დიდთოვლობისა და ძაბვის ხშირი ვარდნის გამო ბათუმის ყინულის სასახლე მთლიანად ჩამოიშალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყინულის სასახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ქაცვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სასახლის აღდგენა 20 ათასი ლარი დაჯდება. "გამათბობელი ღუმელები ძაბვის ხშირმა ვარდნამ მწყობრიდან გამოიყვანა და გასაბერი გუმბათი ჩაიკეცა. ამინდის გამოსვლის შემდეგ მოვიწვევთ სლოვენიიდან სპეციალისტს, რომელმაც თავის დროზე ეს სასახლე გააკეთა. ყინულის სასახლის აღდგენა დაახლოებით 20 ათასი ლარი დაჯდება", - აღნიშნა ჯემალ ქაცვაძემ.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე დაზიანებული ყინულის სასახლის დასათვალიერებლად ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე მივიდა.