საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - ისტორიული უსამართლობაა, რომ ზურაბ ჟვანია ჩვენთან ერთად არ არის
გიორგი მარგველაშვილი - ისტორიული უსამართლობაა, რომ ზურაბ ჟვანია ჩვენთან ერთად არ არის

ის­ტო­რი­უ­ლი უსა­მარ­თლო­ბაა, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია ამ ის­ტო­რი­ულ გზა­ზე ჩვენ­თან ერ­თად არ არის, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის შე­მა­ჯა­მე­ბელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე - "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბა - გზა ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის შემ­დეგ" გა­ნა­ცხა­და.

"დღეს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დამ­თხვე­ვაა - ის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­დავ­დგით ვილ­ნი­უს­ში და მტკი­ცედ და­ვა­დე­ქით ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზას, მოხ­და ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა. დღეს ასე­ვე არის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას, ჩემი მე­გობ­რის და თა­ნა­მებ­რძო­ლის, ვის­თან ერ­თა­დაც მე შე­ვე­ხე პო­ლი­ტი­კას, და­ბა­დე­ბი­დან 50 წლის­თა­ვი. ასეთ­მა თან­ხვედ­რამ გან­მა­წყო იმის­თვის, რომ მე­ლა­პა­რა­კა არა მხო­ლოდ იმ პო­ლი­ტი­კურ გზა­ზე, რო­მე­ლიც გა­სავ­ლე­ლი გვაქვს, არა­მედ მე­სა­უბ­რა ზუ­რას შე­სა­ხებ იმ პრო­ცე­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს; იმ პრო­ცე­სებ­ზე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ერ­თად გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. რა­საც მე ზურა მი­ზი­ა­რებ­და, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია",-აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა - " ქალ­ბა­ტო­ნი რემა გვიბ­რაზ­დე­ბო­და, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბი 3-4 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბო­და".

ამას­თან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა - "ზუ­რამ თქვა მე ვარ ქარ­თვე­ლი და მა­შა­სა­და­მე მე ვარ ევ­რო­პე­ლი; ის ამ­ბობ­და, რომ ქარ­თვე­ლი, რო­გორც კულ­ტუ­რის შემ­ქმნე­ლი ელე­მენ­ტი, იდენ­ტუ­რია იმი­სა, რა­საც დღეს ჩვენ ვხვდე­ბით ევ­რო­პა­ში.

"ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ზე", იმ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მზე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე-12 სა­უ­კუ­ნი­დან არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტია. ვა­ჟას პო­ე­ზი­ა­ში ვაჟ­კა­ცო­ბის თემა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია; ვსა­უბ­რობ­დით ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, იმ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­საც უამ­რა­ვი რამ აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, სა­დაც რწმე­ნის­თვის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეწა­მა და არა­სო­დეს იყო რე­ლი­გი­უ­რი დევ­ნა. შე­იძ­ლე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე ერი იყოს, რო­მელ­საც ამ­ხე­ლა ის­ტო­რია აქვს და არ ვი­ცით, რამ­დე­ნია ერი, რო­მელ­საც 2600 წლის ებ­რა­უ­ლი თემი ჰყავს თა­ვის წი­აღ­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და თა­ნა­არ­სე­ბობს მათ­თან. ბევ­რმა არ იცის მსოფ­ლი­ო­ში, რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი ვართ ამ თვალ­საზ­რი­სით. ზურა ამ­ბობ­და, რომ რო­დე­საც გა­და­დი­ხარ პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში, იქ სხვა წე­სია. იცა­ვენ მო­მიჯ­ნა­ვე კულ­ტუ­რის და თე­მე­ბის წე­სებს. ბევ­რგან ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს და­ი­ნა­ხოს მსოფ­ლი­ომ. ზურა აქ­ცენტს აკე­თებ­და იმა­ზეც, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლო", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თქით, ზუ­რაბ ჟვა­ნია ამ­ბობ­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მმარ­თვე­ლი უნდა იყუ­რე­ბო­დეს იმ წარ­მა­ტე­ბე­ბის­კენ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰქო­ნია.

"ქვეყ­ნის ძალა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ გა­ი­აზ­რო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და შეძ­ლო მთლი­ა­ნო­ბის შექ­მნა. ადა­მი­ა­ნი, ვინც ზის თბი­ლის­ში, უნდა იაზ­რებ­დეს, რა ხდე­ბა თუ­შეთ­ში და აჭა­რის მა­ღალმთი­ან სო­ფელ­ში, რად­გან სრუ­ლი­ად სხვა ტრა­დი­ცი­აა, კულ­ტუ­რაა, სხვა მე­ზო­ბე­ლი ჰყავს. სვა­ნეთ­სა ან ყაზ­ბეგ­ში გა­დად­გმუ­ლი ერთი ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად რე­ზო­ნირ­დეს აჭა­რა­ში. ამ პრო­ცეს­ში ჩვენ ზუ­რას­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ. ის იყო ძა­ლი­ან რე­ა­ლის­ტი პო­ლი­ტი­კო­სი. ჩვენ ნათ­ლად და­ვი­ნა­ხეთ, რომ ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი გვხე­და­ვენ, რო­გორც გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რს. ეს არის მთლი­ა­ნო­ბა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სენ­სუ­სი, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება ამ გზით სვლის­თვის. სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რაც ვნა­ხეთ. ჩვენ ვსწავ­ლობთ ყვე­ლა ნა­ბიჯს. ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ბო­ლომ­დე ჩვენს გვერ­დით დგა­ნან. ერს უნდა ჰქონ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება, რო­გორც უნდა და სა­ი­თაც უნდა, იქით გან­ვი­თარ­დეს, იყო სა­უ­ბა­რი, რა კულ­ტუ­რუ­ლი მო­ნა­პო­ვა­რია ეს ჩვენ­თვის დ ამ პრო­ცეს­ში ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მხა­რის ჩა­რე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია. ვარ ოპ­ტი­მის­ტი, რად­გან ვხე­დავ სე­რი­ო­ზულ მხარ­და­ჭე­რას", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

გი­ორ­გი მრაგ­ვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ჩვენ უნდა ვი­ყოთ უაღ­რე­სად გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი, რად­გან ეს არ­ჩე­ვა­ნი ას­ტა­ბი­ლუ­რებს ჩვენს მო­მა­ვალს და ამ არ­ჩე­ვანს შე­იძ­ლე­ბა შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გონ.

"ეს არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლია თა­ო­ბე­ბის მიერ და ამ გზა­ზე ჩვე­ნი სი­ა­რუ­ლი მარ­ტო ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არის, ეს არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც გვაქვს ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის და შთა­მო­მავ­ლე­ბის მი­მართ. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი უსა­მარ­თლო­ბა, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია ამ ის­ტო­რი­ულ გზა­ზე ჩვენ­თან ერ­თად არ არის", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი მარგველაშვილი - ისტორიული უსამართლობაა, რომ ზურაბ ჟვანია ჩვენთან ერთად არ არის

გიორგი მარგველაშვილი - ისტორიული უსამართლობაა, რომ ზურაბ ჟვანია ჩვენთან ერთად არ არის

ისტორიული უსამართლობაა, რომ ზურაბ ჟვანია ამ ისტორიულ გზაზე ჩვენთან ერთად არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე - "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" განაცხადა.

"დღეს ბევრი საინტერესო დამთხვევაა - ის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადავდგით ვილნიუსში და მტკიცედ დავადექით ქვეყნის განვითარების გზას, მოხდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. დღეს ასევე არის ზურაბ ჟვანიას, ჩემი მეგობრის და თანამებრძოლის, ვისთან ერთადაც მე შევეხე პოლიტიკას, დაბადებიდან 50 წლისთავი. ასეთმა თანხვედრამ განმაწყო იმისთვის, რომ მელაპარაკა არა მხოლოდ იმ პოლიტიკურ გზაზე, რომელიც გასავლელი გვაქვს, არამედ მესაუბრა ზურას შესახებ იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც დაიწყო საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს; იმ პროცესებზე, რომელიც მომავალში ერთად გვაქვს გასავლელი. რასაც მე ზურა მიზიარებდა, უაღრესად მნიშვნელოვანია",-აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა -  " ქალბატონი რემა გვიბრაზდებოდა, ჩვენი შეხვედრები 3-4 საათამდე გრძელდებოდა".

ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა - "ზურამ თქვა მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი; ის ამბობდა, რომ ქართველი, როგორც კულტურის შემქმნელი ელემენტი, იდენტურია იმისა, რასაც დღეს ჩვენ ვხვდებით ევროპაში.

"ჩვენ ვსაუბრობდით "ვეფხისტყაოსანზე", იმ ინდივიდუალიზმზე, რაც საქართველოში უკვე მე-12 საუკუნიდან არის გამოხატული, ინდივიდუალიზმი ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი ფუნდამენტია. ვაჟას პოეზიაში ვაჟკაცობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია; ვსაუბრობდით ილია ჭავჭავაძეზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც უამრავი რამ აქვს გადატანილი, სადაც რწმენისთვის უამრავი ადამიანი ეწამა და არასოდეს იყო რელიგიური დევნა. შეიძლება სულ რამდენიმე ერი იყოს, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს და არ ვიცით, რამდენია ერი, რომელსაც 2600 წლის ებრაული თემი ჰყავს თავის წიაღში გაძლიერებული და თანაარსებობს მათთან. ბევრმა არ იცის მსოფლიოში, რა განსაკუთრებული კულტურის მატარებელი ვართ ამ თვალსაზრისით. ზურა ამბობდა, რომ როდესაც გადადიხარ პირიქითა ხევსურეთში, იქ სხვა წესია. იცავენ მომიჯნავე კულტურის და თემების წესებს. ბევრგან ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ შეიძლება ეს დაინახოს მსოფლიომ. ზურა აქცენტს აკეთებდა იმაზეც, როგორ შეიძლება იმართებოდეს საქართველო", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქით, ზურაბ ჟვანია ამბობდა, რომ ნებისმიერი მმართველი უნდა იყურებოდეს იმ წარმატებებისკენ, რომელიც საქართველოს ჰქონია.

"ქვეყნის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ გაიაზრო მრავალფეროვნება და შეძლო მთლიანობის შექმნა. ადამიანი, ვინც ზის თბილისში, უნდა იაზრებდეს, რა ხდება თუშეთში და აჭარის მაღალმთიან სოფელში, რადგან სრულიად სხვა ტრადიციაა, კულტურაა, სხვა მეზობელი ჰყავს. სვანეთსა ან ყაზბეგში გადადგმული ერთი ნაბიჯი შეიძლება სხვაგვარად რეზონირდეს აჭარაში. ამ პროცესში ჩვენ ზურასგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ის იყო ძალიან რეალისტი პოლიტიკოსი. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ევროპელი პარტნიორები გვხედავენ, როგორც გაფართოებული ევროპული ოჯახის წევრს. ეს არის მთლიანობა, ჩვენი საზოგადოების კონსენსუსი, საქართველოს აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნება ამ გზით სვლისთვის. საშიშროებაზე საუბარი გამომდინარეობს იმ გამოცდილებიდან, რაც ვნახეთ. ჩვენ ვსწავლობთ ყველა ნაბიჯს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ბოლომდე ჩვენს გვერდით დგანან. ერს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება, როგორც უნდა და საითაც უნდა, იქით განვითარდეს, იყო საუბარი, რა კულტურული მონაპოვარია ეს ჩვენთვის დ ამ პროცესში ნებისმიერი სხვა მხარის ჩარევა დაუშვებელია. ვარ ოპტიმისტი, რადგან ვხედავ სერიოზულ მხარდაჭერას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მრაგველაშვილის თქმით, ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად გაფაციცებული, რადგან ეს არჩევანი ასტაბილურებს ჩვენს მომავალს და ამ არჩევანს შეიძლება შეეწინააღმდეგონ.

"ეს არჩევანი გაკეთებულია თაობების მიერ და ამ გზაზე ჩვენი სიარული მარტო ჩვენი პოლიტიკური ნება არ არის, ეს არის ვალდებულება, რაც გვაქვს ჩვენი წინაპრების და შთამომავლების მიმართ. ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომ ზურაბ ჟვანია ამ ისტორიულ გზაზე ჩვენთან ერთად არ არის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა