Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური ცხოვრება ავტორიტეტული და ქარიზმატული ლიდერების გარეშე
პოლიტიკური ცხოვრება ავტორიტეტული და ქარიზმატული ლიდერების გარეშე

ბოლო არ­ჩევ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბის მქო­ნე პარ­ტი­ე­ბის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლი­დე­რე­ბის წას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ი­ტინ­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ. პო­ლი­ტო­ლო­გებს კი მი­აჩ­ნი­ათ, რომ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პარ­ტი­ე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას დიდი ხა­ნია აკე­თებ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი აცხა­დებ­და, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. თუმ­ცა, მისი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში აღარ ერე­ვა.

გა­სულ კვი­რას ორი­ვე პარ­ტი­ამ შეკ­რე­ბა მო­ა­წყო და პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი გა­და­ი­ნა­წი­ლა. "ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი გია ვოლ­სკი გახ­და.

ასე­ვე გა­და­წყდა, რომ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მდი­ვა­ნი ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის მდი­ვა­ნი კი არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ხოლო ახალ­გაზ­რდულ ფრთას ირაკ­ლი გვი­ლა­ვა უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის და მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე წევ­რის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი აცხა­დებს, რომ კო­ა­ლი­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მტკი­ცედ მივა და ერ­თი­ა­ნო­ბას მო­მა­ვალ­შიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭომ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი აირ­ჩია; რე­გი­ო­ნუ­ლი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი; ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი; მე­დია მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი; პო­ლი­ტი­კუ­რი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე; სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - გიგა ბო­კე­რია; სტრა­ტე­გი­უ­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - გი­ორ­გი ვა­შა­ძე; სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი.

სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მდი­ვა­ნი და თბი­ლი­სის მე­რო­ბის ერთ-ერთი სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი ვა­შა­ძე ამ­ბობს, რომ ძვე­ლი შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სრუ­ლი­ად ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის პარ­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იგეგ­მე­ბა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი არა­ფერ­ში არ ერე­ვა და სრულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აძ­ლევს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თი­თო­ე­ულ წევ­რს. წეს­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ ბოლო სხდო­მა­ზე მი­ვი­ღეთ, გან­სა­ზღვრავს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ძი­რი­თა­დი მარ­თვის ორ­გა­ნო არის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პო­ლი­ტი­კა­ში ტა­ი­მა­უ­ტის აღე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სი­ტყვა არ და­უ­ტო­ვე­ბია, თუ ვინ სად უნდა იყოს და რას უნდა აკე­თებ­დეს პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბა­ში. ჩვენ გვაქვს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ აქვს, იქ თავს ახ­ვე­ვენ კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს", - უთხრა ვა­შა­ძემ "მთელ კვი­რას".

"მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის არ­ჩე­ვი­თო­ბა. იქ­ნე­ბა პრა­ი­მე­რე­ბი ყვე­ლა რა­ი­ონ­ში და პარ­ტი­ის შიდა სა­მე­ნე­ჯმენ­ტო სის­ტე­მა გახ­დე­ბა უფრო გა­მარ­თუ­ლი. ჩვენ ვმუ­შა­ობთ, რო­გორ მოვხსნათ ბა­რი­ე­რი და რო­გორ გავ­ხსნათ კა­რე­ბი თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ნელ-ნელა გახ­დე­ბა პლატ­ფორ­მა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც იზი­ა­რებს ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ვფიქ­რობ, რომ ეს არის ძი­რი­თა­დი მე­ქა­ნიზ­მი რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­ა­კონ­ტრო­ლებს და მთავ­რო­ბა­ში თვით­ნე­ბო­ბის უფ­ლე­ბას არა­ვის არ მის­ცემს.

"დღე­ვან­დე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრობ­ლე­მა არის ის, რომ არ­ცერთ შეც­დო­მას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და­უშ­ვა. გა­ცი­ლე­ბით უფრო ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლია, ვიდ­რე "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" იყო. ჩვენ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლეთ. ზედ­მე­ტი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბა, ნაკ­ლე­ბი გახ­სნი­ლო­ბა, ნაკ­ლე­ბი დე­მოკ­რა­ტია - ეს იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრობ­ლე­მა. დღეს ორ­ჯერ უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცი­აა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში", - დას­ძენს ვა­შა­ძე.

თსუ-ს პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია ამ­ბობს, რომ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლი­დე­რე­ბის წას­ვლის შემ­დეგ ორი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.

"ორი­ვე პარ­ტია გა­მოკ­ვე­თი­ლი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რის არარ­სე­ბო­ბას გა­ნიც­დის, რაც მათ უქ­მნის ახალ რე­ა­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აღარ არის. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, თუმ­ცა, სტრუქ­ტუ­რუ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით სუს­ტი პარ­ტი­აა და ახლა ფორ­მირ­დე­ბა. ამი­ტომ ეს სი­ტუ­ა­ცია გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს ორი­ვე ძა­ლას.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" არი­ან ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, თუმ­ცა მათ­თან სა­კი­თხი დგას რებ­რენ­დიგ­თან და ახალ სა­ხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ პარ­ტი­ი­სათ­ვის ამ ეტაპ­ზე წამ­გე­ბი­ა­ნია სა­ა­კაშ­ვილ­თან ასო­ცი­ა­ცია, გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე მის­გან დის­ტან­ცი­რე­ბაა სა­ჭი­რო. რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს ამას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", დრო გვიჩ­ვე­ნებს.

"სა­ჭი­როა ახა­ლი იდე­ე­ბი და ახა­ლი ლი­დე­რე­ბი. ძველ­მა ლი­დე­რებ­მა ცოტა უნდა "ჩა­ი­ჩო­ჩონ". ეს საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა ამ ლი­დე­რე­ბის­თვის. თუ ასე არ მოხ­და, იგი­ვე სა­ხე­ე­ბით და აპე­ლი­რე­ბით, რომ ისი­ნი ყო­ველ­თვის მარ­თლე­ბი იყ­ვნენ და ყვე­ლა­ფერს კარ­გად აკე­თებ­დნენ, ამ პარ­ტი­ას მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში მათი იდე­ო­ლო­გი­ის და­ზუს­ტე­ბა მოხ­დეს და პარ­ტი­ამ სა­ხე­ლიც შე­იც­ვა­ლოს იმი­ტომ, რომ ამ ეტაპ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ სა­ხე­ლის მი­მართ უარ­ყო­ფი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი", - უთხრა კა­კა­ჩი­ამ "მთელ კვი­რას".

"რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", აქ პრობ­ლე­მა არის ის, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით კო­ა­ლი­ცია საკ­მა­ოდ სუს­ტია. არც დიდი რე­სურ­სე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს მას შემ­დეგ, რაც გარ­კვე­ულ­მა ლი­დე­რებ­მა უკვე გა­და­ი­ნაც­ვლეს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ახლა პარ­ტი­ამ უნდა და­ამ­ტკი­ცოს, ამ ლი­დე­რე­ბის წას­ვლის შემ­დეგ რამ­დე­ნად სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნია.

"არ ჩანს გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რე­ბი და მა­თაც იგი­ვე პრობ­ლე­მა აქვთ - ესაა ახა­ლი სა­ხე­ე­ბი. მათ უნდა შეძ­ლონ ახა­ლი სა­ხე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და ელი­ტის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გად­მო­ბი­რე­ბაც დას­ჭირ­დე­ბათ, რაც ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა.

"მათ და­სა­ლა­გე­ბე­ლი აქვთ რე­გი­ო­ნუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბიც. ყვე­ლა­ფერს გა­და­წყვეტს ფი­ნან­სე­ბი, თუ ივა­ნიშ­ვი­ლი ფი­ნან­სუ­რად ბო­ლომ­დე მხარს და­უ­ჭერს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ისი­ნი მეტ-ნაკ­ლე­ბად ამ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რე­ბენ, მაგ­რამ მან თუ უარი თქვა, პარ­ტი­ას კარ­გი დღე არ ელის.

"რაც შე­ე­ხე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბას", აქაც იგი­ვე პრობ­ლე­მაა - ჯერ­ჯე­რო­ბით რე­გი­ო­ნულ სტრუქ­ტუ­რებს ინარ­ჩუ­ნე­ბენ, მაგ­რამ თუ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი არ მოგ­ვარ­და, ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ეშ­ლე­ბათ. რამ­დე­ნი­მე და­ი­შა­ლა კი­დეც არ­ჩევ­ნე­ბის დროს.

"მარ­ტო ფი­ნან­სე­ბიც არ არის, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რას შეს­თა­ვა­ზე­ბენ ეს პარ­ტი­ე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას," - დას­ძენს კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია.

პო­ლი­ტო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ძვე­ლი სა­ხე­ე­ბით რე­ი­ტინ­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" სა­ა­კაშ­ვი­ლი კი იყო გა­დამ­წყვე­ტი ფი­გუ­რა, მაგ­რამ ის არ იყო ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი იმი­სა, რაც ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და. ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ყვე­ლა­ნი, ვინც ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან, მე­რა­ბიშ­ვი­ლით და­წყე­ბუ­ლი. ამი­ტომ ფაქ­ტობ­რი­ვად ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ჰქონ­და, ლო­გი­კუ­რია, ამ­ჟა­მად აქვს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ. თუკი ეს ლი­დე­რე­ბი დარ­ჩე­ბი­ან პარ­ტი­ა­ში და მათი რი­ტო­რი­კაც ისე­თი დარ­ჩე­ბა, რო­გო­რიც ახლა არის, პო­ლი­ტი­კა­ში იმ­ხე­ლა პერ­სპექ­ტი­ვა აქვთ, რაც სა­ა­კაშ­ვილს.

"რაც შე­ე­ხე­ბა "ოც­ნე­ბას", მას ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დიდი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი. ერთი წელი ნამ­დვი­ლად არ არის პარ­ტი­ის­თვის საკ­მა­რი­სი დრო. გვახ­სოვს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" რამ­დე­ნი სა­ხეს­ხვა­ო­ბა გა­ნი­ცა­და. რო­გორ წავა პრო­ცე­სე­ბი, ამის თქმა ძნე­ლია", - აცხა­დებს რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

თამ­თა ვირ­სა­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პოლიტიკური ცხოვრება ავტორიტეტული და ქარიზმატული ლიდერების გარეშე

პოლიტიკური ცხოვრება ავტორიტეტული და ქარიზმატული ლიდერების გარეშე

ბოლო არჩევნების მიხედვით, ყველაზე მაღალი შედეგების მქონე პარტიების, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავტორიტეტული ლიდერების წასვლის მიუხედავად, რეიტინგის შენარჩუნება არ გაუჭირდებათ. პოლიტოლოგებს კი მიაჩნიათ, რომ ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პარტიები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან.

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას დიდი ხანია აკეთებდა. მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იყო, აქტიურ პოლიტიკაში დარჩენილიყო. თუმცა, მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებებში აღარ ერევა.

გასულ კვირას ორივე პარტიამ შეკრება მოაწყო და პარტიული თანამდებობები გადაინაწილა. "ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი გახდა.

ასევე გადაწყდა, რომ იურიდიული საკითხების მდივანი ირინა იმერლიშვილი, საერთაშორისო საკითხების მდივანი კი არმაზ ახვლედიანი იქნება, ხოლო ახალგაზრდულ ფრთას ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს.

ივანიშვილის წასვლის და მმართველი კოალიციიდან რამდენიმე წევრის გასვლის მიუხედავად, არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მტკიცედ მივა და ერთიანობას მომავალშიც შეინარჩუნებს.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის პოლიტსაბჭომ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე მიხეილ მაჭავარიანი აირჩია; რეგიონული მდივნის თანამდებობაზე - ნუგზარ წიკლაური; ადმინისტრაციული მდივნის თანამდებობაზე - ხათუნა გოგორიშვილი; მედია მდივნის თანამდებობაზე - ირმა ნადირაშვილი; პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე - ზურაბ ჯაფარიძე; საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობაზე - გიგა ბოკერია; სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივნის თანამდებობაზე - გიორგი ვაშაძე; სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაზე - ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სტრატეგიული განვითარების მდივანი და თბილისის მერობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ძველი შეცდომების გათვალისწინებით, სრულიად ახალი მენეჯმენტის პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება.

"სააკაშვილი არაფერში არ ერევა და სრულ დამოუკიდებლობას აძლევს "ნაციონალური მოძრაობის" თითოეულ წევრს. წესდება, რომელიც ჩვენ ბოლო სხდომაზე მივიღეთ, განსაზღვრავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირითადი მართვის ორგანო არის პოლიტიკური საბჭო.

"ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, პოლიტიკაში ტაიმაუტის აღების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სიტყვა არ დაუტოვებია, თუ ვინ სად უნდა იყოს და რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ მოძრაობაში. ჩვენ გვაქვს სრული თავისუფლება. "ქართულ ოცნებას" თავისუფლება არ აქვს, იქ თავს ახვევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს", - უთხრა ვაშაძემ "მთელ კვირას".

"მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევითობა. იქნება პრაიმერები ყველა რაიონში და პარტიის შიდა სამენეჯმენტო სისტემა გახდება უფრო გამართული. ჩვენ ვმუშაობთ, როგორ მოვხსნათ ბარიერი და როგორ გავხსნათ კარები თითოეული თქვენგანისთვის. "ნაციონალური მოძრაობა" ნელ-ნელა გახდება პლატფორმა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი მექანიზმი რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" გააკონტროლებს და მთავრობაში თვითნებობის უფლებას არავის არ მისცემს.

"დღევანდელი "ქართული ოცნების" პრობლემა არის ის, რომ არცერთ შეცდომას არ ითვალისწინებს, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუშვა. გაცილებით უფრო ცენტრალიზებულია, ვიდრე "ნაცმოძრაობა" იყო. ჩვენ შეცდომებზე ვისწავლეთ. ზედმეტი ცენტრალიზება, ნაკლები გახსნილობა, ნაკლები დემოკრატია - ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა. დღეს ორჯერ უარესი სიტუაციაა "ქართულ ოცნებაში", - დასძენს ვაშაძე.

თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ავტორიტეტული ლიდერების წასვლის შემდეგ ორივე პოლიტიკური ძალა გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას.

"ორივე პარტია გამოკვეთილი ქარიზმატული ლიდერის არარსებობას განიცდის, რაც მათ უქმნის ახალ რეალობას, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ხელისუფლებაში აღარ არის. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, თუმცა, სტრუქტურულად ჯერჯერობით სუსტი პარტიაა და ახლა ფორმირდება. ამიტომ ეს სიტუაცია გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს ორივე ძალას.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები, თუმცა მათთან საკითხი დგას რებრენდიგთან და ახალ სახეებთან დაკავშირებით. ამ პარტიისათვის ამ ეტაპზე წამგებიანია სააკაშვილთან ასოციაცია, გარკვეულ ეტაპზე მისგან დისტანცირებაა საჭირო. რამდენად მოახერხებს ამას "ნაციონალური მოძრაობა", დრო გვიჩვენებს.

"საჭიროა ახალი იდეები და ახალი ლიდერები. ძველმა ლიდერებმა ცოტა უნდა "ჩაიჩოჩონ". ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება ამ ლიდერებისთვის. თუ ასე არ მოხდა, იგივე სახეებით და აპელირებით, რომ ისინი ყოველთვის მართლები იყვნენ და ყველაფერს კარგად აკეთებდნენ, ამ პარტიას მომავალში ძალიან გაუჭირდება. შეიძლება მომავალში მათი იდეოლოგიის დაზუსტება მოხდეს და პარტიამ სახელიც შეიცვალოს იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სახელის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი", - უთხრა კაკაჩიამ "მთელ კვირას".

"რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", აქ პრობლემა არის ის, რომ ჯერჯერობით კოალიცია საკმაოდ სუსტია. არც დიდი რესურსები შეინიშნება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გარკვეულმა ლიდერებმა უკვე გადაინაცვლეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლა პარტიამ უნდა დაამტკიცოს, ამ ლიდერების წასვლის შემდეგ რამდენად სიცოცხლისუნარიანია.

"არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერები და მათაც იგივე პრობლემა აქვთ - ესაა ახალი სახეები. მათ უნდა შეძლონ ახალი სახეების წარმოჩენა და ელიტის გარკვეული ნაწილის გადმობირებაც დასჭირდებათ, რაც ადვილი არ იქნება.

"მათ დასალაგებელი აქვთ რეგიონული სტრუქტურებიც. ყველაფერს გადაწყვეტს ფინანსები, თუ ივანიშვილი ფინანსურად ბოლომდე მხარს დაუჭერს "ქართულ ოცნებას", ისინი მეტ-ნაკლებად ამ პრობლემას მოაგვარებენ, მაგრამ მან თუ უარი თქვა, პარტიას კარგი დღე არ ელის.

"რაც შეეხება "ნაცმოძრაობას", აქაც იგივე პრობლემაა - ჯერჯერობით რეგიონულ სტრუქტურებს ინარჩუნებენ, მაგრამ თუ ფინანსური საკითხები არ მოგვარდა, ალბათ ძალიან ბევრი რეგიონული ორგანიზაცია დაეშლებათ. რამდენიმე დაიშალა კიდეც არჩევნების დროს.

"მარტო ფინანსებიც არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა. საინტერესო იქნება, რას შესთავაზებენ ეს პარტიები კონკრეტულად საზოგადოებას," - დასძენს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ძველი სახეებით რეიტინგის შენარჩუნება გაუჭირდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილი კი იყო გადამწყვეტი ფიგურა, მაგრამ ის არ იყო ერთადერთი ავტორი იმისა, რაც ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა. ავტორები იყვნენ ყველანი, ვინც ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში არიან, მერაბიშვილით დაწყებული. ამიტომ ფაქტობრივად ის დამოკიდებულება, რაც ქართველ მოსახლეობას სააკაშვილის მიმართ ჰქონდა, ლოგიკურია, ამჟამად აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. თუკი ეს ლიდერები დარჩებიან პარტიაში და მათი რიტორიკაც ისეთი დარჩება, როგორიც ახლა არის, პოლიტიკაში იმხელა პერსპექტივა აქვთ, რაც სააკაშვილს.

"რაც შეეხება "ოცნებას", მას ჩამოყალიბების დიდი გზა აქვს გასავლელი. ერთი წელი ნამდვილად არ არის პარტიისთვის საკმარისი დრო. გვახსოვს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენი სახესხვაობა განიცადა. როგორ წავა პროცესები, ამის თქმა ძნელია", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბარში.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა