სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 თვეში საქართველოში საბაზო განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა
15 თვეში საქართველოში საბაზო განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2013 წლის 14 იან­ვრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში 7 367-მა გო­გო­ნამ შე­წყვი­ტა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის (7-9 კლა­სე­ბი) დას­რუ­ლე­ბამ­დე. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან ბავ­შვთა გა­დი­ნე­ბას ძი­რი­თა­დად ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. ობუდსმე­ნის­ვე თქმით, პრაქ­ტი­კა ცხად­ყოფს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მათი მხრი­დან სა­კი­თხის წინა პლან­ზე წა­მო­წე­ვა და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა კი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ბავ­შვი­სა და ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბის მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვა სტა­ტის­ტი­კის მიღ­მაც რჩე­ბა. ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ხში­რია ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში. ქორ­წი­ნე­ბის დროს გო­გო­ნე­ბის მშობ­ლე­ბი თა­ნახ­მა­ნი არი­ან მათი შვი­ლე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძი­რი­თად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მშობ­ლებს აკის­რე­ბენ, რომ­ლებ­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ სწავ­ლის შე­წყვე­ტა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია გო­გო­ნე­ბის­თვის.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის შე­ფა­სე­ბით, ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბას ფსი­ქო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­უმ­წი­ფებ­ლო­ბა ახ­ლავს თან, რაც არას­ტა­ბი­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის შექ­მნის წი­ნა­პი­რო­ბებს ქმნის. "არ­სე­ბობს სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი ე.წ. პარტნი­ო­რუ­ლი ნორ­მე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი არის მო­წი­ფუ­ლო­ბა. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი. პარტნი­ორ­თან სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, საკ­მა­რი­სია ფსი­ქო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მომ­წი­ფე­ბა, ხოლო როცა სა­უ­ბა­რია ქორ­წი­ნე­ბა­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­წი­ფე­ბაც, რად­გან ოჯა­ხის შექ­მნა შე­უძ­ლია მხო­ლოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ, და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბას. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, როცა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­წი­ფე­ბის ვა­დე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს რის­კი, რომ წარ­მო­იშ­ვას დის­ჰარ­მო­ნია და თავი იჩი­ნოს კონ­ფლიქ­ტებ­მა", - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი ნანა კა­ლან­და­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

15 თვეში საქართველოში საბაზო განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა

15 თვეში საქართველოში საბაზო განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა

ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის (7-9 კლასები) დასრულებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, განათლების სისტემიდან ბავშვთა გადინებას ძირითადად ადრეული ქორწინება განაპირობებს. ობუდსმენისვე თქმით, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უწყებები ფლობენ ინფორმაციას ადრეული ქორწინებების შესახებ, მათი მხრიდან საკითხის წინა პლანზე წამოწევა და აქტიური მუშაობა კი არ შეინიშნება.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, ადრეული ქორწინებების მრავალი შემთხვევა სტატისტიკის მიღმაც რჩება. ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირია ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში. ქორწინების დროს გოგონების მშობლები თანახმანი არიან მათი შვილების დაქორწინებაზე. შესაბამისად, მასწავლებლები ძირითად პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სწავლის შეწყვეტა საუკეთესო გამოსავალია გოგონებისთვის.

ფსიქოლოგების შეფასებით, ადრეულ ასაკში ქორწინებას ფსიქოფიზიოლოგიური მოუმწიფებლობა ახლავს თან, რაც არასტაბილური ოჯახების შექმნის წინაპირობებს ქმნის. "არსებობს საყოველთაოდ მიღებული ე.წ. პარტნიორული ნორმების კრიტერიუმები. ერთ-ერთი მათგანი არის მოწიფულობა. ის შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური. პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დასამყარებლად, საკმარისია ფსიქოფიზიოლოგიური მომწიფება, ხოლო როცა საუბარია ქორწინებაზე, აუცილებელია სოციალური მომწიფებაც, რადგან ოჯახის შექმნა შეუძლია მხოლოდ ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ პიროვნებას. საუკეთესო ვარიანტია, როცა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მომწიფების ვადები ერთმანეთს ემთხვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ წარმოიშვას დისჰარმონია და თავი იჩინოს კონფლიქტებმა", - ამბობს ფსიქოლოგი ნანა კალანდაძე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა