პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ამართლებს დათო დარჩია მირიან ბარათეონს
რაში ამართლებს დათო დარჩია მირიან ბარათეონს

დათო დარ­ჩია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე 1994 წლი­დან დგას. მა­ნამ­დე კი მისი კი­ნო­დე­ბი­უ­ტი 22 წლის ასაკ­ში ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძის "წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლებ­ში" შედ­გა. ბავ­შვო­ბი­დან სურ­და მსა­ხი­ო­ბო­ბა. გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვამ და­თოს დედა თან­გუ­ლი ცო­ლად რომ შე­ირ­თო, დათო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. მის გა­რე­მოც­ვა­ში მოხ­ვედ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ფიქ­რი გა­ნუმ­ტკი­ცა. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ­ჟა­მად ის თა­მა­შობს რო­ბერტ სტუ­რუ­ას ახალ თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში "ფაბ­რი­კა" , სპექ­ტაკლში "მა­რია კა­ლა­სი - გაკ­ვე­თი­ლი" და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მი­რი­ან ბა­რა­თე­ონს ასა­ხი­ე­რებს.

- დათო, ვიცი ბავ­შვო­ბა­ში ცეკ­ვავ­დით. რა­ტომ არ გაჰ­ყე­ვით ამ სფე­როს?

- დიახ, ეს იყო ან­სამ­ბლი "გორ­და" . ცეკ­ვა­ზე პირ­ველ კლას­ში შე­ვე­დი და და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცეკ­ვავ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში რა­ტომ­ღაც მომ­ბეზ­რდა ცეკ­ვა. არ ვიცი, ეს რას და­ვაბ­რა­ლო და თავი და­ვა­ნე­ბე. მაგ­რამ ახლა, როცა ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის ცეკ­ვებს ვუ­ყუ­რებ, თვა­ლი სულ ცრემ­ლე­ბით მევ­სე­ბა. რა­ღაც­ნა­ი­რი ში­ნა­გა­ნი ემო­ცია მე­უფ­ლე­ბა მა­ში­ნაც და ახ­ლაც, სა­უბ­რის დროს.

- დღეს ალ­ბათ ქორ­წილ­ში ან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე ცეკ­ვავთ, თუ იქაც არა?

- იცით, სა­ნამ სტენტს ჩა­მიდ­გამ­დნენ, ში­გა­და­შიგ ვცეკ­ვავ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში იმ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ახლა ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი და რა ქორ­წი­ლი უნდა იყოს, ალ­ბათ მხო­ლოდ შვი­ლის, რომ მე კი­დევ ერთხელ ვი­ცეკ­ვო (იღი­მის).

- შარ­შან სპექ­ტაკლ "ოლი­ვე­რის"  პრე­მი­ე­რამ­დე გახ­დით ცუ­დად და ინ­ფარ­ქტის ნიშ­ნე­ბი გქონ­დათ. დღეს რო­გორ გრძნობთ თავს და რა შე­ზღუდ­ვე­ბი გაქვთ?

- ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი მაქვს, სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა და თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. სი­გა­რეტს თავი და­ვა­ნე­ბე და ჩი­ბუხზე გა­და­ვე­დი. ვი­თომ ეს ამ­ბა­ვი "მე­ლა­ი­თე­ბო­და" , მაგ­რამ ექიმ­მა მა­ინც ამიკ­რძა­ლა თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა. ჯერ ბო­ლომ­დე ამ ამო­ცა­ნას ვერ ვას­რუ­ლებ და თან ვსვამ ბევრ წა­მალს.

- გა­დაღ­ლი­ლო­ბის ბრა­ლი იყო?

- ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად და­ემ­თხვა. გა­დაღ­ლი­ლო­ბა, პრე­მი­ე­რა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი ის ყო­ფი­ლა, რომ თურ­მე სის­ხლძარ­ღვე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი მქო­ნია. თან გენ­შიც მაქვს, მამა, ბი­ძე­ბი, მა­მი­დე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი და­მე­ღუპ­ნენ და ყვე­ლა გუ­ლის პრობ­ლე­მით.

- რო­გორც ვიცი, სკო­ლას ამ­თავ­რებ­დით, მამა რომ გარ­და­გეც­ვა­ლათ...

- სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ზა­ფხულ­ში თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და სექ­ტემ­ბერ­ში მამა და­მე­ღუ­პა.

- ბა­ტო­ნი გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა თქვე­ნი მა­მო­ბი­ლია. პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი მა­ნამ­დე გა­ა­კე­თეთ და არა მას შემ­დეგ, რაც ბა­ტონ გუ­რამ­თან გქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა და მის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა გი­წევ­დათ...

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ყო­ველ­თვის მინ­დო­და. ბავ­შვე­ბი რომ ამ­ბო­ბენ, ტან­კის­ტი ვიქ­ნე­ბი, "კოს­მო­ნავ­ტი" ან მი­ლი­ცი­ე­ლიო, მე იმ ასა­კი­დან სულ ვი­მე­ო­რებ­დი, რომ მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი. არ ვიცი, ამის თქმას რა "მა­ი­ძუ­ლებ­და" . სხვა­თა შო­რის, მამა მსა­ხი­ო­ბი მყავ­და, მერე ამ პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ნა­ნა­ხი მაქვს ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც მას რამ­დე­ნი­მე სექ­ტაკლში ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. გუ­რამ­მა დედა ცო­ლად რომ მო­იყ­ვა­ნა, მას­თან და მის გა­რე­მოც­ვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, მერ­ვე კლა­სი­დან უკვე მყა­რად გა­დავ­წყვი­ტე, რომ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რებ­დი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რაში ამართლებს დათო დარჩია მირიან ბარათეონს

რაში ამართლებს დათო დარჩია მირიან ბარათეონს

დათო დარჩია რუსთაველის თეატრის სცენაზე 1994 წლიდან დგას. მანამდე კი მისი კინოდებიუტი 22 წლის ასაკში ლევან თუთბერიძის ''წარსულის აჩრდილებში'' შედგა. ბავშვობიდან სურდა მსახიობობა. გურამ ფირცხალავამ დათოს დედა თანგული ცოლად რომ შეირთო, დათო სკოლის მოსწავლე იყო. მის გარემოცვაში მოხვედრამ მსახიობობაზე ფიქრი განუმტკიცა. რუსთაველის თეატრის პარალელურად, ამჟამად ის თამაშობს რობერტ სტურუას ახალ თეატრალურ სივრცეში ''ფაბრიკა'' , სპექტაკლში ''მარია კალასი - გაკვეთილი'' და ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონს ასახიერებს.

- დათო, ვიცი ბავშვობაში ცეკვავდით. რატომ არ გაჰყევით ამ სფეროს?

- დიახ, ეს იყო ანსამბლი ''გორდა'' . ცეკვაზე პირველ კლასში შევედი და დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ვცეკვავდი. იმ პერიოდში რატომღაც მომბეზრდა ცეკვა. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო და თავი დავანებე. მაგრამ ახლა, როცა ქართული ანსამბლების ცეკვებს ვუყურებ, თვალი სულ ცრემლებით მევსება. რაღაცნაირი შინაგანი ემოცია მეუფლება მაშინაც და ახლაც, საუბრის დროს.

- დღეს ალბათ ქორწილში ან დაბადების დღეებზე ცეკვავთ, თუ იქაც არა?

- იცით, სანამ სტენტს ჩამიდგამდნენ, შიგადაშიგ ვცეკვავდი. განსაკუთრებულ შემთხვევებში იმ ცეკვებს ვცეკვავდი, რომლებიც ძალიან მიყვარდა. ახლა ძალიან ვიღლები და რა ქორწილი უნდა იყოს, ალბათ მხოლოდ შვილის, რომ მე კიდევ ერთხელ ვიცეკვო (იღიმის).

- შარშან სპექტაკლ ''ოლივერის''  პრემიერამდე გახდით ცუდად და ინფარქტის ნიშნები გქონდათ. დღეს როგორ გრძნობთ თავს და რა შეზღუდვები გაქვთ?

- ფიზიკური შეზღუდვები მაქვს, სიმძიმეების აწევა და თამბაქოს მოწევა არ შეიძლება. სიგარეტს თავი დავანებე და ჩიბუხზე გადავედი. ვითომ ეს ამბავი ''მელაითებოდა'' , მაგრამ ექიმმა მაინც ამიკრძალა თამბაქოს მოწევა. ჯერ ბოლომდე ამ ამოცანას ვერ ვასრულებ და თან ვსვამ ბევრ წამალს.

- გადაღლილობის ბრალი იყო?

- ყველაფერი ერთად დაემთხვა. გადაღლილობა, პრემიერა, მაგრამ პირველი და უმთავრესი ის ყოფილა, რომ თურმე სისხლძარღვები ბავშვობიდანვე ასაკოვანი ადამიანის მსგავსი მქონია. თან გენშიც მაქვს, მამა, ბიძები, მამიდები ახალგაზრდები დამეღუპნენ და ყველა გულის პრობლემით.

- როგორც ვიცი, სკოლას ამთავრებდით, მამა რომ გარდაგეცვალათ...

- სკოლა რომ დავამთავრე, ზაფხულში თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდები ჩავაბარე და სექტემბერში მამა დამეღუპა.

- ბატონი გურამ ფირცხალავა თქვენი მამობილია. პროფესიული არჩევანი მანამდე გააკეთეთ და არა მას შემდეგ, რაც ბატონ გურამთან გქონდათ ურთიერთობა და მის გარემოცვაში ყოფნა გიწევდათ...

- მსახიობობა ყოველთვის მინდოდა. ბავშვები რომ ამბობენ, ტანკისტი ვიქნები, ''კოსმონავტი'' ან მილიციელიო, მე იმ ასაკიდან სულ ვიმეორებდი, რომ მსახიობი გავხდებოდი. არ ვიცი, ამის თქმას რა ''მაიძულებდა'' . სხვათა შორის, მამა მსახიობი მყავდა, მერე ამ პროფესიით არ მუშაობდა, მაგრამ ნანახი მაქვს ფოტოები, სადაც მას რამდენიმე სექტაკლში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. გურამმა დედა ცოლად რომ მოიყვანა, მასთან და მის გარემოცვასთან ურთიერთობისას, მერვე კლასიდან უკვე მყარად გადავწყვიტე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება