პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონების პატრონია ქვეყნის პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია
რა ქონების პატრონია ქვეყნის პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, ზუს­ტად ერთი წლის წინ შე­ავ­სო.

31 წლის პრე­მი­ე­რის დეკ­ლა­რა­ცია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში სამ ბი­ნას ფლობს. სა­მი­ვე ბინა პრეს­ტი­ჟულ უბან­შია, მათ­გან ორი - მო­სეშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. ერ­თის ფარ­თი 170 კვ.მ.-ია და მე­ო­რე­სი კი - 159 კვ.მ. მე­სა­მე ბინა პრე­მი­ერს გა­გა­რი­ნის ქუ­ჩა­ზე აქვს და ის 121 კვ.მ. ფარ­თი­საა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2012 წლის ბო­ლოს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი - 2009 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი Mercedes Benz, და 2007 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი Toyota Corolla.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, არც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და არც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფა­სი­ან ქა­ღალ­დებს არ ფლო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნაღდ ფულს, იმ დრო­ი­სათ­ვის ღა­რი­ბაშ­ვილს ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით 20 000 ლარი ჰქონ­და.

ამ დრო­ი­სათ­ვის უც­ნო­ბია, თუ რა ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შს მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რო­გორც საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ამ პე­რი­ოდ­ში 75 000 ლარი მი­ი­ღო, ასე­ვე 75 000 ლარი მი­ი­ღო მან, რო­გორც შპს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დი­რექ­ტორ­მა.

აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ღა­რი­ბაშ­ვილს ან მისი ოჯა­ხის წევ­რებს 500 ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ჩუ­ქა­რი არ მი­უ­ღი­ათ.

ამას­თან, პრე­მი­ე­რის ოჯახ­ში, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის ნუნუ თა­მა­ზაშ­ვი­ლი­სა და ორი შვი­ლის - ნი­კო­ლოზ და ან­დრია ღა­რი­ბაშ­ვი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თია, ვი­საც შე­მო­სა­ვა­ლი აქვს.

ნუცა ახალ­კა­ცი

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

ივა­ნიშ­ვი­ლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა: ნაღ­დი ფული,

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ქონების პატრონია ქვეყნის პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

რა ქონების პატრონია ქვეყნის პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ზუსტად ერთი წლის წინ შეავსო.

31 წლის პრემიერის დეკლარაცია ასე გამოიყურება - ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში სამ ბინას ფლობს. სამივე ბინა პრესტიჟულ უბანშია, მათგან ორი - მოსეშვილის ქუჩაზე. ერთის ფართი 170 კვ.მ.-ია და მეორესი კი - 159 კვ.მ. მესამე ბინა პრემიერს გაგარინის ქუჩაზე აქვს და ის 121 კვ.მ. ფართისაა.

დეკლარაციის მიხედვით, 2012 წლის ბოლოს ღარიბაშვილის საკუთრებაში იყო ორი ავტომობილი - 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz, და 2007 წელს გამოშვებული Toyota Corolla.

დეკლარაციის მიხედვით, არც ღარიბაშვილი და არც მისი ოჯახის წევრები ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ.

რაც შეეხება ნაღდ ფულს, იმ დროისათვის ღარიბაშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით 20 000 ლარი ჰქონდა.

ამ დროისათვის უცნობია, თუ რა ანაზღაურება მიიღო ღარიბაშვილმა შს მინისტრობის პერიოდში. დეკლარაციის მიხედვით, ცნობილია მხოლოდ 2011 წლის განმავლობაში გამომუშავებული თანხის ოდენობა. ღარიბაშვილმა, როგორც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ ამ პერიოდში 75 000 ლარი მიიღო, ასევე 75 000 ლარი მიიღო მან, როგორც შპს "ქართული ოცნების" დირექტორმა.

აღნიშნულ პერიოდში ღარიბაშვილს ან მისი ოჯახის წევრებს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღიათ.

ამასთან, პრემიერის ოჯახში, რომელიც მეუღლის ნუნუ თამაზაშვილისა და ორი შვილის - ნიკოლოზ და ანდრია ღარიბაშვილებისგან შედგება, ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც შემოსავალი აქვს.

ნუცა ახალკაცი

ასევე დაგაინტერესებთ:

ივანიშვილის დეკლარირებული ქონება: ნაღდი ფული,

უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა