მსოფლიოში უამრავი გამოქვაბულია, თუმცა ჩვენ წარმოგიდგენთ ისეთებს, რომელთა დანახვისას სუნთქვა შეგეკვრებათ.
ბატუს გამოქვაბული - ის მალაიზიაში, კუალა-ლუმპურიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. გამოქვაბულში განთავსებულია ინდუისტური სალოცავი.
ჩილეს მარმარილოს გამოქვაბული - მარმარილოს გამოქვაბული ან მარმარილოს ტაძარი ტბა Lago General Carrera-ს მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ადგილს ხშირად სტუმრობენ ტურისტები, მათ ხიბლავთ ის ლამაზი ლაბირინთები, რომელსაც გამოქვაბული ქმნის.
სონ დონგის (Son Doong) გამოქვაბული - ის ვიეტამში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დიდია. 2009 წელს ბრიტანელმა სპელეოლოგებმა ადგილი გამოიკვლიეს და მას შემდეგ გამოქვაბული გინესის რეკორდებში მოხვდა.
გიგანტური კრისტალების გამოქვაბული - ეს გასაოცარი ადგილი მექსიკაში მდებარეობს და ის 2000 წელს აღმოაჩინეს. გამოქვაბული 300 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.
ციცინათელების გამოქვაბული - ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია და ახალ ზელანდიაში მდებარეობს. მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იქ ათასობით სოკოს კოღო ”ბინადრობს” და მათი შემხედვარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებ.
იხილეთ ფოტოგალერეა