მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძიმე ღამე კიევში: შეიარაღებული ძალოვნები მოქალაქეების, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ (+LIVE)
მძიმე ღამე კიევში: შეიარაღებული ძალოვნები მოქალაქეების, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ (+LIVE)

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა: Freedom House ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩს გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს

10 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და კი­ევ­ში, "ბერ­კუ­ტი­სა" და "ტი­ტუშ­კე­ბის" მიერ ლუ­თე­რა­ნის ქუ­ჩა­ზე ბა­რი­კა­დე­ბის დაშ­ლი­სას. ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ლი­დერ­მა ოლეგ ტი­აგ­ნი­ბოკ­მა გა­ნა­ცხა­და.

უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ლი­ა­ცი­ამ, ში­ნა­გან­მა ჯარ­მა და "ბერ­კუტ­მა" მო­მი­ტინ­გე­ე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა იმ ქუ­ჩი­დან გან­დევ­ნეს, სა­დაც დე­მონ­სტრან­ტე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი, მათ შო­რის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის შე­ნო­ბი­დან და ბან­კო­ვოს ქუ­ჩი­დან, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, შე­ნო­ბას­თან მი­სას­ვლე­ლი ქუ­ჩე­ბი კი მი­ლი­ცი­ის ავ­ტო­ბუ­სებს აქვთ გა­და­კე­ტი­ლი.

რუ­სუ­ლი "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა გან­ცხა­დე­ბით, მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს.

ამას­თან, "ბერ­კუტ­მა" ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ოფი­სი­დან სერ­ვე­რე­ბი გა­ი­ტა­ნა. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ბატ­კივ­ში­ნა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ სპეც­რაზმმა მათი ოფი­სი გა­ძარ­ცვა. პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფის­ში "ბერ­კუ­ტის" და­ახ­ლო­ე­ბით 100 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­იჭ­რა. ისი­ნი ავ­ტო­მა­ტე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და სა­ხე­ზე ნიღ­ბე­ბი ეკე­თათ.

პარ­ტი­ის წევ­რებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მი­ლი­ცი­აც გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა ისი­ნი არც ერთ ჯერ­ზე არ გა­მო­ცხად­დნენ. რო­გორც პარ­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ბერ­კუ­ტის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოფი­სი­დან სერ­ვე­რე­ბი წა­ი­ღეს და წა­ვიდ­ნენ.

"ვე­რა­ვი­თა­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი, ვე­რა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვინ გას­ცა პარ­ტი­ის ოფი­სის შტურ­მით აღე­ბის ბრძა­ნე­ბა, ვერ მი­ვი­ღეთ", - ნათ­ქვა­მია პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ბერ­კუ­ტი" კი­ევ­ში მდე­ბა­რე სამ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­შიც შე­იჭ­რა. რო­გორც ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა news.liga.net იუ­წყე­ბა, სპეც­რაზ­მი შე­იჭ­რა გა­ზეთ "ვე­ჩერ­ნი ვეს­ტის", საიტ "ცენ­ზორ"-ის და ტე­ლე­ვი­ზია INTV-ის ოფი­სებ­ში, რომ­ლე­ბიც იმ შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტია "ბატ­კივ­ში­ნას" ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სია.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" წე­რენ, "ბერ­კუტ­მა" შე­ამ­ტვრია მათი ოფი­სე­ბის კარი და ოფი­სე­ბი და­ი­კა­ვა. "ცენ­ზორ.ნე­ტის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, იური ბუ­ტუსო­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არა­ვი­თა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ წა­რუდ­გე­ნი­ათ შე­ნო­ბა­ში შეჭ­რის და მისი და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ავ­ტო­მა­ტე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბერ­კუტ­მა" და კი­ე­ვის მი­ლი­ცი­ამ შტურ­მით აიღო "ბატ­კივ­ში­ნას" ოფი­სიც.

იხი­ლეთ ვი­დეო: სპეც­რაზმმა ოპო­ზი­ცი­უ­რი "ბატ­კივ­ში­ნას" ოფი­სი შტურ­მით აიღო

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას ევ­რო­მა­იდ­ნი­დან

Live streaming video by Ustream

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მძიმე ღამე კიევში: შეიარაღებული ძალოვნები მოქალაქეების, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ (+LIVE)

მძიმე ღამე კიევში: შეიარაღებული ძალოვნები მოქალაქეების, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ (+LIVE)

ბოლო განახლება: Freedom House ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს

10 ადამიანი დაშავდა კიევში, "ბერკუტისა" და "ტიტუშკების" მიერ ლუთერანის ქუჩაზე ბარიკადების დაშლისას. ამის შესახებ ოპოზიციური პარტია "თავისუფლების" ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა განაცხადა.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილიაციამ, შინაგანმა ჯარმა და "ბერკუტმა" მომიტინგეები პრაქტიკულად ყველა იმ ქუჩიდან განდევნეს, სადაც დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის შენობიდან და ბანკოვოს ქუჩიდან, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაა განთავსებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ძალოვანი სტრუქტურები არიან მობილიზებული, შენობასთან მისასვლელი ქუჩები კი მილიციის ავტობუსებს აქვთ გადაკეტილი.

რუსული "ბიბისის" ინფორმაციით, დაზარალებულთა განცხადებით, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ამასთან, "ბერკუტმა" ოპოზიციური პარტიის ოფისიდან სერვერები გაიტანა. ოპოზიციური პარტია "ბატკივშინაში" აცხადებენ, რომ სპეცრაზმმა მათი ოფისი გაძარცვა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფისში "ბერკუტის" დაახლოებით 100 წარმომადგენელი შეიჭრა. ისინი ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები და სახეზე ნიღბები ეკეთათ.

პარტიის წევრებმა რამდენჯერმე მილიციაც გამოიძახეს, თუმცა ისინი არც ერთ ჯერზე არ გამოცხადდნენ. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, მოგვიანებით "ბერკუტის" თანამშრომლებმა ოფისიდან სერვერები წაიღეს და წავიდნენ.

"ვერავითარი დოკუმენტები, ვერავითარი ინფორმაცია, თუ ვინ გასცა პარტიის ოფისის შტურმით აღების ბრძანება, ვერ მივიღეთ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

"ბერკუტი" კიევში მდებარე სამ მედიასაშუალებაშიც შეიჭრა. როგორც ინტერნეტ გამოცემა news.liga.net იუწყება, სპეცრაზმი შეიჭრა გაზეთ "ვეჩერნი ვესტის", საიტ "ცენზორ"-ის და ტელევიზია INTV-ის ოფისებში, რომლებიც იმ შენობაშია განთავსებული, სადაც ოპოზიციურ პარტია "ბატკივშინას" ცენტრალური ოფისია.

როგორც ჟურნალისტები "ფეისბუქზე" წერენ, "ბერკუტმა" შეამტვრია მათი ოფისების კარი და ოფისები დაიკავა. "ცენზორ.ნეტის" მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ წარუდგენიათ შენობაში შეჭრის და მისი დაკავების თაობაზე.

ჟურნალისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები. არსებული ინფორმაციით, "ბერკუტმა" და კიევის მილიციამ შტურმით აიღო "ბატკივშინას" ოფისიც.

იხილეთ ვიდეო: სპეცრაზმმა ოპოზიციური "ბატკივშინას" ოფისი შტურმით აიღო

AMBEBI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას ევრომაიდნიდან

Live streaming video by Ustream

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა