ქართველი მესაზღვრე კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის #4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრე ხვიჩა ქოქუაშვილი, კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მსოფლიოს ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, ქართველი მესაზღვრე დედოფლისწყაროს სპორტული გუნდის "ჩემპიონი" სახელით მონაწილეობდა.
23 წლის ხვიჩა ქოქუაშვილი ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში (86 კგ) ასპარეზობდა. მან აშკარა უპირატესობით ოთხი ბრძოლა მოიგო, აქედან სამი – ნოკაუტით.
ქართველმა მესაზღვრემ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და აღიარებული ლიდერი კიკბოქსინგელები – დანიელი, თურქი, ალჟირელი და ხორვატი სპორტსმენები დაამარცხა.