Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ჩორგოლაშვილის რისკიანი და ბაიკერი პარტნიორის კიევური ცხოვრება
თაკო ჩორგოლაშვილის რისკიანი და ბაიკერი პარტნიორის კიევური ცხოვრება

გაგა თო­დუა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" პარტნი­ო­რო­ბას "იმე­დის" ჟურ­ნა­ლისტ თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლის უწევს. ორი­ვეს ერ­თად სა­ო­ცა­რი შე­დე­გე­ბი აქვთ. ისი­ნი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში ჯერ არ ყო­ფი­ლან. გაგა უკ­რა­ი­ნა­ში გაზ­რდი­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც ამ კონ­კურ­სზე შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. დღეს კი ძა­ლი­ან უნდა ფი­ნალ­ში გას­ვლა.

ის წელს თბი­ლის­ში აგ­ვის­ტო­ში ნა­თე­სა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­და და ბი­ცო­ლის­გან შე­ი­ტყო, რომ პრო­ექ­ტის­თვის "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" კას­ტინ­გი ტარ­დე­ბო­და, მო­ცეკ­ვა­ვე­ებს არ­ჩევ­დნენ. წადი, რა იცი, რა ხდე­ბა, - უთხრა ბი­ცო­ლამ.

- ჟი­უ­რის წი­ნა­შე რომ წარვდე­ქი, მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი­თან და­მა­ყე­ნეს და ვი­ცეკ­ვე. ის, რაც გა­ვა­კე­თე, სრუ­ლი იმპრო­ვი­ზა­ცია იყო. ვი­ცეკ­ვეთ "ვალ­სი" და "რუმ­ბა". ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. შემ­დეგ ქო­რე­ოგ­რაფ­მა დი­მამ და პრო­დი­უ­სერ­მა ნოემ მი­თხრეს, კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი დაგ­ვი­ტო­ვე და და­გი­კავ­შირ­დე­ბი­თო. და­ვუ­ტო­ვე ჩემი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და კი­ევ­ში გა­ვემ­გზავ­რე. ერთ დღე­საც, ღა­მის 11 სა­ათ­ზე, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ თბი­ლი­სი­დან და­მი­რე­კა და მი­თხრა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან მალე უნდა ჩა­მოხ­ვი­დეო. შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, რად­გა­ნაც ასე უცებ კი­ევ­ში მთე­ლი ჩემი საქ­მე­ე­ბი უნდა გა­და­მე­წყო... თან, ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ... ერთ სა­ათ­ში და­ვუ­რე­კე ნოეს, თან­ხმო­ბა ვუ­თხა­რი და იმა­ვე ღა­მეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვფრინ­დი. პრო­ექ­ტის გამო ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აკა­დე­მი­უ­რი წელი ავი­ღე...

- ახლა ის გვი­თხა­რი, კი­ევ­ში რო­გორ მოხ­ვდა თქვე­ნი ოჯა­ხი?

- ზეს­ტა­ფონ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბა 2 წლი­სამ დავ­ტო­ვე, რად­გა­ნაც მამა მკლავ­ჭი­დე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი იყო, წარ­მა­ტე­ბე­ბი და წინსვლა ჰქონ­და და კონ­ტრაქ­ტით რუ­სეთ­ში ას­პა­რე­ზო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. კარ­გი კონ­ტრაქ­ტი იყო, რა­საც დას­თან­ხმდა და მთე­ლი ოჯა­ხი მოს­კოვ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა. მა­მას სა­ნამ შე­ეძ­ლო, სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბო­ლომ­დე სპორ­ტით ოჯახს ვერ არ­ჩენ­და, ამი­ტომ ბიზ­ნე­სით და­კავ­და და სა­ცხოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვე­დით, რად­გა­ნაც მა­მას საქ­მე იქ გა­მო­უჩ­ნდა...

- სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვებ­ზე რო­დის მიხ­ვე­დი?

- სა­მე­ჯი­სო-სპორ­ტულ ცეკ­ვებ­ზე იმის გამო მი­მიყ­ვა­ნეს, რომ მოგ­რე­ხი­ლი ფე­ხე­ბი მქონ­და და ბე­ჭებ­შიც მოხ­რი­ლი ვი­ყა­ვი. მა­მას არ უნ­დო­და ჩემი ცეკ­ვებ­ზე ტა­რე­ბა, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ზე დიდი შე­დე­გე­ბი მქონ­და, მწვრთნე­ლე­ბი მა­ქებ­დნენ და ამის შემ­დეგ გვერ­დით და­მიდ­გა. ტურ­ნი­რებ­ზე დამ­ყვე­ბო­და.

- ახლა ამ სფე­რო­ში რა მიღ­წე­ვე­ბი გაქვს?

- ორგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ვარ. მო­გე­ბუ­ლი მაქვს ევ­რო­პუ­ლი თა­მა­შე­ბიც, უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნიც ვარ, მაგ­რამ ორგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა ნამ­დვი­ლად მე­ა­მა­ყე­ბა, რად­გა­ნაც ჯერ მხო­ლოდ 19 წლის ვარ...

- ისე რის­კი­ა­ნი ჩან­ხარ...

- კი, რის­კი­ა­ნიც ვარ და მუდ­მი­ვად თავ­გა­და­სავ­ლებ­ში ვეხ­ვე­ვი. ჩემი ცხოვ­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე. ყო­ველ­დღე რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვხვდე­ბი...

დავ­დი­ვარ სპორ­ტულ მო­ტო­ციკლზე. ჩემი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე, რო­მე­ლიც გა­მი­ვი­თა­რე­ბია, 316 კმ/სა­ათ­შია. ეს ჩემი პი­რა­დი რე­კორ­დია. სა­ო­ცარ ტრუ­კებს ვა­კე­თებ... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ტრან­სპორ­ტი... მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი, რომ ოც­ნე­ბად მქონ­და: სკო­ლა­ში მო­პე­დით მევ­ლო, ჩემი მშობ­ლე­ბი ამის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იყ­ვნენ. ის კი არა, ჩამ­ქრალ მო­ტო­ციკლთან მი­კა­რე­ბა­საც მიკ­რძა­ლავ­დნენ. მივ­ხვდი, რომ ისი­ნი არას­დროს მი­ყიდ­დნენ მო­პედს და გა­დავ­წყვი­ტე, თვი­თონ მეზ­რუ­ნა ამა­ზე. სა­მუ­შა­ოდ კლუბ­ში მო­ვე­წყე. პრო­მო­უ­ტე­რი ვი­ყა­ვი. ბი­ლე­თებს ვყიდ­დი და თან, იქ ცეკ­ვებ­საც ვას­წავ­ლი­დი. ორი­ვე­გან ხელ­ფა­სი მქონ­და. დაგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით (600 დო­ლა­რი) პირ­ვე­ლი მო­პე­დი ვი­ყი­დე. მერე მო­პე­დის­თვის ავ­ტო­ფა­რე­ხი ვი­ქი­რა­ვე, აბა, რა მექ­ნა? სახ­ლში მას არა­ვინ მი­მა­ტა­ნი­ნებ­და. მშობ­ლებს ამის შე­სა­ხებ არ უნდა გა­ე­გოთ. მო­პედს იქ ღა­მით ვა­ყე­ნებ­დი. იქვე მქონ­და ცალ­კე, სხვა ტან­საც­მე­ლი, რო­მელ­საც ამ ტრან­სპორტზე რომ ვჯდე­ბო­დი, მა­შინ ვიც­ვამ­დი, ქა­ლაქ­ში რომ არა­ვის ვეც­ნე. წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მშობ­ლებ­მა ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. მერე ის მო­პე­დი ძლი­ერ მო­ტო­ციკლზე გა­დავცვა­ლე. სახ­ლში ისევ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ბო­ლოს ამ­დე­ნი და­მალ­ვა მომ­ბეზ­რდა და გა­დავ­წყვი­ტე, მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მეთ­ქვა. მა­მამ ჩემი ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, შოკ­ში ჩა­ვარ­და. თან, მო­ტო­ციკლს ლვო­ვის ნომ­რე­ბი ჰქონ­და, რად­გა­ნაც იქ ვი­ყი­დე. იქ მის შე­სა­ძე­ნად სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ვემ­გზავ­რე, ლვო­ვი­დან კი­ე­ვამ­დე კი 700 კი­ლო­მეტ­რი მო­ტო­ციკ­ლით გა­ვი­ა­რე. უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი...

მოკ­ლედ, მამა სა­შინ­ლად გა­მიბ­რა­ზა, მო­ტო­ციკლს გა­დაგ­დე­ბას უპი­რებ­და... მერე დე­დამ და­ა­წყნა­რა... ასე რომ, მო­ტო­ციკ­ლი ჩემი სი­სუს­ტეა. უკვე 5 წე­ლია, რაც ამ ტრან­სპორტზე მა­ბო­დებს...

- ე.ი. კი­ევ­ში ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხარ...

- კი, მაგ­რამ გა­სულ წელს კი­ევ­ში არ მი­ცხოვ­რია, რად­გა­ნაც ხომ გი­თხა­რით, პო­ლო­ნეთ­ში, ვარ­შა­ვა­ში ვსწავ­ლობ. სხვა­თა შო­რის, იქვე ვცეკ­ვავ, ჩემს პრო­ფე­სი­ას ვერ ვღა­ლა­ტობ. ისე, სა­ნამ პო­ლო­ნეთ­ში წა­ვი­დო­დი, კი­ევ­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­ცეკ­ვაო სკო­ლა­ში ქო­რე­ოგ­რა­ფად ვმუ­შა­ობ­დი.

- გა­ტყობ, რომ ქარ­თუ­ლი ლა­პა­რა­კი ცოტა გი­ჭირს.

- ისე, ქარ­თუ­ლად ზეს­ტა­ფო­ნუ­რი აქ­ცენ­ტით ვლა­პა­რა­კობ. მშობ­ლე­ბი ხომ ზეს­ტა­ფო­ნე­ლე­ბი არი­ან... თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვარ და გარ­შე­მო ქარ­თუ­ლი ენა მეს­მის, უკეთ ვლა­პა­რა­კობ ხოლ­მე, ისე ცოტა კი მი­ჭირს...

- რო­გორც გა­ტყობ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რდა ხარ და სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?...

- მი­ზანდ რაც და­მი­სა­ხავს, ყო­ველ­თვის მი­მიღ­წე­ვია. მინ­და, ჩემს უმ­ცროს ძმას­თან, ირაკ­ლი თო­დუ­ას­თან ერ­თად, სა­ცეკ­ვაო სკო­ლა გავ­ხსნა. ეს ჩვე­ნი სა­ერ­თო ოც­ნე­ბაა, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ცეკ­ვებს ვას­წავ­ლით. დიდი ხა­ნია, ეს გვინ­და.

- რას გვე­ტყვი, პრო­ექ­ტზე, რო­მელ­შიც ახლა მო­ნა­წი­ლე­ობ?

- ქარ­თულ­მა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­მა" ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. რა­ღაც სი­ახ­ლე შე­მო­ი­ტა­ნა, რე­პე­ტი­ცი­ის პრო­ცე­სი, გა­მოს­ვლის დღე ცირ­კში, ტე­ლე­გა­და­ღე­ბე­ბი ჩემ­ში სა­ო­ცარ ემო­ცი­ას იწ­ვევს. ხალ­ხი უკვე ქუ­ჩა­ში მცნობს და მი­ხა­რია. ასე­თი რამ არას­დროს მქო­ნია. სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტია.

- გა­მარ­ჯვე­ბა გინ­და?

- კი, ძა­ლი­ან მინ­და. ფი­ნალ­ში რომ მოვ­ხვდე, მა­გა­რი იქ­ნე­ბა...

- რას გვე­ტყვი შენს პარტნი­ორ­ზე - თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვილ­ზე?

- კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ თაკო მე შემ­ხვდა. სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რია, რა­საც ეუბ­ნე­ბი, ყვე­ლა­ფერს მა­შინ­ვე ით­ვი­სებს. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია, ისიც ჩემ­სა­ვით მერ­წყუ­ლია: მე 6 თე­ბე­რალს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, ის - 8-ში. ისე­თი გულ­მოდ­გი­ნე ადა­მი­ა­ნია, დი­ლამ­დე შე­უძ­ლია და­უ­ზარ­ლად სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში იმე­ცა­დი­ნოს. პერ­სპექ­ტი­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია, კარ­გად ცეკ­ვავს და პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თაკო ჩორგოლაშვილის რისკიანი და ბაიკერი პარტნიორის კიევური ცხოვრება

თაკო ჩორგოლაშვილის რისკიანი და ბაიკერი პარტნიორის კიევური ცხოვრება

გაგა თოდუა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პარტნიორობას "იმედის" ჟურნალისტ თაკო ჩორგოლაშვილის უწევს. ორივეს ერთად საოცარი შედეგები აქვთ. ისინი აუტსაიდერებში ჯერ არ ყოფილან. გაგა უკრაინაში გაზრდილი ქართველია, რომელიც ამ კონკურსზე შემთხვევით მოხვდა. დღეს კი ძალიან უნდა ფინალში გასვლა.

ის წელს თბილისში აგვისტოში ნათესავების მოსანახულებლად ჩამოვიდა და ბიცოლისგან შეიტყო, რომ პროექტისთვის "ცეკვავენ ვარსკვლავები" კასტინგი ტარდებოდა, მოცეკვავეებს არჩევდნენ. წადი, რა იცი, რა ხდება, - უთხრა ბიცოლამ.

- ჟიურის წინაშე რომ წარვდექი, მოუმზადებელი ვიყავი. მზია ორველაშვილითან დამაყენეს და ვიცეკვე. ის, რაც გავაკეთე, სრული იმპროვიზაცია იყო. ვიცეკვეთ "ვალსი" და "რუმბა". ყველას ძალიან მოეწონა. შემდეგ ქორეოგრაფმა დიმამ და პროდიუსერმა ნოემ მითხრეს, კოორდინატები დაგვიტოვე და დაგიკავშირდებითო. დავუტოვე ჩემი კოორდინატები და კიევში გავემგზავრე. ერთ დღესაც, ღამის 11 საათზე, ნოე სულაბერიძემ თბილისიდან დამირეკა და მითხრა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ძალიან მალე უნდა ჩამოხვიდეო. შოკში ჩავვარდი, რადგანაც ასე უცებ კიევში მთელი ჩემი საქმეები უნდა გადამეწყო... თან, ვარშავის უნივერსიტეტში ვსწავლობ... ერთ საათში დავურეკე ნოეს, თანხმობა ვუთხარი და იმავე ღამეს საქართველოში გამოვფრინდი. პროექტის გამო ვარშავის უნივერსიტეტში აკადემიური წელი ავიღე...

- ახლა ის გვითხარი, კიევში როგორ მოხვდა თქვენი ოჯახი?

- ზესტაფონში ვარ დაბადებული, მაგრამ იქაურობა 2 წლისამ დავტოვე, რადგანაც მამა მკლავჭიდელი, საქართველოს ჩემპიონი იყო, წარმატებები და წინსვლა ჰქონდა და კონტრაქტით რუსეთში ასპარეზობა შესთავაზეს. კარგი კონტრაქტი იყო, რასაც დასთანხმდა და მთელი ოჯახი მოსკოვში წაგვიყვანა. მამას სანამ შეეძლო, სპორტით იყო დაკავებული, მაგრამ ბოლომდე სპორტით ოჯახს ვერ არჩენდა, ამიტომ ბიზნესით დაკავდა და საცხოვრებლად უკრაინაში გადავედით, რადგანაც მამას საქმე იქ გამოუჩნდა...

- სამეჯლისო-სპორტული ცეკვებზე როდის მიხვედი?

- სამეჯისო-სპორტულ ცეკვებზე იმის გამო მიმიყვანეს, რომ მოგრეხილი ფეხები მქონდა და ბეჭებშიც მოხრილი ვიყავი. მამას არ უნდოდა ჩემი ცეკვებზე ტარება, მაგრამ ისე მოხდა, რომ სამეჯლისო ცეკვებზე დიდი შედეგები მქონდა, მწვრთნელები მაქებდნენ და ამის შემდეგ გვერდით დამიდგა. ტურნირებზე დამყვებოდა.

- ახლა ამ სფეროში რა მიღწევები გაქვს?

- ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. მოგებული მაქვს ევროპული თამაშებიც, უკრაინისა და ევროპის ჩემპიონიც ვარ, მაგრამ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონობა ნამდვილად მეამაყება, რადგანაც ჯერ მხოლოდ 19 წლის ვარ...

- ისე რისკიანი ჩანხარ...

- კი, რისკიანიც ვარ და მუდმივად თავგადასავლებში ვეხვევი. ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ყოველდღე რაღაც სიტუაციაში ვხვდები...

დავდივარ სპორტულ მოტოციკლზე. ჩემი მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც გამივითარებია, 316 კმ/საათშია. ეს ჩემი პირადი რეკორდია. საოცარ ტრუკებს ვაკეთებ... ძალიან მიყვარს ეს ტრანსპორტი... მეცხრე კლასში ვიყავი, რომ ოცნებად მქონდა: სკოლაში მოპედით მევლო, ჩემი მშობლები ამის წინააღმდეგები იყვნენ. ის კი არა, ჩამქრალ მოტოციკლთან მიკარებასაც მიკრძალავდნენ. მივხვდი, რომ ისინი არასდროს მიყიდდნენ მოპედს და გადავწყვიტე, თვითონ მეზრუნა ამაზე. სამუშაოდ კლუბში მოვეწყე. პრომოუტერი ვიყავი. ბილეთებს ვყიდდი და თან, იქ ცეკვებსაც ვასწავლიდი. ორივეგან ხელფასი მქონდა. დაგროვებული თანხით (600 დოლარი) პირველი მოპედი ვიყიდე. მერე მოპედისთვის ავტოფარეხი ვიქირავე, აბა, რა მექნა? სახლში მას არავინ მიმატანინებდა. მშობლებს ამის შესახებ არ უნდა გაეგოთ. მოპედს იქ ღამით ვაყენებდი. იქვე მქონდა ცალკე, სხვა ტანსაცმელი, რომელსაც ამ ტრანსპორტზე რომ ვჯდებოდი, მაშინ ვიცვამდი, ქალაქში რომ არავის ვეცნე. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მერე ის მოპედი ძლიერ მოტოციკლზე გადავცვალე. სახლში ისევ არაფერი იცოდნენ. ბოლოს ამდენი დამალვა მომბეზრდა და გადავწყვიტე, მათთვის ყველაფერი მეთქვა. მამამ ჩემი ამბავი რომ გაიგო, შოკში ჩავარდა. თან, მოტოციკლს ლვოვის ნომრები ჰქონდა, რადგანაც იქ ვიყიდე. იქ მის შესაძენად სპეციალურად გავემგზავრე, ლვოვიდან კიევამდე კი 700 კილომეტრი მოტოციკლით გავიარე. უბედნიერესი ვიყავი...

მოკლედ, მამა საშინლად გამიბრაზა, მოტოციკლს გადაგდებას უპირებდა... მერე დედამ დააწყნარა... ასე რომ, მოტოციკლი ჩემი სისუსტეა. უკვე 5 წელია, რაც ამ ტრანსპორტზე მაბოდებს...

- ე.ი. კიევში ცხოვრებით კმაყოფილი ხარ...

- კი, მაგრამ გასულ წელს კიევში არ მიცხოვრია, რადგანაც ხომ გითხარით, პოლონეთში, ვარშავაში ვსწავლობ. სხვათა შორის, იქვე ვცეკვავ, ჩემს პროფესიას ვერ ვღალატობ. ისე, სანამ პოლონეთში წავიდოდი, კიევში ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო სკოლაში ქორეოგრაფად ვმუშაობდი.

- გატყობ, რომ ქართული ლაპარაკი ცოტა გიჭირს.

- ისე, ქართულად ზესტაფონური აქცენტით ვლაპარაკობ. მშობლები ხომ ზესტაფონელები არიან... თბილისში რომ ჩამოვდივარ და გარშემო ქართული ენა მესმის, უკეთ ვლაპარაკობ ხოლმე, ისე ცოტა კი მიჭირს...

- როგორც გატყობ, მიზანმიმართული ახალგაზრდა ხარ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?...

- მიზანდ რაც დამისახავს, ყოველთვის მიმიღწევია. მინდა, ჩემს უმცროს ძმასთან, ირაკლი თოდუასთან ერთად, საცეკვაო სკოლა გავხსნა. ეს ჩვენი საერთო ოცნებაა, სადაც ადამიანებს ცეკვებს ვასწავლით. დიდი ხანია, ეს გვინდა.

- რას გვეტყვი, პროექტზე, რომელშიც ახლა მონაწილეობ?

- ქართულმა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. რაღაც სიახლე შემოიტანა, რეპეტიციის პროცესი, გამოსვლის დღე ცირკში, ტელეგადაღებები ჩემში საოცარ ემოციას იწვევს. ხალხი უკვე ქუჩაში მცნობს და მიხარია. ასეთი რამ არასდროს მქონია. საუკეთესო პროექტია.

- გამარჯვება გინდა?

- კი, ძალიან მინდა. ფინალში რომ მოვხვდე, მაგარი იქნება...

- რას გვეტყვი შენს პარტნიორზე - თაკო ჩორგოლაშვილზე?

- კმაყოფილი ვარ, რომ თაკო მე შემხვდა. საოცრად ნიჭიერია, რასაც ეუბნები, ყველაფერს მაშინვე ითვისებს. მიზანმიმართულია, ისიც ჩემსავით მერწყულია: მე 6 თებერალს ვარ დაბადებული, ის - 8-ში. ისეთი გულმოდგინე ადამიანია, დილამდე შეუძლია დაუზარლად სარეპეტიციო დარბაზში იმეცადინოს. პერსპექტიული ქალბატონია, კარგად ცეკვავს და პროფესიონალ მოცეკვავეებს არაფრით ჩამოუვარდება...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება