პატრიარქი მრევლს კურთხევას აძლევს, უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცონ

პატრიარქი მრევლს კურთხევას აძლევს, უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს კურთხევას აძლევს, უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცონ. როგორც ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეშფოთებით ადევნებს თვალს კიევში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.

"შეშფოთებით ვადევნებთ თვალს კიევში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, დიდად ვწუხვართ. ამიტომაც ჩვენს მრევლს ვაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ილოცონ უკრაინაში მშვიდობისათვის.

ჩვენც, ჩვენის მხრივ, აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ უფალს, გარდამოიხილოს ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხზე, რათა მათ ეს რთული პერიოდი შეძლებისამებრ მშვიდობიანად განვლონ.

"უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით", - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია