მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
MTV-მ 2013 წლის საუკეთესო შემსრულებელი დაასახელა
MTV-მ 2013 წლის საუკეთესო შემსრულებელი დაასახელა

ამე­რი­კულ­მა ტე­ლე­არ­ხმა MTV-მ პოპ-მომ­ღე­რა­ლი მა­ი­ლი სა­ი­რუ­სი 2013 წლის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ა­სა­ხე­ლა. ტე­ლე­არ­ხის რე­დაქ­ცი­ის შედ­გე­ნი­ლი 2013 წლის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ათე­უ­ლი ტე­ლე­არ­ხის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რე­ი­ტინ­გის ავ­ტო­რებ­მა სა­ი­რუსს პოპ-მუ­სი­კის ახა­ლი დე­დო­ფა­ლი უწო­დეს. მათი აზ­რით, ასეთ წარ­მა­ტე­ბას 21 წლის მომ­ღე­რა­ლი კარ­გად მორ­გე­ბულ იმიჯს უნდა უმად­ლო­დეს, რო­მე­ლიც ექ­სცენ­ტრი­უ­ლო­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ერ­წყმის. 

წლის სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე ად­გი­ლი რე­პერ მაქ­ლე­მო­რი­სა და დი-ჯეი რა­ი­ან ლი­უ­ი­სის დუ­ეტ­მა და­ი­კა­ვა. მე­სა­მე ად­გილ­ზე ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი გა­ვი­და, რო­მელ­მაც 2013 წელს, შვიდ­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ალ­ბო­მი გა­მო­უშ­ვა.

სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის ათე­ულ­ში ასე­ვე მოხ­ვდნენ: რე­პე­რე­ბი - კენი უეს­ტი და დრე­ი­კი, მომ­ღერ­ლე­ბი - ლორ­დი, კეტი პერი და ლედი გაგა, ბი­ჭე­ბის ჯგუ­ფი One Direction და მომ­ღე­რა­ლი ბრუ­ნო მარ­სი.

მა­ი­ლი სა­ი­რუ­სი 1992 წელს და­ი­ბა­და. 11 წლის ასაკ­ში კი­ნო­ში მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა, გო­გო­ნამ ტიმ ბერ­ტო­ნის ფილმში "დიდი თევ­ზი" მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა. პო­პუ­ლა­რო­ბა მას სე­რი­ალ­მა "ჰანა მონ­ტა­ნამ" მო­უ­ტა­ნა. ამ სე­რი­ა­ლის­თვის ჩა­წე­რი­ლი სიმ­ღე­რე­ბი 2007 წელს ჰი­ტე­ბად იქცა და სა­ი­რუს­მა პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი ჩა­წე­რა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mtv.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

MTV-მ 2013 წლის საუკეთესო შემსრულებელი დაასახელა

MTV-მ 2013 წლის საუკეთესო შემსრულებელი დაასახელა

ამერიკულმა ტელეარხმა MTV-მ პოპ-მომღერალი მაილი საირუსი 2013 წლის შემსრულებლად დაასახელა. ტელეარხის რედაქციის შედგენილი 2013 წლის ყველაზე წარმატებული შემსრულებლების ათეული ტელეარხის საიტზე გამოქვეყნდა.

რეიტინგის ავტორებმა საირუსს პოპ-მუსიკის ახალი დედოფალი უწოდეს. მათი აზრით, ასეთ წარმატებას 21 წლის მომღერალი კარგად მორგებულ იმიჯს უნდა უმადლოდეს, რომელიც ექსცენტრიულობასა და პროფესიონალიზმს ერწყმის. 

წლის საუკეთესო შემსრულებლების რეიტინგში მეორე ადგილი რეპერ მაქლემორისა და დი-ჯეი რაიან ლიუისის დუეტმა დაიკავა. მესამე ადგილზე ჯასტინ ტიმბერლეიკი გავიდა, რომელმაც 2013 წელს, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ალბომი გამოუშვა.

საუკეთესოების ათეულში ასევე მოხვდნენ: რეპერები - კენი უესტი და დრეიკი, მომღერლები - ლორდი, კეტი პერი და ლედი გაგა, ბიჭების ჯგუფი One Direction და მომღერალი ბრუნო მარსი.

მაილი საირუსი 1992 წელს დაიბადა. 11 წლის ასაკში კინოში მისი დებიუტი შედგა, გოგონამ ტიმ ბერტონის ფილმში "დიდი თევზი" მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. პოპულარობა მას სერიალმა "ჰანა მონტანამ" მოუტანა. ამ სერიალისთვის ჩაწერილი სიმღერები 2007 წელს ჰიტებად იქცა და საირუსმა პირველი ალბომი ჩაწერა.

მომზადებულია mtv.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება