პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში? - საერთაშორისო კვლევის შედეგები
რამდენად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში? - საერთაშორისო კვლევის შედეგები

ბრი­ტა­ნულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია The Charities Aid Foundation-მა ყო­ველ­წლი­უ­რი რე­ი­ტინ­გი წა­რად­გი­ნა - რო­მელ ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რო­ბენ ყვე­ლა­ზე დიდსუ­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კვლე­ვა 135 ქვე­ყა­ნა­ში აწარ­მო­ეს, გა­მო­კი­თხვა­ში მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 94% (და­ახ­ლო­ე­ბით 4.9 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი) მო­ნა­წი­ლე­ობ­და; პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა თი­თო­ე­ულ ერს სა­კუ­თა­რი ინ­დექ­სი მი­ა­ნი­ჭეს. ინ­დექ­სი შემ­დე­გი ტი­პის შე­კი­თხვე­ბით შე­იქ­მნა: რამ­დე­ნად ხში­რად წი­რა­ვენ ფულს ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის, რამ­დე­ნად ხში­რად ეხ­მა­რე­ბი­ან უცხო­ებს, მო­ხა­ლი­სედ თუ გი­მუ­შა­ვი­ათ რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

2013 წლის ყვე­ლა­ზე ქველ­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია; ამე­რი­კე­ლე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტ ფულს ხარ­ჯა­ვენ. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 2012 წელს წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით 200 მი­ლი­ო­ნით გა­ი­ზარ­და ქველ­მოქ­მედ­თა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მო­ხა­ლი­სედ მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი. ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, ფუ­ლის გა­და­რი­ცხვის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით ქა­ლე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რო­ბენ, თუმ­ცა მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ო­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორი­ვე სქეს­ში თა­ნა­ბა­რია.

სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლიო ინ­დექ­სია 116 ქულა - 20%, უცხო ადა­მი­ან­თა დახ­მა­რე­ბის რე­ი­ტინ­გში 101-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა 38%-ით, ხოლო ფუ­ლის გა­და­რი­ცხვის ნუს­ხა­ში 135-ე ად­გილ­ზე 3% -ით, მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ო­ბის რე­ი­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლო 68-ე ად­გილს იკა­ვებს 18%-ით.

ტოპ-ათე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, კა­ნა­და, მი­ან­მა­რი, ახა­ლი ზე­ლან­დია, ირ­ლან­დია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ავ­სტრა­ლია, ნი­დერ­ლან­დი, ყა­ტა­რი, შრი-ლან­კა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Charities Aid Foundation-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რამდენად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში? - საერთაშორისო კვლევის შედეგები

რამდენად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში? - საერთაშორისო კვლევის შედეგები

ბრიტანულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია The Charities Aid Foundation-მა ყოველწლიური რეიტინგი წარადგინა - რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე დიდსულოვანი ადამიანები.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კვლევა 135 ქვეყანაში აწარმოეს, გამოკითხვაში მსოფლიო მოსახლეობის 94% (დაახლოებით 4.9 მილიარდი ადამიანი) მონაწილეობდა; პროექტის ორგანიზატორებმა თითოეულ ერს საკუთარი ინდექსი მიანიჭეს. ინდექსი შემდეგი ტიპის შეკითხვებით შეიქმნა: რამდენად ხშირად წირავენ ფულს ქველმოქმედებისთვის, რამდენად ხშირად ეხმარებიან უცხოებს, მოხალისედ თუ გიმუშავიათ რომელიმე ორგანიზაციაში.

2013 წლის ყველაზე ქველმოქმედი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა შეერთებული შტატებია; ამერიკელები ქველმოქმედებაში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ. კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2012 წელს წინა წლებთან შედარებით 200 მილიონით გაიზარდა ქველმოქმედთა და სხვადასხვა ორგანიზაციებში მოხალისედ მომუშავეთა რიცხვი. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, ფულის გადარიცხვის შემთხვევაში, კაცებთან შედარებით ქალები უფრო აქტიურობენ, თუმცა მოხალისედ მუშაობის მსურველთა რიცხვის პროცენტული მაჩვენებელი ორივე სქესში თანაბარია.

საქართველოს მსოფლიო ინდექსია 116 ქულა - 20%, უცხო ადამიანთა დახმარების რეიტინგში 101-ე პოზიციაზეა 38%-ით, ხოლო ფულის გადარიცხვის ნუსხაში 135-ე ადგილზე 3% -ით, მოხალისედ მუშაობის რეიტინგში საქართველო 68-ე ადგილს იკავებს 18%-ით.

ტოპ-ათეული ასე გამოიყურება: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მიანმარი, ახალი ზელანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდი, ყატარი, შრი-ლანკა.

მომზადებულია The Charities Aid Foundation-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია