Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინასაშობაოდ გაერომ სანტა-კლაუსი ევროპის ტყეების ელჩად დანიშნა
წინასაშობაოდ გაერომ სანტა-კლაუსი ევროპის ტყეების ელჩად დანიშნა

გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და გა­ე­როს ევ­რო­პულ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა კო­მი­სი­ამ სან­ტა-კლა­უ­სი ევ­რო­პუ­ლი ტყე­ე­ბის ელ­ჩად და­ნიშ­ნა. ახლა სა­შო­ბაო სა­ჩუქ­რე­ბის და­რი­გე­ბის გარ­და, სან­ტა-კლა­უ­სი ტყის მა­სი­ვებ­საც გა­უფრ­თხილ­დე­ბა.

სან­ტა ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მის სამ­შობ­ლო­ში, ფი­ნე­თის ქა­ლაქ რო­ვა­ნი­ემ­ში და­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც ლაპ­ლან­დი­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. სწო­რედ იქაა სან­ტა-კლა­უ­სის სო­ფე­ლი და მისი მთა­ვა­რი სა­ფოს­ტო ოფი­სი, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი წე­რი­ლი მი­დის. ორ­შა­ბათს იქ ტყე­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი კვი­რა გა­იხ­სნა.

"რო­დე­საც სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბას მარ­თა­ვენ რო­გორც სა­ჭი­როა, იგი მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი ნედ­ლე­უ­ლი­თა და ბი­ო­ე­ნერ­გი­ით გვა­მა­რა­გებს. აი, რა­ტომ უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ევ­რო­პულ ტყე­ებს ყუ­რა­დღე­ბა. ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია ტყე­ე­ბის ევ­რო­პულ კვი­რას ვუ­მას­პინ­ძლოთ",- გა­ნა­ცხა­და ფი­ნე­თის სა­სოფ­ლო და სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა იარი კოს­კი­ნენ­მა.

ევ­რო­პის სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი და 40 ქვეყ­ნის მა­ღა­ლი რან­გის დე­ლე­გა­ტი ფი­ნეთ­ში შე­იკ­რიბ­ნენ, რომ სა­ტყეო სექ­ტო­რის­თვის მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა გა­ნე­ხი­ლათ, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ტყე­ე­ბის დაც­ვის­კენ და 2020 წლის­თვის მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დას­ვლის დაჩ­ქა­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

"თუ სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მოქ­მე­დე­ბის გეგ­მას და­ამ­ტკი­ცე­ბენ, ჩვენ სა­ი­მე­დო ინ­სტრუ­მენ­ტი გაგ­ვიჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც ამ სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს რე­სურ­სე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბა­ში, პრი­ო­რი­ტე­ტის გან­სა­ზღვრა­სა და "გამ­წვა­ნე­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­მი­სი­ის მდი­ვან­მა და გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ სვენ ალ­კა­ლა­იმ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

წინასაშობაოდ გაერომ სანტა-კლაუსი ევროპის ტყეების ელჩად დანიშნა

წინასაშობაოდ გაერომ სანტა-კლაუსი ევროპის ტყეების ელჩად დანიშნა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და გაეროს ევროპულმა ეკონომიკურმა კომისიამ სანტა-კლაუსი ევროპული ტყეების ელჩად დანიშნა. ახლა საშობაო საჩუქრების დარიგების გარდა, სანტა-კლაუსი ტყის მასივებსაც გაუფრთხილდება.

სანტა ახალ თანამდებობაზე მის სამშობლოში, ფინეთის ქალაქ როვანიემში დანიშნეს, რომელიც ლაპლანდიის პროვინციაში მდებარეობს. სწორედ იქაა სანტა-კლაუსის სოფელი და მისი მთავარი საფოსტო ოფისი, სადაც ყოველწლიურად ნახევარი მილიონი წერილი მიდის. ორშაბათს იქ ტყეების ევროპული კვირა გაიხსნა.

"როდესაც სატყეო მეურნეობას მართავენ როგორც საჭიროა, იგი მუდმივად განახლებადი ნედლეულითა და ბიოენერგიით გვამარაგებს. აი, რატომ უნდა მივაქციოთ ევროპულ ტყეებს ყურადღება. ჩვენთვის დიდი პატივია ტყეების ევროპულ კვირას ვუმასპინძლოთ",- განაცხადა ფინეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იარი კოსკინენმა.

ევროპის სატყეო მეურნეობის მინისტრი და 40 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატი ფინეთში შეიკრიბნენ, რომ სატყეო სექტორისთვის მოქმედების გეგმა განეხილათ, რომელიც ევროპის ტყეების დაცვისკენ და 2020 წლისთვის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისკენაა მიმართული.

"თუ სატყეო მეურნეობაში მოქმედების გეგმას დაამტკიცებენ, ჩვენ საიმედო ინსტრუმენტი გაგვიჩნდება, რომელიც ამ სექტორში მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციებს რესურსების ინვესტირებაში, პრიორიტეტის განსაზღვრასა და "გამწვანებასთან" დაკავშირებით ღონისძიებების გატარებაში დაეხმარება",- განაცხადა ევროპული ეკონომიკური კომისიის მდივანმა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სვენ ალკალაიმ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს