პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
16 წლის ქართველი გოგონა "მის ევროპელი პრინცესა" გახდა
16 წლის ქართველი გოგონა "მის ევროპელი პრინცესა" გახდა

16 წლის იაკო მღებ­რიშ­ვი­ლი, "მის ევ­რო­პე­ლი პრინ­ცე­სა" გახ­და. მალ­ტა­ში გა­მარ­თულ კონ­კურ­სში - "მის ევ­რო­პე­ლი", 8 ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ­გან 7 სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" მო­დე­ლი გახ­ლდათ, ერთი კი - მა­ნა­ნა გოგ­რი­ჩი­ძის. კონ­კურ­სზე ინ­გლი­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ი­მარ­ჯვა... ჩვენ "მის ევ­რო­პელ პრინ­ცე­სას" და "მის ევ­რო­პე­ლის" ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს - სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" ხელ­მძღვა­ნელს, ქალ­ბა­ტონ ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- "მის ევ­რო­პე­ლი" მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზის კი არა, ტა­ლან­ტის კონ­კურ­სიც გახ­ლავთ. მას­ში 8 ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ალ­ბათ გახ­სოვთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში (ფოთ­ში) კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის - ქალ­ბა­ტონ ეკა ბე­სე­ლი­ას მხარ­და­ჭე­რით, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა. 25-მდე ჟი­უ­რის წევ­რი გვყავ­და. 10 სა­უ­კე­თე­სო გო­გო­ნა შე­ვარ­ჩი­ეთ და მათ­გან 8 მალ­ტა­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ. "მის ევ­რო­პე­ლის" პირ­ველ დღეს, ტა­ლან­ტის კონ­კურ­სი გა­ი­მარ­თა. ჩვენ­მა გო­გო­ნებ­მა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის პო­პუ­რი ("დავ­ლუ­რი", "აჭა­რუ­ლი", "მთი­უ­ლუ­რი") წა­რად­გი­ნეს. ქარ­თველ კონ­კურ­სან­ტებს ყვე­ლა­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი უყუ­რებ­დნენ - უკ­ვირ­დათ, რომ მო­დე­ლე­ბი ასე კარ­გად ცეკ­ვავ­დნენ. კონ­კურ­სი "ევ­რო­ვი­ზი­ის" სტილ­ში ჩა­ტარ­და. მე ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი გახ­ლდით და ჩემი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. ტა­ლან­ტის კონ­კურ­სზე 4 ქუ­ლით წა­ვა­გეთ და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დით. მე­ო­რე დღეს დი­ზა­ი­ნე­რე­ბის კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და. 3 დი­ზა­ი­ნე­რი ჩა­მოფ­რინ­და, მათ შო­რის - იტა­ლი­ე­ლი მან­გა­ნო. დი­ზა­ი­ნე­რებ­მა კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან 3 გო­გო­ნა - ირმა აბ­რა­მი­ძე, იაკო მღებ­რიშ­ვი­ლი და თი­ნა­თინ ბაბ­ლუ­ა­ნი შე­არ­ჩი­ეს. ირმა აბ­რა­მი­ძე მან­გა­ნოს სახე გახ­და... შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და. ქარ­თვე­ლებს უკვე ყვე­ლა გვიც­ნობ­და. მთე­ლი ევ­რო­პა ავა­ცეკ­ვეთ, ყველ­გან ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ის­მო­და. მალ­ტი­დან ჩა­მო­სულ­მა ვთქვი: გაგ­ვიშ­ვით და ნა­ტო­ში ჩვე­ნი სი­ლა­მა­ზი­თა და ცეკ­ვით შე­ვალთ-მეთ­ქი (იცი­ნის)... კონ­კურ­სის ფი­ნალ­ზე ცეკ­ვის "მო­ნა­ხა­ზი" მალ­ტის ქო­რე­ოგ­რაფ­მა დად­გა. ეს სა­ღა­მო ქარ­თველ­მა გო­გო­ნებ­მა გახ­სნეს. იაკო მღებ­რიშ­ვი­ლი "ევ­რო­პის პრინ­ცე­სა" გახ­და, "ვიცე-პრინ­ცე­სე­ბი" კი - მარი თევ­დო­რა­ძე და თი­ნა­თინ ბაბ­ლუ­ა­ნი. ამ 8 გო­გო­ნას მალ­ტა­ში წაყ­ვა­ნი­სათ­ვის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნისტრს, ბა­ტონ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას ვუხ­დი დიდ მად­ლო­ბას და ასე­ვე, ეკა ბე­სე­ლი­ას - მხარ­და­ჭე­რის­თვის.

იაკო მღებ­რიშ­ვი­ლი:

- "მის ევ­რო­პე­ლის" კონ­კურ­სზე დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო. "პრინ­ცე­სო­ბას" ვე­ლო­დი-მეთ­ქი, - ვერ ვი­ტყვი, რად­გან ყვე­ლა­ნი სა­ოც­რად ლა­მა­ზე­ბი იყ­ვნენ. ვნერ­ვი­უ­ლობ­დით.

ეკა:

- რო­დე­საც ჟი­უ­რი­ში ვი­ჯე­ქი, ცრემ­ლე­ბი მდი­ო­და. ჟი­უ­რის სხვა წევ­რე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - რა გა­ტი­რებს, ყვე­ლა­ზე კარ­გე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი ხარ­თო. მე კი ვპა­სუ­ხობ­დი - არ ვიცი, თქვე­ნი ქვეყ­ნის კონ­კურ­სან­ტებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, მაგ­რამ მე რო­მელ "თით­ზე ვი­კ­ბი­ნო", არ ვიცი-მეთ­ქი (იღი­მის). ერთი კონ­კურ­სან­ტი როცა მიმ­ყავს, მშვი­დად ვარ, მაგ­რამ ახლა 8 გო­გო­ნა­დან 3 უნდა შე­ერ­ჩი­ათ.

იაკო:

- უცხო­ე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი გვა­ჩე­რებ­დნენ და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: თქვენ­სა­ვით ლა­მა­ზი აქ არა­ვინ არი­სო.

- სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ მო­გე­წო­ნათ?

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი და ამავდრო­უ­ლად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის მქო­ნე­ნი იყ­ვნენ. ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დით, სა­ქარ­თვე­ლო ისე წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა, რო­გორც სა­ჭი­რო იყო და რო­გორც ეს ეკას გა­უ­ხარ­დე­ბო­და (იღი­მის).

ეკა:

- ერთი ფაქ­ტი გულ­ში ხინ­ჯად დამ­რჩა: ყვე­ლა უცხო­ე­ლი კონ­კურ­სან­ტი სა­ათ­ში ერთხელ, სა­მოსს იც­ვლი­და, თან - ყვე­ლა­ფე­რი ბრენ­დუ­ლი ჰქონ­დათ. "ინ­გლის­მა" სა­ერ­თოდ შოკ­ში ჩა­მაგ­დო: მალ­ტის პრე­ზი­დენ­ტის მხარ­და­ჭე­რით, სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია ჩა­ტარ­და. ყუ­ლა­ბე­ბი დაგ­ვი­რი­გეს, ყვე­ლა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს თან­ხა უნდა შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა. ვიშ­რო­მეთ, ვიწ­ვა­ლეთ, შე­ვაგ­რო­ვეთ, მაგ­რამ ჭო­რის დო­ნე­ზე შე­ვი­ტყვე, რომ ამ აქ­ცი­ა­ზე ინ­გლი­სი გა­ი­მარ­ჯვებ­და. გა­მიკ­ვირ­და, რად­გან ჩვენ უფრო მეტ ფულს გვიყ­რიდ­ნენ. შემ­დეგ შე­ვი­ტყვეთ, თურ­მე მათ სა­კუ­თა­რი ფუ­ლიც ჩა­დეს... თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი ფული და სა­ათ­ში ერთხელ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სის გა­მოც­ვლა წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­რო სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა...

- ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ვინ იზ­რუ­ნა?

- დი­ზა­ი­ნერ­მა მა­ნა­ნა გოგ­რი­ჩი­ძემ. სხვა­თა შო­რის, ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ - რა ბრენ­დის სა­მო­სი გაც­ვი­აო და მო­წო­ნე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დნენ.

- იაკო, რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ობ?

- მე­ო­რე წე­ლია, რაც "კატ­რინ­ში" ვმუ­შა­ობ. მო­ცეკ­ვა­ვეც ვარ - 6 წლი­დან ქარ­თულ ხალ­ხურ ცეკ­ვას ვას­რუ­ლებ.

- "მის ევ­რო­პე­ლი პრინ­ცე­სას" ტი­ტუ­ლი შენ­თვის რას ნიშ­ნავს?

- ეს დიდი წარ­მა­ტე­ბაა...

ეკა:

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მო­ე­მა­ტე­ბა (იცი­ნი­ან), მაგ­რამ კონ­ტრაქ­ტის თა­ნახ­მად, 5 წელი ვერ გა­თხოვ­დე­ბა.

- ბევ­რი იფიქ­რე, ვიდ­რე ამ კონ­ტრაქტს გა­ა­ფორ­მებ­დი?

იაკო:

- არა, რად­გან "კატ­რი­ნი" ჩვენ­თვის მე­ო­რე ოჯა­ხია. ერ­თმა­ნე­თი ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს.

ეკა:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გა­ი­გეს, რამ­დე­ნი შვი­ლი მყავს - სა­დაც მივ­დი­ვართ (სა­ლონ­ში, გა­და­ღე­ბა­ზე, კონ­კურ­სზე), მო­დე­ლე­ბი სულ "დე­და­თი" მომ­მარ­თა­ვენ (იცი­ნის).

იაკო:

- მალ­ტა­ში ყოფ­ნი­სას, ყო­ველ სა­ღა­მოს ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ვიპ­რან­ჭე­ბო­დით. ერთხელ ეკას იდეა მო­უ­ვი­და: ახლა დას­ხე­დით და თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი 1-2 სი­ტყვით და­მი­წე­რე­თო. რა 1-2 სი­ტყვა? 3-4 ფურ­ცე­ლი შე­ვავ­სეთ (იცი­ნის)!

ეკა:

- მალ­ტა­ში, მო­დე­ლებს შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი თაკო სორ­დია იყო. და­მი­წე­რა: შენი სა­ხით, ღმერ­თმა ან­გე­ლო­ზი გა­მო­მიგ­ზავ­ნაო... ამ გო­გო­ნე­ბის­თვის სი­ტყვა "დედა" ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და ვერც წარ­მო­ედ­გი­ნათ, რომ "დე­და­თი" მშობ­ლის გარ­და, სხვა­საც თუ მი­მარ­თავ­დნენ... ადრე ასე­თი გულ­ჩვი­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ბოლო დროს რა­ღაც და­მე­მარ­თა.

- "მის ევ­რო­პე­ლის" კონ­კურ­სის­თვის შერ­ჩე­ულ­მა 8 გო­გო­ნამ, რო­მელ­თა შო­რი­საც 7 - "კატ­რი­ნის" მო­დე­ლი გახ­ლდათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ხომ არ გა­მო­იწ­ვია?

- ჟი­უ­რის წევ­რებს დიდ პა­ტივს ვცემ, მით უმე­ტეს - კრის­ტი ყიფ­ში­ძეს. მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­სო­დეს შევ­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ვარ, თუმ­ცა ერთ სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ: მა­ყუ­რებ­ლის, ჟი­უ­რი­სა და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ერ­თხელ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს. ჩემი ყვე­ლა პრო­ექ­ტი გამჭვირ­ვა­ლეა. უპი­რა­ტე­სო­ბას სა­კუ­თარ შვილ­საც არ მი­ვა­ნი­ჭებ, თუკი ის კონ­კრე­ტულ სფე­რო­ში ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტი არ არის. ასე­თი პრინ­ცი­პი მაქვს.

- პრო­ფე­სი­ად მო­დე­ლო­ბა გაქვს არ­ჩე­უ­ლი?

იაკო:

- არა. უბ­რა­ლოდ, დღეს ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. 3 წლის ვი­ყავი, როცა გა­დავ­წყვი­ტე, პო­ლი­ცი­ე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი (იცი­ნის). ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ - მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე ვარ. ვფიქ­რობ, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რებ.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებ?

- ვცდი­ლობ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვიყო, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ნაკ­ლე­ბად მაქვს.

ეკა:

- "კატ­რი­ნის" მო­დე­ლებს ღა­მის გარ­თო­ბე­ბი ეზღუ­დე­ბათ. ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში უნდა იყოს. თუ "კატ­რი­ნის" მო­დე­ლი ხარ, შენი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო და ოჯა­ხი უნდა გიყ­ვარ­დეს. სწავ­ლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია: მინ­და, მო­დე­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მითი და­ვამ­სხვრიო და და­ვამ­ტკი­ცო, რომ შე­იძ­ლე­ბა, ქალი ერ­თდრო­უ­ლად ლა­მა­ზიც იყოს, გა­ნათ­ლე­ბუ­ლიც და ჭკვი­ა­ნიც.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი თავს "მის ევ­რო­პელ პრინ­ცე­სად" თუ გრძნობ?

იაკო:

- რო­გორ არა! აე­რო­პორ­ტში უამ­რა­ვი ხალ­ხი დაგ­ვხვდა. პირ­ვე­ლი­ვე ფრა­ზა, რაც გა­ვი­გო­ნე, ეს იყო: ვა­ი­მე, რა ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი არი­ა­ნო! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამის მერე თავი "პრინ­ცე­სად" არ ვიგ­რძნო?

- წე­ღან მგო­ნი, გა­გი­ხარ­და, როცა ეკამ გი­თხრა, - თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მო­გე­მა­ტე­ბაო.

- არა, არა, უკვე მე­ო­რე წე­ლია, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავს. მას ჩემი "ორი­ვე დედა" იც­ნობს - მთა­ვა­რი ეს არის.

ეკა:

- რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე გვეს­წრე­ბა, გვეხ­მა­რე­ბა... სა­სი­ძო მომ­წონს.

- შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვინ არის, რას საქ­მი­ა­ნობს?

იაკო:

- მე­რაბ ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუნდში, ხუ­თე­ულ­ში თა­მა­შობს. ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შეა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რად­გან სა­სი­ძო მოგ­წონთ, შე­იძ­ლე­ბა, ია­კოს კონ­ტრაქ­ტის დარ­ღვე­ვის უფ­ლე­ბაც მის­ცეთ?

ეკა:

- რომ მომ­წონს, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ კონ­ტრაქ­ტი უნდა და­ირ­ღვეს. მკაც­რად და­ის­ჯე­ბი, მე­რაბ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნე (იცი­ნის)!..

იაკო:

- გა­თხო­ვე­ბას ჯერ არ ვა­პი­რებ. 16 წლის ვარ - ოჯა­ხის შექ­მნა აზ­რა­დაც არ მომ­სვლია.

- და­სას­რულ, რა­მის თქმა ხომ არ გსურთ?

ეკა:

- სა­ლო­მე მარ­კო­ზი­ას­თან და ბექა ჩი­ტა­ი­ას­თან ერ­თად, მალე "ბესტ მო­დე­ლის" მსოფ­ლიო კონ­კურ­სზე, ბულ­გა­რეთ­ში მივფრი­ნავთ. ეს უკვე "სუფ­თა" მო­დის კონ­კურ­სია, რო­მელ­შიც ნა­ო­მი კემ­პბე­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ლო­მე მარ­კო­ზია "კატ­რი­ნის" მო­დე­ლი გახ­ლავთ, ბექა ჩი­ტა­ია კი - "ბესტ მო­დე­ლის". ისი­ნი კას­ტინ­გის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვარ­ჩი­ეთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "ბესტ მო­დე­ლის" მსოფ­ლიო კონ­კურ­სი­და­ნაც ნო­მი­ნა­ცი­ით დავ­ბრუნ­დე­ბით.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ასე­ვე: ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი - "კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი" ჟურ­ნა­ლის­ტი და 50 ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნას "დედა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

16 წლის ქართველი გოგონა "მის ევროპელი პრინცესა" გახდა

16 წლის ქართველი გოგონა "მის ევროპელი პრინცესა" გახდა

16 წლის იაკო მღებრიშვილი, "მის ევროპელი პრინცესა" გახდა. მალტაში გამართულ კონკურსში - "მის ევროპელი", 8 ქართველი გოგონა მონაწილეობდა. მათგან 7 სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი გახლდათ, ერთი კი - მანანა გოგრიჩიძის. კონკურსზე ინგლისის წარმომადგენელმა გაიმარჯვა... ჩვენ "მის ევროპელ პრინცესას" და "მის ევროპელის" ჟიურის ერთ-ერთ წევრს - სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელს, ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს ვესაუბრეთ.

- "მის ევროპელი" მხოლოდ სილამაზის კი არა, ტალანტის კონკურსიც გახლავთ. მასში 8 ქართველი გოგონა მონაწილეობდა. ალბათ გახსოვთ, საქართველოში (ფოთში) კულტურის სამინისტროსა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის - ქალბატონ ეკა ბესელიას მხარდაჭერით, სილამაზის კონკურსის გრანდიოზული ფინალი გაიმართა. 25-მდე ჟიურის წევრი გვყავდა. 10 საუკეთესო გოგონა შევარჩიეთ და მათგან 8 მალტაში წავიყვანეთ. "მის ევროპელის" პირველ დღეს, ტალანტის კონკურსი გაიმართა. ჩვენმა გოგონებმა ქართული ხალხური ცეკვის პოპური ("დავლური", "აჭარული", "მთიულური") წარადგინეს. ქართველ კონკურსანტებს ყველანი გაოცებულები უყურებდნენ - უკვირდათ, რომ მოდელები ასე კარგად ცეკვავდნენ. კონკურსი "ევროვიზიის" სტილში ჩატარდა. მე ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდით და ჩემი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემის უფლება არ მქონდა. ტალანტის კონკურსზე 4 ქულით წავაგეთ და მეორე ადგილზე გავედით. მეორე დღეს დიზაინერების კონკურსი ჩატარდა. 3 დიზაინერი ჩამოფრინდა, მათ შორის - იტალიელი მანგანო. დიზაინერებმა კონკურსანტებიდან 3 გოგონა - ირმა აბრამიძე, იაკო მღებრიშვილი და თინათინ ბაბლუანი შეარჩიეს. ირმა აბრამიძე მანგანოს სახე გახდა... შემდეგ რეპეტიციები იმართებოდა. ქართველებს უკვე ყველა გვიცნობდა. მთელი ევროპა ავაცეკვეთ, ყველგან ქართული სიმღერები ისმოდა. მალტიდან ჩამოსულმა ვთქვი: გაგვიშვით და ნატოში ჩვენი სილამაზითა და ცეკვით შევალთ-მეთქი (იცინის)... კონკურსის ფინალზე ცეკვის "მონახაზი" მალტის ქორეოგრაფმა დადგა. ეს საღამო ქართველმა გოგონებმა გახსნეს. იაკო მღებრიშვილი "ევროპის პრინცესა" გახდა, "ვიცე-პრინცესები" კი - მარი თევდორაძე და თინათინ ბაბლუანი. ამ 8 გოგონას მალტაში წაყვანისათვის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ გურამ ოდიშარიას ვუხდი დიდ მადლობას და ასევე, ეკა ბესელიას - მხარდაჭერისთვის.

იაკო მღებრიშვილი:

- "მის ევროპელის" კონკურსზე დიდი კონკურენცია იყო. "პრინცესობას" ველოდი-მეთქი, - ვერ ვიტყვი, რადგან ყველანი საოცრად ლამაზები იყვნენ. ვნერვიულობდით.

ეკა:

- როდესაც ჟიურიში ვიჯექი, ცრემლები მდიოდა. ჟიურის სხვა წევრები მეკითხებოდნენ, - რა გატირებს, ყველაზე კარგები ქართველები ხართო. მე კი ვპასუხობდი - არ ვიცი, თქვენი ქვეყნის კონკურსანტებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ მე რომელ "თითზე ვიკბინო", არ ვიცი-მეთქი (იღიმის). ერთი კონკურსანტი როცა მიმყავს, მშვიდად ვარ, მაგრამ ახლა 8 გოგონადან 3 უნდა შეერჩიათ.

იაკო:

- უცხოელი კონკურსანტები გვაჩერებდნენ და გვეუბნებოდნენ: თქვენსავით ლამაზი აქ არავინ არისო.

- სხვა ქვეყნის წარმომადგენლები თუ მოგეწონათ?

- ძალიან ლამაზები და ამავდროულად, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონენი იყვნენ. ქართველები ყველანაირად ვცდილობდით, საქართველო ისე წარმოგვეჩინა, როგორც საჭირო იყო და როგორც ეს ეკას გაუხარდებოდა (იღიმის).

ეკა:

- ერთი ფაქტი გულში ხინჯად დამრჩა: ყველა უცხოელი კონკურსანტი საათში ერთხელ, სამოსს იცვლიდა, თან - ყველაფერი ბრენდული ჰქონდათ. "ინგლისმა" საერთოდ შოკში ჩამაგდო: მალტის პრეზიდენტის მხარდაჭერით, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. ყულაბები დაგვირიგეს, ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს თანხა უნდა შეგვეგროვებინა. ვიშრომეთ, ვიწვალეთ, შევაგროვეთ, მაგრამ ჭორის დონეზე შევიტყვე, რომ ამ აქციაზე ინგლისი გაიმარჯვებდა. გამიკვირდა, რადგან ჩვენ უფრო მეტ ფულს გვიყრიდნენ. შემდეგ შევიტყვეთ, თურმე მათ საკუთარი ფულიც ჩადეს... თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბევრი ფული და საათში ერთხელ ბრენდული სამოსის გამოცვლა წარმატების მისაღწევად საჭირო სულაც არ ყოფილა...

- ქართველი კონკურსანტების ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა?

- დიზაინერმა მანანა გოგრიჩიძემ. სხვათა შორის, ჩემი ჩაცმულობით ინტერესდებოდნენ, მეკითხებოდნენ - რა ბრენდის სამოსი გაცვიაო და მოწონებას გამოხატავდნენ.

- იაკო, რამდენი ხანია, რაც სამოდელო სფეროში მუშაობ?

- მეორე წელია, რაც "კატრინში" ვმუშაობ. მოცეკვავეც ვარ - 6 წლიდან ქართულ ხალხურ ცეკვას ვასრულებ.

- "მის ევროპელი პრინცესას" ტიტული შენთვის რას ნიშნავს?

- ეს დიდი წარმატებაა...

ეკა:

- თაყვანისმცემლები მოემატება (იცინიან), მაგრამ კონტრაქტის თანახმად, 5 წელი ვერ გათხოვდება.

- ბევრი იფიქრე, ვიდრე ამ კონტრაქტს გააფორმებდი?

იაკო:

- არა, რადგან "კატრინი" ჩვენთვის მეორე ოჯახია. ერთმანეთი ყველას ძალიან გვიყვარს.

ეკა:

- საქართველოში ვერ გაიგეს, რამდენი შვილი მყავს - სადაც მივდივართ (სალონში, გადაღებაზე, კონკურსზე), მოდელები სულ "დედათი" მომმართავენ (იცინის).

იაკო:

- მალტაში ყოფნისას, ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით, ვიპრანჭებოდით. ერთხელ ეკას იდეა მოუვიდა: ახლა დასხედით და თქვენი შთაბეჭდილებები 1-2 სიტყვით დამიწერეთო. რა 1-2 სიტყვა? 3-4 ფურცელი შევავსეთ (იცინის)!

ეკა:

- მალტაში, მოდელებს შორის, სოციალურად დაუცველი თაკო სორდია იყო. დამიწერა: შენი სახით, ღმერთმა ანგელოზი გამომიგზავნაო... ამ გოგონებისთვის სიტყვა "დედა" ძალიან ძვირფასია და ვერც წარმოედგინათ, რომ "დედათი" მშობლის გარდა, სხვასაც თუ მიმართავდნენ... ადრე ასეთი გულჩვილი არ ვიყავი, მაგრამ ბოლო დროს რაღაც დამემართა.

- "მის ევროპელის" კონკურსისთვის შერჩეულმა 8 გოგონამ, რომელთა შორისაც 7 - "კატრინის" მოდელი გახლდათ, საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა ხომ არ გამოიწვია?

- ჟიურის წევრებს დიდ პატივს ვცემ, მით უმეტეს - კრისტი ყიფშიძეს. მათ გადაწყვეტილებას არასოდეს შევწინააღმდეგებივარ, თუმცა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: მაყურებლის, ჟიურისა და ჩემი გადაწყვეტილება არაერთხელ დაემთხვა ერთმანეთს. ჩემი ყველა პროექტი გამჭვირვალეა. უპირატესობას საკუთარ შვილსაც არ მივანიჭებ, თუკი ის კონკრეტულ სფეროში ღირსეული კანდიდატი არ არის. ასეთი პრინციპი მაქვს.

- პროფესიად მოდელობა გაქვს არჩეული?

იაკო:

- არა. უბრალოდ, დღეს ამ საქმით ვარ დაკავებული. 3 წლის ვი­ყავი, როცა გადავწყვიტე, პოლიციელი გავმხდარიყავი (იცინის). ამჟამად სკოლაში ვსწავლობ - მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვარ. ვფიქრობ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარებ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- ვცდილობ, მეგობრებთან ერთად ვიყო, მაგრამ თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს.

ეკა:

- "კატრინის" მოდელებს ღამის გართობები ეზღუდებათ. ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. თუ "კატრინის" მოდელი ხარ, შენი სარწმუნოება, საქართველო და ოჯახი უნდა გიყვარდეს. სწავლაც აუცილებელია: მინდა, მოდელების შესახებ გავრცელებული მითი დავამსხვრიო და დავამტკიცო, რომ შეიძლება, ქალი ერთდროულად ლამაზიც იყოს, განათლებულიც და ჭკვიანიც.

- საქართველოში დაბრუნებული თავს "მის ევროპელ პრინცესად" თუ გრძნობ?

იაკო:

- როგორ არა! აეროპორტში უამრავი ხალხი დაგვხვდა. პირველივე ფრაზა, რაც გავიგონე, ეს იყო: ვაიმე, რა ლამაზი გოგონები არიანო! როგორ შეიძლება, ამის მერე თავი "პრინცესად" არ ვიგრძნო?

- წეღან მგონი, გაგიხარდა, როცა ეკამ გითხრა, - თაყვანისმცემლები მოგემატებაო.

- არა, არა, უკვე მეორე წელია, შეყვარებული მყავს. მას ჩემი "ორივე დედა" იცნობს - მთავარი ეს არის.

ეკა:

- რეპეტიციებზე გვესწრება, გვეხმარება... სასიძო მომწონს.

- შენი შეყვარებული ვინ არის, რას საქმიანობს?

იაკო:

- მერაბ ბოქოლიშვილი კალათბურთელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდში, ხუთეულში თამაშობს. ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

- ქალბატონო ეკა, რადგან სასიძო მოგწონთ, შეიძლება, იაკოს კონტრაქტის დარღვევის უფლებაც მისცეთ?

ეკა:

- რომ მომწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონტრაქტი უნდა დაირღვეს. მკაცრად დაისჯები, მერაბ, გაითვალისწინე (იცინის)!..

იაკო:

- გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ. 16 წლის ვარ - ოჯახის შექმნა აზრადაც არ მომსვლია.

- დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გსურთ?

ეკა:

- სალომე მარკოზიასთან და ბექა ჩიტაიასთან ერთად, მალე "ბესტ მოდელის" მსოფლიო კონკურსზე, ბულგარეთში მივფრინავთ. ეს უკვე "სუფთა" მოდის კონკურსია, რომელშიც ნაომი კემპბელიდან დაწყებული, ყველა ცნობილი მოდელი მონაწილეობდა. სალომე მარკოზია "კატრინის" მოდელი გახლავთ, ბექა ჩიტაია კი - "ბესტ მოდელის". ისინი კასტინგის მეშვეობით შევარჩიეთ. დარწმუნებული ვარ, "ბესტ მოდელის" მსოფლიო კონკურსიდანაც ნომინაციით დავბრუნდებით.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე: ეკა მგალობლიშვილი - "კეთილთვისებიანი" ჟურნალისტი და 50 ულამაზესი გოგონას "დედა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება