38 წლის მსახიობმა ქეით უინსლეტმა მესამე შვილი გააჩინა. ოსკაროსან მსახიობს ვაჟი დიდ ბრიტანეთში, სასექსის საგრაფოში მდებარე ერთ-ერთ სამშობიაროში შეეძინა. როგორც ”დეილი მეილი” წერს, ახალშობილი 4 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
კეიტი და მისი მეუღლე ნედ როკნროლი ძალიან ბედნიერები არიან, - აღნიშნა მსახიობის წარმომადგენელმა. ჯერჯერობით უცნობია, წყვილი ბავშვს რას დაარქმევს.
კეიტს პირველი ქორწინებიდან 2 შვილი უკვე ჰყავს, განსხვავებით მეუღლისგან - 34 წლის ნედ როკნროლისთვის ეს პირველი შვილია. უინსლეტი და როკნროლი 2012 წლის დეკემბერში საიდუმლოდ დაქორწინდნენ. კეიტის რჩეული მილიარდერის შთამომავალია და თავადაც ბიზნესი აქვს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo