აშშ უკმაყოფილებას გამოთქვამს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომ მაიდანზე მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ სპეცდანიშნულების რაზმმა, ბულდოზერები და რეზინის ხელკეტები გამოიყენა, ნაცვლად დემოკრატიული უფლებებისა და ადამიანური ღირსების პატივისცემისა. ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"ასეთი ქმედებები მიუღებელია და შეუსაბამოა დემოკრატიისთვის. გასულ კვირას ბრიუსელსა და მოლდოვაში ვიზიტისას, მე ხაზგასმით აღვნიშნე საჯაროდ, რომ მხარეებმა თავიდან უნდა აიცილონ ძალადობა და მოვუწოდეთ პრეზიდენტ იანუკოვიჩს შეასრულოს უკრაინელი ხალხის მისწრაფებები. უკრაინის ხელისუფლებას ჩვენს შეშფოთებას ვაცნობებთ, - ნათქვამია ჯონ კერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, კვირების განმავლობაში აშშ მოუწოდებდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის მთავარობას მოესმინათ საკუთარი ხალხისთვის, ვისაც მშვიდობა, სამართლიანობა და ევროპული მომავალი უნდათ, თუმცა ნაცვლად ამისა, უკრაინელმა ლიდერებმა წუხელ სხვა არჩევანი გააკეთეს.
"ჩვენ მოვუწოდებთ მაქსიმალური თავშეკავებისკენ. ადამინების ცხოვრება დაცული უნდა იყოს. უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებელობა უკრაინის ხელისუფლებას აკისრია. აშშ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს. ისინი უკეთესს იმსახურებენ", - ნათქვამია ჯონ კერის განცხადებაში.
მომზადებულია state.gov-ის მიხედვით.