პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეტრინ ეშტონი - მწუხარებით ვადევნებდი თვალს მაიდანზე ღამით განვითარებულ მოვლენებს
კეტრინ ეშტონი - მწუხარებით ვადევნებდი თვალს მაიდანზე ღამით განვითარებულ მოვლენებს

მწუ­ხა­რე­ბით ვა­დევ­ნებ­დი თვალს მა­ი­დან­ზე ღა­მით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხში კეტ­რინ ეშ­ტონ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ჯერ კი­დევ კი­ევ­ში ვარ. სა­ღა­მოს, მა­ი­დან­ზე მეც თქვენს შო­რის ვი­ყა­ვი და გა­მა­ო­ცა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გამ­ბე­და­ო­ბამ, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­დი­ან. ახლა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, მწუ­ხა­რე­ბით ვა­დევ­ნებ თვალს, რო­გორ იყე­ნებს მი­ლი­ცია ძა­ლას კი­ე­ვის ცენ­ტრი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად", - გა­ნა­ცხა­და კეტ­რინ ეშ­ტონ­მა.

ამას­თან, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან დი­ა­ლო­გის­თვის მი­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით არ უნდა ემოქ­მე­და.

"დი­ა­ლო­გი პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ასე­ვე არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა – ეს ყო­ველ­თვის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უკე­თე­სია", - ნათ­ქვა­მია კეტ­რინ ეშ­ტო­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კეტ­რინ ეშ­ტო­ნი კი­ევ­ში დარ­ჩა, რათა დღეს ქვეყ­ნის უმაღ­ლეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შეხ­ვდეს სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­ხილ­ვე­ლად.

წუ­ხელ ღა­მით, კი­ევ­ში ში­ნა­გან­მა ჯა­რებ­მა და "ბერ­კუტ­მა" ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს მა­ი­და­ნი და ბა­რი­კა­დე­ბი და­შა­ლეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.ua-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კეტრინ ეშტონი - მწუხარებით ვადევნებდი თვალს მაიდანზე ღამით განვითარებულ მოვლენებს

კეტრინ ეშტონი - მწუხარებით ვადევნებდი თვალს მაიდანზე ღამით განვითარებულ მოვლენებს

მწუხარებით ვადევნებდი თვალს მაიდანზე ღამით განვითარებულ მოვლენებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხში კეტრინ ეშტონმა განაცხადა.

"ჯერ კიდევ კიევში ვარ. საღამოს, მაიდანზე მეც თქვენს შორის ვიყავი და გამაოცა უკრაინელების გამბედაობამ, რომლებიც ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად გამოდიან. ახლა, რამდენიმე საათის შემდეგ, მწუხარებით ვადევნებ თვალს, როგორ იყენებს მილიცია ძალას კიევის ცენტრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების დასაშლელად", - განაცხადა კეტრინ ეშტონმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საზოგადოებასთან დიალოგისთვის მილიციის დახმარებით არ უნდა ემოქმედა.

"დიალოგი პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებასთან, ასევე არგუმენტების გამოყენება – ეს ყოველთვის ძალის გამოყენებაზე უკეთესია", - ნათქვამია კეტრინ ეშტონის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კეტრინ ეშტონი კიევში დარჩა, რათა დღეს ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას შეხვდეს სიტუაციის განსახილველად.

წუხელ ღამით, კიევში შინაგანმა ჯარებმა და "ბერკუტმა" ალყაში მოაქციეს მაიდანი და ბარიკადები დაშალეს.

მომზადებულია newsru.ua-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა