, რომლებიც დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მაშინ უწყების ახალი ხელმძღვანელობა მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ყველა ასეთი ტიპის დამნაშავე პროკურორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

"მაგრამ თუ საქმე გვაქვს იმ პროკურორების გათავისუფლებასთან, რომლებიც თანამდებობებზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაინიშნენ, საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან. ამ შემთხვევაში თითოეული გათავისუფლებული პირი თავად არის ვალდებული მიმართოს სასამართლოს".

ლორთქიფანიძის განცხადებით, პროკურატურამ ამ ერთი წლის განმავლობაში ეფექტურად ვერ იმუშავა, თუმცა არჩილ კბილაშვილზე "ხელების შეწმენდა ბინძური კამპანიის" ნაწილია.

"ხელისუფლებაში ცდილობენ, რომ კბილაშვილზე ხელების შეწმენდით პოლიტიკური ვალდებულება გადააბარონ ამ არაპოლიტიკური თანამდებობის პირს. სამართლიანობის აღდგენის ვერაღსრულების გადაბრალება რატომღაც კბილაშვილზე დაიწყეს, რასაც მისი თანამდებობაც შეეწირა. როგორ შეიძლება ეს გადააბრალო არჩილ კბილაშვილს, როცა მაღალი თანამდებობების პირები (იგივე ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის მიმართ) ბრალის წაყენების პრეროგატივა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნოდა. თუკი პასუხისმგებლობა გაიზიარა კბილაშვილმა, მაშინ ათჯერ უფრო მეტად გასაზიარებელი აქვს პოლიტიკური თანამდებობის პირს", - ამბობს ლორთქიფანიძე.

"თუ პროკურატურიდან 2012 წელს დანიშნულებს უშვებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა კბილაშვილის კადრებისგან თავისუფლდება", - უთხრა "რეზონანსს" უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა.

სახალხო დამცველის შეფასებით, მასობრივი საკადრო ცვლილება დაუშვებელია, ან ამისთვის მყარი არგუმენტებია საჭირო. ომბუდსმენის აპარატმა პროცესის შესწავლა უკვე დაიწყო.

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა