პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოიკლა ლევან გოგიჩაიშვილის ძმამ ციხეში თავი
რატომ მოიკლა ლევან გოგიჩაიშვილის ძმამ ციხეში თავი

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სიით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრში" მუ­შა­ობს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ო­ჯა­ხე­ბას არ გეგ­მავს, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ბევ­რს არც ლა­პა­რა­კობს.

"ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ვერ გა­ვი­ზარ­დე"

- ფო­ტო­ზე დე­და­ჩე­მის მა­მას­თან, შოთა მაღ­ლა­კე­ლი­ძეს­თან ერ­თად ვართ მე და ჩემი ძმე­ბი. ბა­ბუა სა­მა­მუ­ლო ომის მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ. სამ­ხედ­რო ექი­მი იყო და ფაქ­ტობ­რი­ვად ომის და­წყე­ბი­დან ბოლო დღემ­დე იქ იყო. ძა­ლი­ან ხში­რად ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ტუ­ლის ბრძო­ლა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ბა­ბუ­ას ეა­მა­ყე­ბო­და სამ­ხედ­რო ფორ­მა. ჩვენ­თან სტუმ­რად სულ სამ­ხედ­რო ფორ­მით მო­დი­ო­და და სა­ბავ­შვო ბაღ­შიც ასე გა­მო­წყო­ბი­ლი მა­კი­თხავ­და.

- ამა­ყობ­დით, ბა­ბუ­ას რომ ამ­დე­ნი მე­და­ლი ჰქონ­და?

- მახ­სოვს, სკო­ლა­ში ხში­რად ვყვე­ბო­დი, ბა­ბუ­ა­ჩე­მი ფი­რა­ლი იყო-მეთ­ქი. მა­მა­ჩე­მის ბა­ბუ­ა­ზე ვამ­ბობ­დი, რო­მე­ლიც გუ­რუ­ლი ფი­რა­ლი იყო. ერთხელ სკო­ლა­ში დე­და­ჩე­მის მამა ჩინ-მედ­ლე­ბით შემ­კო­ბი­ლი რომ მო­ვი­და, გა­გიჟ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, ესაა ყა­ჩა­ღიო? - მკი­თხა. ბა­ბუა სულ გვიყ­ვე­ბო­და ომში გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებს. ხში­რად ამ­ბობ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მი ვი­ყა­ვი და უამ­რა­ვი სპირ­ტი იყო ჩემს ხელ­ში, ერთი წვე­თიც არ და­მი­ლე­ვია და ამან გა­და­მარ­ჩი­ნაო. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სვამ­დნენ, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში იღუ­პე­ბოდ­ნენ, აფექ­ტის მო­მენ­ტში პირ­და­პირ მი­დი­ოდ­ნენ სიკ­ვდილ­ზეო.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე კი ბე­ბი­ას­თან ერ­თად ხართ.

- ფო­ტო­ზე მა­მის დე­დას­თან ერ­თად ვარ, რო­მე­ლიც ასე­ვე ექი­მი იყო. მამა ჩემ­ზე ორ­მო­ცი წლი­თაა უფ­რო­სი, შე­სა­ბა­მი­სად, დე­და­მი­სიც დიდი იყო, მე რომ და­ვი­ბა­დე. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ბე­ბია რომ გარ­და­იც­ვა­ლა.

- მშობ­ლე­ბი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- მამა წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მე­ლია. თბი­ლის­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რობს. ბა­თუმ­ში თით­ქმის ყო­ველ წელს ჩავ­დი­ვართ და­სას­ვე­ნებ­ლად. მამა, აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტია, ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. დედა დი­ა­სახ­ლი­სია, სამ ბიჭს გვზრდი­და. მე, ირაკ­ლის და გიას. ოჯახ­ში მე ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ვარ.

- ძმე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­რეგ­ნუ­ლად არ ჰგავ­ხართ.

- ბავ­შვო­ბა­ში არ ვგავ­დით, მაგ­რამ რომ გა­ვი­ზარ­დეთ, იე­რით ერ­თმა­ნეთს და­ვემ­სგავ­სეთ. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ირაკ­ლის შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მგვა­ნან.

- ბავ­შვო­ბა­ში არ­და­დე­გებს სად ატა­რებ­დით?

- ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დი­ხაშ­ხო­ში ჩავ­დი­ო­დით. და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვეს იქ ვა­ტა­რებ­დით და მერე გუ­რი­ა­ში მივ­დი­ო­დით, ბო­ლოს კი ბა­თუმ­ში. ოჯა­ხუ­რი ფოტო ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ერთ-ერთი დას­ვე­ნე­ბის დროს გა­და­ვი­ღეთ. მე რომ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, ჩემი ძმა, გია, სო­ფელ­ში ყო­ფი­ლა იმე­რეთ­ში და თურ­მე ვე­ლო­სი­პე­დით მო­დი­ო­და და თან მღე­რო­და, "სამ­ნი ძმა­ნი გუ­რუ­ლე­ბი მი­დი­ოდ­ნენ ყა­ნა­საო". გარ­შე­მო სულ იმერ­ლე­ბი გვყავ­დნენ და უფრო მე­ტად იმე­რეთ­ში ვი­ყა­ვით, ამი­ტომ გვიჩ­ნდე­ბო­და გუ­რუ­ლო­ბის ნოს­ტალ­გია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რატომ მოიკლა ლევან გოგიჩაიშვილის ძმამ ციხეში თავი

რატომ მოიკლა ლევან გოგიჩაიშვილის ძმამ ციხეში თავი

დაახლოებით ერთი წლის წინ პოლიტპატიმრის სიით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ''სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში'' მუშაობს. უახლოეს მომავალში დაოჯახებას არ გეგმავს, თუმცა ამ თემაზე ბევრს არც ლაპარაკობს.

''ოჯახის წევრებისთვის ვერ გავიზარდე''

- ფოტოზე დედაჩემის მამასთან, შოთა მაღლაკელიძესთან ერთად ვართ მე და ჩემი ძმები. ბაბუა სამამულო ომის მონაწილე გახლდათ. სამხედრო ექიმი იყო და ფაქტობრივად ომის დაწყებიდან ბოლო დღემდე იქ იყო. ძალიან ხშირად ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა. ტულის ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაბუას ეამაყებოდა სამხედრო ფორმა. ჩვენთან სტუმრად სულ სამხედრო ფორმით მოდიოდა და საბავშვო ბაღშიც ასე გამოწყობილი მაკითხავდა.

- ამაყობდით, ბაბუას რომ ამდენი მედალი ჰქონდა?

- მახსოვს, სკოლაში ხშირად ვყვებოდი, ბაბუაჩემი ფირალი იყო-მეთქი. მამაჩემის ბაბუაზე ვამბობდი, რომელიც გურული ფირალი იყო. ერთხელ სკოლაში დედაჩემის მამა ჩინ-მედლებით შემკობილი რომ მოვიდა, გაგიჟდა მასწავლებელი, ესაა ყაჩაღიო? - მკითხა. ბაბუა სულ გვიყვებოდა ომში გადახდენილ ამბებს. ხშირად ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვიყავი და უამრავი სპირტი იყო ჩემს ხელში, ერთი წვეთიც არ დამილევია და ამან გადამარჩინაო. ის ადამიანები, რომლებიც სვამდნენ, უმეტეს შემთხვევაში იღუპებოდნენ, აფექტის მომენტში პირდაპირ მიდიოდნენ სიკვდილზეო.

- მომდევნო ფოტოზე კი ბებიასთან ერთად ხართ.

- ფოტოზე მამის დედასთან ერთად ვარ, რომელიც ასევე ექიმი იყო. მამა ჩემზე ორმოცი წლითაა უფროსი, შესაბამისად, დედამისიც დიდი იყო, მე რომ დავიბადე. პატარა ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა.

- მშობლები რას საქმიანობენ?

- მამა წარმოშობით ბათუმელია. თბილისში უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ცხოვრობს. ბათუმში თითქმის ყოველ წელს ჩავდივართ დასასვენებლად. მამა, აკაკი გოგიჩაიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტია, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დედა დიასახლისია, სამ ბიჭს გვზრდიდა. მე, ირაკლის და გიას. ოჯახში მე ყველაზე პატარა ვარ.

- ძმები ერთმანეთს გარეგნულად არ ჰგავხართ.

- ბავშვობაში არ ვგავდით, მაგრამ რომ გავიზარდეთ, იერით ერთმანეთს დავემსგავსეთ. მეუბნებიან, რომ ირაკლის შვილები ძალიან მგვანან.

- ბავშვობაში არდადეგებს სად ატარებდით?

- ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში ჩავდიოდით. დაახლოებით ორ თვეს იქ ვატარებდით და მერე გურიაში მივდიოდით, ბოლოს კი ბათუმში. ოჯახური ფოტო ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი დასვენების დროს გადავიღეთ. მე რომ დავბადებულვარ, ჩემი ძმა, გია, სოფელში ყოფილა იმერეთში და თურმე ველოსიპედით მოდიოდა და თან მღეროდა, ''სამნი ძმანი გურულები მიდიოდნენ ყანასაო". გარშემო სულ იმერლები გვყავდნენ და უფრო მეტად იმერეთში ვიყავით, ამიტომ გვიჩნდებოდა გურულობის ნოსტალგია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ