ევროპარლამენტი უკრაინის ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების რეკომენდაციას აძლევს

ევროპარლამენტი უკრაინის ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების რეკომენდაციას აძლევს

ევროპარლამენტი უკრაინის ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, საკუთარი ლეგიტიმურობა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნებით დაადასტუროს.

"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია საგანგებო რეზოლუციაში "ვილნიუსის სამიტის შედეგები და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მომავალი"; კერძოდ, დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც უკრაინას ეხება და რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დამტკიცდა.

"ვადამდელი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მდგომარეობიდან გამოსავალს, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ლეგიტიმურობა უნდა დაამტკიცოს", - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამასთან, ევროპარლამენტი რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას გმობს. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი არა მხოლოდ გმობს მიუღებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას, მათ შორის სავაჭრო სანქციების მუქარით, რასაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის მიმართ, არამედ მოუწოდებს კიდეც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რუსეთთან "ერთ ენაზე ისაუბრონ".

ევროპარლამენტის წევრი დეპუტატები ევროკომისიას მოუწოდებენ, განიხილონ ყველა შესაძლო კონტრზომა, თუკი რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად.

ევროპარლამენტარები ასევე მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა უკრაინას უნდა გაუწიოს დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეშვეობით იმ რეფორმების გასაგრძელებლად, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გასაფორმებლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

უკრაინის შინაგანი ჯარების სამხედროების განცხადებით, ყველაზე ძნელი ხალხის წინააღმდეგ დგომაა თბილისის საკრებულოს შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

ქეთრინ ეშტონი - იანუკოვიჩმა პირობა მომცა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ზომებს 24 საათში მიიღებს ევროპა უკრაინას იხმობს - ევრომაიდნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოში (+LIVE)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა