სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეუღლება სწრაფად და იაფად - რა აინტერესებდა 115 წლის წინანდელ პრესას

ჩვე­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნო­მერ­ში ის­ტო­რი­უ­ლი ჰე­რე­თი­დან შე­მოგ­თა­ვა­ზეთ რე­პორ­ტა­ჟი. ერ­თ-ერთ ქარ­თულ სო­ფელ­ში - იტი­ტა­ლა­ში გავ­ლი­სას რამ­დე­ნი­მე ჭიშ­კარს შებ­მუ­ლი წი­თე­ლი ლენ­ტი შევ­ნიშ­ნეთ. რო­გორც აგ­ვიხ­სნეს, ასეთ ლენ­ტებს თურ­მე იმ სახ­ლის კარს აბა­მენ, სა­დაც გა­სათხ­ო­ვა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. გა­ვოც­დი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივ­ში და­ცულ ძველ გა­ზე­თებ­ში მსგავს ტრა­დი­ცი­ა­ზე მოთხ­რო­ბილ სტა­ტი­ას წა­ვაწყ­დი. ოღონდ ეს ტრა­დი­ცია აშ­კა­რად არ არის ქარ­თუ­ლი.

მოკ­ლედ, 1898 წლის 3 ივ­ლი­სის "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში", რუბ­რი­კით "სხვა-­და-­სხვა" ვინ­მე მი­ხე­ილ კიკ­ნა­ძე იმ­ჟა­მინ­დე­ლი ია­პო­ნი­ის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ქა­ლის თხოვ­ნის წეს­-ჩვე­უ­ლე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს:

"იმ სახ­ლში, რო­მელ­ში­აც ერ­თი ანუ რამ­დე­ნი­მე მოზ­რდი­ლი ქა­ლე­ბი არი­ან, აი­ვან­ზე ან დე­რე­ფან­ში ჰკი­დე­ბენ სამ წმინ­და ძეწ­კვზე მშვე­ნივ­რად მორ­თულ ცა­რი­ელ ყვა­ვი­ლის ქი­ლას, რომ­ლის ზე­მო­თა ნა­პი­რე­ბი გა­დაკ­რუ­ლია მბრწყი­ნავ მო­ოქ­რუ­ლი გა­და­საკ­რა­ვით. ახალ­გაზ­რდა ია­პო­ნე­ლი უახ­ლოვ­დე­ბა თა­ვის საყ­ვა­რელ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სახ­ლს იშ­ვი­ა­თის ყვა­ვი­ლით ხელ­ში ამას­თა­ნა­ვე იმ დროს, რო­დე­საც იმან დარ­წმუ­ნე­ბით იცის, რომ ქა­ლი ში­ნაა და შე­უძ­ლი­ან, სად­მე მი­მალ­ვა და თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა.

იმის­თვის ახალ­გაზ­რდა კა­ცი იღებს ცა­რი­ელ ქი­ლას და დი­დის ყუ­რადღ­ე­ბით რგავს თა­ვის მო­ტა­ნილ მცე­ნა­რეს, რომ­ლის ძი­რებ­საც საკ­მა­ოდ აქვთ შეკ­რუ­ლი მოყ­რი­ლი მი­წა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ახალ­გაზ­რდა კა­ცი ხელ­სა სთხოვს იმ სახ­ლში მყოფს ახალ­გაზ­რდა ქალს. თუ ქა­ლი მა­ლე გა­მოჩ­ნდე­ბა სარ­წყა­ვით იმის­თვის, რომ მცე­ნა­რე მორ­წყოს, მა­შინ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ იგი მთხოვ­ნე­ლის გრძნო­ბა­ზე გრძნო­ბით­ვე უპა­სუ­ხებს. თუ იგი არ გა­მოჩ­ნდე­ბა, და ყვა­ვი­ლი მო­ურ­წყა­ვი რჩე­ბა, მა­შინ საქ­მროს შე­უძ­ლი­ან ჩას­თვა­ლოს იმათ, რომ ქა­ლი იმას­თან სა­ერ­თოს არა­ფერ­სა ჰგრძნობს. მაგ­რამ სრულს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ორ­თა­ვე ისი­ნი მხო­ლოდ მე­ო­რე დი­ლას შე­ატყ­ო­ბენ. მა­შინ ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, რომ გულ­და­დე­ბით მორ­წყუ­ლი წი­ნა ღა­მეს ყვა­ვი­ლი ამოგ­ლე­ჯი­ლია მკაც­რი ხე­ლი­სა­გან შე­უბ­რა­ლე­ბელ მა­მი­სა და დამ­ჭკნა­რი გდია მი­წა­ზე. ხან­დის­ხან პი­რი­ქით მცე­ნა­რე ქა­ლის­გან უყუ­რადღ­ე­ბოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი, ჯერ ისევ ახა­ლია და ყვა­ვის თა­ვის ქი­ლა­ში. ამ უკა­ნას­კნელს შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მრომ, თუმ­ცა კარ­გად იცის, რომ იგი არ უყ­ვარს, მა­ინც იმე­დი უნ­და იქო­ნი­ოს, რომ მი­სი წი­ნა­და­დე­ბა, მა­მის ბრძა­ნე­ბით, მი­ღე­ბულ იქ­მნე­ბა".

რა­კი უცხ­ო­ე­თის ამ­ბით და­ვიწყ­ეთ, გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალს არ გა­და­ვუხ­ვევთ და გი­ამ­ბობთ 1896 წლის 1-­ლი დე­კემ­ბრის "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში" და­ბეჭ­დილ ამე­რი­კა­ში მომ­ხდარ ფაქტს, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბი და სულ­-სულ უმ­ნიშ­ვნე­ლოდ გა­ლაკ­ტი­ო­ნის ლექ­სი "მე­საფ­ლა­ვე" გა­მახ­სე­ნა.

ამ­ბავს "ა­მე­რი­კუ­ლი შე­უღ­ლე­ბა" ჰქვი­ა: "მოქ­მე­დე­ბა სწარ­მო­ებს ამე­რი­კის ერ­თ-ერთ ქა­ლაქს გე­ნე­ტინ­გტონ­ში. ვი­ღაც ამე­რი­კე­ლი ნი­უ­მა­ნი ერ­თის დღის წი­ნეთ დაქ­ვრივ­და და დღეს ცოლს მარ­ხავს. ეს არის გა­თავ­და პა­ნაშ­ვი­დი და ცხე­დარს ასაფ­ლა­ვე­ბენ და მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ზედ დას­ტი­რი­ან უდ­რო­ვოდ გა­მო­სალ­მე­ბულს ახალ­გაზ­რდა ქალს; დაქ­ვრი­ვე­ბუ­ლი ნი­უ­მა­ნი სწრა­ფად მოჰ­კი­დებს ხელ­ზე ხელს თა­ვის ლა­მაზს ცო­ლის დას და ორ­ნი­ვე გა­ე­შუ­რე­ბი­ან პას­ტორ­თან, რო­მელ­მაც ეს არის გა­ა­თა­ვა თა­ვის უკა­ნას­კნე­ლი ლოც­ვა ცხე­და­რის სუ­ლის შე­სან­დობ­ლად, - და ნი­უ­მა­ნი ეტყ­ვის პას­ტორს: - ბა­ტო­ნო პას­ტო­რო, სა­ნამ არ წაბ­რძა­ნე­ბულ­ხართ და აქ ბრძან­დე­ბით, ბა­რემ ერ­თი კე­თი­ლი საქ­მეც გა­ა­რი­გეთ, ჯვა­რი გა­დაგ­ვწე­რეთ! - დი­დის სი­ა­მოვ­ნე­ბით, ბ-ნო ნი­უ­მან, ჩუ­მად და თან­ხმო­ბით მი­უ­გებს პას­ტო­რი და სამ­ნი­ვე შევ­ლენ ეკ­კლე­სი­ა­ში და და­იწყ­ე­ბა ჯვა­რის და­წე­რა. ქა­ლის და კა­ცის ნა­თე­სა­ვე­ბი გა­ო­ცე­ბულ­ნი არი­ან ასე­თის მო­უ­ლოდ­ნე­ლის ჯვა­რის წე­რით, მაგ­რამ რას იზა­მენ, ეკ­კლე­სი­ა­ში ხომ ჩხუბს და და­ვი­და­რა­ბას არ და­იწყ­ე­ბენ და ამა­სო­ბა­ში ჯვა­რიც გა­და­წე­რა პას­ტორ­მა. ამ რი­გად და­საფ­ლა­ვე­ბა­ზედ მო­სუ­ლი ხალ­ხი ქორ­წილ­საც და­ეს­წრო. ცრემ­ლი სიმ­ხი­ა­რუ­ლემ შეს­წყვი­ტა, და­საფ­ლა­ვე­ბა ქორ­წილ­მა და მგლო­ვი­ა­რო­ბა ქე­იფ­მა. აი რო­გო­რა ხდე­ბა ამე­რი­კა­ში შე­უღ­ლე­ბა სწრა­ფად და ია­ფად".

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

შეუღლება სწრაფად და იაფად - რა აინტერესებდა 115 წლის წინანდელ პრესას

შეუღლება სწრაფად და იაფად - რა აინტერესებდა 115 წლის წინანდელ პრესას

ჩვე­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნო­მერ­ში ის­ტო­რი­უ­ლი ჰე­რე­თი­დან შე­მოგ­თა­ვა­ზეთ რე­პორ­ტა­ჟი. ერ­თ-ერთ ქარ­თულ სო­ფელ­ში - იტი­ტა­ლა­ში გავ­ლი­სას რამ­დე­ნი­მე ჭიშ­კარს შებ­მუ­ლი წი­თე­ლი ლენ­ტი შევ­ნიშ­ნეთ. რო­გორც აგ­ვიხ­სნეს, ასეთ ლენ­ტებს თურ­მე იმ სახ­ლის კარს აბა­მენ, სა­დაც გა­სათხ­ო­ვა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. გა­ვოც­დი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივ­ში და­ცულ ძველ გა­ზე­თებ­ში მსგავს ტრა­დი­ცი­ა­ზე მოთხ­რო­ბილ სტა­ტი­ას წა­ვაწყ­დი. ოღონდ ეს ტრა­დი­ცია აშ­კა­რად არ არის ქარ­თუ­ლი.

მოკ­ლედ, 1898 წლის 3 ივ­ლი­სის "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში", რუბ­რი­კით "სხვა-­და-­სხვა" ვინ­მე მი­ხე­ილ კიკ­ნა­ძე იმ­ჟა­მინ­დე­ლი ია­პო­ნი­ის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ქა­ლის თხოვ­ნის წეს­-ჩვე­უ­ლე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს:

"იმ სახ­ლში, რო­მელ­ში­აც ერ­თი ანუ რამ­დე­ნი­მე მოზ­რდი­ლი ქა­ლე­ბი არი­ან, აი­ვან­ზე ან დე­რე­ფან­ში ჰკი­დე­ბენ სამ წმინ­და ძეწ­კვზე მშვე­ნივ­რად მორ­თულ ცა­რი­ელ ყვა­ვი­ლის ქი­ლას, რომ­ლის ზე­მო­თა ნა­პი­რე­ბი გა­დაკ­რუ­ლია მბრწყი­ნავ მო­ოქ­რუ­ლი გა­და­საკ­რა­ვით. ახალ­გაზ­რდა ია­პო­ნე­ლი უახ­ლოვ­დე­ბა თა­ვის საყ­ვა­რელ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სახლს იშ­ვი­ა­თის ყვა­ვი­ლით ხელ­ში ამას­თა­ნა­ვე იმ დროს, რო­დე­საც იმან დარ­წმუ­ნე­ბით იცის, რომ ქა­ლი ში­ნაა და შე­უძ­ლი­ან, სად­მე მი­მალ­ვა და თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა.

იმის­თვის ახალ­გაზ­რდა კა­ცი იღებს ცა­რი­ელ ქი­ლას და დი­დის ყუ­რადღ­ე­ბით რგავს თა­ვის მო­ტა­ნილ მცე­ნა­რეს, რომ­ლის ძი­რებ­საც საკ­მა­ოდ აქვთ შეკ­რუ­ლი მოყ­რი­ლი მი­წა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ახალ­გაზ­რდა კა­ცი ხელ­სა სთხოვს იმ სახ­ლში მყოფს ახალ­გაზ­რდა ქალს. თუ ქა­ლი მა­ლე გა­მოჩ­ნდე­ბა სარ­წყა­ვით იმის­თვის, რომ მცე­ნა­რე მორ­წყოს, მა­შინ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ იგი მთხოვ­ნე­ლის გრძნო­ბა­ზე გრძნო­ბით­ვე უპა­სუ­ხებს. თუ იგი არ გა­მოჩ­ნდე­ბა, და ყვა­ვი­ლი მო­ურ­წყა­ვი რჩე­ბა, მა­შინ საქ­მროს შე­უძ­ლი­ან ჩას­თვა­ლოს იმათ, რომ ქა­ლი იმას­თან სა­ერ­თოს არა­ფერ­სა ჰგრძნობს. მაგ­რამ სრულს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ორ­თა­ვე ისი­ნი მხო­ლოდ მე­ო­რე დი­ლას შე­ატყ­ო­ბენ. მა­შინ ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, რომ გულ­და­დე­ბით მორ­წყუ­ლი წი­ნა ღა­მეს ყვა­ვი­ლი ამოგ­ლე­ჯი­ლია მკაც­რი ხე­ლი­სა­გან შე­უბ­რა­ლე­ბელ მა­მი­სა და დამ­ჭკნა­რი გდია მი­წა­ზე. ხან­დის­ხან პი­რი­ქით მცე­ნა­რე ქა­ლის­გან უყუ­რადღ­ე­ბოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი, ჯერ ისევ ახა­ლია და ყვა­ვის თა­ვის ქი­ლა­ში. ამ უკა­ნას­კნელს შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მრომ, თუმ­ცა კარ­გად იცის, რომ იგი არ უყ­ვარს, მა­ინც იმე­დი უნ­და იქო­ნი­ოს, რომ მი­სი წი­ნა­და­დე­ბა, მა­მის ბრძა­ნე­ბით, მი­ღე­ბულ იქ­მნე­ბა".

რა­კი უცხ­ო­ე­თის ამ­ბით და­ვიწყ­ეთ, გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალს არ გა­და­ვუხ­ვევთ და გი­ამ­ბობთ 1896 წლის 1-­ლი დე­კემ­ბრის "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში" და­ბეჭ­დილ ამე­რი­კა­ში მომ­ხდარ ფაქტს, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბი და სულ­-სულ უმ­ნიშ­ვნე­ლოდ გა­ლაკ­ტი­ო­ნის ლექ­სი "მე­საფ­ლა­ვე" გა­მახ­სე­ნა.

ამ­ბავს "ა­მე­რი­კუ­ლი შე­უღ­ლე­ბა" ჰქვი­ა: "მოქ­მე­დე­ბა სწარ­მო­ებს ამე­რი­კის ერ­თ-ერთ ქა­ლაქს გე­ნე­ტინ­გტონ­ში. ვი­ღაც ამე­რი­კე­ლი ნი­უ­მა­ნი ერ­თის დღის წი­ნეთ დაქ­ვრივ­და და დღეს ცოლს მარ­ხავს. ეს არის გა­თავ­და პა­ნაშ­ვი­დი და ცხე­დარს ასაფ­ლა­ვე­ბენ და მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ზედ დას­ტი­რი­ან უდ­რო­ვოდ გა­მო­სალ­მე­ბულს ახალ­გაზ­რდა ქალს; დაქ­ვრი­ვე­ბუ­ლი ნი­უ­მა­ნი სწრა­ფად მოჰ­კი­დებს ხელ­ზე ხელს თა­ვის ლა­მაზს ცო­ლის დას და ორ­ნი­ვე გა­ე­შუ­რე­ბი­ან პას­ტორ­თან, რო­მელ­მაც ეს არის გა­ა­თა­ვა თა­ვის უკა­ნას­კნე­ლი ლოც­ვა ცხე­და­რის სუ­ლის შე­სან­დობ­ლად, - და ნი­უ­მა­ნი ეტყ­ვის პას­ტორს: - ბა­ტო­ნო პას­ტო­რო, სა­ნამ არ წაბ­რძა­ნე­ბულ­ხართ და აქ ბრძან­დე­ბით, ბა­რემ ერ­თი კე­თი­ლი საქ­მეც გა­ა­რი­გეთ, ჯვა­რი გა­დაგ­ვწე­რეთ! - დი­დის სი­ა­მოვ­ნე­ბით, ბ-ნო ნი­უ­მან, ჩუ­მად და თან­ხმო­ბით მი­უ­გებს პას­ტო­რი და სამ­ნი­ვე შევ­ლენ ეკ­კლე­სი­ა­ში და და­იწყ­ე­ბა ჯვა­რის და­წე­რა. ქა­ლის და კა­ცის ნა­თე­სა­ვე­ბი გა­ო­ცე­ბულ­ნი არი­ან ასე­თის მო­უ­ლოდ­ნე­ლის ჯვა­რის წე­რით, მაგ­რამ რას იზა­მენ, ეკ­კლე­სი­ა­ში ხომ ჩხუბს და და­ვი­და­რა­ბას არ და­იწყ­ე­ბენ და ამა­სო­ბა­ში ჯვა­რიც გა­და­წე­რა პას­ტორ­მა. ამ რი­გად და­საფ­ლა­ვე­ბა­ზედ მო­სუ­ლი ხალ­ხი ქორ­წილ­საც და­ეს­წრო. ცრემ­ლი სიმ­ხი­ა­რუ­ლემ შეს­წყვი­ტა, და­საფ­ლა­ვე­ბა ქორ­წილ­მა და მგლო­ვი­ა­რო­ბა ქე­იფ­მა. აი რო­გო­რა ხდე­ბა ამე­რი­კა­ში შე­უღ­ლე­ბა სწრა­ფად და ია­ფად".

ირმა ხარშილაძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს