პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიწყალებს თუ არა ალეკო ელისაშვილი ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას
შეიწყალებს თუ არა ალეკო ელისაშვილი ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას

ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ვერ შე­ე­ლია და ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ­ღა­მე ტე­ლე­ე­თერ­შია. ამ­ბობს, რომ არც "თბი­ლი­სის ჰამ­ქრის" გა­რე­შე შე­უძ­ლია ცხოვ­რე­ბა და ვერც ამ საქ­მეს მოს­წყდე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ და­ი­ნიშ­ნა და რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ რო­გორ­ღაც მო­ვი­ხელ­თეთ. "ვხვდე­ბი, რომ რთულ საქ­მეს შე­ვე­ჭი­დე" , - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი. შე­ი­წყა­ლებს თუ არა ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კურ სა­ხე­ებს და რო­გორ ელო­დე­ბა დამ­დეგ ახალ წელს, ამის შე­სა­ხებ ელი­საშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უბ­რობს...

- ალე­კო, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ვერ შე­ე­ლი­ეთ თუ თან­და­თან და­ა­ნე­ბებთ თავს?..

- არა, ბა­ტო­ნო, სა­ერ­თოდ ვერ შე­ვე­ლიე. თა­ვი­დან­ვე, რო­გორც კი ეს საქ­მე შე­მომ­თა­ვა­ზეს, ჩემი პი­რო­ბა იყო, სამ­სა­ხურ­ში უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ას" ვერ შე­ვე­ლე­ვი და ვერც "თბი­ლი­სის ჰამ­ქარს" . თა­ვი­დან­ვე ჯი­უ­ტად ვთქვი, უნდა ვი­მუ­შაო-მეთ­ქი და ეს ჩემი ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა იყო სხვა და­ნარ­ჩე­ნებს შო­რის... გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის, ერთ ცის­მა­რე დღეს და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რა­ღაც საქ­მე გვაქვს და უნდა შევ­ხვდე­თო. არ ვი­ცო­დი, რა მე­ფიქ­რა, ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე, მკა­ფიო და გა­სა­გე­ბი სა­უ­ბა­რი გვქონ­და და ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე გა­ვარ­კვი­ეთ. მი­თხრეს, ასე­თი საქ­მის გა­ძღო­ლას გთა­ვა­ზობთ, მაგ­რამ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გექ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი წე­სი­ე­რად და პა­ტი­ოს­ნად გა­ა­კე­თოო. იცით, არას­დროს, არა­ნა­ირ სხვა სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბას არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, რად­გან ზუს­ტად ვიცი, ჩემ­გან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე არ დად­გე­ბა, ჩემი საქ­მე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და "ჰამ­ქარ­ზე" ხომ სა­ერ­თოდ ჭკუ­ას ვკარ­გავ. მოკ­ლედ, "ვერ გავცვლი სალ­სა კლდე­ებ­სა, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ზე­და" ...

ერთი სი­ტყვით, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე არ ვიცი, რა კრი­ტე­რი­უ­მით აარ­ჩი­ეს, მაგ­რამ კო­მი­სი­ის წევ­რებ­ზე დიდ­ხანს ვიმ­სჯე­ლეთ და მეც გა­ვუ­ზი­ა­რე ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი, რაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს კი­დეც - სან­დო, გა­მოც­დი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ. ისი­ნი, ვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ენ­დო­ბა და ვი­საც ამ­დე­ნი ხანი ნა­მუ­სი­ა­ნად უცხოვ­რია.

- სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გაკ­რი­ტი­კე­ბა­ში ხელი არ შე­გეშ­ლე­ბათ?

- არა, ამ კი­თხვას ხში­რად მის­ვა­მენ და მეს­მის თქვე­ნი, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შემ­დე­გაც ყო­ველ­ღა­მე ვარ ეთერ­ში, რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ძვე­ლე­ბუ­რად ვაგ­რძე­ლებ. ნე­ბის­მი­ერ, ჩემ მი­მართ თუნ­დაც ან­ტი­პა­თი­უ­რად გან­წყო­ბილ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ნა­ხოს ჩემი ეთე­რი, თუ რამე შე­კი­თხვა გა­უჩ­ნდე­ბა, მზად ვარ ვუ­პა­სუ­ხო. რო­დე­საც გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლი იყო, უკან არას­დროს არა­ფერ­ზე და­მი­ხე­ვია და არც და­ვი­ხევ. შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას ჩემ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და დატ­ვირ­თვის გარ­და არა­ფე­რი მო­უ­ცია. უნდა ნა­ხოთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ ადა­მი­ანს ვხვდე­ბი. ეს ად­ვი­ლი საქ­მე ნამ­დვი­ლად არ არის. მე არც სა­შო­ვარ­ზე მოვ­სულ­ვარ და არც რამე ხე­ირს ვე­ლო­დე­ბი. ეს არის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვცდი­ლობ, პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლო, ეს არის და ეს. ნამ­დვი­ლად არ მი­ღირს, ამის გამო რა­მე­ზე თვა­ლი დავ­ხუ­ჭო.

- ალე­კო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხუმ­რო­ბენ, ცი­ხე­ში შე­სა­წყა­ლე­ბე­ლი არა­ვინ დარ­ჩა, ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი­აო...

- არა, ჩემო კარ­გო, ვერ ვი­ტყო­დი, რომ ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლია. ეს სა­ხუ­მა­რო თემა ნამ­დვი­ლად არ არის. ცი­ხე­ში ჯერ კი­დევ 9 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და და­ნარ­ჩე­ნი თა­ვად გან­სა­ჯეთ. სა­ა­ხალ­წლოდ შე­წყა­ლე­ბის კი­დევ ერთ ტალ­ღას უნდა ვე­ლო­დოთ და ძა­ლი­ან მა­ლე­ვე, სა­შო­ბა­ო­საც. ისე კი, თა­ვი­დან­ვე იმ­დე­ნად კარ­გად მივ­დი­ვართ და გულ­მოდ­გი­ნედ ვმუ­შა­ობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა, სა­ა­ხალ­წლოდ ახა­ლი შე­მო­სუ­ლი საქ­მე­ე­ბიც ამოვ­წუ­როთ და ერ­თმა შე­წყა­ლე­ბის ნა­კად­მა სა­შო­ბაო შე­წყა­ლე­ბაც მო­იც­ვას... თა­ვი­დან შიშ­ნა­რე­ვი მო­ლო­დი­ნი მქონ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სხდო­მის შემ­დეგ მიხ­ვდი, რომ ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა. ახ­ლა­ხან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და უკვე გვა­რი­ა­ნად შე­ვე­დი აზარ­ტში (იცი­ნის)...

- რამ­დე­ნად "გვა­რი­ა­ნად" , ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბამ რომ მო­გი­წი­ოთ, რას იზამთ?

- იცით, ახლა ვა­პი­რებთ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა­სა­ვით იქ­ნე­ბა და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შედ­გე­ბა შე­სა­წყა­ლე­ბელ­თა სია, ანუ ვი­ღაც იმ კრი­ტე­რი­უ­მებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ვი­ღაც – ვერა. რა ვიცი, მოგ­ვმარ­თოს ბა­ტონ­მა ვა­ნომ და ვიმ­სჯე­ლებთ...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

შეიწყალებს თუ არა ალეკო ელისაშვილი ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას

შეიწყალებს თუ არა ალეკო ელისაშვილი ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას

ჟურნალისტიკას ვერ შეელია და ახალი თანამდებობის პარალელურად, ყოველღამე ტელეეთერშია. ამბობს, რომ არც ''თბილისის ჰამქრის'' გარეშე შეუძლია ცხოვრება და ვერც ამ საქმეს მოსწყდება. ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და რამდენიმედღიანი დაჟინებული მცდელობის შემდეგ როგორღაც მოვიხელთეთ. ''ვხვდები, რომ რთულ საქმეს შევეჭიდე'' , - ამბობს ჩვენი რესპონდენტი. შეიწყალებს თუ არა ცნობილ პოლიტიკურ სახეებს და როგორ ელოდება დამდეგ ახალ წელს, ამის შესახებ ელისაშვილი ჩვენთან საუბრობს...

- ალეკო, ჟურნალისტიკას ვერ შეელიეთ თუ თანდათან დაანებებთ თავს?..

- არა, ბატონო, საერთოდ ვერ შეველიე. თავიდანვე, როგორც კი ეს საქმე შემომთავაზეს, ჩემი პირობა იყო, სამსახურში უნდა დავრჩენილიყავი. ტელეკომპანია ''კავკასიას'' ვერ შეველევი და ვერც ''თბილისის ჰამქარს'' . თავიდანვე ჯიუტად ვთქვი, უნდა ვიმუშაო-მეთქი და ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო სხვა დანარჩენებს შორის... გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ერთ ცისმარე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რაღაც საქმე გვაქვს და უნდა შევხვდეთო. არ ვიცოდი, რა მეფიქრა, ამას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან ხანმოკლე, მკაფიო და გასაგები საუბარი გვქონდა და ყველაფერი მალევე გავარკვიეთ. მითხრეს, ასეთი საქმის გაძღოლას გთავაზობთ, მაგრამ სრული თავისუფლება გექნება, ყველაფერი წესიერად და პატიოსნად გააკეთოო. იცით, არასდროს, არანაირ სხვა სახელმწიფო თანამდებობას არ დავთანხმდებოდი, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემგან საჯარო მოხელე არ დადგება, ჩემი საქმე, ჟურნალისტიკა, ძალიან მიყვარს და ''ჰამქარზე'' ხომ საერთოდ ჭკუას ვკარგავ. მოკლედ, ''ვერ გავცვლი სალსა კლდეებსა, საჯარო სამსახურზედა'' ...

ერთი სიტყვით, კომისიის თავმჯდომარე არ ვიცი, რა კრიტერიუმით აარჩიეს, მაგრამ კომისიის წევრებზე დიდხანს ვიმსჯელეთ და მეც გავუზიარე ჩემი მოსაზრებები, რაც გაითვალისწინეს კიდეც - სანდო, გამოცდილი და პატიოსანი ადამიანები სჭირდებოდათ. ისინი, ვისაც საზოგადოება ენდობა და ვისაც ამდენი ხანი ნამუსიანად უცხოვრია.

- საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების გაკრიტიკებაში ხელი არ შეგეშლებათ?

- არა, ამ კითხვას ხშირად მისვამენ და მესმის თქვენი, ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც ყოველღამე ვარ ეთერში, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ძველებურად ვაგრძელებ. ნებისმიერ, ჩემ მიმართ თუნდაც ანტიპათიურად განწყობილ ადამიანს შეუძლია ნახოს ჩემი ეთერი, თუ რამე შეკითხვა გაუჩნდება, მზად ვარ ვუპასუხო. როდესაც გასაკრიტიკებელი იყო, უკან არასდროს არაფერზე დამიხევია და არც დავიხევ. შეწყალების კომისიას ჩემთვის პასუხისმგებლობისა და დატვირთვის გარდა არაფერი მოუცია. უნდა ნახოთ, დღის განმავლობაში რამდენ ადამიანს ვხვდები. ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. მე არც საშოვარზე მოვსულვარ და არც რამე ხეირს ველოდები. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვცდილობ, პირნათლად შევასრულო, ეს არის და ეს. ნამდვილად არ მიღირს, ამის გამო რამეზე თვალი დავხუჭო.

- ალეკო, საზოგადოებაში ხუმრობენ, ციხეში შესაწყალებელი არავინ დარჩა, ყველა თავისუფალიაო...

- არა, ჩემო კარგო, ვერ ვიტყოდი, რომ ყველა თავისუფალია. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ციხეში ჯერ კიდევ 9 ათასი ადამიანია და დანარჩენი თავად განსაჯეთ. საახალწლოდ შეწყალების კიდევ ერთ ტალღას უნდა ველოდოთ და ძალიან მალევე, საშობაოსაც. ისე კი, თავიდანვე იმდენად კარგად მივდივართ და გულმოდგინედ ვმუშაობთ, რომ შეიძლება, საახალწლოდ ახალი შემოსული საქმეებიც ამოვწუროთ და ერთმა შეწყალების ნაკადმა საშობაო შეწყალებაც მოიცვას... თავიდან შიშნარევი მოლოდინი მქონდა, თუმცა რამდენიმე სხდომის შემდეგ მიხვდი, რომ ეს საკმაოდ საინტერესო საქმეა. ახლახან დავიწყე მუშაობა და უკვე გვარიანად შევედი აზარტში (იცინის)...

- რამდენად ''გვარიანად'' , ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეწყალებამ რომ მოგიწიოთ, რას იზამთ?

- იცით, ახლა ვაპირებთ ჩამოვაყალიბოთ კრიტერიუმები, რომლებიც კომპიუტერული პროგრამასავით იქნება და რომლის მიხედვითაც შედგება შესაწყალებელთა სია, ანუ ვიღაც იმ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ვიღაც – ვერა. რა ვიცი, მოგვმართოს ბატონმა ვანომ და ვიმსჯელებთ...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია