პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდთოვლობა, გაუწმენდავი გზები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - ფოტორეპორტაჟი გურიიდან
დიდთოვლობა, გაუწმენდავი გზები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - ფოტორეპორტაჟი გურიიდან

გუ­შინ­დე­ლი გა­და­უ­ღე­ბე­ლი თო­ვის შე­დე­გად, გუ­რი­ა­ში თოვ­ლის სა­ფა­რი 40 სან­ტი­მეტრს აღ­წევს. გა­ცი­ლე­ბით დიდი თოვ­ლია მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის გამო ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბაც შე­ზღუ­დუ­ლია, გზე­ბი ამ დრომ­დე გა­უ­წ­მენ­და­ვია.

უა­მინ­დო­ბის გამო ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" ჩო­ხა­ტა­უ­რის სერ­ვის­ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

"5-ის ნა­ხე­ვა­რი იყო ამ დი­ლით სახ­ლში რომ მი­ვე­დი. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. სო­ფელ ბჟო­ლი­ეთ­ში მთა ჩა­მოწ­ვა, ბურ­ნათ­ში ხე წა­იქ­ცა და ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე, მოძ­რა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. სოფ­ლებ­ში მაღ­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბია და­წყვე­ტი­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ისიც, რომ არ გვყავს საკ­მა­რი­სი ტექ­ნი­კა. მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა ჩა­მო­სუ­ლია და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვი­ყი­დით გრე­ი­დერს. მა­ნამ­დე კი ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლე­ბით ვეც­დე­ბით გა­ვუმკლავ­დეთ შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას" - აღ­ნიშ­ნავს ჩო­ხა­ტა­უ­რის გამ­გე­ბე­ლი თა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დიდთოვლობა, გაუწმენდავი გზები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - ფოტორეპორტაჟი გურიიდან

დიდთოვლობა, გაუწმენდავი გზები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - ფოტორეპორტაჟი გურიიდან

გუშინდელი გადაუღებელი თოვის შედეგად, გურიაში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს აღწევს. გაცილებით დიდი თოვლია მაღალმთიან სოფლებში. დიდთოვლობის გამო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაც შეზღუდულია, გზები ამ დრომდე გაუწმენდავია.

უამინდობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"5-ის ნახევარი იყო ამ დილით სახლში რომ მივედი. სერიოზული პრობლემები გვაქვს. სოფელ ბჟოლიეთში მთა ჩამოწვა, ბურნათში ხე წაიქცა და ცენტრალურ გზაზე, მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. სოფლებში მაღლი ძაბვის გადამცემი ხაზებია დაწყვეტილი. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არ გვყავს საკმარისი ტექნიკა. მთავრობის განკარგულება ჩამოსულია და რამდენიმე დღეში ვიყიდით გრეიდერს. მანამდე კი ადგილობრივი ძალებით ვეცდებით გავუმკლავდეთ შექმნილ სიტუაციას" - აღნიშნავს ჩოხატაურის გამგებელი თამაზ ჯინჭარაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა