მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების მორიგ რეიტინგს ლიდერობს
მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების მორიგ რეიტინგს ლიდერობს

ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი მა­დო­ნა ჟურ­ნალ Forbes-ის მიერ შედ­გე­ნილ მუ­სი­კა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ქა­ლე­ბის ყო­ველ­წლი­ურ რე­ი­ტინგს ლი­დე­რობს. 

მან 2012 წლის ივ­ნი­სი­დან 2013 წლის ივ­ნი­სამ­დე 125 მლნ დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. მომ­ღერ­ლის შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო მისი მსოფ­ლიო ტური MDNA გახ­და. ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში მა­დო­ნას ტან­საც­მლის ხაზი Material Girl და სუ­ნა­მოს გა­მოშ­ვე­ბა და­ეხ­მა­რა. შარ­შან­დელ რე­ი­ტინ­გში მა­დო­ნა მხო­ლოდ მე­ცხრე ად­გილ­ზე იყო.

წელს აგ­ვის­ტო­ში მა­დო­ნა Forbes-ის 2013 წლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში მო­ექ­ცა. ნო­ემ­ბერ­ში კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მუ­სი­კო­სე­ბის რე­ი­ტინგს ლი­დე­რობ­და.

ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ქალი მომ­ღერ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი 80 მლნ დო­ლა­რით Lady Gaga გა­ვი­და, რო­მე­ლიც ზე­დი­ზედ მე­სა­მე წე­ლია რე­ი­ტინ­გის სა­მე­ულ­ში ხვდე­ბა. შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თად წყა­როდ მომ­ღერ­ლის­თვის სა­გას­ტრო­ლო ტური Born This Way Ball და­სა­ხელ­და.

ნო­ემ­ბრის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მუ­სი­კო­სე­ბის რე­ი­ტინ­გში Lady Gaga-მ ასე­ვე მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მომ­ღერ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­სა­მე ად­გილ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქან­თრი-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ტა­ი­ლორ სვიფ­ტია, მისი შე­მო­სა­ვა­ლი 55 მლნ დო­ლარს შე­ად­გენს.

მუ­სი­კა­ლურ ბიზ­ნეს­ში Forbes-ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ქა­ლე­ბის რე­ი­ტინ­გი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. მა­დო­ნა - 125 მლნ დო­ლა­რი

2. Lady Gaga – 80 მლნ

3. ტე­ი­ლორ სვიფ­ტი - 55 მლნ

4. ბი­ონ­სე - 53 მლნ

5. ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი - 45 მლნ

6. რი­ა­ნა - 43 მლნ

7. კერი პერი - 39 მლნ

8. Pink – 32 მლნ

9. კერი ან­დერ­ვუ­დი - 31 მლნ

10. მე­რა­ია კერი, ნიკი მი­ნა­ჟი - 29 მლნ

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების მორიგ რეიტინგს ლიდერობს

მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების მორიგ რეიტინგს ლიდერობს

ამერიკელი მომღერალი მადონა ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილ მუსიკალური ბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალების ყოველწლიურ რეიტინგს ლიდერობს. 

მან 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე 125 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მომღერლის შემოსავლის მთავარი წყარო მისი მსოფლიო ტური MDNA გახდა. ფულის გამომუშავებაში მადონას ტანსაცმლის ხაზი Material Girl და სუნამოს გამოშვება დაეხმარა. შარშანდელ რეიტინგში მადონა მხოლოდ მეცხრე ადგილზე იყო.

წელს აგვისტოში მადონა Forbes-ის 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების რეიტინგის სათავეში მოექცა. ნოემბერში კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგს ლიდერობდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგში მეორე ადგილზე გამომუშავებული 80 მლნ დოლარით Lady Gaga გავიდა, რომელიც ზედიზედ მესამე წელია რეიტინგის სამეულში ხვდება. შემოსავლის ძირითად წყაროდ მომღერლისთვის საგასტროლო ტური Born This Way Ball დასახელდა.

ნოემბრის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგში Lady Gaga-მ ასევე მეორე ადგილი დაიკავა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგში მესამე ადგილზე პოპულარული ქანთრი-შემსრულებელი ტაილორ სვიფტია, მისი შემოსავალი 55 მლნ დოლარს შეადგენს.

მუსიკალურ ბიზნესში Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. მადონა - 125 მლნ დოლარი

2. Lady Gaga – 80 მლნ

3. ტეილორ სვიფტი - 55 მლნ

4. ბიონსე - 53 მლნ

5. ჯენიფერ ლოპესი - 45 მლნ

6. რიანა - 43 მლნ

7. კერი პერი - 39 მლნ

8. Pink – 32 მლნ

9. კერი ანდერვუდი - 31 მლნ

10. მერაია კერი, ნიკი მინაჟი - 29 მლნ

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება