მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
LIVE: ევრომაიდანი შტურმის შემდეგ
LIVE: ევრომაიდანი შტურმის შემდეგ

უახ­ლე­სი ამ­ბე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან:

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნათ­და. აქ­ცია სიმ­ბო­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს და ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ებს მარ­თავს.

სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი ქეთ­რინ ეშ­ტო­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა პი­რო­ბა მის­ცა, რომ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მი­ნი­ლი კრი­ზი­სის მო­საგ­ვა­რებ­ლად ზო­მებს 24 სა­ათ­ში მი­ი­ღებს,

"ბერ­კუ­ტის" კი­რო­ვოგ­რა­დის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა უარი თქვა კი­ევ­ში, მა­ი­და­ნის დარ­ბე­ვა­ზე. "ბერ­კუ­ტის" ერთ-ერთი მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, კი­რო­ვოგ­რა­დის რაზმმა ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე და უარი თქვა კი­ევ­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დი­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვიქ­ტო­რია ნუ­ლად­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მე­თო­დი, რო­მე­ლიც წუ­ხელ კი­ე­ვის ცენ­ტრში აქ­ცი­ის და­საშ­ლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

კი­ევ­ში, მა­ი­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დი მი­ვი­და. ნუ­ლან­დმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სპეც­რაზ­მე­ლებს ჩაი და ნამ­ცხვა­რი მი­უ­ტა­ნა. ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დი უკვე მე­ო­რე დღეა, კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი უკვე შეხ­ვდა ოპო­ზცი­ი­ის ლი­დე­რებს.

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან­მა ჯარ­მა და "ბერ­კუტ­მა", კი­ე­ვის მე­რი­ი­სა და პროფ­კავ­ში­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ტო­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­ე­ვის მე­რი­ის შე­ნო­ბას, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ამ ტე­რი­ტო­რი­ას­თა­ნაც მოხ­სე­ნეს კორ­დო­ნე­ბი და ავ­ტო­ბუ­სე­ბით და­ტო­ვეს ტე­რი­ტო­რია. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ავ­ტო­ბუ­სებს სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბი და­უ­ში­ნეს, თუმ­ცა ამას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

მე­რი­ის შე­ნო­ბა­ში გა­მაგ­რე­ბულ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა "ბერ­კუ­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებს რამ­დენ­ჯერ­მე გა­ყი­ნუ­ლი წყა­ლი გა­და­ას­ხეს. ამ დრო­ის­თვის აქ­ტი­ვის­ტე­ბი ორი­ვე შე­ნო­ბა­ში რჩე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სულ ღა­მეს, წუ­ხელ, ძა­ლო­ვა­ნებ­მა მა­ი­და­ნი ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს და ბა­რი­კა­დე­ბი შტურ­მით აი­ღეს. და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭყლე­ტის დროს მო­მი­ტინ­გე­ე­ბი და­შავ­დნენ, თუმ­ცა მათი ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია.

წუ­ხელ­ვე, მი­ლი­ცი­ამ მა­ი­დან­ზე 10 აქ­ტი­ვის­ტი წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა, რო­მელ­თა­გან რვა უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

უკ­რა­ი­ნის შსს-მ მა­ი­და­ნის წუ­ხან­დელ შტურმს "ტე­რი­ტო­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბა" უწო­და. რო­გორც უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, წუ­ხელ ღა­მით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ე­და­ნის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბა იმის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე მო­ქა­ლა­ქე­ებს და­მა­ტე­ბი­თი უხერ­ხუ­ლო­ბა არ შექ­მნო­დათ და არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ყო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ მი­ლი­ცი­ი­სა და ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს წუ­ხელ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ე­დან­ზე მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი და სხვა სპეც­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას ევ­რო­მა­იდ­ნი­დან

Live streaming video by Ustream

LIVE: ევრომაიდანი შტურმის შემდეგ

LIVE: ევრომაიდანი შტურმის შემდეგ

უახლესი ამბები უკრაინიდან:

თბილისის საკრებულოს შენობა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ემსახურება იმ ხალხის მხარდაჭერას, რომელიც უკრაინაში ევროინტეგრაციის მოთხოვნით აქციებს მართავს.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პირობა მისცა, რომ ქვეყანაში შექმინილი კრიზისის მოსაგვარებლად ზომებს 24 საათში მიიღებს,

"ბერკუტის" კიროვოგრადის სპეცდანიშნულების რაზმმა უარი თქვა კიევში, მაიდანის დარბევაზე.  "ბერკუტის" ერთ-ერთი მეთაურის განცხადებით, კიროვოგრადის რაზმმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და უარი თქვა კიევში გამგზავრებაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიქტორია ნულადმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეთოდი, რომელიც წუხელ კიევის ცენტრში აქციის დასაშლელად გამოიყენეს, დემოკრატიული, ევროპული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

კიევში, მაიდანზე მიმდინარე აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი მივიდა. ნულანდმა აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს  ჩაი და ნამცხვარი  მიუტანა. ვიქტორია ნულანდი უკვე მეორე დღეა, კიევში იმყოფება. ამერიკელი მაღალჩინოსანი უკვე შეხვდა ოპოზციიის ლიდერებს.

უკრაინის შინაგანმა ჯარმა და "ბერკუტმა", კიევის მერიისა და პროფკავშირების ტერიტორიები დატოვეს.

რაც შეეხება კიევის მერიის შენობას, სამართალდამცავებმა ამ ტერიტორიასთანაც მოხსენეს კორდონები და ავტობუსებით დატოვეს ტერიტორია. მომიტინგეებმა ავტობუსებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს, თუმცა ამას სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

მერიის შენობაში გამაგრებულმა აქტივისტებმა "ბერკუტის" წარმომადგენლებს რამდენჯერმე გაყინული წყალი გადაასხეს. ამ დროისთვის აქტივისტები ორივე შენობაში რჩებიან.

რაც შეეხება გასულ ღამეს, წუხელ, ძალოვანებმა მაიდანი ალყაში მოაქციეს და ბარიკადები შტურმით აიღეს. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭყლეტის დროს მომიტინგეები დაშავდნენ, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

წუხელვე, მილიციამ მაიდანზე 10 აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, რომელთაგან რვა უკვე გაათავისუფლა.

უკრაინის შსს-მ მაიდანის წუხანდელ შტურმს "ტერიტორიის კეთილმოწყობა" უწოდა. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წუხელ ღამით, დამოუკიდებლობის მოედანის გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობა იმისთვის განხორციელდა, რომ დედაქალაქში მცხოვრებ და მომუშავე მოქალაქეებს დამატებითი უხერხულობა არ შექმნოდათ და არ შეფერხებულიყო ტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მილიციისა და შინაგანი ჯარების თანამშრომლებს წუხელ, დამოუკიდებლობის მოედანზე მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები არ გამოუყენებიათ.

AMBEBI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას ევრომაიდნიდან

Live streaming video by Ustream

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"