მომღერალი სოფო ნიჟარაძე მამის გარდაცვალების შემდეგ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თავის შავთეთრ ფოტოს და პირველ პოსტს აქვეყნებს.
"უსიტყვოდაც ჩანს, თუ რა მინდოდა გულით მეთქვა, მაგრამ... ვინც მე მიცნობს, ის გაიგებს, ამ დროს სიტყვები ზედმეტია...", - წერს სოფო.
მომღერლის მამა, კახაბერ ნიჟარაძე 28 ნოემბერს გარდაიცვალა. ამ ტრაგიკული ამბის გამო მომღერალი ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" გამოეთიშა.
იხილეთ ასევე: "სოფო ნიჟარაძის არყოფნა დიდი დანაკლისია პროექტისთვის" - ნოე სულაბერიძე