სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედიამ" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა
"პალიტრა მედიამ" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა

"პა­ლიტ­რა მე­დი­ამ" მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ერ­თწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა.

რო­გორც დღე­ვან­დელ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა, გუ­რამ შე­რო­ზი­ამ აღ­ნიშ­ნა, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გა 200-მდე კომ­პა­ნი­ას­თან, სა­ი­და­ნაც "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" მუდ­მივ დამ­კვე­თად დარ­ჩა 30%.

"კომ­პა­ნი­ე­ბის 15% კი ისე გა­ი­ზარ­და, რომ ისი­ნი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სე­ბად აღარ მო­ი­აზ­რე­ბი­ან, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გია. ჩვენ გა­ვა­ფარ­თო­ვეთ მომ­სა­ხუ­რე­ბის სპექტრი და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს ვთა­ვა­ზობთ მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მარ­კე­ტინ­გულ პლატ­ფორ­მებს", - აღ­ნიშ­ნა გუ­რამ შე­რო­ზი­ამ.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ას" პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მი­უ­ლო­ცა ეკო­ნი­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ქე­თე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გა­იხ­სე­ნა, რომ ერთი წლის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე და მო­ხა­რუ­ლია, რომ პრო­ექ­ტით ბევ­რმა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა ისარ­გებ­ლა და კარ­გი შე­დე­გი მი­ი­ღო.

"მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან ის ხალ­ხი, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სის 95%-ს წარ­მო­ად­გენს, ვინც ქმნის ყვე­ლა­ზე მეტ სა­მუ­შაო ად­გილს. მე არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ თქვენ ხართ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ხერ­ხე­მა­ლი. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თქვე­ნი მო­გე­ბა გა­ორ­მაგ­დეს, გა­სამ­მაგ­დეს და გა­ათ­მაგ­დეს", - მი­მარ­თა ქე­თე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტროს პრი­ო­რი­ტე­ტი მო­მა­ვალ წელს იქ­ნე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა; ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლის­ხმე­ვა მი­ი­მარ­თე­ბა, რათა გა­ი­ზარ­დოს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა და მათ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მეტი ხელ­შე­წყო­ბა მი­ი­ღონ.

"ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ, რათა სა­კა­ნონ­მდებ­ლო დონე მო­წეს­რიგ­დეს და ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო შე­იქ­მნას მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბინ­ზე­სის­თვის, ასე­ვე დავ­ნერ­გოთ ინ­ფორ­მა­ცი­ის წვდო­მის ხელ­შე­წყო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი, რათა ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შეძ­ლონ უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; და­ი­ნერ­გე­ბა ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რათა ფი­ნან­სურ რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა გა­მარ­ტივ­დეს. წლის მე­ო­რე კვარტლი­დან გვექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა ინო­ვა­ცი­ა­ზე, დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა­ზე, სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა­სა და ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და მი­ვუ­ლო­ცო "მე­დია პა­ლიტ­რას", რომ გა­მო­ი­ყე­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი, რაც მცი­რე და სა­შუ­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­სა და დამ­კვიდ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რა", - აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

მცი­რე და სა­შუ­ლო ბიზ­ნე­სის პროგ­რა­მის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას დღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. რო­გორც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მათ წარ­მა­ტე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლეს გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "პა­ლიტ­რა მე­დი­ას­თან", რი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი არი­ან, რად­გან მათი დაკ­ვე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად გა­ყიდ­ვე­ბიც გა­ი­ზარ­და.

მცი­რე დ სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტი 2013 წლის იან­ვი­რადნ და­ი­წყო. სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის შე­თა­ვა­ზე­ბითsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მე­წარ­მე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, გა­ნა­თავ­სონ რეკ­ლა­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში და მი­ი­ღონ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის მარ­კე­ტინ­გულ კონ­სულ­ტა­ცი­ებს, ეფექ­ტურ სა­რეკ­ლა­მო და პი­არ­კამ­პა­ნი­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. პრო­ექ­ტის სტან­დარ­ტუ­ლი პა­კე­ტი მო­ი­ცავს რეკ­ლა­მას (მე­ო­თხედ ფა­სად) "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სამ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე - "რა­დიო პა­ლიტ­რა", ვებგ­ვერ­დი ambebi.ge და სა­რეკ­ლა­მო კა­ტა­ლო­გი "ბრო­წე­უ­ლი". პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს ჰოლ­დინ­გი "მე­დია პა­ლიტ­რა" სა­ერ­თა­შო­რი­სო კლვლე­ვე­ბი­სა და გაც­ვლე­ბის საბ­ჭოს პროგ­რა­მის - "ქარ­თუ­ლი მე­დია აძ­ლი­ე­რებს დე­მოკ­რა­ტი­ას, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და მო­ქალ­ქე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას" ხელ­შე­წყო­ბით (G-media). პროგ­რა­მა G-media და­ფი­ნა­სე­ბუ­ლია USAID-ის მიერ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"პალიტრა მედიამ" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა

"პალიტრა მედიამ" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა

"პალიტრა მედიამ" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის მენეჯერმა, გურამ შეროზიამ აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობა შედგა 200-მდე კომპანიასთან, საიდანაც "პალიტრა მედიის" მუდმივ დამკვეთად დარჩა 30%.

"კომპანიების 15% კი ისე გაიზარდა, რომ ისინი მცირე და საშუალო ბიზნესებად აღარ მოიაზრებიან, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგია. ჩვენ გავაფართოვეთ მომსახურების სპექტრი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ვთავაზობთ მხოლოდ საუკეთესო მარკეტინგულ პლატფორმებს", - აღნიშნა გურამ შეროზიამ.

"პალიტრა მედიას" პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა. მინისტრის მოადგილემ გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ იმყოფებოდა აღნიშნული პროექტის პრეზენტაციაზე და მოხარულია, რომ პროექტით ბევრმა ბენეფიციარმა ისარგებლა და კარგი შედეგი მიიღო.

"მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან ის ხალხი, ვინც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის 95%-ს წარმოადგენს, ვინც ქმნის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ თქვენ ხართ ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მოგება გაორმაგდეს, გასამმაგდეს და გაათმაგდეს", - მიმართა ქეთევან ბოჭორიშვილმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტროს პრიორიტეტი მომავალ წელს იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა; ამ მიმართულებით ძალისხმევა მიიმართება, რათა გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტიულობა და მათ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა მიიღონ.

"ჩვენ ვიმუშავებთ, რათა საკანონმდებლო დონე მოწესრიგდეს და ხელსაყრელი გარემო შეიქმნას მცირე და საშუალო ბინზესისთვის, ასევე დავნერგოთ ინფორმაციის წვდომის ხელშეწყობისა და განათლების პროგრამები, რათა ბიზნესის წარმომადგენლებმა შეძლონ უნარების გაუმჯობესება; დაინერგება ფინანსური ინსტიტუტები, რათა ფინანსურ რესურსებზე წვდომა გამარტივდეს. წლის მეორე კვარტლიდან გვექნება კონკრეტული პროგრამები და ინსტრუმენტები, აქცენტი გაკეთდება ინოვაციაზე, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობაზე, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ბაზრების დივერსიფიკაციაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო "მედია პალიტრას", რომ გამოიყენა აღნიშნული ინსტრუმენტი, რაც მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლებს ცნობადობის გაზრდასა და დამკვიდრებაში დაეხმარა", - აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მცირე და საშულო ბიზნესის პროგრამის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაციას დღეს აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ წარმატებით ითანამშრომლეს გასული ერთი წლის განმავლობაში "პალიტრა მედიასთან", რითაც ძალიან კმაყოფილი არიან, რადგან მათი დაკვეთების რაოდენობა და, შესაბამისად გაყიდვებიც გაიზარდა.

მცირე დ საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროექტი 2013 წლის იანვირადნ დაიწყო. სპეციალური პროგრამის შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მეწარმეებს საშუალება მიეცათ, განათავსონ რეკლამა მედიასაშუალებებში და მიიღონ სასურველი შედეგი. პროექტი ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მარკეტინგულ კონსულტაციებს, ეფექტურ სარეკლამო და პიარკამპანიების შეთავაზებას. პროექტის სტანდარტული პაკეტი მოიცავს რეკლამას (მეოთხედ ფასად) "პალიტრა მედიის" სამ სხვადასხვა პლატფორმაზე - "რადიო პალიტრა", ვებგვერდი ambebi.ge და სარეკლამო კატალოგი "ბროწეული". პროექტს ახორციელებს ჰოლდინგი "მედია პალიტრა" საერთაშორისო კლვლევებისა და გაცვლების საბჭოს პროგრამის - "ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალქეების ინფორმირებულობას" ხელშეწყობით (G-media). პროგრამა G-media დაფინასებულია USAID-ის მიერ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია