საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აივ-ინფიცირებული ფეხმძიმე სამმა სამშობიარომ არ მიიღო - დისკრიმინაციის ფაქტები საქართველოში
აივ-ინფიცირებული ფეხმძიმე სამმა სამშობიარომ არ მიიღო - დისკრიმინაციის ფაქტები საქართველოში

1 დე­კემ­ბერს მსოფ­ლი­ომ შიდსთან ბრძო­ლის დღე აღ­ნიშ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღ­ნიშ­ნულ თა­რიღს არა­ერ­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის აქ­ცია მი­ე­ძღვნა. რო­გორც რე­ა­ლო­ბამ აჩ­ვე­ნა, გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჯერ კი­დევ ბევ­რია და სა­ინ­ფორ­მა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გარ­და, უფრო მას­შტა­ბუ­რი პრო­პა­გან­დაა გა­სა­წე­ვი, ვი­ნა­ი­დან აივ-შიდსის მა­ტა­რე­ბელ პა­ცი­ენ­ტებს არა მარ­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც ავიწ­რო­ვე­ბენ. ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო კი ისაა, რომ აივ-და­დე­ბი­თი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხში­რად სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მიერ ხდე­ბა.

აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნინო: წე­სით არა­ვის უნდა სცოდ­ნო­და, რომ აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ სამ­შო­ბი­ა­რო­ში ყვე­ლამ გა­ი­გო ამის შე­სა­ხებ. მოკ­ლედ პა­ლა­ტა­ში ჩაქ­რა შუქი. ძა­ლი­ან ცი­ო­და და სა­ნი­ტარს ვთხო­ვე სხვა ოთახ­ში გა­და­ვეყ­ვა­ნე, სა­დაც სი­ნათ­ლეც იყო და გათ­ბო­ბაც. ნაც­ვლად იმი­სა, რომ დამ­ხმა­რე­ბო­და, ეს სა­ნი­ტა­რი დე­რე­ფან­ში გა­ვი­და და მო­რი­გე ექიმს ყვი­რი­ლი და­უ­წყო: ამ ქალს ხელს ვერ ვახ­ლებ, ვერ­სად ვერ გა­და­ვიყ­ვან, შიდსი­ა­ნი­აო. მთე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ე­ფი­ნა დე­რე­ფან­ში სე­ი­რის სა­ნა­ხა­ვად. სა­შინ­ლად დამ­ცი­რე­ბუ­ლი და დათ­რგუ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი, აღარც შვი­ლის გა­ჩე­ნა მი­ხა­რო­და, ისე­თი სტრე­სი მო­ვი­ღე და მო­რა­ლუ­რად გავ­ნად­გურ­დი. რა თქმა უნდა, დამ­ნა­შა­ვე არ დას­ჯი­ლა…

აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დათო: სტო­მა­ტო­ლოგ­თან რამ­დენ­ჯერ­მე ისე მი­ვე­დი, რომ არ მით­ქვამს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რომ ვი­ყა­ვი. სინ­დის­მა შე­მა­წუ­ხა და ბოლო ვი­ზიტ­ზე ვუ­თხა­რი, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ყვი­რი­ლი და­მი­წყო, აქ რას მო­ეთ­რე­ო­დიო. რა­ტომ არ გა­მაფრ­თხი­ლე შიდსი­ა­ნი რომ იყა­ვიო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა და­მე­მარ­თე­ბო­და… კბი­ლი ისევ და­საბ­ჟე­ნი მქონ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი სხვა სტო­მა­ტო­ლოგ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი. იქ უკვე ტყუ­ი­ლი ვთქვი და ექიმს გან­ვუ­ცხა­დე, რომ C ჰე­პა­ტი­ტის მქონ­და. ექიმ­მა მო­მის­მი­ნა და მიმ­კურ­ნა­ლა, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ია­რა­ღებს ცალ­კე აწყობ­დნენ სას­ტე­რი­ლი­ზა­ცი­ოდ. საკ­ვირ­ვე­ლია ის, რომ C ჰე­პა­ტი­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი უფრო მი­სა­ღე­ბია ექი­მე­ბის­თვის, ვიდ­რე აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. ამ დროს C ჰე­პა­ტი­ტი უფრო ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა.

შიდსის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ექიმ-ლა­ბო­რან­ტის, იზა ბო­დო­კი­ას გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში კლი­ნი­კე­ბი აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს არ იღე­ბენ, ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­ჯა­როდ ხდე­ბა. კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მალე სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შევა.

იზა ბო­დო­კია- შიდსის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ექიმ-ლა­ბო­რან­ტი: ად­ვო­კა­ტე­ბი უკვე მუ­შა­ო­ბენ სარ­ჩე­ლებ­ზე და მალე სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­ტანთ. აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­სა­ხე­ლებთ იმ კლი­ნი­კებს, რო­მელ­თა პერ­სო­ნა­ლი უდი­ე­რად ექ­ცე­ვა აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს და მათ სტა­ტუსს სა­ჯა­როს ხდის. ამას წი­ნათ სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბამ ერთი ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნა. ბიჭ­მა თა­ვი­სი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმს უთხრა. ამ ექიმ­მა კი შე­ყა­რა ცა და ქვე­ყა­ნა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­მენ­ტა­ლუ­რად ყვე­ლამ გა­ი­გო ამ ბი­ჭის აივ და­დე­ბი­თი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ. იმ­ხე­ლა სტრე­სი მი­ი­ღო ამ ადა­მი­ან­მა, რომ ცალ­კე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­ჭირ­და.

მე­ო­რე შემ­თხვე­ვაც ახ­ლა­ხანს მოხ­და. აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფეხ­მძი­მე ქალს მშო­ბი­ა­რო­ბა უწევ­და. სამ სამ­შო­ბი­ა­რო­ში უარი უთხრეს. არა და არა­ვინ იცო­და რო­დის და­ე­წყე­ბო­და მშო­ბი­ა­რო­ბა, ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო. ნაც­ნო­ბო­ბით და ხვეწ­ნა-მუ­და­რით მი­ი­ღო ერთ-ერ­თმა კლი­ნი­კამ ეს ქალი. ფაქ­ტია, რომ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ინ­ფორ­მა­ცია და­ბა­ლია აივ-შიდსის შე­სა­ხებ.

რო­გორც შიდსის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, კლი­ნი­კებს კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენტს თა­ნა­ბა­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ონ, თუმ­ცა კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვე­ბი თა­ვად მე­დი­კო­სე­ბი ხდე­ბი­ან.

მაია ცინ­ცა­ძე მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი: კლი­ნი­კებ­ში თუ სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლია, არ უნდა ეში­ნო­დეთ აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა. გარ­და ამი­სა, ვინც ჩვენ­თა­ნაა აღ­რი­ცხვა­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ და მათი მხრი­დან სხვი­სი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი მი­ნი­მუ­მამ­დეა და­სუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ-შიდსის 4100 შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უფრო მე­ტია, ვი­ნა­ი­დან სიმპტო­მა­ტი­კის არ ქო­ნის გამო, მო­ქა­ლა­ქე ხში­რად აივ-შიდსის ანა­ლიზს არ იკე­თებს და ვირუს­მა­ტა­რებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არ იცის. რაც შე­ე­ხე­ბა წლე­ვან­დელ სტა­ტის­ტი­კას, შიდსის ცენ­ტრში 460 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო: "ხმა­მაღ­ლა თქვა: შიდსი აქ­ვსო"... - აივ/შიდსით და­ა­ვა­დე­ბულ­თა დის­კრი­მი­ნა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან

აივ-ინფიცირებული ფეხმძიმე სამმა სამშობიარომ არ მიიღო - დისკრიმინაციის ფაქტები საქართველოში

აივ-ინფიცირებული ფეხმძიმე სამმა სამშობიარომ არ მიიღო - დისკრიმინაციის ფაქტები საქართველოში

1 დეკემბერს მსოფლიომ შიდსთან ბრძოლის დღე აღნიშნა. საქართველოშიც აღნიშნულ თარიღს არაერთი საინფორმაციო ხასიათის აქცია მიეძღვნა. როგორც რეალობამ აჩვენა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და საინფორმაციო ღონისძიებების გარდა, უფრო მასშტაბური პროპაგანდაა გასაწევი, ვინაიდან აივ-შიდსის მატარებელ პაციენტებს არა მარტო საზოგადოება, არამედ სამედიცინო დაწესებულებებიც ავიწროვებენ. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ აივ-დადებითი პირების იდენტიფიცირება ხშირად სამედიცინო პერსონალის მიერ ხდება.

აივ-ინფიცირებული ნინო: წესით არავის უნდა სცოდნოდა, რომ აივ ინფიცირებული ვარ, მაგრამ სამშობიაროში ყველამ გაიგო ამის შესახებ. მოკლედ პალატაში ჩაქრა შუქი. ძალიან ციოდა და სანიტარს ვთხოვე სხვა ოთახში გადავეყვანე, სადაც სინათლეც იყო და გათბობაც. ნაცვლად იმისა, რომ დამხმარებოდა, ეს სანიტარი დერეფანში გავიდა და მორიგე ექიმს ყვირილი დაუწყო: ამ ქალს ხელს ვერ ვახლებ, ვერსად ვერ გადავიყვან, შიდსიანიაო. მთელი განყოფილება გამოეფინა დერეფანში სეირის სანახავად. საშინლად დამცირებული და დათრგუნული ვიყავი, აღარც შვილის გაჩენა მიხაროდა, ისეთი სტრესი მოვიღე და მორალურად გავნადგურდი. რა თქმა უნდა, დამნაშავე არ დასჯილა…

აივ ინფიცირებული დათო: სტომატოლოგთან რამდენჯერმე ისე მივედი, რომ არ მითქვამს ინფიცირებული რომ ვიყავი. სინდისმა შემაწუხა და ბოლო ვიზიტზე ვუთხარი, რომ ინფიცირებული ვიყავი. ყვირილი დამიწყო, აქ რას მოეთრეოდიო. რატომ არ გამაფრთხილე შიდსიანი რომ იყავიო. წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა… კბილი ისევ დასაბჟენი მქონდა და იძულებული გავხდი სხვა სტომატოლოგთან მივსულიყავი. იქ უკვე ტყუილი ვთქვი და ექიმს განვუცხადე, რომ C ჰეპატიტის მქონდა. ექიმმა მომისმინა და მიმკურნალა, სადაც სამედიცინო იარაღებს ცალკე აწყობდნენ სასტერილიზაციოდ. საკვირველია ის, რომ C ჰეპატიტიანი პაციენტები უფრო მისაღებია ექიმებისთვის, ვიდრე აივ-ინფიცირებულები. ამ დროს C ჰეპატიტი უფრო ვერაგი დაავადებაა.

შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ექიმ-ლაბორანტის, იზა ბოდოკიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კლინიკები აივ-ინფიცირებულ პაციენტებს არ იღებენ, ან დაინფიცირებულთა იდენტიფიცირება საჯაროდ ხდება. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მალე სასამართლოში სარჩელი შევა.

იზა ბოდოკია- შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ექიმ-ლაბორანტი: ადვოკატები უკვე მუშაობენ სარჩელებზე და მალე სასამართლოში შევიტანთ. აუცილებლად დავასახელებთ იმ კლინიკებს, რომელთა პერსონალი უდიერად ექცევა აივ-ინფიცირებულებს და მათ სტატუსს საჯაროს ხდის. ამას წინათ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ერთი ახალგაზრდა კლინიკაში მიიყვანა. ბიჭმა თავისი სტატუსის შესახებ საავადმყოფოს ექიმს უთხრა. ამ ექიმმა კი შეყარა ცა და ქვეყანა. საავადმყოფოში მომენტალურად ყველამ გაიგო ამ ბიჭის აივ დადებითი სტატუსის შესახებ. იმხელა სტრესი მიიღო ამ ადამიანმა, რომ ცალკე ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდა.

მეორე შემთხვევაც ახლახანს მოხდა. აივ-ინფიცირებული ფეხმძიმე ქალს მშობიარობა უწევდა. სამ სამშობიაროში უარი უთხრეს. არა და არავინ იცოდა როდის დაეწყებოდა მშობიარობა, ისეთი სიტუაცია იყო. ნაცნობობით და ხვეწნა-მუდარით მიიღო ერთ-ერთმა კლინიკამ ეს ქალი. ფაქტია, რომ ჩვენ საზოგადოებას პრობლემები აქვს და ინფორმაცია დაბალია აივ-შიდსის შესახებ.

როგორც შიდსის ცენტრში აცხადებენ, კლინიკებს კანონი ავალდებულებს ნებისმიერ პაციენტს თანაბარი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ, თუმცა კანონის დამრღვევები თავად მედიკოსები ხდებიან.

მაია ცინცაძე მედიცინის დოქტორი: კლინიკებში თუ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, არ უნდა ეშინოდეთ აივ-ინფიცირებული პაციენტების მიღება. გარდა ამისა, ვინც ჩვენთანაა აღრიცხვაზე, სერიოზული მკურნალობა უტარდებათ და მათი მხრიდან სხვისი დაინფიცირების შანსი მინიმუმამდეა დასული. საქართველოში აივ-შიდსის 4100 შემთხვევაა რეგისტრირებული, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვინაიდან სიმპტომატიკის არ ქონის გამო, მოქალაქე ხშირად აივ-შიდსის ანალიზს არ იკეთებს და ვირუსმატარებლობის შესახებ არ იცის. რაც შეეხება წლევანდელ სტატისტიკას, შიდსის ცენტრში 460 შემთხვევა დაფიქსირდა.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო: "ხმამაღლა თქვა: შიდსი აქვსო"... - აივ/შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაცია საზოგადოებისგან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია