იოჰანესბურგში, FNB-ის, იგივე "სოკერ სიტის" სტადიონზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა ნელსონ მანდელასთან გამოსათხოვარ ცერემონიალზე. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიას ესწრებიან: აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მეუღლესთან ერთად, კუბის ლიდერი რაულ კასტრო, გაერო-ს პრეზიდენტი ბან გი მუნი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და ყოფილი პრემიერები -გორდონ ბრაუნი, ტონი ბლერი და ათობით სხვა მაღალჩინოსანი.
"ბიბისის" ცნობით, ცერემონიაზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები - ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი, ასევე საფრანგეთის ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები - ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი.
ნელსონ მანდელასთან გამოსათხოვარი ცერემონია ქვეყნის სამ სტადიონზე დიდ ეკრანზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტისა და აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი ნელსონ მანდელა გასულ კვირას, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი დაკრძალვის ცერემონია კვირას გაიმართება, რომელსაც 59 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია დაესწრება.