მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook-ი ღილაკ Sympathise-ის (გითანაგრძნობ) ფუნქციას ამუშავებს. სოციალური ქსელის შემქმნელები აპირებენ Like (მომწონს) ღილაკის ანალოგი შექმნან.
ღილაკი "მომწონს" (Like) Facebook-მა 2010 წლის შემოდგომაზე გაუშვა. იგი საშუალებას იძლევა მოვიწონოთ ესა თუ ის ჩანაწერი და რეკომენდაცია გავუწიოთ სოციალურ ქსელში მოწონებულ კონტენტს. მაგრამ რადგან ადამიანები ხშირად Facebook-ით სამწუხარო ამბებსაც უზიარებენ ერთმანეთს - ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელი ღილაკ - "არ მომწონს" (Dislike) შექმნაზე მუშაობდა.
ღილაკ Sympathise (გითანაგრძნობ) შექმნის შესახებ Facebook-ის პროგრამისტების მომხმარებლებთან და ექსპერტებთან მორიგი ონლაინ-კონფერენციის მსვლელობისას გახდა ცნობილი.
პროგრამისტ დენა მარიელოს თქმით, ერთ-ერთი მისი კოლეგა გარკვეული დროის წინ ამუშავებდა ღილაკ Like-ის Sympathise-ით შეცვლის შესაძლებლობას. ეს პროცესი "ფეისბუქის" შიდა ჰაკატონის (ღონისძიება, რომლის დროსაც პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ გარკვეული პრობლემის გადასაწყვეტად) ფარგლებში მიმდინარეობდა და ღილაკის შინაარსი იმ შემთხვევაში იცვლებოდა, თუკი მომხმარებელი შეტყობინებაში ნეგატიური ემოციის სპეციალურ ნიშანს ჩართავდა.
აღნიშნული ფუნქციის ამოქმედების ზუსტი გეგმები ჯერჯერობით უცნობია.
მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.