საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ სურდა ქეთი ხატიაშვილს გიორგი ბარბაქაძის პარტნიორობა
რატომ არ სურდა ქეთი ხატიაშვილს გიორგი ბარბაქაძის პარტნიორობა

გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე მა­ყუ­რე­ბელ­მა პრო­ექ­ტით - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პი­რად სა­კი­თხებ­ზე ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს, მა­ინც გაგ­ვიმ­ხი­ლა, თუ რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ მის ყუ­რა­დღე­ბას.

- ცეკ­ვა რო­დის შე­მო­ვი­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ცეკ­ვა საკ­მა­ოდ გვი­ან, 17 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. ჩემს მე­გო­ბარ გო­გო­ნას მე­წყვი­ლე სჭირ­დე­ბო­და და ამი­ტომ გავ­ყე­ვი. თა­ვი­დან ამ ყვე­ლაფ­რით უბ­რა­ლოდ, ვერ­თო­ბო­დი. ჩემი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გი თე­მურ მეტ­რე­ვე­ლი გახ­ლდათ. ის გერ­მა­ნი­ა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მი­დი­ო­და და ბიჭი-მო­ცეკ­ვა­ვე სჭირ­დე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში ცეკ­ვე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში ბი­ჭე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო და მე შე­მომ­თა­ვა­ზა: თუ ერთ-ერთ კომ­პო­ზი­ცი­ას კარ­გად აით­ვი­სებ, გერ­მა­ნი­ა­ში ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წა­გიყ­ვა­ნო. ძა­ლი­ან მინ­დო­და ამ ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბა, რად­გა­ნაც იქ ჩემი და ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მყავ­და ნა­ნა­ხი. დის ნახ­ვის სურ­ვილ­მა სტი­მუ­ლი მომ­ცა, რომ ცეკ­ვა კარ­გად მეს­წავ­ლა. 24 სა­ა­თი ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. სა­ერ­თოდ, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად შრო­მა არ მე­ზა­რე­ბა.

- ბო­ლოს და ბო­ლოს, პე­და­გოგ­მა გერ­მა­ნი­ა­ში წა­გიყ­ვა­ნა?

- რა თქმა უნდა! გერ­მა­ნი­ა­ში დაც ვნა­ხე და კარ­გი შოუც. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე იყო, რა­მაც ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამის შემ­დეგ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუ­დე­ქი ამ საქ­მი­ა­ნო­ბას და ახლა ესტრა­დის მო­ცეკ­ვა­ვე ვარ. სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად მი­ცეკ­ვია, ახლა კი მთლი­ა­ნად, პრო­ექ­ტში ვარ ჩარ­თუ­ლი. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­მა", ზო­გა­დად, ხელი შე­უ­წყო ცეკ­ვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რის­თვი­საც ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- ამ პრო­ექ­ტმა პო­პუ­ლა­რო­ბა შენც მო­გი­ტა­ნა...

- რა თქმა უნდა, ასეა! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პრო­ექ­ტამ­დეც უამ­რავ კონ­ცერ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, არა­ვინ იცო­და, ვინ იყო გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე. ახლა კი ქუ­ჩა­ში ხალ­ხი მცნობს, მათ­გან დიდ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- წარ­მა­ტე­ბის­თვის რომ მი­გეღ­წია, ბევ­რი შრო­მა დაგ­ჭირ­და?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ შრო­მას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გქონ­დეს მი­ზა­ნი. თუ მი­ზა­ნი არ და­ი­სა­ხე, ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ. თა­ვის დრო­ზე ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი და და­ვამ­თავ­რე კი­დეც, დიპ­ლო­მიც ავი­ღე, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ ჩემ­გან ეკო­ნო­მის­ტი არ დად­გე­ბო­და, ეს საქ­მე სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ამი­ტომ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ცეკ­ვა პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე მეს­წავ­ლა და ეს გა­მო­მი­ვი­და კი­დეც.

- გარ­და ცეკ­ვი­სა, რას საქ­მი­ა­ნობ?

- ვიდ­რე ცეკ­ვას და­ვი­წყებ­დი, მძლე­ო­სა­ნი ვი­ყა­ვი, მერე ვჭი­და­ობ­დი... ცოტა უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბი­დან ხე­ლოვ­ნე­ბის­კენ გად­მო­ვი­ნაც­ვლე. ამ­ჟა­მად, ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლი თე­ატ­რის ერთ-ერთი ქო­რე­ოგ­რა­ფი ვარ. ასე­ვე, შო­უ­ბა­ლეტ "ვერ­ნი­სა­ჟის" მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლა­ვართ.

- შენს მე­წყვი­ლე­ზე - ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­ზე ვი­სა­უბ­როთ. ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- ქეთი "იმე­დის" დი­ლის გა­და­ცე­მის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ვი­ცა­ნი. აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ბევ­რი რამ გვა­კავ­ში­რებ­და: ერთ უბან­ში, ერ­თსა და იმა­ვე კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ­დით, ბავ­შვო­ბა­ში ეზო­ში ერ­თა­დაც გვაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. კი­დევ, ერ­თსა და იმა­ვე სკო­ლა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დით და გარ­და ამი­სა, ერ­თსა და იმა­ვე სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ­დით - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და ამავდრო­უ­ლად, სა­სი­ხა­რუ­ლოც იყო ჩემ­თვის... თა­ვი­დან ქე­თის ჩემ­თან ერ­თად ცეკ­ვა არ უნ­დო­და, რად­გან "ფე­ის­ბუკ­ზე" ისე­თი სუ­რა­თე­ბი მი­დევს, რომ "მა­ჩოს" შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ვუ­ტო­ვე. სუ­რა­თე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ უფიქ­რია: ნე­ტავ, ეს ბიჭი არ გახ­დეს ჩემი მე­წყვი­ლეო (იცი­ნის). ახლა ვმე­გობ­რობთ და ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებთ.

- ქე­თის მე­უღ­ლე და შვი­ლი ჰყავს. ისი­ნი თუ გა­ი­ცა­ნი?

- ქე­თის ძა­ლი­ან თბი­ლი და კარ­გი ოჯა­ხი აქვს. მის მშობ­ლებს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი. ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით კი მისი მე­უღ­ლე და 3 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ანას­ტა­სი­აც გა­ვი­ცა­ნი. გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი კარ­გი მე­წყვი­ლე შემ­ხვდა.

- ქე­თის მე­უღ­ლე ალ­ბათ აქ­ტი­უ­რად გგულ­შე­მატ­კივ­რობთ...

- ასეა! ჩვენ უკვე კარ­გად ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს და დავძმა­კაც­დით კი­დეც. ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ეხ­მა­რე­ბა ქე­თის. ეს თა­ნად­გო­მა და მხარ­ში ამოდ­გო­მა ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ჩემი აზ­რით, ქე­თის მე­უღ­ლე ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. ვფიქ­რობ, ბევ­რი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი არ და­უშ­ვებ­და, რომ მის მე­უღ­ლეს ამ პრო­ექ­ტში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ცეკ­ვე­ბის დად­გმი­სას ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქტს, რომ ქეთი ყვე­ლა­ნა­ირ ცეკ­ვას ვერ იცეკ­ვებს, რად­გან მას ოჯა­ხი აქვს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქო­რე­ოგ­რა­ფებს ეს­მით ჩვე­ნი...

- ქეთი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უცხო ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ თქვენ­მა წყვილ­მა მალე მო­ი­პო­ვა ხალ­ხის თა­ნად­გო­მა. ამას ელო­დით?

- იმე­დია, ამ თა­ნად­გო­მას და ხალ­ხის სიყ­ვა­რულს ბო­ლომ­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. პრო­ექ­ტში ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი დავ­რჩით. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დინს, ქე­თის ნი­ჭი­ე­რე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მჯე­რო­და, რომ ხალ­ხის სიმ­პა­თი­ას და­ვიმ­სა­ხუ­რებ­დით. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი წყვი­ლი შედ­გა. ამ წარ­მა­ტე­ბის­თვის ბევ­რი ვიშ­რო­მეთ, ბევ­რს ვვარ­ჯი­შობ­დით და მო­მა­ვალ­შიც მზად ვართ თავ­და­დე­ბის­თვის (იღი­მის).

- ჟი­უ­რის წევ­რებ­ზე რას გვე­ტყვი?

- თი­თო­ე­უ­ლი მათი შე­ფა­სე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ქება კარ­გია და გვი­ხა­რია, მაგ­რამ არც კრი­ტი­კა გვწყინს. ყო­ველ ჯერ­ზე ვცდი­ლობთ, შეც­დო­მა გა­მო­ვას­წო­როთ და შე­ნიშ­ვნე­ბი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

- შენ და ქეთი რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ხომ არ კა­მა­თობთ ხოლ­მე?

- ჩვენ კარ­გად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს. თუმ­ცა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ატა­რე­ბენ, მათ შო­რის ზოგ­ჯერ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაც იჩენს თავს. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, გა­ვე­ბუ­ტოთ კი­დეც ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, კა­მა­თი სე­რი­ო­ზულ ჩხუბ­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. გა­ბუ­ტუ­ლე­ბი უბ­რა­ლოდ, 5 წუთი ვის­ვე­ნებთ და ისევ ვაგ­რძე­ლებთ რე­პე­ტი­ცი­ას. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ქე­თის რამე არ ვა­წყე­ნი­ნო, არ ვა­ნერ­ვი­უ­ლო და ამით ცეკ­ვა­ში ხელი არ შე­ვუ­შა­ლო.

- წინა ტურ­ში აუტ­სა­ი­დე­რებ­ში იდე­ქით...

- ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი არ იყო: წინა სე­ზონ­ში, როცა ქრის­ტი­ნეს­თან ერ­თად პირ­ვე­ლად დავ­დე­ქი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში, ჩვენ გავ­ვარ­დით. ქე­თის­თან ერ­თა­დაც მო­მიხ­და იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ ამა­ზე მხო­ლოდ გა­მე­ღი­მა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მოხ­და ისე, რომ ჩვენ ცეკ­ვის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა... რაც შე­ე­ხე­ბა ქე­თის, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მის­თვის ის ერთი წუთი, ვიდ­რე შე­დეგს გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ, ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბო­და.

- გი­ორ­გი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- პი­რა­დულ თე­მებ­ზე ლა­პა­რა­კი, მით უმე­ტეს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ მიყ­ვარს. მი­მაჩ­ნია, რომ არ ვარ ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი, რომ ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­დეს.

- ის მა­ინც გვი­თხა­რი, რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ შენს ყუ­რა­დღე­ბას?

- "ცივი" გა­რეგ­ნო­ბის, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ლე­ბი მომ­წონს. გე­მოვ­ნე­ბა­ში არა მარ­ტო ჩაც­მის სტილს, არა­მედ ინ­ტე­ლექტსაც ვგუ­ლის­ხმობ. არ მიყ­ვარს ჩემ­ზე ასა­კით პა­ტა­რა და იო­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლი გო­გო­ნე­ბი. მირ­ჩევ­ნია, ქალი ძნე­ლად მი­საწ­ვდო­მი იყოს.

- გოჩა ჩერ­ტკო­ევ­მა ერთ იყოს. ცეკ­ვის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, რომ თმა სულ ერ­თნა­ი­რად გაქვს...

- გო­ჩას მი­აჩ­ნია, რომ მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა უფრო მე­ტად მო­მიხ­დე­ბა. მე კი ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, გრძელ თმას ვა­ტა­რებ, ეს მომ­წონს, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ და სხვი­სი აზ­რის გამო, მას ვერ შე­ვე­ლე­ვი. თმას მხო­ლოდ მა­შინ შე­ვიჭ­რი, როცა ამის სურ­ვი­ლი თა­ვად გა­მიჩ­ნდე­ბა.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ასე­ვე:

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე-13 მო­ნა­წი­ლე­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა ნამ­დვი­ლი ნა­დი­რო­ბა გა­ა­ჩა­ღეს

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე-13 მო­ცეკ­ვა­ვე გა­მოვ­ლინ­და

რატომ არ სურდა ქეთი ხატიაშვილს გიორგი ბარბაქაძის პარტნიორობა

რატომ არ სურდა ქეთი ხატიაშვილს გიორგი ბარბაქაძის პარტნიორობა

გიორგი ბარბაქაძე მაყურებელმა პროექტით - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებთან პირად საკითხებზე ლაპარაკი არ უყვარს, მაინც გაგვიმხილა, თუ როგორი გოგონები იმსახურებენ მის ყურადღებას.

- ცეკვა როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში?

- ცეკვა საკმაოდ გვიან, 17 წლის ასაკში დავიწყე. ჩემს მეგობარ გოგონას მეწყვილე სჭირდებოდა და ამიტომ გავყევი. თავიდან ამ ყველაფრით უბრალოდ, ვერთობოდი. ჩემი პირველი პედაგოგი თემურ მეტრეველი გახლდათ. ის გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიოდა და ბიჭი-მოცეკვავე სჭირდებოდა. იმ პერიოდში ცეკვების ამ მიმართულებაში ბიჭების ნაკლებობა იყო და მე შემომთავაზა: თუ ერთ-ერთ კომპოზიციას კარგად აითვისებ, გერმანიაში ჩემპიონატზე წაგიყვანო. ძალიან მინდოდა ამ ქვეყანაში გამგზავრება, რადგანაც იქ ჩემი და ცხოვრობდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი. დის ნახვის სურვილმა სტიმული მომცა, რომ ცეკვა კარგად მესწავლა. 24 საათი ვმეცადინეობდი. საერთოდ, მიზნის მისაღწევად შრომა არ მეზარება.

- ბოლოს და ბოლოს, პედაგოგმა გერმანიაში წაგიყვანა?

- რა თქმა უნდა! გერმანიაში დაც ვნახე და კარგი შოუც. ეს ჩემს ცხოვრებაში სიახლე იყო, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ უფრო სერიოზულად მივუდექი ამ საქმიანობას და ახლა ესტრადის მოცეკვავე ვარ. საქართველოში თითქმის ყველა შოუბიზნესის წარმომადგენელთან ერთად მიცეკვია, ახლა კი მთლიანად, პროექტში ვარ ჩართული. "ცეკვავენ ვარსკვლავებმა", ზოგადად, ხელი შეუწყო ცეკვების პოპულარიზაციას, რისთვისაც ნოე სულაბერიძეს დიდ მადლობას ვუხდი.

- ამ პროექტმა პოპულარობა შენც მოგიტანა...

- რა თქმა უნდა, ასეა! მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტამდეც უამრავ კონცერტში ვმონაწილეობდი, არავინ იცოდა, ვინ იყო გიორგი ბარბაქაძე. ახლა კი ქუჩაში ხალხი მცნობს, მათგან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- წარმატებისთვის რომ მიგეღწია, ბევრი შრომა დაგჭირდა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ შრომასთან ერთად, აუცილებელია გქონდეს მიზანი. თუ მიზანი არ დაისახე, ვერაფერს მიაღწევ. თავის დროზე ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და დავამთავრე კიდეც, დიპლომიც ავიღე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემგან ეკონომისტი არ დადგებოდა, ეს საქმე საერთოდ არ მაინტერესებდა. ამიტომ მიზნად დავისახე, ცეკვა პროფესიულ დონეზე მესწავლა და ეს გამომივიდა კიდეც.

- გარდა ცეკვისა, რას საქმიანობ?

- ვიდრე ცეკვას დავიწყებდი, მძლეოსანი ვიყავი, მერე ვჭიდაობდი... ცოტა უცნაურია, მაგრამ სპორტული ცხოვრებიდან ხელოვნებისკენ გადმოვინაცვლე. ამჟამად, ქუთაისის ლადო მესხიშვილი თეატრის ერთ-ერთი ქორეოგრაფი ვარ. ასევე, შოუბალეტ "ვერნისაჟის" მოცეკვავე გახლავართ.

- შენს მეწყვილეზე - ქეთი ხატიაშვილზე ვისაუბროთ. ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ქეთი "იმედის" დილის გადაცემის პირდაპირ ეთერში გავიცანი. აღმოჩნდა, რომ თურმე ბევრი რამ გვაკავშირებდა: ერთ უბანში, ერთსა და იმავე კორპუსში ვცხოვრობდით, ბავშვობაში ეზოში ერთადაც გვაქვს ნათამაშები. კიდევ, ერთსა და იმავე სკოლაში, უნივერსიტეტში ვსწავლობდით და გარდა ამისა, ერთსა და იმავე სააგენტოში ვმუშაობდით - ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად, სასიხარულოც იყო ჩემთვის... თავიდან ქეთის ჩემთან ერთად ცეკვა არ უნდოდა, რადგან "ფეისბუკზე" ისეთი სურათები მიდევს, რომ "მაჩოს" შთაბეჭდილება დავუტოვე. სურათების ნახვის შემდეგ უფიქრია: ნეტავ, ეს ბიჭი არ გახდეს ჩემი მეწყვილეო (იცინის). ახლა ვმეგობრობთ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

- ქეთის მეუღლე და შვილი ჰყავს. ისინი თუ გაიცანი?

- ქეთის ძალიან თბილი და კარგი ოჯახი აქვს. მის მშობლებს ბავშვობიდან ვიცნობდი. ამ პროექტის წყალობით კი მისი მეუღლე და 3 წლის ქალიშვილი, ანასტასიაც გავიცანი. გამიმართლა, რომ ასეთი კარგი მეწყვილე შემხვდა.

- ქეთის მეუღლე ალბათ აქტიურად გგულშემატკივრობთ...

- ასეა! ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და დავძმაკაცდით კიდეც. ის ყველანაირად ეხმარება ქეთის. ეს თანადგომა და მხარში ამოდგომა ძალიან დასაფასებელია. ჩემი აზრით, ქეთის მეუღლე ძლიერი ადამიანია. ვფიქრობ, ბევრი ქართველი მამაკაცი არ დაუშვებდა, რომ მის მეუღლეს ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა. ცეკვების დადგმისას ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქეთი ყველანაირ ცეკვას ვერ იცეკვებს, რადგან მას ოჯახი აქვს. საბედნიეროდ, ქორეოგრაფებს ესმით ჩვენი...

- ქეთი საზოგადოებისთვის უცხო ადამიანი იყო, მაგრამ თქვენმა წყვილმა მალე მოიპოვა ხალხის თანადგომა. ამას ელოდით?

- იმედია, ამ თანადგომას და ხალხის სიყვარულს ბოლომდე შევინარჩუნებთ. პროექტში ძლიერი კონკურენტები დავრჩით. რაც შეეხება მოლოდინს, ქეთის ნიჭიერებაში დარწმუნებული ვიყავი და მჯეროდა, რომ ხალხის სიმპათიას დავიმსახურებდით. ვფიქრობ, ჩვენი წყვილი შედგა. ამ წარმატებისთვის ბევრი ვიშრომეთ, ბევრს ვვარჯიშობდით და მომავალშიც მზად ვართ თავდადებისთვის (იღიმის).

- ჟიურის წევრებზე რას გვეტყვი?

- თითოეული მათი შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ქება კარგია და გვიხარია, მაგრამ არც კრიტიკა გვწყინს. ყოველ ჯერზე ვცდილობთ, შეცდომა გამოვასწოროთ და შენიშვნები გავითვალისწინოთ.

- შენ და ქეთი რეპეტიციებზე ხომ არ კამათობთ ხოლმე?

- ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. თუმცა, როცა ადამიანები ერთმანეთთან დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ, მათ შორის ზოგჯერ აზრთა სხვადასხვაობაც იჩენს თავს. ამ დროს შეიძლება, გავებუტოთ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მთავარია, კამათი სერიოზულ ჩხუბში არ გადაიზარდოს. გაბუტულები უბრალოდ, 5 წუთი ვისვენებთ და ისევ ვაგრძელებთ რეპეტიციას. ყოველთვის ვცდილობ, ქეთის რამე არ ვაწყენინო, არ ვანერვიულო და ამით ცეკვაში ხელი არ შევუშალო.

- წინა ტურში აუტსაიდერებში იდექით...

- ეს ჩემთვის პირველი არ იყო: წინა სეზონში, როცა ქრისტინესთან ერთად პირველად დავდექი აუტსაიდერებში, ჩვენ გავვარდით. ქეთისთან ერთადაც მომიხდა იმავე სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ ამაზე მხოლოდ გამეღიმა. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ჩვენ ცეკვის გაგრძელების საშუალება მოგვეცა... რაც შეეხება ქეთის, დარწმუნებული ვარ, მისთვის ის ერთი წუთი, ვიდრე შედეგს გამოაცხადებდნენ, ძალიან მძიმე იქნებოდა.

- გიორგი, შეყვარებული გყავს?

- პირადულ თემებზე ლაპარაკი, მით უმეტეს, ჟურნალისტებთან არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ არ ვარ ისეთი პოპულარული, რომ ჩემი პირადი ცხოვრებით ვინმე დაინტერესდეს.

- ის მაინც გვითხარი, როგორი გოგონები იმსახურებენ შენს ყურადღებას?

- "ცივი" გარეგნობის, გემოვნებიანი ქალები მომწონს. გემოვნებაში არა მარტო ჩაცმის სტილს, არამედ ინტელექტსაც ვგულისხმობ. არ მიყვარს ჩემზე ასაკით პატარა და იოლად მოსაპოვებელი გოგონები. მირჩევნია, ქალი ძნელად მისაწვდომი იყოს.

- გოჩა ჩერტკოევმა ერთ იყოს. ცეკვის შემდეგ აღნიშნა, რომ თმა სულ ერთნაირად გაქვს...

- გოჩას მიაჩნია, რომ მოკლე ვარცხნილობა უფრო მეტად მომიხდება. მე კი ძალიან დიდი ხანია, გრძელ თმას ვატარებ, ეს მომწონს, თავს კომფორტულად ვგრძნობ და სხვისი აზრის გამო, მას ვერ შეველევი. თმას მხოლოდ მაშინ შევიჭრი, როცა ამის სურვილი თავად გამიჩნდება.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე:

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-13 მონაწილეზე ტელევიზიებმა ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-13 მოცეკვავე გამოვლინდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება