მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები სოფლების ფლავისა და ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაამონტაჟეს
ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები სოფლების ფლავისა და ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაამონტაჟეს

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის ინ­სტა­ლა­ცია რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გო­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის ფლა­ვი­სა და ფლა­ვის­მა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნაგ­რძეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" რე­გი­ო­ნუ­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტი იტყო­ბი­ნე­ბა, ამ დრო­ის­თვის უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რე­ბი და მავ­თულხლარ­თე­ბი. ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სოფ­ლის გა­ნა­პი­რა არ­სე­ბუ­ლი მი­წე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს. ფლა­ვის მცხოვ­რებ­ლებს სოფ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე სა­სა­ფა­ლო­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დათ.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით კი, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი თით­ქმის სოფ­ლის შუ­ა­ში გა­დის. ბა­ნე­რე­ბი­სა და მავ­თულხლარ­თე­ბის ინ­სტა­ლა­ცი­ის გამო ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია. სო­ფელ ფლა­ვის მკვიდ­რი გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე აცხა­დებს, რომ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არც სამ­ხრეთ ოსე­თის ოლ­ქის არ­სე­ბო­ბი­სას შე­დი­ო­და ოლ­ქის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და ყო­ველ­თვის ფლა­ვის კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბას ეკუთ­ვნო­და.

კა­პა­ნა­ძის­ვე გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლე­ბენ ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის მონ­ტაჟს, სოფ­ლის ამ ნა­წილ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.

ფლა­ვის და ფლა­ვის­მა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ე.წ. სა­სა­ზღვრო ბა­ნე­რე­ბი­სა და მავ­თულხლარ­თე­ბის ინ­სტა­ლა­ცი­ის ფაქ­ტი შსს-ს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები სოფლების ფლავისა და ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაამონტაჟეს

ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები სოფლების ფლავისა და ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაამონტაჟეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის ინსტალაცია რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფლების ფლავისა და ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, ამ დროისთვის უკვე დამონტაჟებულია ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები. ამ სამუშაოების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის განაპირა არსებული მიწების დამუშავებას ვერ ახერხებს. ფლავის მცხოვრებლებს სოფლის ჩრდილოეთით მდებარე სასაფალოზე გადაადგილება შეეზღუდათ.

რუსული მედიის ცნობით კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი თითქმის სოფლის შუაში გადის. ბანერებისა და მავთულხლართების ინსტალაციის გამო ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია. სოფელ ფლავის მკვიდრი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ეს ტერიტორიები არც სამხრეთ ოსეთის ოლქის არსებობისას შედიოდა ოლქის შემადგენლობაში და ყოველთვის ფლავის კოლმეურნეობას ეკუთვნოდა.

კაპანაძისვე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსი სამხედროები ამ მიმართულებით გააგრძელებენ ხელოვნური ბარიერების მონტაჟს, სოფლის ამ ნაწილში მცხოვრებლები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

ფლავის და ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო ბანერებისა და მავთულხლართების ინსტალაციის ფაქტი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?