კიევის აეროპორტებიდან მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ანონიმური ზარი გახდა, რომელიც შენობებში ნაღმის არსებობას იუწყებოდა.
ამ დროისთვის ევაკუაცია მიმდინარეობს "ბორისპოლის" საერთაშორისო აეროპორტიდან და ჟულიანის აეროპორტიდან. მილიცია საეჭვო ნივთებს ეძებს.
აეროპორტების გარდა, ანონიმური ზარი კიევის ცენტრალურ რკინიგზაშიც განხორციელდა. ჯერჯერობით რკინიგზიდან მგზავრების ევაკუაციის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.