"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გეგუთის კოლონიაში 40 წლის პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მამაკაცი სასჯელს ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა და მას 9 წელი ჰქონდა მისჯილი.
ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს. ახლობლების თქმით, კოლონიაში მათ განუცხადეს, რომ პატიმარი გულის შეტევით გარდაიცვალა.