გია ბარამიძე მეტის ღირსი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჟაჭვლიანმა გიორგი ბარამიძესთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯაჭვლიანმა აღნიშნა, მას სულ სხვა განცხადების გაკეთება სურდა.
"თქვენ ალბათ აკვირდებოდით, მე როცა ვლაპარაკობდი, როგორ იქცეოდა თვითონ გიორგი ბარამიძე. მე ქართველ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს იქ რაც მოხდა, თორემ გია ბარამიძე უარესის ღირსიც იყო ისე იქცეოდა და არსებობს ამის კადრებიც", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
პარლამენტში დეპუტატებს შორის დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
"ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", - მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
სოსო ჯაჭვლიანი სხდომაზე აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობდა. მანამდე კი, ბარამიძემ განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა.
ასევე იხილეთ: გოკა გაბაშვილის პირველი კომენტარი ჯაჭვლიანთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ
ნახეთ: "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში (+ვიდეო)
ასევე: დავით უსუფაშვილის მკაცრი შეფასება პარლამენტში ჩხუბის შემდეგ
ასევე დაგაინტერესებთ - ჩხუბი პარლამენტში: "მაგ სიტყვებს არ გაპატიებ, ნაბიჭვარო!" | არქივი, 15.11.2013