"ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში

"ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

"ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", - მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

სოსო ჯაჭვლიანი სხდომაზე აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობდა. მანამდე კი, ბარამიძემ განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა.

ნახეთ:

- სოსო ჯაჭვლიანის პირველი კომენტარი გია ბარამიძესთან ჩხუბის შემდეგ

- გოკა გაბაშვილის პირველი კომენტარი ჯაჭვლიანთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

- გოგა ხაჩიძე გია ბარამიძეზე: ხარი ხართან დააბი და ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო

- დავით უსუფაშვილის მკაცრი შეფასება პარლამენტში ჩხუბის შემდეგ

იხილეთ ვიდეო | ჩხუბი ჯაჭვლიანსა და ბარამიძეს შორის

ასევე დაგაინტერესებთ - ჩხუბი პარლამენტში: "მაგ სიტყვებს არ გაპატიებ, ნაბიჭვარო!" | არქივი, 15.11.2013

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა