პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 წლის ქართველი მფრი­ნა­ვი გოგონას ისტორია
21 წლის ქართველი მფრი­ნა­ვი გოგონას ისტორია

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი 21 წლის მფრი­ნა­ვი ნა­დია ბენ­კლი­ა­ნი­ა. ნა­დი­ას ჯერ მხო­ლოდ ა-­22-ის ტი­პის თვით­მფრი­ნა­ვის მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დაფ­რი­ნავს.

- მფრი­ნა­ვე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში არას­დროს მქო­ნია ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის სურ­ვი­ლი, თუმ­ცა ბო­ლოს მა­ინც მფრი­ნა­ვო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ჩემ­თვის ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, რო­მან­ტი­კუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ა. თა­ვად უნ­და გა­მოს­ცა­დოთ თვით­მფრი­ნა­ვის მარ­თვა და მიხ­ვდე­ბი, რომ ამა­ზე მა­გა­რი პრო­ფე­სია არ არ­სე­ბობს. დე­დამ იტი­რა, პრო­ფე­სი­ად მფრი­ნა­ვო­ბა რო­ცა ავირ­ჩი­ე.

- ვინ არის მა­მა, ცნო­ბი­ლი მფრი­ნა­ვი­ა?

- მა­მა­ჩე­მი არის სტა­ნის­ლავ ბენ­კლი­ა­ნი, ბა­ბუ­ა, ბი­ძა - ყვე­ლა წამ­ყვა­ნი მფრი­ნა­ვი იყო. 7 თვის ასა­კი­დან მი­წევს ფრე­ნა, 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­მას გავ­ყე­ვი და პი­ლო­ტის კა­ბი­ნეტ­ში ვი­ჯე­ქი. ვერ გად­მოვ­ცემ, ეს რა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო ჩემ­თვის. ში­ში სა­ერ­თოდ არ მაქვს, ფრე­ნას ახ­ლავს და­ძა­ბუ­ლო­ბა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შეგ­რძნე­ბა­ა. რო­ცა პირ­ვე­ლად ავ­ფრინ­დი, ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, დაწყ­ნა­რე­ბუ­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან დაღ­ლი­ლი დავ­ფრინ­დი მი­წა­ზე, რად­გან პირ­ვე­ლი ფრე­ნა წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ და მა­მა ხში­რად მე­უბ­ნე­ბა, რომ ეს დი­დი ნაკ­ლი­ა.

- ბევ­რი მფრი­ნა­ვი გო­გო გვყავს?

- სამ­ნი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ახ­ლა მხო­ლოდ ორნი ვართ. ერ­თი და­ი­წუ­ნეს. სა­ა­ვი­ა­ცი­ო­ში სწავ­ლი­სას წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გვი­ტა­რე­ბენ სრულ გა­მოკ­ვლე­ვას, მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი ჯან­მრთე­ლი უნ­და იყოს და მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში გეძ­ლე­ვა ფრე­ნის უფ­ლე­ბა. ზოგს გუ­ლის გა­მო იწუ­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ერთ გო­გოს თა­ვის ქა­ლის ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა გა­და­უ­ღეს და აღ­მოჩ­ნდა, რომ მას შე­ნე­ლე­ბუ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და, ამი­ტომ არ ექ­ნე­ბა ფრე­ნის უფ­ლე­ბა. თვით­მფრი­ნა­ვის მარ­თვა სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა მან­ქა­ნის მარ­თვის­გან. ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­ვი­გა­ცი­უ­რი რუ­კე­ბის მი­ხედ­ვით დავ­ფრი­ნავთ, სა­დაც და­ხა­ზუ­ლია მარ­შრუ­ტი. დიდ ავი­ა­ცი­ა­ში კი დის­პეტ­ჩერ­თან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დავ­ფრი­ნავთ. ქა­ლის­თვის თვით­მფრი­ნა­ვის მარ­თვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ა­ა, მაგ­რამ ეს არ არის ის საქ­მე, რომ­ლის გა­მოც უა­რი უნ­და თქვა ოჯახ­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე. თვით­მფრი­ნა­ვი პედ­ლე­ბით უნ­და მარ­თო, ამ­ბო­ბენ, კარ­გი მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნას ცუ­დად მარ­თავ­სო და მარ­თა­ლი­ა.

- ექ­სტრი­მის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- დიახ, მინ­და პა­რა­შუ­ტი­თაც გად­მოვ­ხტე. ხი­დი­დან გად­მოხ­ტო­მა და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი არ მომ­წონს, თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ისე­თი პა­რა­შუ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბულ­მა ვმარ­თე ა-22 თე­ლავ­ში, მაგ­რამ ფრე­ნის დროს გან­ვიტ­ვირ­თე.

- რა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მგზავ­რებ­მა თვით­მფრი­ნა­ვით ფრე­ნი­სას, ბევ­რს ეში­ნი­ა...

- ყვე­ლა მგზავრს ურიგ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი­ა, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცნენ ავა­რი­ულ შემ­თხვე­ვა­ში. ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ამას, მაგ­რამ თუ ზუს­ტად და­ი­ცავთ მი­თი­თე­ბებს, მერ­წმუ­ნეთ, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შან­სი ნაკ­ლე­ბი­ა.

- სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბას არ აპი­რებ?

- მტკი­ცედ მაქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი - მე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში ვრჩე­ბი. მფრი­ნავს აფა­სე­ბენ იმით, თუ რამ­დე­ნი სა­ა­თი იფ­რი­ნა, ათას სა­ათს ვინც იფ­რენს, ის უკ­ვე გა­მოც­დილ მფრი­ნა­ვად ით­ვლე­ბა. გან­საზღ­ვრუ­ლი დრო­ით იკ­რძა­ლე­ბა შვი­ლის გა­ჩე­ნა, ახ­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა მაქვს ერ­თ-ერთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას­თან და თუ მეტყ­ვი­ან, რომ პირ­ვე­ლი სა­მი წე­ლი შვი­ლი არ უნ­და გა­ვა­ჩი­ნო - არ გა­ვა­ჩენ. ჯერ არ მეჩ­ქა­რე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom

21 წლის ქართველი მფრი­ნა­ვი გოგონას ისტორია

21 წლის ქართველი მფრი­ნა­ვი გოგონას ისტორია

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი 21 წლის მფრი­ნა­ვი ნა­დია ბენ­კლი­ა­ნი­ა. ნა­დი­ას ჯერ მხო­ლოდ ა-­22-ის ტი­პის თვით­მფრი­ნა­ვის მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დაფ­რი­ნავს.

- მფრი­ნა­ვე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში არას­დროს მქო­ნია ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის სურ­ვი­ლი, თუმ­ცა ბო­ლოს მა­ინც მფრი­ნა­ვო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ჩემ­თვის ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, რო­მან­ტი­კუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ა. თა­ვად უნ­და გა­მოს­ცა­დოთ თვით­მფრი­ნა­ვის მარ­თვა და მიხ­ვდე­ბი, რომ ამა­ზე მა­გა­რი პრო­ფე­სია არ არ­სე­ბობს. დე­დამ იტი­რა, პრო­ფე­სი­ად მფრი­ნა­ვო­ბა რო­ცა ავირ­ჩი­ე.

- ვინ არის მა­მა, ცნო­ბი­ლი მფრი­ნა­ვი­ა?

- მა­მა­ჩე­მი არის სტა­ნის­ლავ ბენ­კლი­ა­ნი, ბა­ბუ­ა, ბი­ძა - ყვე­ლა წამ­ყვა­ნი მფრი­ნა­ვი იყო. 7 თვის ასა­კი­დან მი­წევს ფრე­ნა, 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­მას გავ­ყე­ვი და პი­ლო­ტის კა­ბი­ნეტ­ში ვი­ჯე­ქი. ვერ გად­მოვ­ცემ, ეს რა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო ჩემ­თვის. ში­ში სა­ერ­თოდ არ მაქვს, ფრე­ნას ახ­ლავს და­ძა­ბუ­ლო­ბა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შეგ­რძნე­ბა­ა. რო­ცა პირ­ვე­ლად ავ­ფრინ­დი, ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, დაწყ­ნა­რე­ბუ­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან დაღ­ლი­ლი დავ­ფრინ­დი მი­წა­ზე, რად­გან პირ­ვე­ლი ფრე­ნა წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ და მა­მა ხში­რად მე­უბ­ნე­ბა, რომ ეს დი­დი ნაკ­ლი­ა.

- ბევ­რი მფრი­ნა­ვი გო­გო გვყავს?

- სამ­ნი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ახ­ლა მხო­ლოდ ორნი ვართ. ერ­თი და­ი­წუ­ნეს. სა­ა­ვი­ა­ცი­ო­ში სწავ­ლი­სას წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გვი­ტა­რე­ბენ სრულ გა­მოკ­ვლე­ვას, მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი ჯან­მრთე­ლი უნ­და იყოს და მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში გეძ­ლე­ვა ფრე­ნის უფ­ლე­ბა. ზოგს გუ­ლის გა­მო იწუ­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ერთ გო­გოს თა­ვის ქა­ლის ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა გა­და­უ­ღეს და აღმოჩნდა, რომ მას შე­ნე­ლე­ბუ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და, ამი­ტომ არ ექ­ნე­ბა ფრე­ნის უფ­ლე­ბა. თვით­მფრი­ნა­ვის მარ­თვა სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა მან­ქა­ნის მარ­თვის­გან. ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­ვი­გა­ცი­უ­რი რუ­კე­ბის მი­ხედ­ვით დავ­ფრი­ნავთ, სა­დაც და­ხა­ზუ­ლია მარ­შრუ­ტი. დიდ ავი­ა­ცი­ა­ში კი დის­პეტ­ჩერ­თან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დავ­ფრი­ნავთ. ქა­ლის­თვის თვით­მფრი­ნა­ვის მარ­თვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ა­ა, მაგ­რამ ეს არ არის ის საქ­მე, რომ­ლის გა­მოც უა­რი უნ­და თქვა ოჯახ­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე. თვით­მფრი­ნა­ვი პედ­ლე­ბით უნ­და მარ­თო, ამ­ბო­ბენ, კარ­გი მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნას ცუ­დად მარ­თავ­სო და მარ­თა­ლი­ა.

- ექ­სტრი­მის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- დიახ, მინ­და პა­რა­შუ­ტი­თაც გად­მოვ­ხტე. ხი­დი­დან გად­მოხ­ტო­მა და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი არ მომ­წონს, თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ისე­თი პა­რა­შუ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბულ­მა ვმარ­თე ა-22 თე­ლავ­ში, მაგ­რამ ფრე­ნის დროს გან­ვიტ­ვირ­თე.

- რა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მგზავ­რებ­მა თვით­მფრი­ნა­ვით ფრე­ნი­სას, ბევრს ეში­ნი­ა...

- ყვე­ლა მგზავრს ურიგ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი­ა, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცნენ ავა­რი­ულ შემ­თხვე­ვა­ში. ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ამას, მაგ­რამ თუ ზუს­ტად და­ი­ცავთ მი­თი­თე­ბებს, მერ­წმუ­ნეთ, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შან­სი ნაკ­ლე­ბი­ა.

- სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბას არ აპი­რებ?

- მტკი­ცედ მაქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი - მე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში ვრჩე­ბი. მფრი­ნავს აფა­სე­ბენ იმით, თუ რამ­დე­ნი სა­ა­თი იფ­რი­ნა, ათას სა­ათს ვინც იფ­რენს, ის უკ­ვე გა­მოც­დილ მფრი­ნა­ვად ით­ვლე­ბა. გან­საზღ­ვრუ­ლი დრო­ით იკ­რძა­ლე­ბა შვი­ლის გა­ჩე­ნა, ახ­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა მაქვს ერ­თ-ერთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას­თან და თუ მეტყ­ვი­ან, რომ პირ­ვე­ლი სა­მი წე­ლი შვი­ლი არ უნ­და გა­ვა­ჩი­ნო - არ გა­ვა­ჩენ. ჯერ არ მეჩ­ქა­რე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია