პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს დაკითხვაზე იბარებენ?
გია ხუხაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს დაკითხვაზე იბარებენ?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რონ. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ "ალი­ას" სან­დო წყა­რომ მი­ა­წო­და.

"ალია" წინა ნო­მერ­ში წერ­და, რომ ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას მო­ად­გი­ლე და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც 7 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს, უკვე დადო სქე­მა, რა გზით "ახევ­დნენ" ბიზ­ნეს­მე­ნებს კუთ­ვნილ კომ­პა­ნი­ებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. "ალი­ას­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ ჩხა­ტა­რაშ­ვილს გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან მხო­ლოდ სა­კუ­თარ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა ვინ ლო­ბი­რებ­დნენ მას "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" და რა დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ მის­გან. რო­გორც "ალი­ას­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კის გვა­რი, მათ შო­რი­საა შს მი­ნის­ტრის აწ უკვე ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გელა ხვე­დე­ლი­ძე, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და გია ხუ­ხაშ­ვი­ლი. ჩხა­ტა­რაშ­ვილს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში უთ­ქვამს, რო­გორ ჰპირ­დე­ბო­და ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი მას ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას და რო­გორ სთხოვ­და გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, მი­ე­წო­დე­ბი­ნა მის­თვის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ ბიზ­ნესს რა შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და და სად იქ­ნე­ბო­და უმ­ჯო­ბე­სი წილ­ში ჩაჯ­დო­მა. წყა­რო ამ­ბობს, რომ, თუკი გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დგომ ორი კა­პი­კი იშო­ვა, ეს და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლის მიერ მის­თვის მი­ცე­მუ­ლი რჩე­ვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

რო­გორც "ალი­ას" წყა­რო უყ­ვე­ბა, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პი­რა­დად გას­ცა ბრძა­ნე­ბა, ყვე­ლა იმ პი­რის საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მო­ე­ძი­ათ, ვის მი­მარ­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დგომ ის­მო­და ბრალ­დე­ბე­ბი, რომ ისი­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" ერ­თად შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა ჰქო­ნია გა­და­წყვე­ტი­ლი და აშშ-ს სა­ელ­ჩოს­თვის მი­უ­კი­თხავს ვი­ზის მი­სა­ღე­ბად, თუმ­ცა უარი მი­უ­ღია.

"ალი­ას" ინ­კოგ­ნი­ტო რეს­პონ­დენ­ტე­ბი ჯერ კი­დევ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე უყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ნიშ­ვნი­დან მა­ლე­ვე აით­ვალ­წუ­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ბა­რა და ურ­ჩია, "ჭკუ­ით ყო­ფი­ლი­ყო", წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბა ექ­ნე­ბო­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ნაც­ვლიშ­ვილ­მა მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რჩე­ვა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

"ალი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რას ლაშა ნაც­ვლიშ­ვილ­თან კი­თხვე­ბი აქვს დათა ახა­ლა­ი­ას­თან მის კავ­ში­რებ­ზე. მთა­ვარ პრო­კუ­რორს, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს ეჭვი აქვს, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში დამ­დგა­რი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი სწო­რედ ახა­ლა­ი­ა­სა და ნაც­ვლიშ­ვილს შო­რის გა­რი­გე­ბის შე­დე­გია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბას კუ­რი­რებ­და, მათ შო­რის, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მეს.

ამას გარ­და, "ალია" ჯერ კი­დევ თვე­ე­ბის წინ წერ­და, რომ ნაც­ვლიშ­ვილს ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვის მცდე­ლო­ბა­ში "რუს­მე­ტა­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. "რუს­მე­ტა­ლის" ერთ-ერთი მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რის, ზაზა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღიძ­რა. კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს, გე­რონ­ტი ცვა­რი­ან­სა და ბუ­ღალ­ტერს, თა­მარ ჯა­ვაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რამ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა. კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თე­მურ მი­მი­ნოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლია ორი სარ­ჩე­ლი თაღ­ლი­თო­ბის სქე­მა­ზე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მა­მუ­ლა­შივლმა მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი მი­ით­ვი­სა. თუმ­ცა, ეს სა­კი­თხი წინ არ წა­წე­უ­ლა ნაც­ვლიშ­ვი­ლის პოსტზე ყოფ­ნის დროს, რად­გან მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ნაც­ვლიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია.

მი­მი­ნოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ბიზ­ნეს­მენ გელა მი­ქა­ძის და­კა­ვე­ბის საქ­მე­შიც. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბამ­დე მას მოს­თხო­ვეს ბიზ­ნე­სის დათ­მო­ბა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას­თან ამ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბას მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი აწარ­მო­ებ­და და სწო­რედ უა­რის შემ­დეგ მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა, რა­საც ასე­ვე მოჰ­ყვა მისი ქო­ნე­ბი­სა და სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის და­ყა­და­ღე­ბა.

ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ითხოვს, კორ­ტებ­თან მოკ­ლუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც, მისი შვი­ლის მკვლე­ლებს უშუ­ა­ლოდ ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობ­და. მი­სი­ვე თქმით, ნაც­ვლიშ­ვი­ლი უშუ­ა­ლოდ მფარ­ვე­ლობ­და შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს ლე­ვან გვა­ზა­ვას, რომ­ლის უშუ­ა­ლო ხელ­მო­წე­რი­თაც მოხ­და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე გაყ­ვა­ნა.

რო­გორც "ალი­ას" ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ აც­ნო­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ნაც­ვლიშ­ვი­ლის კავ­ში­რი ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ულ ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­თაც და­დას­ტურ­დეს, რად­გან ამ ყვე­ლაფ­რის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად დო­კუ­მენ­ტა­ცია არ­სე­ბობს.

რაც შე­ე­ხე­ბა გია ხუ­ხაშ­ვილს, რო­გორც "ალი­ას" წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, მას ინ­ტე­რე­სი ჰქო­ნია ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში და ყო­ფილ პრე­მი­ერ­თან და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან "სო­კარს" ლო­ბი­რებ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სხვა ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რათა "სო­კა­რის" პო­ზი­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო გამ­ყა­რე­ბუ­ლი­ყოო.

აი, რას უყ­ვე­ბა "ალი­ას" წყა­რო, რო­მელ­საც ამ სა­კი­თხთან უშუ­ა­ლო შემ­ხებ­ლო­ბა აქვს: "გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "სო­კარს" ლო­ბი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ხლარ­თავ­და ინ­ტრი­გებს და საქ­მეს უფუ­ჭებ­და სხვა კომ­პა­ნი­ებს. ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღდვა­ნე­ლებ­მა პი­რა­დად მის­ცეს გაფრ­თხი­ლე­ბა გია ხუ­ხაშ­ვილს, რომ შე­ე­წყვი­ტა უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა და თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფირ­მის ლო­ბი­რე­ბის­თვის. ხუ­ხაშ­ვილ­მა მათ არ მო­უს­მი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვიდ­ნენ პი­რად კავ­შირ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და ჩა­ა­ყე­ნეს ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში. გა­გიჟ­და კაცი, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი შე­ი­ტყო", - ამ­ბობს წყა­რო, რო­მე­ლიც დას­ძენს, რომ სწო­რედ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის თემა გახ­დე­ბა ხუ­ხაშ­ვი­ლის და­კი­თხვის მი­ზე­ზი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ალია" გია ხუ­ხაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ეს არის მო­რი­გი ავად­მყო­ფუ­რი გა­გე­ბა რე­ა­ლო­ბის. და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რია, ყვე­ლამ იცო­და, რომ სა­ნამ მე პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, "სო­კარ­ში" ვმუ­შა­ობ­დი, ახ­ლაც ვა­პი­რებ "სო­კარ­ში" მუ­შა­ო­ბას, რად­გან რა­ღა­ცა უნდა ვა­კე­თო, ბუ­ნებ­რი­ვია. ეს არის ბინ­ძუ­რი შე­კე­რი­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. მე სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზე ზე­მოთ არას­დროს არა­ფე­რი და­მი­ყე­ნე­ბია. ეს თქვე­ნი სან­დო წყა­რო­ე­ბი პირ­და­პირ გე­ტყვით, ან ავად­მყო­ფე­ბი არი­ან, ან კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებთ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძა­ლი­ან მწვა­ვე სა­უ­ბა­რი შედ­გა თქვენ­სა და ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს შო­რის, ადას­ტუ­რებთ ამას?

- ესეც ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­სუ­ლე­ლეა და სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე კო­მენ­ტარს ვერ ვა­კე­თებ. ეს თქვე­ნი სან­დო წყა­რო­ე­ბი ან ავად­მყო­ფე­ბი არი­ან ან კი­დევ კონ­კრე­ტულ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა მათი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც თქვენ გაწ­ვდი­ან.

- თა­ვის დრო­ზე სწო­რედ მე გა­ვავ­რცე­ლე ინ­ფორ­მა­ცია სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­ცენ­ტრში, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო თქვენ მიერ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ლო­ბი­რე­ბა­ზე, რის გა­მოც "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" ერთ-ერთი ინ­ვეს­ტო­რის­გან, ალექ­სან­დრე მაშ­კე­ვი­ჩის­გან საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღეთ. ეს ინ­ფორ­მა­ცია თქვენ უარ­ყა­ვით და სი­სუ­ლე­ლე უწო­დეთ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­დას­ტუ­რე­ბა მო­გი­წი­ათ. ახლა რა­ტომ უნდა და­გი­ჯე­როთ?

- მე ვის­თან რა სათ­ქმე­ლიც არის, ყო­ველ­თვის ვამ­ბობ და რაც არ არის სათ­ქმე­ლი, იმას არ ვამ­ბობ. შეხ­ვედ­რა რომ შედ­გა თა­ვის დრო­ზე, შე­იძ­ლე­ბა და­ვა­დას­ტუ­რე, მაგ­რამ კონ­ფლიქ­ტი არ და­მი­დას­ტუ­რე­ბია.

- არც შეხ­ვედ­რა და­ა­დას­ტუ­რეთ, თქვენ თქვით ან შედ­გა შეხ­ვედ­რა, ან - არაო. არა­და ამ შეხ­ვედ­რას თა­ვა­დაც ეს­წრე­ბო­დით.

- ინ­ფორ­მა­ცია და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე იყო სი­სუ­ლე­ლე და არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა.

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო, თუმ­ცა რა დას­კვნამ­დე მივა გა­მო­ძი­ე­ბა, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: გია ხუ­ხაშ­ვი­ლი - "უძ­ლე­ვე­ლი არა ვარ, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი მეც შე­მიძ­ლია"

ზურაბ
0

ამას ბევრი შეუძლია, მაგ. კილაძის გაზეთში გამოაქვეყნოს წინასწარმეტყველება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

გია ხუხაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს დაკითხვაზე იბარებენ?

გია ხუხაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს დაკითხვაზე იბარებენ?

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნები, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი შესაძლოა, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. ინფორმაცია ამის შესახებ "ალიას" სანდო წყარომ მიაწოდა.

"ალია" წინა ნომერში წერდა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მოადგილე დავით ჩხატარაშვილმა, რომელიც 7 დეკემბერს დააკავეს, უკვე დადო სქემა, რა გზით "ახევდნენ" ბიზნესმენებს კუთვნილ კომპანიებს წლების განმავლობაში. "ალიასთვის" ცნობილი გახდა ისიც, რომ ჩხატარაშვილს გამომძიებლებთან მხოლოდ საკუთარ თანაგუნდელებზე არ უსაუბრია. წყაროს ინფორმაციით, ჩხატარაშვილმა დაასახელა ვინ ლობირებდნენ მას "ქართულ ოცნებაში" და რა დახმარებას ითხოვდნენ მისგან. როგორც "ალიასთვის" გახდა ცნობილი, ჩხატარაშვილმა დაასახელა რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკის გვარი, მათ შორისაა შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილი. ჩხატარაშვილს გამომძიებლებისთვის მიცემულ ჩვენებაში უთქვამს, როგორ ჰპირდებოდა ლაშა ნაცვლიშვილი მას ხელშეუხებლობას და როგორ სთხოვდა გია ხუხაშვილი, მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, რომელ ბიზნესს რა შემოსავალი ჰქონდა და სად იქნებოდა უმჯობესი წილში ჩაჯდომა. წყარო ამბობს, რომ, თუკი გია ხუხაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ორი კაპიკი იშოვა, ეს დავით ჩხატარაშვილის მიერ მისთვის მიცემული რჩევების დამსახურებაა.

როგორც "ალიას" წყარო უყვება, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად გასცა ბრძანება, ყველა იმ პირის საქმიანობა გამოეძიათ, ვის მიმართაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ისმოდა ბრალდებები, რომ ისინი "ნაციონალებთან" ერთად შეთანხმებულად მოქმედებდნენ და უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, დავით ჩხატარაშვილის დაკავების შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილს ქვეყნის დატოვება ჰქონია გადაწყვეტილი და აშშ-ს საელჩოსთვის მიუკითხავს ვიზის მისაღებად, თუმცა უარი მიუღია.

"ალიას" ინკოგნიტო რესპონდენტები ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უყვებოდნენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილმა დანიშვნიდან მალევე აითვალწუნა, რამდენჯერმე დაიბარა და ურჩია, "ჭკუით ყოფილიყო", წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნება ექნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ნაცვლიშვილმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რჩევა არ გაითვალისწინა.

"ალიას" ინფორმაციით, პროკურატურას ლაშა ნაცვლიშვილთან კითხვები აქვს დათა ახალაიასთან მის კავშირებზე. მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ეჭვი აქვს, რომ ბაჩო ახალაიას რამდენიმე ეპიზოდში დამდგარი გამამართლებელი განაჩენი სწორედ ახალაიასა და ნაცვლიშვილს შორის გარიგების შედეგია. შეგახსენებთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გამოძიებას კურირებდა, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეს.

ამას გარდა, "ალია" ჯერ კიდევ თვეების წინ წერდა, რომ ნაცვლიშვილს ბიზნესის წართმევის მცდელობაში "რუსმეტალის" ხელმძღვანელები ადანაშაულებენ. "რუსმეტალის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის, ზაზა მამულაშვილის განცხადების საფუძველზე, კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. კომპანიის ფინანსურ დირექტორს, გერონტი ცვარიანსა და ბუღალტერს, თამარ ჯავაშვილს პროკურატურამ დოკუმენტების გაყალბების ბრალდება წაუყენა. კომპანიის გენერალური დირექტორის, თემურ მიმინოშვილის განცხადებით, პროკურატურაში შეტანილია ორი სარჩელი თაღლითობის სქემაზე, რომლის მეშვეობითაც მამულაშივლმა მილიონ ლარზე მეტი მიითვისა. თუმცა, ეს საკითხი წინ არ წაწეულა ნაცვლიშვილის პოსტზე ყოფნის დროს, რადგან მამულაშვილი ნაცვლიშვილის უახლოესი მეგობარია.

მიმინოშვილის განცხადებით, ლაშა ნაცვლიშვილის სახელი ფიგურირებს ბიზნესმენ გელა მიქაძის დაკავების საქმეშიც. არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებამდე მას მოსთხოვეს ბიზნესის დათმობა და როგორც ამბობენ, მასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებას მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აწარმოებდა და სწორედ უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება, რასაც ასევე მოჰყვა მისი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს, კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომლის განცხადებითაც, მისი შვილის მკვლელებს უშუალოდ ლაშა ნაცვლიშვილი მფარველობდა. მისივე თქმით, ნაცვლიშვილი უშუალოდ მფარველობდა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლევან გვაზავას, რომლის უშუალო ხელმოწერითაც მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის სპეცოპერაციაზე გაყვანა.

როგორც "ალიას" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, არ არის გამორიცხული ნაცვლიშვილის კავშირი ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან მტკიცებულებებითაც დადასტურდეს, რადგან ამ ყველაფრის დასადასტურებლად დოკუმენტაცია არსებობს.

რაც შეეხება გია ხუხაშვილს, როგორც "ალიას" წყარომ განუცხადა, მას ინტერესი ჰქონია ნავთობის ბიზნესში და ყოფილ პრემიერთან და სხვა მაღალჩინოსნებთან "სოკარს" ლობირებდა, პარალელურად კი სხვა ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დეზინფორმაციას აწვდიდა ბიძინა ივანიშვილს, რათა "სოკარის" პოზიციები კიდევ უფრო გამყარებულიყოო.

აი, რას უყვება "ალიას" წყარო, რომელსაც ამ საკითხთან უშუალო შემხებლობა აქვს: "გია ხუხაშვილი "სოკარს" ლობირებდა საქართველოში, პარალელურად კი ხლართავდა ინტრიგებს და საქმეს უფუჭებდა სხვა კომპანიებს. ამ კომპანიების ხელმძღდვანელებმა პირადად მისცეს გაფრთხილება გია ხუხაშვილს, რომ შეეწყვიტა უკანონო საქმიანობა და თავი დაენებებინა ერთი კონკრეტული ფირმის ლობირებისთვის. ხუხაშვილმა მათ არ მოუსმინა. საბოლოოდ ეს ადამიანები გავიდნენ პირად კავშირზე ბიძინა ივანიშვილთან და ჩააყენეს ყველაფრის საქმის კურსში. გაგიჟდა კაცი, ისეთი რაღაცები შეიტყო", - ამბობს წყარო, რომელიც დასძენს, რომ სწორედ ნავთობკომპანიებისა და საქართველოს რკინიგზის თემა გახდება ხუხაშვილის დაკითხვის მიზეზი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" გია ხუხაშვილს დაუკავშირდა:

- ეს არის მორიგი ავადმყოფური გაგება რეალობის. დამალული არაფერია, ყველამ იცოდა, რომ სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი, "სოკარში" ვმუშაობდი, ახლაც ვაპირებ "სოკარში" მუშაობას, რადგან რაღაცა უნდა ვაკეთო, ბუნებრივია. ეს არის ბინძური შეკერილი ისტორია, რომელიც ძალიან სასაცილოა. მე სახელმწიფო ინტერესებზე ზემოთ არასდროს არაფერი დამიყენებია. ეს თქვენი სანდო წყაროები პირდაპირ გეტყვით, ან ავადმყოფები არიან, ან კონკრეტული მიზნები ამოძრავებთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალიან მწვავე საუბარი შედგა თქვენსა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის, ადასტურებთ ამას?

- ესეც ძალიან სასაცილოა. ეს ყველაფერი სისულელეა და სისულელეებზე კომენტარს ვერ ვაკეთებ. ეს თქვენი სანდო წყაროები ან ავადმყოფები არიან ან კიდევ კონკრეტულ მიზანს ემსახურება მათი ინფორმაციები, რომელსაც თქვენ გაწვდიან.

- თავის დროზე სწორედ მე გავავრცელე ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომ შეხვედრა გაიმართა პრემიერ ივანიშვილის ბიზნესცენტრში, სადაც საუბარი იყო თქვენ მიერ პატარკაციშვილების ოჯახის ლობირებაზე, რის გამოც "თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი ინვესტორისგან, ალექსანდრე მაშკევიჩისგან საყვედური მიიღეთ. ეს ინფორმაცია თქვენ უარყავით და სისულელე უწოდეთ, მოგვიანებით კი დადასტურება მოგიწიათ. ახლა რატომ უნდა დაგიჯეროთ?

- მე ვისთან რა სათქმელიც არის, ყოველთვის ვამბობ და რაც არ არის სათქმელი, იმას არ ვამბობ. შეხვედრა რომ შედგა თავის დროზე, შეიძლება დავადასტურე, მაგრამ კონფლიქტი არ დამიდასტურებია.

- არც შეხვედრა დაადასტურეთ, თქვენ თქვით ან შედგა შეხვედრა, ან - არაო. არადა ამ შეხვედრას თავადაც ესწრებოდით.

- ინფორმაცია დაპირისპირებაზე იყო სისულელე და არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილი განცხადების შესწავლა დაიწყო, თუმცა რა დასკვნამდე მივა გამოძიება, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ასევე დაგაინტერესებთ: გია ხუხაშვილი - "უძლეველი არა ვარ, მაგრამ რაღაცები მეც შემიძლია"

"ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ  სტუმრების ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია" - რას პასუხობს ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება - ვინ შევა კომისიაში ოპოზიციიდან?